Friday, June 26, 2009

კინომუსიკა

ჰა, გამოტყდით, რამდენი ადამიანი უყურებთ ფილმებს სიმღერების გამო? თქვენი არ ვიცი და მე საკმაოდ ხშირად... გუშინ გოლ.გე-ზე ერთი გენიალური ფილმის საუნდტრეკები აღმოვაჩინე და სწორედ ამ ფაქტმა შთამაგონა მორიგი პოსტის დაწერა ჩემ მიერ ბოლო დროს მივიწყებულ ბლოგზე. მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშე იქნება ფილმები და მათი გამორჩეული მუსიკალური გაფორმება:

1. ONCE - მგონი, საქართველოში ადამიანი არ დარჩა, ვისაც კომპიუტერი აქვს და ეს ფილმი არ უნახავს. თავის მხრივ, "უანსის" () პოპულარიზაციაში საკუთარი არამოკრძალებული წვლილი მეც შევიტანე და შედეგმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი სამოყვარულო კამერით გადაღებულმა ფილმმა აბსოლუტური უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა. ნუ, ეს ფილმი სრული არარაობა იქნებოდა, რომ არა ირლანდიელი მუსიკოსი გლენ ჰენსარდი და მისი მშვენიერი ჩეხი "პარტნიორშა" მარკეტა ირგლოვა (მარკეთა თურმე მარგარიტას ჩეხური ვარიანტი ყოფილა, მააშ ). არც კი ვიცი ამ ფილმიდან რომელი სიმღერის გამორჩევა შეიძლება, ყველა ძალიან მაგარია და ყველა საოცრად მომწონს. თუმცა, ამჯერად ოსკარის ჟიურის არჩევანზე გავამახვილებ ყურადღებას: Falling Slowly - სიმღერა, რომელმაც 2007 წელს ოსკარი მიიღო საუკეთესო საუნდტრეკისთვის.


2. School Of Rock - აქამდეც დამიწერია მგონი ბლოგზე გენიალურ ამერიკელ რეჟისორზე, რიჩარდ ლინკლეიტერზე. ჰოდა, ახლა იმას დავამატებ, რომ ამ კაცის ფილმებში გამოყენებული მელოდიები მართლაც გამორჩეულია დანარჩენებისგან. ფილმში "როკის სკოლა" მთავარ როლში ცნობილი კომიკოსი, მუსიკოსი, მსახიობი და რა ვიცი კიდევ რა, ჯეკ ბლეკი თამაშობს, რომელიც როკის მასწავლებელია "თინეიშეს დი"-ს ვოკალისტს კიდევ რამდენიმე ფილმში აქვს გამოვლენილი თავისი ვოკალურ-ინსტრუმენტალური მონაცემები, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებულია. ახლა კი ერთ-ერთი საუნდტრეკი, AC/DC-ის ქავერი სიმღერაზე It's A Long Way To The Top.


3. Waking Life - ლინკლეიტერის გენიალური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს სიზმარზე სიზმარში. ცოტა არეული სცენარი, მუდმივი, გადაბმული დიალოგები, განსხვავებული ანიმაციები და ამ ყველაფერს ფონად თან სდევს მუსიკა, რომელსაც ვერ კლასიკას მივაკუთვნებ და ვერც ვერაფერს. ჩელო, ვიოლინო, პიანო... ყველაფერი თავის ადგილზეა თითქოს და ამ დროს ყველაფერი არეულია. მოკლედ, ბევრი რომ არ ვატრაკო, სჯობს თავად მოუსმინოთ ერთ-ერთ კომპოზიციას, ხოლო ყველა საუნდტრეკის მოსმენა, როგორც შესავალში აღვნიშნე, გოლ.გე-ზე შეგიძლიათ.


4. Yes Man - ჯიმ ქერის ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელშიც ის კიდევ ერთხელ მღერის. ამ მომენტში კაცი ფანჯრიდან გადახტომას აპირებს და ჯიმი სიმღერით გადააფიქრებინებს ხომ ვიძახი, სასწაულების ჩადენა შეუძლია მუსიკას-მეთქი...
სამწუხაროდ, აქ დასაკოპირებელი ლინკი იუთუბიზე ყველგან გაუქმებულია და ვისაც ძალიან დააინტერესებს, შეუძლია გადავიდეთ აქეთ

5. Cable Guy - კიდევ ერთხელ განუმეორებელი ჯიმ ქერი, რომელიც "ჯეფერსონ ეირფლეინის" სიმღერას Somebody To Love მართლაც ორიგინალურად ასრულებს ამის მოსმენის შემდეგ ვთქვი: "გავარტყი ჯეფერსონ ეირფლეინს".


6. Wedding Singer - კიდევ ერთი ნიჭიერი მომღერალი ადამ სენდლერი. მოკლე შინაარსი: ტიპი ქორწილებში მღერის და თავის ქორწილში საცოლე დაადგებს. ჰოომდა, მაგის მერე დეპრესიაში და ა.შ. დანარჩენს არ მოგიყვებით. იმედია, ინგლისური იცით და თავად მოისმენთ, რასაც ჩვენი ადამი იტყვის


ამ ფილმზე საუბრისას მხოლოდ ამით ვერ შემოვიფარგლები და ამ მეორე სიმღერასაც აუცილებლად უნდა მოუსმინოთ I Love Boy George


7. Kráska v nesnázích - ჩეხური ფილმი, რომლის სათაურიც ითარგმნება, როგორც "ლამაზმანი უბერდურებაში" (ჩემგან თარჯიმანი არ გამოვა ). სწორედ ამ ფილმისთვის საუნდტრეკის წერისას ეზიარა პირველად გლენ ჰენსარდი ჩეხურ კულტურას, ჩეხეთს, ჩეხ ქალებს... საბოლოოდ, ძალიან მაგარი რაღაც კი გამოუვიდა.


ამ დროისთვის სულ ესაა, თუ გამახსენდება რამე, დავწერ...

Thursday, June 18, 2009

Fuck Me I'm Famous

გამარჯობათ, ცუნცულებო როგორ ხართ, ხომ არ მოიწყინეთ? ბლოგზე ბოლო პოსტის კომენტში ბუდამ ისე დაჟინებით მოითხოვა კიდევ ერთი, ცინცხალი პოსტი, რომ უბრალოდ უსინდისო ვიქნებოდი (მამენტ, ვარ კიდევაც ), მისი თხოვნა ცალ ყურში რომ შემეშვა და მეორედან გამომეშვა. ჰოომდა, რა ხდება ახლა აქ? როგორც ვხედავ, არც არაფერი შეცვლიდა. თუმცა, მე ხელი არ მიხლია და ვინ შეცვლიდა? ახლა პატარა თავის მართლებასავით გამომივა, მაგრამ ვიტყვი, რომ სადღაც ორი თვის წინ ე.წ. ვინდოუსი გადამიყენეს და მერე ერთი თვე ვიხვეწებოდი, ქართული უნიკოდი დამაყენებინეთ მეთქი... ბოლო-ბოლო ამასაც ეშველა, თუმცა, ვინაიდან და რადგანაც, წერის ხასიათზე დიდად არ ვარ ხოლმე, ვერაფრით მოვაბი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბლოგზე მორიგი პოსტის გამოცხობას.
მაშ, გაინტერესებთ რა ხდება ჩემკენ ახალი? რა ხდება და როგორ უკვე ვწერდი, ამ სემესტრში სწავლა დავიწყე, სემინარებსაც ვაბარებდი და კოლოკვიუმებს არ ვიწერდი. შედეგად, 7-დან 4 საგანში 51 ქულას გადავცდი (მაქსიმუმი 60 იყო). უფრო მეტიც, სპეციალობის საგანში, მომხმარებელთა ქცევაში მაქსიმალური, 60 ავიღე, რაც ჩემს მაღლივურ კარიერაში უპრეცედენტო შემთხვევა იყო. სხვა 2 საგანში უსამართლოდ და უსინდისოდ დამაკლეს ლექტორებმა ქულები და მხოლოდ 45 დამიწერეს, მაგრამ ამაზე ბევრი არ გამიტრაკებია. არ მჩვევია, ქულების გამო გატრაკება. დაბოლოს, "საჯარო ფინანსების" ლექტორმა საერთოდ საჭიროდ არ ჩათვალა ჩემთვის ეთქვა, რამდენი მივიღე და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ გამოცდაზე შემიძლია გავიდე ვერაფერს იტყვი, ამომწურავი პასუხია ლექტორისგან...
ისე, ამ ამინდებს შიგ ხომ არ აქვთ? ზაფხული მოვიდა, ივნისი მთავრდება ერთ-ორ კვირაში და ამ წვიმებმა რა შეიყეს ტო... ღამღამობით ფანჯრიდან რომ ვიხედები, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მტკვრის პირას ვცხოვრობდე. ამ დღეებში ერთი გასაბერი ქალ... ტფუ, ნავი უნდა ვიყიდო, რა იცი რაში გამომადგეს?! მაგარი ღადაობა იქნება, გზის მეორე მხარეს მაღაზიაში ნავით რომ გადავცურავ, კარებთან მივაყენებ და მერე შევალ შიგნით. თუმცა, როგორც რუსები იტყვიან, нет худа без добра-ოო. ღამის ორის მერე ჩემი კორპუსის წინ მთვრალი სირების ჯოგი არ იკრიბება და მანქანებით არ "გონკაობენ". გარდა ამისა, გზის მეორე მხარეს საბანკეტო დარბაზში ქორწილებისა და პანაშვიდების რაოდენობამაც იკლო რატომღაც. კიდე კაი! თორემ ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მქონდა ხოლმე, თითქოს გვერდზე ან მიცვალებული მიწევს და დაგვტირიან, ანაც ნეფე-პატარძალი "ასეთია ქურდი კაცის ბედზე" ცეკვავენ.
კიდე რაზე უნდა დამეწერა? რა ვიცი, რა ვიცი... მარადიული კითხვა: გვეშველება რამე? და ეგრევე მარადიული პასუხი: არა, არაფერი გვეშველება! მაისში თბილისი ოუფენ ეარზე დავდიოდი, სამივე დღე კარგი იყო. კი ვიღლებოდი უნივერსიტეტისა და სამსახურის მერე, მაგრამ თან მსიამოვნება :მაზოხისტი: სასტავს ვამუღამებდი და მაგარი როჟები იყვნენ: ღამის 12 საათზე შავი სათვალით, შავი წინ ოდნავ შეხსნილი (ისე, რომ მკერდზე ბანჯგვლები გამოჩნდეს) საწოკით, წვეტიანი პრიალა ტუფლებით და რა თქმა უნდა, კისერზე სველი ცხვირსახოცით შემოხვეული მასტები იყვნენ IIII LLLoooveee MMyyy CCCiityyy ნუ, იქ გაჟღერებულ ფრაზებზე აღარაფერს ვამბობ, მაგაზე ცალკე ესეს დაწერა შეიძლება: "მე აქ მუსიკის მოსასმენად არ ვარ მოსული, ბრატ. ბოზებს დედა უნდა მოვუტ*ნა და აქ ბევრ ეგეთს ვამჩნევ", ან კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც "ზე ბლექ ენდ რედსის" დრამერმა დაიმსახურა: "ასეთი *ლე როგორ უნდა დაიბადო ადამიანი" მაგრამ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე გენიალური მაინც ის იყო, რაც რუსულ-უკრაინული ჯგუფის, "დაფსტეპლერის" გამოსვლის დროს გავიგონე: "ამათ გორი წაგვართვეს ამათი დედა რო მოვტ*ან" სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მგონია, რომ ორგანიზატორებმა ამოცანას თავი კარგად გაართვეს. უბრალოდ, როგორც გავიგე, ფესტივალის ბიუჯეტი 2 მილიონი დოლარი იყოო და მაგ თანხად ერთ 4-5 ისეთ მაგარ ჯგუფს ჩამოიყვანდა კაცი, რომელზეც მინიმუმ 50 ლარის დახარჯვა არ დაენანებოდა არავის

ბოლოსთვის კი, რასაკვირველია, რუბრიკა "ჩემი მუსიკა". ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე რამდენიმე ვიდეო შემომეთავაზებინა. პირველ რიგში, ეს გახლავთ ცნობილი ირლანდიელი მომღერლის, Glen Hansard-ის ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის, The Frames-ის სიმღერა Fitzcarraldo ამაზე სახელწოდების მქონდა ალბომიდან. თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მომეწონა. ხოლო რაც შეეხება მეორეს, ეს არის Starsailor-ის ახალი სიმღერის Hurts Too Much-ის აკუსტიკური ვერსია. მაგარი ნარნარი სიმღერაა, თან სულ რაღაც 4 აკორდის ბაზარია





კარგად ბრძანდებოდეთ