Thursday, June 28, 2007

ღირს კი?!


ახლა დავფიქრდი, ღირს კი?
რა მნიშვნელობა აქვს რას ვაფასებ, მთავარია, რომ ვაფასებ! რაში გამოიხატება ეს დაფასება? და რაშიც გამოიხატება, იმის საზომი ვინ მოიგონა?
ყველაფრის აწონ-დაწონ-გაზომვა ბუნებით მომყვება. კი ვიძახი, ჰოროსკოპის არ მჯერა-მეთქი, მაგრამ ”სასწორი” ვარ და როგორც ჩანს, ყველაფერს ჩემებურად, სხვანაირად, გამორჩეულად ვაფასებ.
ამაზე ჩაფიქრების საშუალება The Doors-ის კონცერტმა მომცა. ჯიმ მორისონს ყველაფერი ჰქონდა და ამ ყველაფერმა ის სიკვდილამდე მიიყვანა. ღირდა კი ეს ყველაფერი სიცოცხლის გაწირვად? რა ნახა მან და რისი ნახვა შეეძლო? ძალიან ბევრიც ნახა და ძალიან ბევრისაც შეეძლო! მაგრამ თავად არ მოისურვა... სიკვდილი ამჯობინა მაშინ, როდესაც წარმატების პიკს მიაღწია, რადგან, ცნობილია, რომ აღმასვლას ყოველთვის დაღმასვლა მოჰყვება. ალბათ, ამის ეშინოდა და მოკვდა! ერთი ძალიან ბრძენი ადამიანი მეუბნებოდა (საბედნიეროდ, მას პირადად ვიცნობ და მისგან ბევრი რამის სწავლის საშუალება მომეცა): რაღაც დონეზე ასვლა ადვილია, უფრო რთული ამ დონეზე დარჩენააო. რთულია ამ კაცს (დიდი ბოდიში მანდილოსნებთან, მაგრამ ბრძენი ქალი მე ჯერ არ შემხვედრია) არ დაეთანხმო და ვინც არ ეთანხმება, იმას ცხოვრების არც არაფერი ესმის!
რა არის უფრო ღირებული - ის, რას მორისონმა ცხოვრებაში გააკეთა, თუ ის, რაც მანდ ჩვენ დაგვიტოვა? ზოგი იტყვის, რომ ეს ერთი და იგივეაო, მაგრამ, დამიჯერეთ, ასე არაა. მომავალ თაობას მანდ გაცილებით მეტი დაუტოვა, ვიდრე თავის ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში გააკეთა...

- უკაცრავად, დიდი ბოდიში, რომ გაწუხებთ. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ...
- გისმენთ.
- ღირს კი?!
- რა?
- კარგით, გმადლობთ, არაფერი.
- უცნაურია...
- დიახ, სწორედ მაგაზე გეკითხებოდით...

Monday, June 25, 2007

ამათ ეკონომიკაც ვერ უშველით...


რა ხდება ახლა:
გუშინ უნდა (გა)დამეწერა საქართველოს ეკონომიკის გამოცდაზე. დიდი ხანი ვემზადებოდი კიდევაც, სხვადასხვა ხერხიც მოვიფიქრე: თავი რომელიღაც ჰოლივუდურ ფილმში მეგონა... მაგრამ რად გინდა? ისეთ მშვენიერ აუდიტორიაში შეგვიყვანეს, ვერც ის საწყალი კოჭლი ლექტორი დადიოდა და მეც ჩემი ხერხების გამოყენება არ დამჭირვებია. დავიდე წინ კონსპექტები, საჭირო გვერდზე გადავფურცლე და შევუდექი წერას.
როგორც შემდგომ გაირკვა, ერთ-ერთი საკითხი არ მქონია, თუმცა ეს პრობლემაა? არა! გადავძახე ჩემს ჯგუფელს, რომელმაც იქიდან (შორიდან) მომაწოდა ამ საკითხის ქსეროასლი და ასე დავასრულე მეხუთე გამოცდა...
სამწუხაროდ, გამოცდამზე შესაძლებელი 60 ქულიდან მხოლოდ 29 მქონდა, არადა რა შანსი იყო, ფრიადი ამეღო ამ საგანში...

წინ გადამწყვეტი ორი კოლოკვიუმია და ახლა სწორედ მათთვის ვემზადები!

Saturday, June 23, 2007

სიყვარული მარტის თვეში


`ასეთია ალბათ ბედი, ბედი თეთრი ფერის. სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის.~
გალაკტიონი
"Кто любил, тот любить не сможет. Кто не любил, тот прогорел"
Есенин

_ კარგი, ბიჭო, რა მოგივიდა, მოეშვი მაგ გოგოს.
_ მოშვებული არა ვარ?
_ კარგი ერთი. მითხარი მაინც, გიყვარს ძალიან?
_ არა. _ უპასუხა ნოდარმა.
_ მაშ რაღას დასდევ ამდენს? _ შეეკითხა თემო.
_ მე დავდევ?
_ რა ვიცი, მთვრალი სულ მაგის სიყვარულზე ლაპარაკობ.
_ მთვრალ კაცს რამე დაეჯერება?
_ რა ვიცი, ხან ფხიზელზე მეტი, ხან არა.
_ ჰო, შენც მართალი ხარ.
ნოდარმა თემოს ხელი გამოუყარა და წიგნების ფარდულისკენ წაიყვანა.
_ ნახე, ბიჭო, იეთიმ გურჯის ლექსები გამოუშვეს.
_ იეთიმ გურჯი ვინ არის?
_ პოეტი, აშუღი, მღეროდა, წერდა, რასაც გრძნობდა, იმაზე.
_ არ გამიგია.
_ დიდი არაფერია, თუმცა სიყვარულია.
თემომ გვერდზე გაიხედა, მერე თვალები ეშმაკურად აათამაშა.
_ ახლა კი მივხვდი, რა იეთიმ გურჯი აგიტყდა.
ნოდარი ყურებამდე გაწითლდა, შემდეგ გამყიდველს წიგნი გამოართვა და მარტოკამ განაგრძო გზა. ცოტა ხნის შემდეგ თემო წამოეწია.
_ ბიჭო, მართლა ღმერთივით გოგოა, მაგის მარტო უიმედო სიყვარულიც ღირს, არა?
_ რა ვიცი.
ნოდარი თავის ფიქრებში გაერთო. `ნეტავი იმან იცის, რომ მე მიყვარს, საიდან უნდა იცოდეს, თუმცა არა, ალბათ, იცის, ვინმე ეტყოდა.~
_ ნოდარ, გამარჯობა! _ დაუძახა ვიღაცამ. ნოდარმა მოიხედა, მერე ქუდი მოუხადა, ზრდილობიანად მიესალმა. გამარჯობის თქმამ ფიქრები დროებით შეაწყვეტინა, შემდეგ ისევ განაგრძო. `ალბათ, დღეს მოვა თამაშზე, ათი-თორმეტი ბურთი მაინც უნდა ჩავაგდო, მერე ედი გამაცნობს, იქიდან ერთად წამოვალთ. ნეტავი რა უყვარს? რაზე ველაპარაკო? კალათბურთის თამაში _ არა. ამას თავის თვალითაც ხედავს; ჯობია ისტორიაზე ვესაუბრო, ან ლიტერატურაზე. ჰო, მართლა, ჰემინგუეის რაიმე ნოველას მოვუყვები~. ნოდარი ბაღში შევიდა, მექანიკურად დაჯდა სკამზე, ფიქრები განაგრძნობდნენ გეგმების წყობას, `მაგას მოპასანი ეყვა­რება, ჰო, მეც მის რომელიმე მოთხრობას მოვუყვები, თუნდაც `ნავსაყუდარში~ ან `სამკაულს~. მან თავი ნერვიულად გაიქნია. `რა სისულელეა მაგეების მოყოლა, ვითომ თვითონ არ წაუკით­ხავს, ალბათ ჩემზე ათჯერ მეტი იცის, თუმცა, რაც გიყვარს, იმაზე უნდა ესაუბრო, არა? არა, მაგას ჯობია, მოლას რომელიმე ანეკდოტს მოვუყვები, აი, უარესი სისულელე; ჰო, მართლა, როგორმე სიტყვას ზღაპრებზე ჩამოვუგდებ, მოვუყვები არაბულ ზღაპარს `ღმერთისა და დერვიშის~ შესახებ. მაშ ასე, როცა გამაცნობენ, ალბათ, გავწითლდები, თუმცა ნათამაშები მაინც წითელი ვარ ხოლმე და ისე არ შემეტყობა. ასე _ ჯერ ჩამოვართმევ ხელს, ვეტყვი სახელს, არა, არ ვარგა, ვეტყვი გვარს, არც ეს მომწონს, არაფერს ვეტყვი, თვითონ ეცოდინება, მერე პირდაპირ ხომ არ მოვუყვები არაბულ ზღაპარს? არა, ჯერ შევეკითხები, გადიან თუ არა არაბეთის ისტორიას, ჰო, ჰო კარგია, ვითომ რაიმე წიგნი მჭირდება, შემდეგ ვეტყვი, ეგ ისტორია მეც ძალიან მიყვარს-მეთქი, განსაკუთრებით მათი ზღაპრები, სადაც მთელი ფილოსო­ფიური საკითხები არაჩვეულებრივი სისადავით არის-მეთქი წამოჭრილი. ის მიპასუხებს, ნეტა რას?~
ნოდარი კვლავ მიუბრუნდა ფიქრებს, ახლა ეს გეგმა აღარ მოსწონდა. მალე თავში ახლის შედგენა დაიწყო. მერე ადგა და ჩაფიქრებული ქუჩაში გამოვიდა.
_ ჰაბარდა, ჰაბარდა! _ იძახდა მეეზოვე, თან ქუჩას რწყავდა. _ მოეცა-მეთქი, მიჭო, ვერა ხედავ, ამოგწუწე. ნოდარი შუა ქუჩაზე გადავიდა.
_ შე მამაძაღლო, ვერ გაიხედ-გამოიხედავ? _ მოესმა მანქა­ნიდან შოფრის ხმა.
შემოტრიალდა. ქვევიდან ტრამვაი მოჰქროდა.
ტანში სიმსუბუქე იგრძნო, თვალები გაუბრწყინდა. სწრაფად გაქანდა რონოდისაკენ და ნაჩვევი მოძრაობით შეხტა კიბეზე, მაგრამ ხელი ვერაფერს მოჰკიდა, სახელური გამომძვრალი ყოფილიყო, წონასწორობა დაკარგა, ფეხებს ტანი ვერ ააყოლა და უკან გადმოვარდა. თავბრუ დაეხვა. ლიანდაგზე დადებულ მარც­ხენა ფეხს ტრამვაის გორგოლაჭმა ჭრიალით გადაუარა. გაისმა კივილი. ქვაფენილზე მომავალ ჭაღარათმიან ქალს ჩანთა ხელი­დან გაუვარდა. რონოდის მგზავრებს სახე მოექცათ გვერდზე. წინა სკამზე მჯდარმა მოხუცმა ცოლ-ქმარმა ფეხები ძირიდან აიღეს უნებლიედ, ალბათ, ტვირთის შესამსუბუქებლად და აკანკალდნენ. ტუჩებშეღებილმა, მოკლეკაბიანმა რუსის გოგონამ ხმამაღლა შეჰკივლა, დაჭყეტილ თვალებზე ხელი აიფარა და ისე განაგრძო ყურება. ათიოდე მეტრის შემდეგ ტრამვაი მუხრუჭების ჭრიალით გაჩერდა. გაფითრებული მძღოლი ტელეფონ-ავტომატისკენ გავარდა.
პირველი შეგრძნება ნოდარისა იყო ხალხი, რომელიც გარს შემოხვეოდა. მას შერცხვა გარშემოხვეულების და თვალებზე აიფარა ორივე ხელი. მერე ტკივილი იგრძნო ფეხში და კვლავ დაკარგა გონება. ცოტა ხნის შემდეგ თვალები გაახილა, უაზროდ მიაშტერდა ვიღაცას. `ნეტავი ის ხომ არ მიყურებს, რა სირცხვილია~, გაუელვა თავში. ტკივილის ახალმა შემოტევამ ფიქრი გააწყვეტინა. `ოჰ!~ ამოიგმინა ყრუდ. `მაგათი ყოფაც ავატირე, ყვე­ლასი~. ეგოისტურად გაიფიქრა, შემდეგ სცადა ფეხის აწევა და ადგილზე გაინაბა. მხოლოდ ახლაღა მიხვდა ბუნდოვნად, რომ ფეხი მოჭრილი ჰქონდა, ამ აღმოჩენამ თითქოს დაამშვიდა, აღარა რცხვენოდა, ტკივილიც გაუქრა. ახლა მას თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. ნოდარი ბუნდოვნად გრძნობდა: ვიღაც თეთრებში ჩაცმულებმა ხელში აიყვანეს. ხალხი გაიყო. მერე საწოლზე დააწვინეს, საწოლი ოთახში შედგეს, შემდეგ რაღაცა, შეშის ნაჭერივით, გვერდზე დაუგდეს, `ნეტავ რა არის?~ გაიფიქრა უნებურად. ჩქარა დაიღალა, გული ისევ შეუწუხდა და გონება დაკარგა.
ნოდარს დრო და დრო უბრუნდებოდა შეგრძნება. ჩურჩული, ტირილი, სიჩუმე, ისევ კარგავდა გონებას. ახლა იგი უკვე კალათბურთის მოედანზე იყო. გოგონები მის ლამაზ ტანს მალულად ჭვრეტდნენ. მას სიამოვნებდა ქალთა მზერა, უნდოდა, რომ იმასაც ეყურებინა მისთვის, მერე გაწითლდა. მეორე რიგში დაინახა, თავის ამხანაგებთან ერთად მჯდარი. თამაში დაიწყო. აი, გავარდა ნოდარი, გივიმ მიაწოდა ბურთი, სროლა. არ ჩავარდა. ათი ბურთი ააცილა, ოფლმა დაასხა ტანზე, სახეზე. ათი ბურთი. ახლა თამაში წაგებულია.
`ვაიმე~, ამოიკვნესა ნოდარმა. საწოლზე ჩამომჯდარმა დედამ ნაზად დაადო ხელი მაჯაზე. `ნოდარ ჯანდიერი~, ძლივს წაილუღ­ლუღა მან და სახე გაუბრწყინდა. `ლეილა~, მოესმა გოგონას სასიამოვნო ხმა. ნოდარს გული მოეცა;
ნოდარი: უკაცრავად, თქვენ კალათბურთის თამაში გიყვართ,
არა?
ლეილა: მე? დიახ!
ნოდარი: ჰო, ასეც ვიცოდი, თქვენ თვითონ არასოდეს გითამა-
შიათ?
ლეილა: არა, მაგრამ მაინტერესებს.
მან სული განაბა, უნდოდა დიდხანს ესმინა საყვარელი ქალის ხმა, მერე წამოწითლდა და პირდაპირ დაიწყო: `მე ერთ არაბულ ზღაპარს მოგიყვებით, გინდათ?~ `დიახ, დიდი სიამოვნებით მოვუსმენ, მე ზღაპრები ძალიან მიყვარს.~ ნოდარი გაათამამა ასეთმა თანაგრძნობამ, შემდეგ თვალებში შეხედა მას, მაგრამ ფერი ვერ გაარჩია და დინჯად დაიწყო: `იყო არაბეთს ერთი მეფე, მეფე ბრძენი და მჭევრმეტყველი~.
ნოდარმა სიამოვნებით გაიღიმა, ხმა თავისუფლად ემორჩილებოდა. `ერთხელ მეფემ იხმო თავისი მრჩეველი და ჰკითხა:
_ ბრძენო! მითხარ ჭეშმარიტება სად არის, ან თუ არის, რასა ჰგავს?
_ დიდო მეფეო, _ მიუგო ბრძენმა, _ ჭეშმარიტება სად არის, არავინ იცის, ხოლო გვანებით იგი კეფასა ჰგავს, რომელიც ვიცით, სად არის, მაგრამ ვერასოდეს დავინახავთ.~
ნოდარმა დინჯად დაამთავრა თხრობა. იგი ამ წუთში ხის კენწეროს უყურებდა. როცა მზერა ქვევით გადმოიტანა, ის უკვე წასული დახვდა. `ლეილა, ლეილ!~ დაიყვირა მან, მერე თვალი მოჰკრა ბაღის კარში სწრაფი ნაბიჯით გამავალს და მის გამოსა­კიდებლად გაიწია.

_ ცივი ტილო, თუ შეიძლება. _ ცრემლნარევი ხმით სთხოვა დედამ ექთანს.
ექთანმა ტილო მიუტანა და ჩუმად ჰკითხა:
_ აბოდებს?
_ ჰო. _ დედას ცრემლები წამოუვიდა.

წელი 1956. 20 მაისი

სტივი რეი... უკომენტაროდ


სტივი რეი ვონი (Stevie Ray Vaughan), გენიალური გიტარისტი, ჯიმი ჰენდრიქსს არ შევადარებ, მაგრამ ბევრით არ ჩამორჩება. ასე ვთქვათ, უფრო "დალაგებული" გიტარისტია biggrin.gif ჯიმი მაინც ჯიმი იყო biggrin.gif
ჰოდა, გუშინ გახლდით ამის კონცერტის ჩვენებაზე და... love.gif უკომენტაროდ biggrin.gif
ხო, სულ დამავიწყდა კინაღამ... 36 წლის ასაკში გარდაიცვალა... ვერტმფრენით მეგობარი გოგონას სანახავად მიდიოდა, როდესაც ჩამოვარდა... მასთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ ერიკ კლეპტონი, ძმა ჯიმი და ძმის ცოლი, მაგრამ ვერტმფრენში მეტი ადგილი არ აღმოჩნდა მაშინ და მხოლოდ სტივი გაემგზავრა... რით დასრულდა ეს მოგზაურობა, უკვე დავწერე sad.gif
გუშინ მითხრეს, ალტრუისტი ხარო და ბარემ აქაც გავიმეორებ, რომ დიდი სიამოვნებით მივცემდი სიცოცხლეს, რომ ასეთ გენიოსებს ცოტა უფრო დიდი ხანი ეცოცხლოთ და მომავალი თაობები კიდევ უფრო გაეხარებინოთ sad.gif

ამასაც თუ ჩაბარება ქვია და...



არსებობს ასეთი საგანი მაღლივში ”შესავალი სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში”... ზუსტად მაგაში მქონდა მეოთხე გამოცდა. სიმართლე გამხელილი სჯობსო და მთელი წლის განმავლობაში ამ საგანში არც მე გამიკეთებია რამე და არც ლექტორს: ვისხედით და ბილიარდზე ვსაუბრობდით! საინტერესო კაცია ჩვენი დავით-ბატონი!
მეორე ლექტორიც მყავს (მყავდა) მაგ საგანში, ვიღაც ქალი, მისი სახელიც კი არ ვიცი. სულ ორჯერ ვიყავი ლექციაზე და ორივეჯერ ვეჩხუბე. ჩემი ბრალი არ ყოფილა, თვითონ მიმტკიცებდა სისულელეს და საკუთარი სიმართლე რომ დავუმტკიცე ეწყინა...
რაც არ უნდა იყოს, გამოცდაზე მივედი, მშვენივრად გადავწერე (გადამაწერინა ლექტორმა, დავითა მაინც სულ სხვაა) და გამოვედი. როგორც აღმოჩნდა, 28 ქულაზე მეტის ღირსი არ ვყოფილვარ. თუმცა, უკმაყოფილების საბაბი მაინც არ მაქვს - იმ საგანში, რომელიც საერთოდ არ ვიცი, საბოლოოდ, 68 ქულა გამომყვა!

Monday, June 18, 2007

არის მესამე!!!


აჰა, ესეც ასე... მესამე გამოცდა - აკადემიური წერაც - წარსულის საკუთრებაა... დღეს მშვენივრად (გა)დავწერე თავიდან ბოლომდე...
საინტერესოა, მაგრამ მოცემული 23 საკითხიდან მარტო ბოლო ოთხი არ მქონდა დაკონსპექტებული და გამოცდაზე მოსული 4-დან კი ერთ-ერთი მე-20 იყო, მეორე კი - 23-ე. საბედნიეროდ, დაუზარელი და ხელმარდი ჯგუფელები მყავს, რომლებმაც ეს საკითხებიც გაარჩიეს სახლში და შემდეგ მათი დახმარებით მეც დავწერე ისინი უშუალოდ გამოცდაზე...
ნიშნის გასაგებად ზეგ მოდითო, დილის 11 საათზე... აქამდე 56 მყავდა და დავიჯერო, ფრიადზე ვერ გავქაჩავ?!

P.S. ტვინი ისევ მიდუღს...

Friday, June 15, 2007

მეორეც დავწერე, დარჩა ხუთი...


დღეს დემოგრაფიის გამოცდაც მივაშავე... საოცარია, მაგრამ სამი საკითხი ჩემით დავწერე! ეს უკვე პროგრესია... მეოთხეზე ცდუნებას მაინც ვერ გავუძელი, ჯგუფელს წიგნი გამოვართვი და გადავწერე... ჩვევა მაინც თავისას შვრება...

Wednesday, June 13, 2007

Mr. Jimi Hendrix


მოკლედ, რა ხდება... 12-ში საღამოს 8 საათზე მე და კიდევ ოთხი ჩემი თანამოაზრე ვიყავით ჯიმი ჰენდრიქსის კონცერტის სანახავოდ კინოს სახლში... ჰოდა, ვუყურე ვუდსტოკის ფესტივალის 1969 წლის ლაივს. მინდა გაგახაროთ და მასეთი სიამოვნება დიდი ხანია არ მიმიღია! ნამდვილი სულიერი საზრდო იყო ეს კონცერტი ჩემთვის, განსაკუთრებით ასეთ დაძაბულ დღეებში...

P.S. ნეტა, ისე გოგოები დამაჭერონა, ჩემ წინ რომ ისხდნენ და მთელი საათ-ნახევარი პირი რომ არ გაუჩერებიათ, მოვაჭამდი თავს სათითაოდ... შე კაი ადამიანო, ჰენდრიქსი თუ არ გაინტერესებს, ან ბილეთში ფულს რატო იხდი, ან ამდენი ხანი თავს რატო იტანჯავ, ან სხვებს რატო ტანჯავ... საოცრებაა პირდაპირ რა!

ერთი დავწერე, დარჩა ექვსი



შვიდიდან ერთი გამოცდა წარსულს ჩაბარდა... ინგლისური მივაშავე და ოქტომბრამდე ამ ლექტორის სახეს სამი მეტრის რადიუსით ვეღარ ვიხილავ...
94 ქულა კარგი უნდა იყოს, მაგაში მაინც გამომყვა ფრიადი :)

ეს პირველი და ყველაზე ადვილი გამოცდა იყო, ნამდვილი ტანჯვა და თავის ტკივილი წინ მელის...

Saturday, June 9, 2007

Lost Cotrol?


Life has betrayed me once again, I accept some things will never change. I've let your tiny minds magnify my agony, and it's left me with a chemical dependency for sanity. Yes, I am falling... how much longer till I hit the ground? I can't tell you why I'm breaking down. Do you wonder why I prefer to be alone? Have I really lost control? I'm coming to an end, I've realized what I could have been. I can't sleep so I take a breath and hide behind my bravest mask, I admit I've lost control.

http://www.link.ge/file/143634/Anathema---Lost-Control.mp3.html

ნელი ტანგო


სოხუმის საცურაოზე ცალთვალა სომეხი ემიგრანტი გიტარას აკვნესებდა. ჩარდახის ქვეშ გახურებული ქაღალდის თამაში იყო. სილაზე, შუა მზის გულზე, უღმერთოდ იხრუკებოდნენ რუსები. გიტარა კი უკრავდა.

პატარა თორმეტი წლის იგორი შევარდა წყალში და სუფთა, დამუშავებული მკლაურით გაცურა. მისი ფეხები შეუწვეტლივ, თანაბარი სიჩქარითა მუშაობდნენ. მაგრცხენა მკლავის მოსმისას სახის ნახევარს წყლიდან იღებდა და ღრმად ისუნთქავადა ჰაერს, მერე წყალში ყოფდა ამოსასუნთქად, თან მარჯვენას უსვამდა. ხელები გამართული და მოდუნებული ეშვებოდნენ.

    • აი, მაგისგან ნამდვილად გამოვა კარგი მოცურავე. _ თქვა იგორის მამამ და თავის მეუღლეს დამწვარ მხარზე ხელი დაადო.

    • ჰო, გამოვა. - დაუმოწმა მეუღლემ. _ ივანე, აიღე, კაცო, ხელი, ხომ იცი, მეწვის ბეჭები.

    • აკი გითხარი, წაისვი _ მეთქი ოდეკოლონი. _ ივანემ ხელი ჩაოიღო.

    • კარგი, დღეს წავისვამ. _ ღიმილით უპასუხა მეუღლემ, ორივემ ზღვისკენ

გაიხედა.

ბავშვი გამაფრხილებელ დროშას გასცდა და იმავე სისწრაფით მიდიოდა. დაღლა მაინც არ ეტყობოდა. ორმოცამდე ნაბიჯი კიდევ იცურა ასე, შემდეგ ბაყაყურზე გადავიდა. ფეხებს ბოლომდე ღუნავდა ისე, რომ მუხლისთავები ერთ სწორი ხაზის სხვადასხვა ბოლოში ღუნდავდა ისე, რომ მუხლისთავები ერთ სწორი

ხაზის სხვადასხვა ბოლოში ექცეოდა და ლამაზი, მოქნილი მოძრაობით აძლევდა ბიძგს წყალზე ჰორიზონტალურად გაწოლილ სხეულს. ერთდროულად გამართულ ხელებს ოდნავ მოუსვამდა, თავს ამოყოფდა მაღლა, შეისუნთქვდა და ისევ იმეორებდა იმავე მოძრაობებს.

ცოლ-ქმარი ახლა ქვიშაზე წამოჯდა.

    _ კარგათ ცურავს, - თქვა ქმარმა.

    _ ძალიან, ნახე, რა მოქნილი მოძრაობები აქვს. - სახე გაუბრწყინდა ცოლს.

    _ მომავალში პირველი ადგილი ექნება. - დაბეჯითებით დაიქნია თავი ივანემ. - ლიდა, გახსოვს, ვალერიც რა კარგად ცურავდა.

_ აბა, აბა, რა ვაჟკაცი იყო! _ ახლა ქალმა დაადო მხარეზე ხელი მეუღლეს.

_ გახსოვს, როგორა ცურავდა, შეეძლო მთელი ექვსი საათი თავისუფლად გაეძლო წყალში. ივანემ მეუღლეს წელზე ხელი მოეხვია და მკერდზე მიეყრდნო. ერთხანს ასე ისხდნენ. სიჩუმე ისევ ქმარმა დაარღვია:

_ სწორედ მაგ ცურვამ დაღუპა, რიგასთან იპოვეს მესამე დღეს დამხრჩვალი;

ვინ იცის, რა მოუვიდა.

_ ივან! იგორსა ხედავ? _ ქალი მსუბუქად დაეყრდნო მის მხარს და წამოდგა.

ივანემ თითი გაიშვირა. შორს ძლივს მოჩანდა ბავშვის თავი. ლიდამ უხალისოდ გაიცინა: იგი წელამდე შევიდა წყალში, შემდეგ ბრასით გაცურა. ნაპირზე დარჩენილი ივანე ახლა ისევ გულაღმა დაწვა. კარგა ხანს იყო ასე; მზე უწვავდა ბეჭებს, მერე გაიფიქრა, „დიდი მოუსვენარი ქალია ლიდა, სულ დედას დაემსგავსა იგორიც, თუმცა რაღა შორს მივდივარ, მეც ეგეთი გული მაქვს. კარგია შორს, ტალღებში ცურვა“. სუსტმა ნიავმა ქვიშა აყარა. ივანეს ცალ თვალში მტვერი ჩაუვარდა. იგი წაოჯდა და და წვალება დაუწყო ქუთუთოს. ზღვაზე პატარა, ხუჭუჭა ტალღები აიშალა.

გიტარა კი უკრავდა შეუსვენებლივ.

დამკვრელს შავი, გახუნებული ხალათი ეცვა და თავზე ძველი ჭილოფის ქუდი ეხურა.

ივანე წამოდგა. ქარმა კვლავ მოაყარა ქვიშა. შორს, ტალღებში ხან იკარგებოდა, ხან გამოჩნდებოდა ვიღაცის თავი, კრაგა მოშორებით, იმ მიმართულებით მეორე მიცურავდა. მან ქუდის ფერზე იცნო ცოლი. წინა მისი ბიჭი უნდა ყოფილოყო. იგი კარგად დაუკვირდა. „ნეტა რატო არა ბრუნდება უკან, მთელი საათია, რაც შესულია, კაცი ორი დღით ჩამოსულხარ და ეგ მაიმუნი მაშინაც მაშინაც არ გაცლის დასვენებას“ _ გაიფიქრა ივანემ და ზღვაში შევიდა, მერე თავისი ზორბა მკლავებით შეცურა. რამდენიმე მოსმით დროშებს გასცდა, შემდეგ ბაყაყურზე გადავიდა. ფართო მკერდით აპობდა ორმოცი წლის ვაჟკაცი ტალღებს და არაფერზე არა ფიქრობს, მხოლოდ ცდილობდა, სწორი გეზი არ დაეკარგა. კარგა ხანს იცურა ასე, მერე ზურგზე გადმობრუნდა და ნაპირს გამოხედა _ ხუთასიოდე მტერი ჰქონდა გავლილი. ცოლი და შვილი კი არ ჩანდნენ. იგი ახლა ისევ გულზე გადმოტრიალდა, მერე გაიხსენა წყალბურთის ილეთები და მოქნილი მოძრაობით წყლიდან წელამდე ამოვიდა. წამნახევარი შეიმაგრა თავი. მისგან მარცხნიდან და წინ, სამასიოდე ნაბიჯზე შეამჩნია თავისები. არაფერი გაუფიქრია, ისე აამოძრავა სხეული. როცა მიუახლოვდა, მეუღლის გაფითრებული სახის დანახვაზე უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. მას ქუდი დაეკრაგა და თმა თვალებზე ჰქონდა ჩამოშლილი. ქალმა უხმოდ მიაბრუნა თავი შვილისკენ. ივანემ თავის ვაჟს შეხედა. მას სახე დამანჭოდა ტკივილისაგან. მამამ დაყვინთა, ხელით მოუსინჯა ფეხები და განასკვულ ადგილას უკბინა. იგორმა ცოტა შვება იგრძნო. მან ნელა გაცურა ნაპირისაკენ. ახლა ლიდა გახდა ცუდად. მას მთელი სამასი ნაბიჯი ზურგით ეთრია ვაჟი და ახლა ძალაწართმეული ძლივსღა იდგა ტალღებზე.

ღელვა კი სულ მატულობდა,

ივანემ მეუღლის ხელი მხარზე გადაიდო შვილის მიმართულებით გაცურა. ძლივს მიიწევდა წინ. იქ იგორი იწვა წყალზე, უფრო ტანჯული სახით.

_ მა... _ ძლივს ამოიოხრა და მთელი ყლუპი მარილიანი წყალი ჩაუშვა მუცელში.

_ მა... ახლა წვივ_ი, ბარ_ძა_ყიც გა_მენასკ_ვა. _ ის ფსკერისკენ წავიდა. ივანემ ძლივს მოასწრო თმაში ეტაცა ხელი, დედამ ბოლო ძალა მოიკრიბა და ბავშვს მხრებში ამოუჯდა. მამა მხნეობდა. მან ცოლს მარჯვენა ხელი ჩააკიდებინა ბავშვის მარცხენისათვის და თვითონ შუაში ამოყო თავი. დედა-შვილი აქეთ-იქიდან ჩამოეკიდა ბეჭებზე. იგორს გული უწუხდა. „ასე არ ივარგებს, ბევრ წყალს ყლაპავს“, გაიფიქრა ივანემ და ერთი ხელით თავი აუწის ბავშვს. ახალა იგი ფეხებითა და ცალი ხელით მიცურავდა. ლიდა თვალები ჩაუსისხლიანდა; იგი გაშტერებული უყურებდა პატარას. მისი მარჯვენა საბედისწეროდ ჩასჭიდებოდა შვილის მაჯას.

ივანემ შორს დროშა დაინახა. ცოტა გული მოეცა. თავისუფალ ხელში თითქმის სულ გამოელია ძალა. მომატებული ტალღები თავზე უვლიდა მათ. ტანს ჰორიზონტალურად ვეღარ აჩერებდა, ახლა წყლის სიღრმიდან აძლევდა ბიძგებს სხეულისა და ზედ დაკიდებულ თითქმის უგონო ცოლ-შვილს. ორივენი ბევრ წყალსა ყლაპავდნენ, რაც უფრო ამძიმებდა მის ტვირთს. სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ სულ ახლოს მოჰკრა წითელ დროშას თვალი და გამხნევდა _ ნაპირამდე ორმოცდაათამდე მეტრიღა რჩებოდა.
შუადღის სიცხესა და გახურებულ ქარს მოცურავეები ჩარდახის ქვეშ შეერეკა. ვიღაცა ფეხზე წამოდგა და ხელი ზღვისკენ გაიშვირა;

_ შეხედეთ, კაცო, მთელი დღე რო წყალში იყვნენ, არ მოსწყინდებათ.

_ აბა, მერე მთელი ოჯახი როგორა ცურავს. _ დაუმოწმა მეორემ, თავი წამოსწია, შემდეგ წყალს მოაშორა მზერა და წინ დაგდებულ აგურის ცხრიანს შესაფერი ვაჟი დაარტყა.

_ ვინ არიან? _ თავაუღებლივ იკითხა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მელოტმა და თვალი მეზობლის ქაღალდისკენ გააპარა.

_ როგორ არ იცი, ხარკოველები, ჩვენ ქვევით ცხოვრობენ, _ უპასუხა იქვე მჯდარმა ცოლმა, რომელიც საუბარსა და ქაღალდის თამაშს გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს.

_ ჰო, ჰო, რა მოხვედი? ყვავის ცხრიანი? კარგია, კარგი, მაგას კოზირის _ ქალი! _ მელოტმა კმაყოფილებით გდაიხარხარა, _ გაჭრილია. წავიდა? ახლა, კოლია, შენ გამიმაგრდი.

გიტარა ახლა ქაღალდის მოთამაშეთა დაკვეთით უკრავდა.

ზღვაში, დროშას გამოცილებულ ივანეს თვალთ დაუბნელდა. დედა-შვილმა გრძნობა დაკარგა. მხოლოდ ჩაჭიდებული ხელი დარჩა ლიდას ისევე. ივანე ვეღარა ხედავდა ვერაფერს. მან შვილის თავს შეუშვა ხელი და იმითაც მოუსვა. იგი ვეღარც დროს, ვეღარც შიშს ვერა გრძნობდა.

მხსენელებმა გამოიყვანეს თავთხელი წყლიდან სამივენი ნაპირზე და ფიცრებზე გააწვინეს. საცურაოს ექიმმა ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა თითოეულს. მალე იგორი და ლიდა გრძნობაზე მოვიდნენ. დედას ძლივს გააშვებინეს შვილის მაჯას ჩაჭიდებული ხელი. გონზე მოსულმა ქალმა გულზე მიიკრა პატარა, რომელსაც თვალები დაეჭყიტა და ფიცარზე უმოძრაოდ იწვა.

მთელმა საცურაომ აქ მოიყარა თავი.

გიტარის დამკვრელი სომეხი ემიგრანტი თითის წვერებზე აწეული იყურებოდა ცალი თვალით.


საღამოს კაფეში ჯაზი „ისტამბულს“ უკრავდა. წყვილები გამალებული ცეკვავდნენ. ლამაზმა, წაბლისფერთმიანმა ქართველმა მოძრავტანიანი რუსის გოგონა გამოიწვია საცეკვაოდ. ნელა შეცურდნენ მოედანზე. ბიჭი ფიქრობდა: „ნეტავი რაზე ველაპარაკო, მომწყინდა სულ ერთი და იგივე: საიდან ჩამოხვედით? როდის? მერე ჩვენი ბუნების ქება და ბოლოს კოპლიმენტი _ „თქვენ მშვენივრად გაშავდით“.

„ისტამბული კონსტანტინეპოლიდან“ გაისმოდა მოედანზე; ბიჭს სახე აუმეტყველდა, მერე თითქმის ჩურჩულით დაიწყო:

ბიჭი: იყავით დღეს საცურაოზე?

გოგო: რა თქმა უნდა, დღეს საუცხოოდ დამწვა მზემ.

ბიჭი: გეტყობათ, კარგადა ხართ გაშავებული; მართლა, დაესწარით იმ

ამბავს?

გოგო: ჰო, ჰო, იშვიათი შემტხვევაა, დედა-შვილს აუარებელი წყალი

უყლაპავთ, მაგრამ გადარჩნენ.

ბიჭი: აბა, საწყალი მამა, იმან გამოათრი. ნეტა იმასაც წყალი ეყლაპა.

გოგო: მაშინ გადარჩებოდა, ექიმმა თქვა, ზედ ნაპირთან აქვსო გული

გახეთქილი უბედურს.

ბიჭი: საცოდავი, კარგი ვაჟკაცი კი ყოფილა.

გოგო: რა თქმა უნდა, ახლა ცოტანი არიან ასეთები. ჯაზი ახლა მოლოდიურ

ტანგოში გადავიდა, ბიჭმა ახლოს მიიკრა ქალი:

ბიჭი: მაგრამ მენდეთ, მაინც არიან.

ქალი აილეწა, მერე ვაჟკაცს ახედა, მოეწონა მისი ლამაზი, მზისგან

გარუჯული სახე და მთლიანად მინებდა ნელ ტანგოს.



წელი 1956. აგვისტო 23.


© გურამ რჩეულიშვილი

Thursday, June 7, 2007

ვჯღაბნი!

დავჯღაბნე!