Tuesday, January 22, 2008

გუშინ გოგლიკა ჩამოვიდა
გამოცდის მერე დამირეკა და საღამოს შევხვდით
თავიდან ქალაქში ვიბოდიალეთ, თბილისი მონატრებია ძალიან, მერე კი სახინკლეში შევედით
საჭმლის გარდა, არაყიც შევუკვეთეთ
საოცრად მომინდა დალევა, გონების დაკარგვამდე ჩათრობა, რეალობის შეგრძნების სრულად დაკარგვა... ჭიქა ავიღე კიდევაც, მივიყუდე, მაგრამ... ისევ ვერ დავლიე. კიდევ უფრო მაგრად შემზიზღდა ჩემი თავი! არადა რა იმედი მქონდა, რომ ყველაფერი (ცუდი) დამავიწყდებოდა, რამდენიმე საათით მაინც, მერე სახლში მოვიდოდი, დავხუჭავდი თვალებს და ტკბილად ჩამეძინებოდა...
თავიდან ბიჭებსაც გაუკვიდათ, დალევა რომ დავაპირე, მაგრამ არაფერი დაუძალებიათ. პირიქით, მგონი, პირველად მითხრეს, რომ არ ღირსო.
აქამდე არაერთხელ ვთქვი, ჩემს ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული უნდა, რომ დავლიო და უფრო მეტიც, დავთვრე. მაგრამ მინდა ეს ”განსაკუთრებული” კარგი იყოს, მინდა თითოეული წვეთისგან სიამოვნება მივიღო... ამიტომაც გადავიფიქრე. არ მინდა ჩათრობა იმისთვის, რომ გონება დავკარგო

***
მერე 145 ”მარშუტკაში” ჩავჯექით და სახლისკენ წამოვედით. გზად ბევრი ადგილი გამოვიარეთ, ბევრი...
ბოლოს, როგორც იქნა, მოვედი. მძინარე დედაჩემს შუბლზე ვაკოცე და ღამის 3 საათამდე კომპიუტერს მივუჯექი. ადრე ერთი მიზეზის გამო არ ვიძინებდი გვიანობამდე, ახლა კი ძილი არ მინდოდა...

ვგრძნობ, ყველაფერი მტკივა
ძვლები, თავი, კისერი...
სულიც მტკივა, თუ მაქვს...
გული...
მგონი, ცალი ფილტვი აღარ მიმუშავებს, ხანდახან სუნთქვა მიჭირს
გულიც მიტრაკებს დიდი ხანია
ტვინის ერთი ნახევარსფეროც გაითიშა. ის, რომელიც ჩემში სასიამოვნო შეგრძნებების იმიტაციას ახდენდა...
ახლა კი წავედი სამსახურში. დღეს მორიგე ვარ, ბოლოს როდის დავრჩი გვიანობამდე, აღარ მახსოვს, მაგრამ ახლა მომიწევს.

No comments: