Monday, January 21, 2008

ჩემი შეხედულებები ყველამ იცის, ბევრი რამის არ მჯერა, ბევრსაც ზედმეტ ყურადღებას ვუთმობ. განსაკუთრებით, სიმბოლოებზე დაკვირვება მიყვარს. ამქვეყნად ბევრი დაუწერელი კანონი არსებობს. მათი ახსნა არც ფიზიკას შეუძლია, არც ქიმიას, არც ფილოსოფიას, არც რელიგიას, არაფერს... უბრალოდ, არის და ასე უნდა იყოს! სიმბოლოები ერთ-ერთი მაგალითია. შეიძლება, ეს ყველაფერი დამთხვევაა, მაგრამ ცხოვრებაში ამდენი დამთხვევა, ჩემი აზრით გამორიცხულია.
დღესაც დაახლოებით მასეთი რაღაც შემემთხვა. დილით გამოცდაზე წავედი. მართალია, არაფერი ვიცოდი და მხოლოდ ე.წ. ”შპარგალკების” იმედზე ვიყავი, მაგრამ ოთხიდან სამ-ნახევარი საკითხი მაინც დავწერე. ლექტორმა ბევრი მიტრიალა, თუმცა საიდან ვიწერდი მაინც ვერ ნახა. ბოლოს, როცა ვეღარ მოითმინდა, თვითონ მკითხა, საიდან იწერო, მაგრამ ამ დროს სერიოზული სახე მივიღე და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა ვუპასუხე, რომ ნასწავლი მქონდა და ჩემით ვწერდი.
გამოცდიდან გახარებული გამოვედი, ჯგუფელებთან ერთად მიკროეკონომიკის კონსპექტების გადასაღებად წავედი. რიგში დაახლოებით ერთი საათი ვიდექი და ბოლოს ჩემი ჯერიც მოვიდა. ეს საქმეც გავაკეთე და მარშუტკას დაველოდე, ჩავჯექი... ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ დროის განმავლობაში გამოცდების გარდა არაფერზე მიფიქრია. ალბათ, კარგია, რომ სწორედ ახლა დაემთხვა, რადგან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ჰაერივით მჭირდება. თუმცა, მგზავრობის დროს ფიქრმა გამიტაცა... ბოლო თვეების განმავლობაში კი ჩემს ფიქრები ერთი მიმართულებით მიდიან. ამასობაში, მძღოლმა რადიო ჩართო და სიმღერის ხმა შემომესმა: Britney Spears - Born to Make You Happy. მუსიკას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, ის მეხმარება სირთულეების დაძლევაში, მაძლევს საუკეთესო რჩევებს და ერთი სიტყვით, ყოველთვის ჩემს გვერდზეა. ასე რომ, ამ მოულოდნელობამ ძალიან გამაკვირვა.
ამ სიმღერის მნიშვნელობაზე წერა არ მინდა...

No comments: