Thursday, September 27, 2007






შეიძლება, არ უნდა ვაკეთებდე ამას, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს:
ამ ბავშვებმა ცხოვრება გამიმრავალფეროვნეს და გამიხალისეს... სულ ორჯერ მყავს ნანახი ეს პატარა ქალბატონები, მაგრამ ორივე სიგიჟემდე შემიყვარდა! მათთან თამაშმა, გართობამ, სეირნობამ, ისტორიული ადგილების დათვალიერებამ იმ დროში დამაბრუნეს, რომელიც, ფაქტიურად, არ მქონია. ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მათგანს კიდევ არაერთხელ შევხვდები, ჩემი საინტერესო, სასაცილო თუ სულელური ისტორიებით მრავალჯერ დავღლი თუ დავაინტერესებ, პატარა ნინიკოს კიდევ ჩაიძინება ჩემს კალთაში...

Friday, September 21, 2007

სიგიჟის სურვილი


ეჰ... რამდენჯერ მდომებია, ვინმეს ჩემზე ეთქვა, გიჟი არისო... ერთი შეხედვით, რა არის სიგიჟეში კარგი?! ხალხი გერიდება, შიშნარევი მზერით გიყურებს, ხანდახან (კეთილი ბიძა ან დეიდა თუ შეგხვდა), შესაძლოა, სევდიანი თვალებითაც გადმოგხედოთ. თითქოს გეუბნებიან: არაუშავს, ვინ არის უნაკლოო... მართლაც, რთულია გიჟის ცხოვრება, როდესაც არც შენნაირების გესმის და არც ”სხვანაირების”. დადიხარ მარტო, ფიქრობ, ფიქრობ... იქნებ, სწორედ ამდენი ფიქრისგან გიჟდები?! არ არის გამორიცხული! პირიქით, ძალიანაც რეალურია. უდარდელი ადამიანი არასდროს გაგიჟდება. ის ცხოვრობს იმით, რაც მოცემულ მომენტში აქვს, მას არასდროს უწევს იმაზე ტვინის ჭყლეტა, თუ რა ელოდება მეორე დღეს.
მაგრამ ყველგან და ყოველთვის ერთ ფრაზას ვიმეორებ - ეცადე, ყველაფერში დადებითი მხარე ამოიკითხო. რა უნდა იყოს სიგიჟეში დადებითი და კარგი? ნუთუ ეს შესაძლებელია? ამ კითხვაზე არსებობს ერთი ძალიან მოკლე, თუმცა მრავლისმთქმელი პასუხი - კი! სიგიჟეშიც კი შეუძლია ადამიანს კარგი ნახოს, ისევე, როგორც ამას მე ვაკეთებ. უფრო მეტიც, ზოგჯერ ისე მომინდება გიჟი ვიყო, ისე მომინდება, რომ ტანსაცმლის კარადასთან მივდივარ და თეთრ პერანგს ვარჩევ, გრძელი მკლავებით, რომელიც ყველაზე მეტად მომიხდება. სიგიჟე არის იდეალური საშუალება გაექცე აწმყოს და იცხოვრო წარმოსახვით მომავალში.
ალბათ, ყველას გაგვიგია უკვდავი ფრაზა ”გიჟი თავისუფალიაო”. მე კი არა მარტო გამიგია, არამედ მინდა ის ცხოვრებაშიც გამოვიყენო. მსურს, ცოტა ხნით ”გავგიჟდე” და ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენო. ზოგს გაუხარდება, რამდენიმეს, ალბათ, ეწყინება... დიდი შანსია, გამოფხიზლების მერე რაღაც-რაღაცები მეც მეწყინოს და ვინანო, მაგრამ ვინანო არა იმიტომ, რომ არასწორად მოვიქეცი, არამედ იმიტომ, რომ სიფხიზლეში ამას არ გავაკეთებდი. რა კარგი იქნებოდა ყველაფრის თქმა, ყველასთან გულახდილი, ”გიჟური” საუბარი... ასე ხომ ნათელი მოეფინებოდა ბევრს რამეს!
მაგრამ... აჰ!!! რა სისულელეებს ვბოდავ! რა დროს სიგიჟეა, როდესაც ამდენი საქმე მაქვს. მე რომ გავგიჟდე, ჩემ ნაცვლად ვინ გააკეთებს ყველაფერს ამას? რა თქმა უნდა, არავინ. ხოდა, სჯობს, ჩვენი ”გიჟური” დიალოგი მომავლისთვის გადავდოთ, როდესაც აღარაფერი მექნება გასაკეთებელი. არ ვიცი, რამდენი ხანი მომიწევს ლოდინი, მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო... მეც სწორედ ამ იმედით ვკვდები...

Monday, September 17, 2007

უსათაურო

Will I Wake Up Tomorrow?
Come, see my pain and sorrow!
It's not time for lying,
Cause there're people dying...

მკითხავების არასდროს მჯეროდა...
მგონი, არც ახლა მჯერა, მაგრამ ერთხელ რამდენიმე წლის წინ ბავშვმა მიმკითხავა... პატარა ბავშვმა და მგონი, მისი ნათქვამი მართლდება... სამწუხაროდ!
ძალიან არ მინდა ასე მოხდეს, მაგრამ ყველაფერი სწორედ ამ მიმართულებით მიდის. ერთ-ერთ მეგობარს სულ იმას ვუმეორებ, რომ ცხოვრებაში ბევრი გზაა და სწორი თვითონ უნდა აირჩიოს. ჩემ შემთხვევაში კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არჩევანი დიდი ხნით ადრეა გაკეთებული.
არადა, ყველაზე მეტად ეგ არ მინდა. ბევრ რამეზე შემიძლია ვთქვა უარი, მაგრამ არა მაგაზე. ნელ-ნელა შევიცვლები...

Thursday, September 13, 2007

იღბლიანნი...


- კარგ ხალხს გაუმარჯოს! - გაისმა ვიღაცის ხმა. ამ, ერთი შეხედვით, თავხედი ადამიანის სალამმა ფიქრებს მომწყვიტა და ისევ დედამიწის იმ კუთხეში დამაბრუნა, რომელიც ბევრად არ განსხვავდებოდა სამოთხისგან. თვალების აწევისთანავე, როგორც მიხვდით, ისინი მანამდე მიწას იყვნენ მიშტერებულნი, ჩემ წინაშე მდგარი ვიღაც ბიჭი ვნახე. ეს იყო დათო. გარეგნობით ის ნამდვილად გამოირჩევოდა სხვებისგან: საშუალო სიმაღლის, თუმცა ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი, სათვალეს ატარებდა, თავზე კი იმხელა ”ბუჩქი” ედო, მეგონა, რომელიმე ხის ქვეშ გავლისას ჩიტის ბუდე დაეცა თავზე და სამუდამოდ იქვე დარჩა. არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი კანის ფერიც, რომელიც, ალბათ, მეცნიერთა დიდი გამოკვლევის საგანი შეიძლება გახდეს. ამ ბრგე ტანს კი მოკლემკლავიანი მაისური, დახეული ჯინსები და ასევე ბოლო ძაფამდე დაფლეთილი კედები უფარავდნენ...
***
მოულოდნელად, ფიქრი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა.
- დიახ, გისმენთ.
- როგორ ხარ, დებილო? - ეს ხმა ეგრევე ვიცანი...
- დებილი თავი გაბია, ბატონო გიორგი, - გიო ჩემი დიდი ხნის მეგობარია. რაც თავი მახსოვს, სულ ერთად ვართ და ყოველთვის, როდესაც სამე მიჭირდა, ჩემთან ერთად იყო. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ამჯერადაც იგივე მოხდა. მისი ზარი საჭირო დროს გაისმა.
- რას შვრები, ბიჭო, მანდ? დროს როგორ ატარებ? ბევრი გოგო გაიცანი? - ამ კითხვებისთვის წინასწარ მოვემზადე, რადგან გოგლიკასთვის, როგორც მას ახლობლები ვეძახით, ეს დამახასიათებელია.
- სამი გოგო გავიცანი, ჩემო კარგო. აქედან ერთ-ერთს გუშინ საღამოს უნდა შევხვედროდი...
- შეხვედროდი? რა იყო, გადაგაგდო? - ხარხარით ჩაამთავრა კითხვა ჩემმა ძმაკაცმა
- არა. მამა გარდაეცვალა და სასწრაფოდ თბილისში წამოვიდა...
***
ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მიწაზე დავჯექი. საშინლად მეძინებოდა. საათს დავხედე - რვის ნახევარი იყო. რამდენი დრო გასულა! დაახლოებით ორი საათია, რაც სახლიდან გამოვედი. თვალები ნელ-ნელა მეხუჭებოდა და ვგრძნობდი, როგორ ეშვებოდა ჩემი სხეული წვიმის წვეთებისგან სველ ბალახზე და ეს მსიამოვნებდა კიდევაც. აზრებისგან დატვირთულ გონებას მოსვენების საშუალება მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი დღე არ გავიდა, ის საშინელი შეგრძნება მაინც არ მეშვებოდა. არა! რაღაც უნდა მომხდატიყო, რაღაც ძალიან ცუდი, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, ვის მოუვიდოდა უბედურება.
***
მატარებელში გამეღვიძა, ვიღაცამ ფეხი გამკრა. თვალებში ძნელად ვიხედებოდი და ნორმალურად ვერც კი ვაცნობიერებდი, ჩემ გარშემო რა ხდებოდა. წინ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იჯდა. ქალბატონი ფეხმძიმედ იყო, რისი შემჩნევაც, მისი მუცლის ზომების გათვალისწინებით, არც ისე ძნელი გახლდათ. გოგონას მეუღლეს კი ხელი ცოლის მუცელზე ედო და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს რაღაცას ელოდებოდა. ალბათ, არ უნდოდა, ბავშვის პირველი მოძრაობა გამოპარვოდა. რა სასიამოვნო შეგრძნება იქნება, როდესაც იცი, რომ შენში მეორე ადამიანი ცხოვრობს, რომელიც დაბადებამდე შენი სხეულის ნაწილია, ხოლო ცხრა თვის შემდეგ დამოუკიდებელ არსებობას იწყებს...

Saturday, September 8, 2007

ჰალუცინაციები

დიდი ხანია რაღაცის დაწერა მინდა, მაგრამ ეს ”რაღაც” გამუდმებით ხელს მიშლიდა. ის მღრღნის შიგნიდან; ცოცხლად მჭამს; ცდილობს, ძალა ბოლო წვეთამდე გამომწოვოს და შემდეგ სადმე მიფარებულ ადგილას მარტოსული სიკვდილისთვის გამწიროს.
ვკანკალებ, საშინლად ვკანკალებ. ჩემ შიგნით შექმნილ სიცარიელეში სიცივის წვეთები ნელ-ნელა ადგილს პოულობენ. ამ კანკალს მეცნიერები ”შიშნარევ სიცივეს” დაარქმევდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ იციან ამის შესახებ. ეს მხოლოდ მე და რამდენიმე ადამიანმა ვიცით, რომლებსაც ჯერჯერობით არ ვიცნობ, თუმცა იმის იმედი კი მაქვს, რომ გასაჭირი ერთმანეთს დაგვაახლოვებს.
მასაც სციოდა... გამოხედვაზე შევატყვე. მისი გამოხედვა ცეცხლს ყინავდა. თვალებში ჩახედვის მეშინოდა. მეშინოდა იმის, რომ მისნაირი გავხდებოდი. ვიჯექი მოპირდაპირე მხარედ, მზერა მიწას მივაპყრე, თითქოს რაღაცას ვეძებდი და მორიდებით, იშვიათად შევხედავდი მის მონაცრისფრო-მოცისფრო სახეს. სიჩუმის დედოფალი იყო. ამაყად იჯდა, თუმცა საამაყო არც ჩაცმულობაში ჰქონია რამე და არც გარეგნობაში. იჯდა და შიშის ზარს სცემდა გარშემომყოფებს. ისინი ვერც კი გრძნობდნენ, როგორც ეყინებოდათ სული. სიცივე თავდაპირველად ფეხისა და ხელის თითებს ეუფლებოდა, შემდეგ თანდათანობით სხეულის სხვა ნაწილებზეც ვრცელდებოდა. ბოლოს კი თვალების ჯერიც დგებოდა. სიცოცხლის ნაპერწკალით განათებული მზერა ერთ წამში ყინულად იქცევოდა. მზერა მბრძანებლობდა გულს, რომელიც უფრო სათუთი და ნაზი ყოფილიყო, გაყინვას ვერ გაუძლო და დაიმსხვრა.
დედოფალი გაუნძრევლად იჯდა... ჩემზე ოდნავ დაბალი იყო. დანარჩენებისგან არაფრით გამორჩეული მაინც იპყრობდა გამვლელების ყურადღებას. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ისინი დედოფლისთვის გადაშლილი წიგნები იყვნენ. მბრძანებელი იჯდა და კმაყოფილი სახით კითხულობდა მათ. გვერდს გვერდი მოჰყვებოდა, ფურცელს - ფურცელი, თავს - თავი, ბოლოს... ბოლოს კი მოსაწყენი და უინტერესო დასასრული, რის შემდეგაც მკითხველი, ჩვეულებრივ, წიგნს სადმე შორს გადაისვლის და დიდი ხნით მიივიწყებს მის არსებობას.
ქუჩის მეორე მხარეს მათხოვარი იჯდა. ზამთარი იყო და რა თქმა უნდა, ფულის შოვნის მიზნით ცივ მიწაზე დამჯდარი ეს მოხუციც ტარებისგან დაძონძილ ტანსაცმელში შეძლებისდაგვარად თბილად იყო შეფუთვნილი. დამაინტერესა, ავდექი და მივუახლოვდი. მათხოვარს წინ მტვრისგან ფერდაკარგული შავი ქუდი ედო, რომელშიც მოწყალე გამვლელები მას ფულს უყრიდნენ. ძალაუნებურად ხელი ჯიბეში ჩავიყავი და ხურდა-ფულის ძებნა დავიწყე. რამდენიმე წამში ჩემი კუთვნილი მონეტა უკვე სხვა ადამიანის საკუთრებასი გადავიდა. რკინის ფულის მიწაზე დაცემის ხმამ სიცივისგან ნახევრად გონებაწასული მათხოვარი გამოაფხიზლდა. მან თვალები აწია და შემომხედა... საოცრება გახლდათ. გაყინულ ქალაქში თბილი ადამიანის ნახვა წარმოუდგენლად მომეჩვენა და კიდევ უფრო დაჟინებულად შევხედე. არა, ნამდვილად არ ვცდებოდი. დედოფალმა ამ ადამიანის მოჯადოვება ვერ მოახერხა. როგორც ზღაპრებში ხშირად ხდება ხოლმე, ალბათ, ეს მათხოვარი იყო სწორედ ის სიკეთის რაინდი, რომელიც დამპყრობელს უნდა შებრძოლოდა, მაგრამ... ცხოვრებისგან დატანჯული, ის საკუთარ თავს ვერ უვლიდა და სხვებს, მით უმეტეს, ვერ დაეხმარებოდა.

დავუბრუნდი ჩემს ადგილს. ისევ ციოდა. ალბათ, დედოფალი ამ მომენტებში ღრმად სუნთქავდა. ვგრძნობდი, როგორ ივსება ჩემი სხეული გაყინული წყლით, რომელიც სისხლის მაგივრობას მიწევდა.
ჭია კი მღრღნიდა...

Special Idiot

Deep within the moment
Laughter floats upon the breeze
Rising and falling dying down within me
...
All this time all I had inside was what i couldn't see

Thursday, September 6, 2007

Sweet Memories...

In Flames - Come Clarity

ეს ისე, ვამოწმებდი რაღაცას...

30 ვერცხლი


გაყიდე 30 ვერცხლად სული შენი, თუ ის მეტი არ ღირს, რადგან სიკვდილის შემდეგ შენ ვერაფერს წაიღებ თან... ეცადე, სიცოცხლეშივე გამოიყენო ყველაფერი, რისი გამოყენებაც შეგიძლია... იცოდე საკუთარი თავის ფასი, რომელიც არა მხოლოდ ვერცხლით იზომება!
***
I want to convince you i'm not a liar.
Just sometimes I have to lie...
It's not good (for me),
But it's better for others...
***
Music is my life,
Chords are my pillow and bed...
I drink words and eat strophes...
And it's not metamorphosis...

***
კბილის ტკივილზე საშინელი მხოლოდ ერთი რამაა...

Wednesday, September 5, 2007

სიცოტავე

ხანდახან რა ცოტაა საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ცოტაც ცოტაა...

ამიტომაც:
1. გაეცი უსაზღვრო სიყვარული და არ მოითხოვო სამაგიეროდ არაფერი!
2. დაირქვი სახელად ”უჩინარი” და ჩაუსაფრდი მწუხარებას, რათა მოერიო მას!
3. ნურასდროს იფიქრებ საკუთარ თავზე... დაე, სხვებმა იფიქრონ მასზე, თუკი ამას იმსახურებ!
...
4. ნურასდროს განსჯი ადამიანს პირველი ნახვისთანავე, რადგან ის ცდილობს, თავი მოგაწონოს!
5. უნდა იყო ცხვარი და გადარჩე მგლების ქვეყანაში!

© შეგონებანი

Saturday, September 1, 2007

Needed Ideas...

Some kind of heroes
Some kind of lies
I can read everythig in your eyes
Why don't you lie me
Why want you to say
That there is one way to anyway...

There is no heaven on Earth
There're only you and me
We have to swim through the waterfall
Just close your eyes and try to see.

Be longer than life
And heavier than night
When moon is bright
Please, control my mind...