Tuesday, January 29, 2008

დღეს მარშუტკაში რო ვიჯექი, ვფიქრობდი, სახლში მივალ და რაღაცას დავწერ-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე... არადა, ბევრი რამე მქონდა დასაწერი... ძირითადად კარგი მოგონებები, რომლებმაც მაშინ კი დამაწყვიტეს ნერვები, მაგრამ ახლა ღიმილით ვიხსენებ :)
გაზის მილზე ძრომიალი, 160-ე სკოლასთან ”ბირჟაობა”, გაკვეთილების გაცდენა და სრულიად უცხო უბანში ძმაკაცების გაჩენა... :)) მერე მაღლივთან დგომა, ლექციებზე არშესვლა და ლოდინი... რაც კარგია, კარგია.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც კაი ხანია მაწუხებს:
ეწყინება ნეტა ვინმეს ჩემი სიკვდილი?
რა რეაქცია ექნებათ ჩემს ”ახლობლებს”?
რა ფიქრები გაუელვებთ თავში?
როგორ მინდა, მოვკვდე და მერე ჩემი სული დედამიწაზე დაბრუნდეს და ადამიანებს უთვალთვალოს...
ვის დასწყდება გული, ვინ შემაგინებს, ვინ იტყვის კარგს ან ცუდს...
საინტერესოა, მაგრამ აქამდე რამდენსაც ვკითხე, პასუხი არცერთისგან არ მიმიღია :))

3 comments:

staring girl said...

მე გაგინებ უკანასკნელი სიტყვებით:yes:




ასე რომ გირჩევნია არ მოკვდე :D

deka136 said...

მე მართლა მაინტერესებს :P

utvin said...

მმმ ძეეეკააა, მეც მომნდომებია სიკვდილი და მერე გაგება ვის რა რეაქცია ექნება ამაზე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძალიან დიდი ეგოსიტობააა ამხელა ტკივილის მიყენება იმ ხალხისთვის ვისაც ვუყვარვარ, იმისთვის რომ გავიგო ვის რა რეაქცია ექნება
ასე, რომ ამოიგდე ეგ აზრი თავიდან, არ ხარ შენ ეგოისტი ;)