Monday, July 21, 2008

რა ყლეობაა, როდესაც შენთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ადამიანი ცუდადაა და შენ ვერაფრით ეხმარები... საშინელი შეგრძნებაა!

ამას ისიც ემატება, რომ რატომღაც მარტო ცუდი სიზმრები ხდება ხოლმე...

ბლიად, ბლიად, ბლიად, ბლიად... აეეეეეეეეეე!!!

დღეს ცოტა ჩამძღნერებულ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ ახლა თორნიკემ ისეთი ამბავი მითხრა, სიხარულით მეცხრე ცას ვეწრიე!!!

აი, რა წერია მერიის საიტზე (21 ივლისის ცნობებია):

პროექტი "საზაფხულო დასვენება" უკვე დაიწყო. დღეიდან ნებისმიერ მსურველს საქართველოს სხვადასხავა კუთხის დათვალიერების საშუალება ეძლევა. დილის 10 საათიდან 14 ავტობუსი მგზავრებს რესპუპლიკის მოედანზე ელოდება. გასეირნება ზაფხულის პერიოდი გაგრძელდება. პირველი მგზავრები თბილისის მერის მოადგილემ გააცილა.



აეეეეეეეეეე, შევეცი პაზიიიიიიიიიიკს!!!!


Sunday, July 20, 2008

უჯარმის მერე სახლში მოვედი და...

36 CrazyFists-ის ალბომი ჩავრთე. ძალიან მაგარია, ვოკალიც საკაიფოდ აზის და არცერთი ინსტრუმენტი ზედმეტად ტვინს არ ტყნავს... მოკლედ, მაგარი საკაიფო ვეშია იმათთვის, ვისაც მძიმე მუსიკა უყვარს... არ ვიცი რატომ, მაგრამ ამჯერად ერთ სიმღერას მივაქციე ყურადღება, ჯერ ქალი ლაპარაკობს (ნეტა ეს ვინ ჩემი -ლეა?) და მერე ვოკალისტი, შიგადაშიგ კიდე მისამღერია. მოკლედ, ბევრი ტვინი რომ არ ვტყნა მეც, აი, გადაიკითხეთ ტექსტი და რამე აზრს თუ გამოიტანთ, ხომ კარგი, თუ არა, მაშინ ღრმად ჩაისუნთქეთ და ბლოგის თვალიერება განაგრძეთ.

უჯარმა კიდე, მიუხედავად ყველაფრისა, მაგარი იყო...

I want you to come home.
I'm tired of being alone.
And it's making me sick not knowing if you're safe and alright
The kids are growing up so fast.
And knowing you're missing them.
And they're missing you, has given me a pain so deep inside.
Something from this world cant explore.
Lately I feel like I've been becoming someone else.
Someone I don't recognise, and someone I don't even like.
I need you here to help me remember what it's like to truly be alive.
Everyday I try my best to not get completely overwhelmed with you being gone.
Please tell me how to be strong.
Because everyday I am so worried I could lose you.
There are so many things going on, so many things I want to share with you.
I'm selfish for wanting you home, I know, but I really cant help it.
I need you.
We need you.
I love you completely.
I just want you to come home.

Only a year or so they said...
You wont miss out on anything.
Save me from, free me from dispair.
I just want you to come home.
When the world is really dead.

I lay at night thinking of you and the kids.
Trying to put this into perspective of this day in the world.
So much is happening in my life and I cant seem to put a finger on who I am.
And these are the times I wonder what I was thinking.
I mean what the hell was I thinking.
Everyone says we're heroes, but I feel like I've abandoned you.
I could feel the blood racing through my body, and know that I'm growing distant from the world.

Thursday, July 10, 2008

მზის ჩასვლამდე

მოკლედ, ამ ბოლო დროს რაღაც წერის მუღამს ვეღარ ვამჩნევ საკუთარ თავს (მაინც და მაინც არც სხვა დროს ვიჭრიდი ვენებს :ლევა:), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი დიდი ხნის სურვილს ახლა ავისრულებ და ამას დავჯღაპნი.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ამერიკელი ბიჭი სახელად და გვარად რიჩარდ ლინკლეიტერი (ინფოსთვის შეიხედეთ აქ -> http://forum.ge/?f=73&showtopic=33859982). ცხოვრებისეული მოგზაურობის (ცუდად ჟღერს, მაგრამ მოშნად 8ლეზე დაიკიდეთ P.S. ნუ, მამენტ, ვისაც სად შეგიძლიათ რა...) შემდეგ ჩვენმა რიჩიმ რეჟისორობა გადაწყვიტა. საგნების მისეული (ესეც არ ჟღერს მაინც და მაინც ლამაზად) განსხვავებული ხედვა კრიტიკოსებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. თუმცა, მაყურებლების მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო მისი ფილმები, რადგან ”ჯოლისა და კრუზის” თაობის ხალხისთვის ცოტა ძნელი იყო იმ არეული სიუჟეტის გაგება და ტვინში გადახარშვა, რომელიც ლინკლეიტერის ფილმებს ახასიათებთ.
ჰეჰ, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რიჩარდზე სულაც არ ვაპირებდი წერას. ხომ გაგიგიათ, შორით იარე და შინ მშვიდობით მიდიო, ხოდა მეც მასე გამომივიდა. ახლა ლინკლეიტერის ფილმებზე უნდა ვისაუბრო - ”მზის ამოსვლამდე” (Before Sunrise) და ”მზის ჩასვლამდე” (Before Sunset). კიდევ უფრო კონკრეტული თუ გინდათ ვიყო, მაშინ ვიტყვი, რომ ამ ორი ფილმის დამაკავშირებელმა რგოლმა დამაინტერესა. ეს ორივე ფილმი თითქოს ავსებს ერთმანეთს, მეორე პირველის გაგრძელებაა, მაგრამ ამავე დროს დამოუკიდებელი ნაშრომია.
ე.ი. რა ხდება: Before Sunrise-ში მოყოლილია ამერიკელი ბიჭის და ფრანგი გოგოს ისტორია, რომლებმაც ერთმანეთი ავსტრიაში, ვენაში გაიცნეს. წყვილმა მთელი ღამე ერთად გაატარა, ძალიან კარგი დრო ატარა და შეიძლება ითქვას, რომ სულ რაღაც 12-ოდე საათში ერთმანეთი შეუყვარდათ კიდევაც. განშორება რთული იყო, მაგრამ აუცილებელი. ხოდა მათ ასეთი რამ მოიფიქრეს - ზუსტად 6 თვის შემდეგ იმავე ადგილას უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. ამაზე ფილმი სრულდება.
Before Sunset-ში კი მოთხრობილია 8 წლის შემდეგი ისტორია. ამ ბიჭმა წიგნი დაწერა იმ ღამეზე და პარიზში პრეზენტაცია ჰქონდა. ამ დროს მოულოდნელად სწორედ ის ფრანგი გოგონა (უკვე ქალი) გამოჩნდა და მათ ერთი დღე გაატარეს ერთად. როდესაც წიგნის დაწერის მოტივზე დაიწყეს ლაპარაკი, ბიჭმა უთხრა, რომ ეს ერთადერთი საშუალება იყო ამ გოგოს მოსაძებნად და მანაც სწორედ ამ მიზნით დაიწყო 8 წლის წინ წერა.
თუმცა, არც ეს არის მთავარი. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, რომ ავსტრიული შეხვედრიდან 6 თვის შემდეგ ის ბიჭი მართლაც ჩავიდა ვენაში და დიდხანს ელოდა ამ ფრანგ, არ შემეშინდება და ვიტყვი - თავქარიან გოგონას, მაგრამ ამაოდ... როგორც აღმოჩნდა, ამ ჩემისას სამი დღით ადრე ბებია (თუ ბაბუა, არ მახსოვს...) დაღუპვია, რის გამოც გამგზავრება ვერ მოახერხა.
ახლა მე თქვენ გეკითხებით: 1. რას იზამდით, მათ ადგილას რომ ყოფილიყავით? ჩახვიდოდით იმავე ადგილას, იმავე დროს? თუ რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი დაგავიწყდებოდათ?
2. თუ ჩახვიდოდით და ჰარმონიულად დაწყებული ურთიერთობა ვერ აგეწყობოდათ, გული ძლიერ დაგწყდებოდათ?

3. თუ არ ჩახვიდოდით, გული დაგწყდებოდათ?

4. თუ ჩახვიდოდით და მეორე არ მოვიდოდა, რას იგრძნობდით?

მართალია, ახლა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ცოტა ძნელია, მაგრამ ვისაც არ დაეზარება, შეეცადეთ მაინც... რამდენიმეს უკვე ვკითხე და თითქმის ყველასგან განსხვავებული პასუხი მივიღე. ჩემი აზრი კი ასეთია: აუცილებლად ჩავიდოდი. ჩავიდოდი უბრალოდ ინტერესისთვის, არანაირი წინასწარი სერიოზული განზრახვით, თუმცა დარწმუნებული ვარ, მეორე ის მოვიდოდა და ცხოვრების გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაურკვევლობის და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გამტანჯავდა... რამდენიმე კვირის წინ ბლოგში აღვნიშნე, რომ წიგნის დაწერა მინდოდა. დიახ, 1 საათით ადრე Before Sunset-ს ვუყურე და ამან გამოიწვია ჩემი ასეთი სურვილი... ალბათ მეც დავწერდი...

სიტუაციაში უფრო კარგად გარკვევისთვის გირჩევთ ორივე ფილმს უყუროთ. Before Sunrise ქართულ საიტებზე ვერ ვნახე, სამაგიეროდ გოლ-ზე მეორე დევს. აი, ლინკიც:
http://www.gol.ge/?cat=movies&download=7045

ხო, კიდევ. ესეც სურათები...
Before Sunrise

Before Sunset

Tuesday, July 8, 2008

Emo-Trip © ნინიკო

აუჰ, ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მადლობის გადახდა, მაგრამ რატომღაც (ამ ბოლო დროს სულ ასე მემართება) შესაფერისი სიტყვების პოვნა მიჭირს. რა ვიცი, ძალიან კარგი იყო. დარწმუნებული ვარ, ეს დღე ცხოვრების ბოლომდე დამამახსოვრდება, კიდევ კარგი, მეხსიერებასთან მაინც არ მაქვს ჯერჯერობით პრობლემები.

მარტო ერთს ვიტყვი, სულ ასეთი გახარებულები მენახეთ

Tuesday, July 1, 2008

One Last Goodbye



How I needed you

How I grieve now you're gone
In my dreams I see you
I awake so alone

I know you didn't want to leave
Your heart yearned to stay
But the strength I always loved in you
Finally gave way

Somehow I knew you would leave me this way
Somehow I knew you could never, never stay
And in the early morning light
After a silent peaceful night
You took my heart away
And my being

In my dreams I can see you
I can tell you how I feel
In my dreams I can hold you
And it feels so real

I still feel the pain
I still feel your love
I still feel the pain
I still feel your love

And somehow I knew you could never, never stay
And somehow I knew you would leave me
And in the early morning light
After a silent peaceful night
You took my heart away
Oh I wish, I wish you could have stayed

აიასეეეე


იიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიშშშ!!!