Friday, January 25, 2008

დღეს განსაკუთრებული დღეა!

არის დღეები, რომელთა დავიწყება ძალიან ძნელია. ალბათ, დღევანდელი დღე სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება. თან ყველაზე კარგი ისაა, რომ ყველაფერი სპონტანურად ხდება. დილით მიკროეკონომიკაში გამოცდა მქონდა, რომელსაც ორი ლექტორი ესწრებოდა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მაინც გადავწერე ოთხივე საკითხი, თან ისე, რომ წერას ზუსტად 45 წუთში მოვრჩი და მერე ნახევარი საათი მპ3-ში ოზი ოსბორნს იმხელა ხმაზე ვუსმენდი, რომ ლექტორმა 100-კაციან აუდიტორიაში გაიგო და გამაგდო... კიდევ კარგი, დაწერილი მქონდა ყველაფერი...
მერე სახლში მოვედი, ცოტა ხანი დავისვენე და სამსახურში წავედი. როგორც აღმოჩნდა, ზუსტად მივედი და ჩემს საყვარელ კომპთანაც მოვკალათდი. მერე გავიგე, პრემიერლიგა არ მქონია საწერი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწის ზურგზე მეორე არ დადიოდა. საოცარია, მაგრამ დღეს ყველაზე ადრე სამსახურს მე მოვრჩი და ვაჟამაც პირველს მე მომცა ხელფასი (სამი წლის განმავლობაში ასეთი რაღაც არ მომხდარა)...
ფული ავიღე თუ არა, სამსახურიდან გამოვედი. გამოფენასთან გაჩერებაზე დგომა აზრადაც არ მქონია და ფეხით დინამოსკენ წავედი. გზაში ბევრმა მარშუტკამ ჩამიარა, მაგრამ არცერთი არ გამიჩერებია. მერე აღმაშენებელზე ჩავედი, რესპუბლიკის მოედანი, კოსტავა, რუსთაველი, თავისუფლება, ლესელიძე, მეტეხის ხიდი... ორ საათში ნახევარი თბილისი ფეხით მოვიარე და ბედნიერი ვარ. გვიანი რომ არ ყოფილიყო, უფრო მეტსაც ვივლიდი...
რაც მთავარია, ჩემი მპ3 სულ თან მქონდა. ყურებში გარჭობილი ”ნაუშნიკები” და Travis... დღესღა მივხვდი, ამდენი ხნის განმავლობაში ასე ძლიერ რა მაკლდა. თურმე ეს ჯგუფი ყოფილა, რომელმაც ძალიან კარგ, მსუბუქ და კეთილ ხასიათზე დამაყენა. მათი მხიარული და ამავე დროს სევდიანი სიმღერები თითქოს გულში ჩამესმოდა და სწორედ ეს გამიხარდა.

მოკლედ, ძალიან კარგი იყო... პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩემს მინი-მოგზაურობას აუცილებლად გავიმეორებ...

2 comments:

beloved said...

რა კარგია ბოდიალი :ტან:

შეგიძლია შეერიო ქალაქს
ან გამოეყო
ან საკუთარ ფიქრებში შთაინთქა
და ბოლოს მუდამ ბედნიერ ხასიათზე ბრუნდები სახლში,იმიტორო სიარულის დროს ენდორფინი გამოიფოყა,ლოლ

deka136 said...

არ ვიცი, რა გამოიყოფა, მაგრამ სასიამოვნო შეგრძნება მრჩება მერე...


ხვაკ ერთად ვიბოდიალოთ, ბეეევრი, ბეეევრი :tan: :tan: