Tuesday, January 29, 2008

ბოლო დროს რაღაც უცნაური კითხვები მებადება ხოლმე. დავდივარ და ვფიქრობ, რა იქნება, რომ ასე იყოს?.. ან რატომ არის ეს ასე? ერთ-ერთი ასეთი ”კითხვა” გუშინ ნესტანს გავუმხილე და დიდხანს გულიანად იცინა. მართლა სასაცილო იყო, მაგრამ მე სერიოზულად მაინტერესებდა.
გუშინ ვიჯექი, სიმღერას ვუსმენდი და უცებ, მორიგმა საკითხვა დამაინტერესა. უფრო სწორედ, კიდევ ერთმა კითხვამ შემაწუხა: უნახავს ვინმეს მხიარული პიერო? გუგლში სპეციალურად დავძებნე სურათები, მაგრამ მისი მომღიმარე სახე ვერსად ვნახე. შავ-თეთრი ბიჭი... ამ პერსონაჟმა გამიტაცა ძალიან. ადრე კუდამ მითხრა, შავ-თეთრ სურათებზე პიეროს გავხარო, ახლა კი ვგრძნობ, რომ მართლა ვგავარ და არა მარტო სურათებზე...
ნეტა როგორი იქნება მომღიმარი პიერო? უხდება ღიმილი? თუ ის მაგისთვის არ არის შექმნილი? მწერლები და სცენარისტები ხომ თავიანთ გმირებს რაღაც მიზეზისთვის იგონებენ... რა ვიცი, რა ვიცი, უბრალოდ, ძალიან დამაინტერესა...

ხო, კიდევ ერთი დეტალი... წერა მინდა. ამ ბოლო დროს დიდი მოთხრობის დაწერა მინდება ხოლმე, ან დაწყებულის დამთავრება. ორი წელია, ამ საქმისთვის ხელი არ მომიკიდია და ჩემს ”იღბლიანებსაც” მტვერი დაედო უკვე. არადა, მახსოვს როგორ დავდიოდი ბლოკნოტით ხელში და ყველაფერს ვიწერდი. თან ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გმირები რეალური ცხოვრებიდან მყავდა. მათი გარეგნობა, ხასიათი, ჩაცმულობის სტილი... ყველაფერი დავაკოპირე, ცოტა თვითონ დავუმატე და ახლა ვხვდები, რომ რაღაც
-რაღაცები ვიწინასწარმეტყველე კიდევაც. ნამდვილი ვანგა ვარ! მაშინ უბრალოდ ვწერდი, მაგრამ ახლა ეს უკვე წარსულში მომხდარი ფაქტებია. მინდა წერა, მაგრამ ამავე დროს საშინლად მეზარება. ერთი ძმაკაცი სულ იმას მიმეორებს, დაწერე და წიგნად დაბეჭდეო, მაგისთვის ვეჩხუბე კიდევაც. ჩემს ნაწერებს ჩემთვის ვინახავ ხოლმე, როგორც წესი...

ხო, კინაღამ დამავიწყდა. მგონი, პლასებო შემიყვარდა. არადა, ადრე ორგანულად ვერ ვიტანდი მაგ ჯგუფს და კერძოდ, მოლკოს. მაგრამ ბოლო დროს ძალიან დიდხანს ვუსმენ ხოლმე. ორი დღეა, ერთ სიმღერაზე გავჭედე და მგონი, კიდევ კაი ხანი მარტო ეგ დატრიალდება ჩემს ფლეი-ლისტში... ვნახოთ, ვნახოთ...
Image Hosted by ImageShack.us
Image Hosted by ImageShack.us


ესეც საჩუქრად ხსენებული სიმღერა...
http://www.link.ge/file/221372/Placebo---Pierrot-The-Clown.mp3.html

No comments: