Friday, May 30, 2008

გეგა, შე *ლეო

მართალია, საქართველოს ვინმეს ასე რომ მიმართავ, უზრდელობად ითვლება, მაგრამ ამწამს ეს სულ ერთ ადგილას მახატია. მიყვარს, როცა მთვრალ გეგას ვუსმენ ხოლმე. ცხოვრებაში ასეთი ბედნიერება მაინც და მაინც ბევრჯერ არ მქონია, მაგრამ რაც იყო, ისიც მეყოფა კაი ხანი. დღეს მორიგი მოგზაურობა მოვაწყეთ ტექნიკური უნივერსიტეტის სახურავზე, სადაც სამი გზააბნეული ადამიანი ვიჯექით და ცხოვრების ავკარგიანობაზე ვბჭობდით. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყველაფერი მაგარი *ლეობაა, მაგრამ მაინც გვისწორდევა ჩვენს პონტში, იმიტომ, რომ რაღაც დოზით ჩვენც *ლეები ვართ ამის დასტურად ბესომ გპი-ს მე-6 კორპუსის წინ მოფსა! მოკლედ, დღეს ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი ვიცინეთ, ბევრი ვიგინეთ, ბევრი გავიხსენეთ და ბევრსაც ვაგინეთ, მთლიანობაში კი საკაიფოდ გავერთეთ ახლა ვიდეოს ამიტვირთავენ, რომელშიც სამ სულიერს გაჭედილი აქვს და ერთი სული მაქვს , როდის ვნახავ

Wednesday, May 28, 2008

Охуеть რა, ჩამოვედი! დაიშალეთ!

კოჯრის 122-ე ბატალიონის მე-2 ასეულის მე-3 ოცეულის რეზერვისტი გავხდი

არც კი მეგონა, 18 დღე ასე სწრაფად თუ გავიდოდა. თითქოს გუშინწინ ღამე დავტოვე აქ პოსტი და გუშინ დილით კი ლოკომოტივიდან კოჯრისკენ წავედი, მაგრამ მას შემდეგ ორ კვირაზე მეტია გასული. საოცრად მინდა, ყველაფერი დაწვრილბით დავწერო და მომავალში რომ გადავიკითხავ, ისევ ის შეგრძნებები მქონდეს, რაც ახლა. ამ დროის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ადამიანების კითხვა შემიძლია. ბევრი ძალიან მაგარი ვიღაც გავიცანი, შეიძლება მომავალში ძმაკაცებიც გავხდეთ და ეს უზომოდ მიხარია. მეორე მხრივ, ჩემთან ერთად იყვნენ ისეთებიც, რომლებზეც საკუთარი უარყოფითი აზრი აქამდეც მქონდა და ის უფრო გამყარდა. მაგრამ, მოდი, ახლა მარტო კარგს გავიხსენებ...
პირველი სამი დღე საშინლად გაიწელასავით. ჯერ ფორმების დარიგება, სხვადასხვა პატარ-პატარა პროცედურის გავლა მიწევდა, ათას ოთახში გვარბენინეს. ჩვენი ასეულის სერჟანტი გიორგი გასიშვილი (მაგარი ნაბოზარი ვინმე კი იყო), ინსტრუქტორი ლეიტენანტი ბესო ბექაური და ასმეთაური ლეიტენანტი ლევან გათენაშვილი (ჯიგარი რიჟა) გავიცანი. ამ უკანასკნელს ჩვენთვის თვალყურის დევნება ჰქონდა დავალებული, ბესო ლექციებს გვიტარებდა, გასიკას კიდე მთელი შავი სამუშაოს შესრულება უწევდა. დილით 6-ს 10 წუთი რომ დააკლდებოდა, ისეთი ხმით გვაღვიძებდა ხოლმე: ”ასეულო, ადეექ!”, რომ გავარტყი დენი Fილსს. დღეში სამჯერ საკმაოდ კარგად გვაჭმევდნენ, საკმაოდ ბევრსაც გვავარჯიშებდნენ, მთელი დღე აქეთ-იქით გვაშაგავებდნენ, მერე დასვენების დროც მოგვიმატეს და ბოლოს ”ნამიოკობანას” თამაში ყელში მქონდა ამოსული. ორჯერ სროლებზე ვაზიანში წაგვყვანეს. საშინლად ცხელოდა, ჩვენ კიდე ბუშლატები და ხებეები გვეცვა. სახე ზე და ხელებზე მაგარი ზაგარი მაქვს მიღებული.
თავიდან სახლიდან მირეკავდნენ ხოლმე, მაგრამ ხან ტელეფონს ვუთიშავდი, ხანაც უბრალოდ არ ვპასუხობდი. მერე ვეღარ მოვითმინე და ჩემს დას დავუმესიჯე, რომ აღარ შემაწუხონ და ასე მშვიდად გაგრძელდა მთელი 14 დღე. ერთი-ორჯერ დამიმესიჯეს და სულ ეგ იყო. რა კარგი ყოფილა იქაურობა. ერთადერთი, რაც თბილისში მომენატრა, ჩემი მპ3 იყო. ხანდახან საოცრად მინდებოდა ჩემს გემოზე მუსიკის მოსმენა, მაგრამ ტელეფონებში ჩაწერილი სხვადასხვა სირობის ატანა მიწევდა. ბევრი წივილ-კივილის მერე ჩემპიონთა ლიგის ფინალიც გვაყურებინეს და გამიხარდა, მანჩესტერმა უჯიშო ჩელსის დამარცხება რომ მოახერხა. ეს 21 მაისს მოხდა, არჩევნების დღეს. საინტერესოა, ცხოვრებაში პირველად მივიღე არჩევნებში მონაწილეობა და ისიც რეზერვში. არ ვიცოდი, ვისთვის მიმეცა ხმა, უბრალოდ, კაბინაში შესვლა და ბიულეტენზე რომელიმე კანდიდატის შემოხაზვა მინდოდა. ზოგი რესპუბლიკელებს უჭერდა მხარდა, ზოგი გაერთიანებულ ოპოზიციას, ალექსა ნაციონალების პროპაგანდას ეწევოდა, მე კიდე მე-11 ნომერი ”ქალთა პარტია” შემოვხაზე. მაგარი კაიფი იყო იმათი რეაქციის ნახვა, ვისაც ეს ვუთხარი. ყველა იმას მეკითხებოდა, რამ მოგაფიქრაო. არადა, მდედრობითი სქესის წარმომადგენლების საკითხი საკმაოდ მწვავე იყო რეზერვში. *ლე-*ვერს მიჰქონდა იქაურობა. რაც დრო გადიოდა, ექიმები სულ უფრო ლამაზები მეჩვენებოდნენ, მე-17 დღეს მზარეული ქალებიც კი გალამაზდნენ. ვიღაცამ გაიხუმრა, კიდე ცოტაც და კაცებიც გალამაზდებიანო... თუმცა, ეს ერთი უწყინარი ხუმრობა იყო. მაგრად გამიხარდა ჩემი საკუთარი იარაღი რომ მაქვს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ჩემი იქნება. თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, მაგრამ ვაზიანში ავტომატური სროლის დროს ისე გაცხელდა, კინაღამ ხელი დამეწვა.
26-ში ჟეტონები მოგვცეს და სერტიფიკატები დაგვირიგეს, 27-ში კი ID ბარათებიც მოგვცეს და სახლში გამოგვიშვეს. მართალია, თითქმის ყველას უხაროდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ დღეს რამდენიმე რომ ვნახე მაღლივში, კოჯორი გვენატრებაო მითხრეს... მეც მენატრება. გამოცდები ვინმეს რომ ჩაებარებინა ჩემ მაგივრად, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ რამდენიმე ხანი. რაც მთავარია, კიდეც 100 ადამიანი გავიცანი. დღეს ძმაკაცები სახინკლეში მეპატიჟებიან, ხვალ ლაშას სამსახურში გავუვლი და ალბათ საღამოს კიდევ მოვჯდებით სადმე.

თბილისს რაც შეეხება... ბევრი არაფერი შეცვლილა, მაგრამ რაღაცები მაინც მომხდარა. ახალი ავტობუსი დაუნიშნავთ, 35 ნომერი, რომელიც პირდაპირ ჩემს სადარბაზოსთან გადის და გვერდზე კორპუსთან აჩერებს. მეორე ბოლო გაჩერება კი ბაგებში აქვს. ასე რომ, ხვალიდან მაღლივში სწორედ მაგით ვივლი. გარდა ამისა, სანზონაში გზის კეთება საბოლოოდ დაუმთავრებიათ. ძალიან მომეწონა იქაურობა. თუ ადრე ამ უბნის ხსენებაზე ხალხი ”ეჰ, სანზონას” იძახდა, ახლა ”ვაჰ, სანზონას” ამბობენ. ეს უკვე პროგრესია.
ეს ყველაფერი მოკლედ მოვყევი. თუ გამახსენდება რამე, იმასაც დავამატებ.

P.S. მარში რომ გვქონდა, ბექაურმა მინდორში გაგვიყვანა, რომელიც მთლიანად გვირილებით იყო დაფარული. ასეთი სილამაზე ძალიან ცოტას თუ უნახავს. განუმეორებელი გახლდათ. აუცილებლად ავიყოლიებ ვინმეს და წავიყვან იქ.
P.S.S. ასტა ლა ვისტა!

Friday, May 9, 2008

ხოოომდაა...

ხოდა, ესეც ასე! წავედი მე რეზერვში და 3 კვირაში ჩამოვალ ისევ. ალბათ, ჩემი კომპიუტერი არ მოიწყენს უჩემოდ, ძვირფასი დაიკო არ მისცემს მოწყენის საშუალებას... დღეს კი ვიფიქრე, პაროლი დავადო, რომ ვერ დაჯდეს-მეთქი, მაგრამ რომ ვუთხარი, ისეთი თვალებით შემომხედა, შემეცოდა და გადავიფიქრე... თან გამოცდები მექნებაო მაგ დროსო და დამჭირდებაო...
ახლახან ჩავალაგე ტანსაცმელი, პირადი ჰიგიენის საგნები ( რაღაც სასაცილოდ ჟღერს) და მოვემზადე დასაძინებლად. ხვალ 7ის ნახევარზე უნდა ავდგე, მერე 8ის ნახევარზე ძმაკაცებს შევხვდე და ერთად წავალთ.
აუფ, ბევრი რამის დაწერა მინდოდა და ახლა აღარაფერი მახსენდება [IMG]http://pinky.ge/Smiles/Yellow/thin.gif[/IMG] ხო... სახლში გავაფრთხილე, რომ გაცილება არ მჭირდება და არც არავინ მომყვება, შეწინააღმდეგება ვერ გაბედეს ბებიაჩემი ერთი კვირის წინ იყო მოსული და ისე ტიროდა, გეგონება, ცხოვრებაში ვეღარ მნახავდა. ყველაზე მეტად ის მიტყდება, რომ მპ3-ს წაღება არ შეიძლება. რა უნდა ვაკეთო იქ თავისუფალ დროს? იასნია, ბევრი ძმაკაცი მიდის, მაგრამ მაინც. დათოც მოდის. წელს მესამედ ვნახავ იქ. ნესტანი მეუბნება, უთქვენოდ რას გავაკეთებო აქ მარტოო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რამეს მოახერხებს
უკვე აღარ მეგონა, თუ ეს მომენტი როდესმე დადგებოდა... საოცრად მიხარია, რომ ვშორდები აქაურობას
რამდენი ხანია მინდოდა ამის გაკეთება: ჯერ იანვარში მონასტერი (შუა გზიდან გამომაბრუნეს), მერე 30 აპრილს უნდა წავსულიყავი რეზერვში და მითხრეს, 10 დღით გადაიდოო... ხოდა, როგორც იქნა უნივერსიტეტში საოცრად უხარიათ ჩემი წასვლა, ძლივს მოგვშორდებიო. რაღა დაგიმალოთ და მეც მიხარია! თქვენს ფიზიონომიებს ივნისამდე ვერ ვნახავ-მეთქი

P.S. იმის დაწერა მინდოდა კიდევ, მაგრამ სულ მეზარებოდა ხოლმე: პერის ჰილტონი დამევასა ამ ბოლო დროს კი, ვიცი, მაინც და მაინც კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს, ვერაა მთლად კაი ოჯახის გოგო, არც გარეგნობა აქვს მაინც და მაინც ზღაპრული, მაგრამ მაინც მომწონს ეს დღეები ვიჯექი და მაგის ფილმებს ვუყურებდი. მაგარი ცუდი მსახიობია და კიდევ უფრო სირულ ფილმებში იღებს მონაწილეობას, თუმცა ვინ არს უნაკლო? ისე, სხვათა შორის, მუქი თმები და მოკლედ შეჭრილი უფრო უხდება!

P.P.S. წავედი ახლა მე და ჭკვიანად იყავით აქ! თუ არ ჩამოვედი, ე.ი. იმაზე მაგარ პონტში ვარ, ვიდრე აქამდე წარმომედგინა

Saturday, May 3, 2008

ეს არის, თუ არის...


მიყვარს ლამაზად გამოხატურლი ”პროტესტანტული” (© ნესტანი ) სიმღერები. სამწუხაროდ, აქამდე მოსმენილი არ მქონდა და მხოლოდ დღეს აღმოვაჩინე. თუმცა, მიუხედავად ამისა, გული მიგრძნობს, რომ უახლოეს მომავალში ამის გარდა აღარაფერს მოვუსმენ. საოცარი გრძნობა მეუფლება თითოეული სტროფის შემდეგ! You're Just People! რომ ვამბობ, გენიოსები არიან-მეთქი, ბევრი არ მიჯერებს, არადა ცვეტში ასეა.
ემოციები, ემოციები... მოაქვს და მოაქვს, ნამდვილი ტალღა წამოიღო. თან ბავშვის ხმა - გულის წასვლამდე ლამაზია! მოკლედ რა...

The only cribs that we should care for
Are the ones that we are here for
Ones belonging to my children
That do what we do, scar from our wounds

The only cribs that make a difference
Where the magic really happens
Don't come with a mercy dispense
Holy white screen
Showing nothing
Showing nothing

I'm sick of home control devices
Sick of sickening home designers
Sick the drugs that goes to street poles
Sick of homies, sick of posters

Despite the nodding staff that serves you
Despite the name on the clothes and perfume
Despite the way that press observes you

You're just people
You're just people
You're just people
You're just people
Successful people
Dressed-up people
Smiling people
Fameless people
Velvet people
Wealthy people
Important people
But still just people

So fuck the million dollar kitchen
Fuck the Al-Pacino posters
Fuck the drugs that goes to street pole
Fuck the homies, fuck the posters
Fuck the walls they build around them
Fuck the bedroom magic nonsense
I don't want to hear their voices
As long as they've fought with their wallets

Fuck the silly "throw you out" joke
Fuck the framed cigar DeNiro smoked
Fuck their lack of originality and personality
Fuck this travesty
Fuck this new norm
Fuck conformity
Fuck their Kristal
Fuck their sordity
Fuck the way they fuck equality
Fuck their freebie gear
Fuck the ones they wear
You're just people...

You're just people
Successful people
Dressed-up people
Smiling people
Fameless people
Recorded people
Wealthy people
Important people
But still just people
Messed up people
Shallow people
Stupid people
Plastic people
Maniac people
Federal people
Failed people
Natural people

Fuck the once repaired
I'm cribcaged, cribcaged

The only cribs that should care for
Are the ones that we are here for
Ones belonging to my children
That do what we do, scar from our wounds...

აი, ამან უნდა თქვას ნახევარი გალაქტიკა გადავიმასვქენიო