Wednesday, June 25, 2008

სამწუხარო ხეები და გულდაწყვეტილი ბუჩქები

დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი დღის გატარების საშუალება მომეცით






Friday, June 20, 2008

Фотка

დღეს გადავიღე ეს სურათი რატომღაც მომეწონა...


Thursday, June 19, 2008

Когда ты ничего не хочешь, это признак депрессии-ოო...

აი, ახლა საოცრად მომინდა რაღაცის დაწერა, ოღონდ ბლოგში გაკეთებულ მორიგ პოსტს არ ვგულისხმობ. დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი და რამე რომანს მოვიგონებდი. დღეს რაღაც სხვანაირი დღე მქონდა და თავში აზრების მოზღვავებას ვგრძნობ. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ”იღბლიანნის” გავაგრძელებდი მაინც, რამდენი ხანია ერთი სიტყვაც არ დამიმატებია... არადა, ვისაც წავაკითხე, უმეტესობას მოეწონა მაშინ... თუმცა, მთავარი პრობლემა სიზარმაცეა. მეზარება, კლავიატურაზე ასოების კრეფა, მონიტორზე დაჟინებული ყურება და თვალების დათხრა. ამიტომაც ამ საქმეს მომავლისთვის გადავდებ, სანამ მბეჭდავს ავიყვან
წერის პროცესში ყველაზე მეტად პერსონაჟების მოფიქრება მიყვარს. მათი 98% რეალური ცხოვრებიდან მყავს აღებული: გარეგნობა, ხასიათი, თითოეული წვრილმანი, მაგრამ ყველაფერი ეს სცენარს მორგებული... მთავარი გმირის მოფიქრება ჭირს, ამიტომაც პირველ პირში ვწერ ხოლმე, ოღონდ ”მას” ჩემთან კავშირი არ აქვს. ის სხვა ადამიანია, რომელსაც განსაკუთრებული ხასიათი აქვს.
რაც კაია, კაია

Wednesday, June 18, 2008

Skank

სიტყვა Skank ინგლისურ ენაში ჟარგონად ითვლება, რომლითაც რატომღაც (ჰმ...) მარტო ქალების რაღაც კატეგორიას მიმართავენ... თუმცა, ახლა საუბარი ჟარგონებზე ნაღდად არ მექნება...

Skank არის ბრაზილიური ბრიტპოპ/რეგეი ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1991 წელს მინას ჟერაისის შტატის დედაქალაქში, ბელუ ორიზონტეში. 2004 წლის მონაცემებით, მათ უკვე ჰქონდათ გაყიდული 5 200 000 ალბომზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯგუფის დამაარსებელი ვოკალისტი და გიტარისტი სამუელ როსაა (Samuel Rosa . მას უმაღლესი განათლება ბელუ ორიზონტეს უნივერსიტეტში აქვს მიღებული - დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი).
მას გარდა ჯგუფში არიან ენრიკე პორტუგალი (კლავიში, ბექ-ვოკალი), ლელო ძანეტი (ბასი) და აროლდო ფერეტი (დრამი). ჯგუფს კონტრაქტი აქვს გაფორმებული ისეთ სერიოზულ ხმის ჩამწერ კომპანიასთან, როგორიცაა Sony BMG .

Discography


პირველი სიმღერა, რომელიც მოვისმინე და რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, Dois Rios-ია (ორი მდინარე). აი, ტექსტი:
O cu est no cho O cu no cai do alto
o claro a escurido O cu que toca o cho
e o cu que vai no alto dois lados deram as mos
Como eu fiz tambm
S pra poder conhecer

O que a voz da vida vem dizer que os braos sentem
E os olhos vem que os lbios sejam dois rios inteiros
sem direo

O sol o p e a mo
O sol a me e o pai dissolve a escurido
O sol se pe se vai E aps se por o sol renasce no Japo
Eu vi tambm
S pra poder entender
Na voz da vida ouvi dizer Que os braos sentem
E os olhos vem E os lbios beijam dois rios inteiros
Sem direo

E o meu lugar esse ao lado seu no corpo inteiro
Dou meu lugar, pois o seu lugar o meu amor primeiro
O dia e a noite, as quatro estaes

O cu est no cho O cu no cai do alto
o claro a escurido O cu que toca o cho
e o cu que vai no alto dois lados deram as mos
Como eu fiz tambm
S pra poder conhecer

O que a voz da vida vem dizer que os braos sentem
E os olhos vem que os lbios beijam dois rios inteiros
sem direo

E o meu lugar esse ao lado seu no corpo inteiro
Dou meu lugar, pois o seu lugar o meu amor primeiro
O dia e a noite, as quatro estaes

Que os braos sentem E os olhos vem
E os lbios sejam dois rios inteiros
sem direo Que os braos sentem
E os olhos vem que os lbios beijam dois rios inteiros
sem direo


აი, გადმოსაწერი ლინკი: http://bin.ge/file/180202/skank---dois-rios.mp3.html
აი, იუთუბის ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=W0y49fVkDrk
ესეც ოფიციალური საიტი: http://skank.uol.com.br/skank/


სურათზე სამუელი და პელე...

P.S. კინაღამ დამავიწყდა, კრუზეიროს ფანები არიან...

Saturday, June 14, 2008

Moby

სიმართლე რომ ვთქვა, Moby-ს შემოქმედებით დაინტერესებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დღეს ჩავუჯექი ”შემთხვევით” და ძალიან დამაინტერესესა (ჩამითრია)... ლამაზი სიმღერები ჰქონია, რომელთა შორის აშკარად გამორჩეულია Love Should... სცოდნია კაცს თავისი საქმე...

So we sleep in beds
We've never made

Holding close to love

When love should fade

Holding on to this is the best thing we'll ever do


Morning sun is sweet and soft on your eyes

Oh my love, you always leave me surprised

Before my heart starts to burst

With all my love for you


And know how it rains

And know how it pours

I never could feel this way

For anyone but you


And know how it rains

And know how it pours

I never could feel this way

For anyone but you


So it takes some time

And slip away

Holding on to love

When love should stay

Holding on to you is the best thing I'll ever do


Evening sun is sweet and soft in your face

So I'll never ever leave this place

I feel my heart start to burst

With all my love for you


And know how it rains

And know how it pours

I never could feel this way

For anyone but you


And know how it rains

And know how it pours

I never could feel this way

For anyone but you

http://gol.ge/index.php?cat=music&search=love+should


რიჩარდ მელვილ ჰოლი (Richard Melville Hall) იგივე Moby, რომელიც 1965 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში, ჰარლემში დაიბადა, ამერიკელი DJ, კომპოზიტორი და მომღერალია. 90-იანების დასაწყისში მობი ბრიტანეთის ჩარტებში 40 საუკეთესო მუსიკოსს შორის დაიკავა ადგილი, რის შემდეგაც 1999-ში გამოუშვა ალბომი სახელწოდებით ”Play ”(ითამაშე), რომლის 9 მილიონი ასლი გაიყიდა მთელს მსოფლიოში. მისი შემდეგი ნამუშევრები ”18”, ”Hotel” (სასტუმრო) და ”Last Night” (უკანასკნელი ღამე) 6 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და 30-ზე მეტ ქვეყანაში ოქროსა და პლატინის სტატუსები მოიპოვა.

ჩემი აზრით, Hotel და 18 საუკეთესო ალბომებია მის შემოქმედებაში... ყველა სიმღერა ერთი ამოსუნთქვით ისმინება და არც ყურს ღლის. პირველად ერთი სამი წლის წინ შოთამ მომასმენინა 18 და მაშინაც მომეწონა, მაგრამ ახლა უკეთესად ჩავუჯექი და...

აი, მობის სტუდიური ალბომების დისკოგრაფია
ვისაც აინტერესებს, უჩემოდაც შეუძლია გოლ.გეზე შესვლა და მოსმენა და ვისაც არ აინტერესებს, ხეზ... წავიდეს, ჩამოკრას

Friday, June 13, 2008

მიყვარხარ!

ახლა ვზივარ და შენ გისმენ. საოცარი ვინმე ხარ! შენი ყოველი სიტყვა ჟრუანტელივით დამივლის ტანზე და ერთი ტალღის მოშორებას ვერ ვასწრებ, რომ მეორე გადამივლის... გვერდით შენნაირი ადამიანის ყოლაზე ნებისმიერი იოცნებებდა და უზომოდ მიხარია, რომ ახლა ჩემთან ხარ. მართალია, ათას რაღაცას ამბობენ, გაბრალებენ, ცდილობენ სხვების თვალში გაგაფუჭონ, თუმცა სიმართლე გითხრა, სულ ერთ ადგილას მახატია ეგ ყველაფერი. ჩემი აზრით, რაც ყველაზე მთავარია, ნამდვილი იყავი, ხარ და იქნები! გახსნილი და იდუმალი, მხიარული და სევდიანი, ლამაზი და ხანდახან შეუხედავი... რჩეული ხარ რჩეულთა შორის, ვარსკვლავი უვარსკვლავო ცაზე, მთვარე, რომელიც დღისითაც კი ჩანს. ეს იმ სიტყვების მხოლოდ მემილიონედია, რომელთა თქმაც ახლა მინდა, მაგრამ იმედია, მექნება ძალა, რომ მომავალში უფრო დაწვრილებით აღგწერო...

Maybe...


Thursday, June 12, 2008

Gift

ხვალ ლილიანს შევხვდები და რაღაცაs მაჩუქებს ჩემი მოკლე ჭკუით როგორც მივხვდი, Jolly Roger-ს უკავშირდება, ალბათ დროშა იქნება ან რამე მასეთი ვერ ვიტყვი, რომ საჩუქრებზე ვგიჟდები, მაგრამ უზომოდ, არაადამიანურად გამიხარდა თან მერე ბიზნესის გამოცდაზე მაგით მივალ და იმედია, წარმატებას მომიტანს და უპრობლემოდ გადავწერ

Saturday, June 7, 2008

ვიტამინი C - ასკორბინის მჟავა

რას წარმოვიდგენდი, რომ შაბათ დღეს მაღლივში მომიწევდა ასვლა. მაგრამ, როგორც გუშინ აღმოჩნდა, ამას ვერ ავცდი (ან ვერ ამცდა, ხუი ევო ზნაეტ). ხოდა, გუშინ თამუნიამ ბიზნეს-გეგმა გამომიგზავნა, რომელიც დღეს სოსოსთვის უნდა მეჩვენებინა. ყველაზე კაიფი ის იყო, რომ გეგმის თემა სოსომ ბავშვებს ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ჩააწერინა, მე კიდე დღემდე არ მქონდა არჩეული და საკითხვაში იყო, მიიღებდა თუ არა ჩემს ასეთ ”ნაშრომს”. თუმცა, ხომ გაგიგიათ, ცდა ბედის მონახევრეაო და მეც ამის იმედად წავედი მთაში... ბევრი ვიარე თუ ცოტა ციარე, გზაში ერთი ჩემი კლასელი შემხვდა (ერთადერთი, რომელთან ერთადაც 11 წელი ვისწავლე... იმიტომ, რომ მეორე სკოლაში ერთად გადავედით), ხოდა, ”ნივიჟუ” რომ ვერ გავუკეთე, მომიხდა მთელი გზა რაღაც სირობებზე ლაპარაკი. არადა, რომ შეხედავ კაცი, მშვენიერი გოგოა, ქერა, ცისფერთვალება, ტანსაც ვერაფერს დაუწუნებ, მაგრამ თავში რამე თუ ჰქონდეს, მე ვიყო პიპეტკა. მოკლედ, ერთი საათის დაგვიანებით, როგორც იქნა, მივაღწიე მაღლივში და კიდე ნახევარი საათი იქ ველოდე სოსოს, სანამ ვიღაც ქალმა (რომელიც, ჩვენი ვარაუდით, მისი ახლადშერთული ცოლი იყო, არადა ჩვენხელა შვილი ჰყავდა მანამდე ) გვითხრა, რომ ბიზნესის საფუძვლების ლექტორი არ მოვა და თუ გვინდა, რეფერატები შეგვეძლო დაგვეტოვებინა. მთელი ლანძღვა-გონების შემდეგ ეგრეც ვქენი და წამოვედი სახლში. 1ზე უკვე საწოლზე ვიყავი წამოკოტრიალებული და ტკბილი ძილით დამეძინა.
გამეღვიძა 4 საათზე. პირველი აზრი, რომელმაც თავში გამიარა, იყო ის, რომ კომპიუტერთან უნდა მივმჯდარიყავი, ხოლო მეორე - ბლოგი გამეხსნა და რეზერვზე რაღაც მომეყოლა. ეს რაღაც კი ვიტამინ C-ს ფენომენია. კოჯორში ყოფნის ბოლო სამ დღეს საშინლად ვსაჩკაობდი: ნაკლებს ვვარჯიშობდი, აქეთ-იქით ვსეირნობდი და საკმაო ხანს ვატარებდი ლაზარეთში. სწორედ იქ გავიგე ამ ფენომენის შესახებ. ექიმებთან გატარებული დროის განმავლობაში ბევრი სხვა პაციენტიც ვნახე. ზოგს ტრაწი ჰქონდა, ზოგს შაკიკი, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ფეხი ან ხერხემალი აწუხებდა, გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, ვისაც სიცხე ჰქონდა ან თვალი სტკიოდა და რაც ყველაზე საოცარია, მედიკოსები ყველა მათგანს ერთსა და იმავე წამალს აძლევდნენ - ვიტამინ C-ს! რა თქმა უნდა, მეც მომცეს რამდენჯერმე და უნდა ვაღიარო, რომ რაღაც საოცრად საშინელი გემო ჰქონდა (ალბათ, ”სუხოი პაიოკისა” არ იყოს და მასაც ვადა 2006 წელს ჰქონდა გასული ). ყველაზე გასაკვირი კი ისაა, რომ ვიტამინ C-ს ფანატიზმი თბილისშიც ჩამომყვა. რაც არ უნდა მაწუხებდეს, ვზივარ და პატარა ყვითელ ბურთულებს ვწუწნი, ოღონდ ამას კარგი გემო აქვს, ჯერ ტკბილი და მერე მომჟავო. დაჟე იქამდეც მივედი, რომ კომპიუტერთან მიდევს და როცა გამახსენდება, პირში ვიყრი (ცუდი არაფერი გაიფიქროთ!). ხო რა, სულ ეს იყო...

Friday, June 6, 2008

ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ

რუსთავი 2-ზე რომ გადიოდა ”ვარსკვლავების აკადემია” ახლახან მორჩა და ერთმა ბიჭმა, მოიგო, რომელიც Efemera-ს ვოკალისტია. მანამდე მოსმენილი არ მქონია საერთოდ მისი ნამღერი, მაგრამ ბოლოს ოზის Dreamer ისე საზიზღრად შეასრულა, გული შემიწუხდა. მაგას მოვუსმინე თუ არა, მერე ეგრევე კომპს მივუჯექი და ორიგინალი ჩავრთე... საწყალი ოზი ნეტა ვინ ურჩევდათ ამათ სიმღერებს, იმათ თავში ჩამახედა რა...
გადავწვიტე, შემდეგ აკადემიაში მე შევალ და რაც მართალია, მართალია, ოზის სიმღერები მაინც ვიცი ზეპირად და ინგლისურად ოდნავ უკეთესად ვლაპარაკობ არადა, შანსი მქონდა Efemera-ში მე ვყოფილიყავი, ეგ ბიჭი ზუსტად ჩემ მერე აიყვანეს... მაგრამ მაშინ მითხრეს, საanathemო ხმა გაქვსო, ჩვენ კიდე Breaking Benjamin გვინდაო დიდი ბოდიში, მაგრამ ეჭვი მეპარება ეს იყოს ბენჟამინი, უფრო ნიქელბექს ჰგავს Проста абидна слуши...

Monday, June 2, 2008

გუშინ მზიურში გატარებული 15 წუთი ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოგონებად დამრჩება. სამწუხაროდ, სათამაშოდ მივდიოდი და ცოტა უფრო დიდი ხანი ვეღარ დავრჩი. არადა, საღამოს ვინანე...