Sunday, December 21, 2008

გამარჯობა, მისტერ ჯონსონ, მე ლაურა ვარ

ლაურას ჯვარი სწერია კაცო, მშვენიერი ბავშვია, მაგრამ ახლა მაგაზე წერას ნაღდად არ ვაპირებ. გუშინ, თუ გუშინწინ, ზუსტად არ მახსოვს როდის, თუმცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვფიქრობდი, რომ ჯგუფებზე და მომღერლებზე საინტერესო არაფერი დამიწერია კაი ხანია და მოდი, ამ პატარა ლაფსუსს გამოვასწორებ-მეთქი... ამის შემდეგ მთავარი იყო ამერჩია, თუ რომელ ჯგუფზე დამეწერა ბევრი ვიმსჯელე თუ ცოტა, ერთი კაი აზრიც დამებადა ამასობაში: მოდი, ოჯახურ ბენდებზე დავწერ! ხო მაგარია? მაგალითად, თამადა რომ ადგება სუფრაზე და დაიწყებს თავის მორიგ სადღეგრძელოს: ”ამ პატარა ჭიქითა და დიდი გულით იმ დედმამიშვილებს გაუმარჯოს, დღეში 5 საათი ერთმანეთს სახლში ნერვებს რომ უწიწკნიან და მერე 5 საათს შეხმატკბილებულად სარეპეტიციოში ატარებენ!” ვერაფერს იტყვი, ხანდახან ისეთი იდეები მომდის ამ ცარიელ თავში, მეც კი მიკვირს

მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, პირველი ჯგუფი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, არის Chevelle, რომელიც დაარსდა 1995 წელს აშშ-ში, ილინოისის შტატის ქალაქ გრეისლეიკში. ბენდის შექმნის იდეა სამ ძმას: პიტ (ვოკალი, გიტარა), სემ (დრამი, პერკუსია) და ჯო (ბასი, ბექ-ვოკალი) ლოეფლერებს (Loeffler) მოუვიდათ. 2005 წელს ჯომ ჯგუფიდან წასვლა გადაწყვიტა და მისი ადგილი დინ ბერნარდინიმ დაიკავა. Chevelle-მ პოპულარობა საკმაოდ ადვილად მოიპოვა. დღეისთვის ლოეფლერების ბენდს ორ მილიონ ალბომზე მეტი აქვს გაყიდული. მათმა მეორე ნამუშევარმა, Wonder What's Next RIAA-ს ვერსიით, პლატინის წოდება მიიღო. დაარსების დღიდან ჯგუფმა გამოუშვა ოთხი სტუდიური ალბომი, ერთი ბუტლეგი და ერთიც DVD.
ახლა კი ყველაზე საინტერესო. რას ნიშნავს ჯგუფის სახელი და საიდან მოდის ის? მანქანები ვისაც გიყვართ, ალბათ, თქვენ თავადაც მიხვდებოდით... დიახ, საქმე სწრაფ მანქანებშია, რომლებიც სამ ძმას ბავშვობიდან განსაკუთრებით უყვარდათ. ბიჭების მამის საყვარელი ”პიპია” Chevrolet Chevelle გახლდათ და შვილებმაც გადაწყვიტეს, რაღა შორს წავიდეთ, ბარემ მამიკოს გული მოვიგოთ და ეს სახელი დავარქვათო ჯგუფსო. თან იქნებ გიტარების ფული მოგვცეს და ცოცხებით ჩალიჩი აღარ დაგვჭირდებაო და ზუსტად მასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი! პირველი კონცერტები ლოეფლერებმა ჩიკაგოს პატარ-პატარა კლუბებში ჩაატარეს. ამ დროს ჯო სულ რაღაც 14 წლის გახლდათ!
უი, მართლა კინაღამ დამავიწყდა. ბიჭები Alternative Metal-ს, Nu Metal-სა და Hard Rock-ს უკრავენ.
სურათზე: (მარცხნიდან მარჯვნივ) ჯო, პიტი და სემი.

ახლა კი შემდეგ ჯგუფზე გადავიდეთ: Kings Of Leon. ეს შედარებით ახალი ჯგუფი გახლავთ, 2000 წელს აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში ჩამოყალიბებული, მაგრამ უკვე მოასწრო გრემის აღება. ბენდის წევრები არიან: ძმები კალები (ვოკალი, რითმ-გიტარა), ნათანი (დრამი, ბექ-ვოკალი) და ჯარედი (ბასი, ბექ-ვოკალი, კლავიში) და მათი დეიდაშვილი, მეთიუ ფოლოუილი (Followill) (სოლო-გიტარა, ბექ-ვოკალი). ჯგუფის შემოქმედება წარმოადგენს Southern Rock-ის, Garage Rock-ის, Hard Rock-ისა და Blues-ის ნაზავს, რის გამოც მათ სამშობლოში მაინც და მაინც დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვეს. სამაგიეროდ, ძმები აღიარა ბრიტანეთმა. Chevelle-ს მსგავსად, Kings Of Leon-საც 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.
რაც შეეხება ჯგუფის სახელს, მისი წარმოშობის ისტორია საინტერესოა: თურმე ლეონი ძმების მამასა და მათ ბაბუას ერქვათ ჰოოომდა, რით ვართ ჩვენ მამა-პაპაზე ნაკლებნიო და ლეონის მეფეებად იქნენ წოდებულნი.
სურათზე: (მაცხნიდან მარჯვნივ) ნათანი, კალები, მეთიუ და ჯარედი.

დაბოლოს, ყველაზე ოჯახური, ყველაზე საყვარელი, ყველაზე ნარნარი, ყველაზე ხალვათი, ყველაზე ხავერდოვანი და ყველაზე-ყველაზე-ყველაზე ჯგუფი, ჩემთვის Number 1 ჯგუფი: Anathema! ჯგუფი, რომელი 1990 წელს ბრიტანეთში, ლივერპულში დაარსდა და Paradise Lost-სა და My Dying Bride-თან ერთად ითვლება Death/Doom მეტალის ფუძემდებლად, თუმცა 1997 წლიდან მოყოლებული ბენდის მუსიკალური გემოვნება რადიკალურად იცვლება და ახლა უკვე ნარნარ სიმღერებს უკრავენ. ჯგუფის დამფუძნებლები არიან ძმები დენი (სოლო-გიტარა, ბექ-ვოკალი) და ვინსენტ კავენოები (ვოკალი, რითმ-გიტარა) (Cavanagh), ხოლო შემდეგ მათ შეუერთდათ მესამე ძმა, ჯეიმი (ბასი), რომელიც ვინსის ტყუპისცალია და რა გასაკვირია, რომ მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. თუმცა, ანათემას ”ოჯახურობა” ამით არ დასრულებულა: ჯგუფშია ასევე მომხიბვლელი ქერა ქალბატონი ლი დუგლასი (Lee Douglas), რომელიც დრამერის, ჯონ დუგლასის (John Douglas) ალალი დედმამიშვილია! აი, ასე, გამოვიდა თუ არა ”ტვიქსივით”: ორი ერთში?!
Anathema-ს გამოშვებული აქვს 8 სტუდიური ალბომი, 2 დემო-ჩანაწერი, 3 EP, 8 სინგლი, 3 ოფიციალური DVD და 5 ბუტლეგი. მგონი, საკმაოდ შთამბეჭდავი ჩამონათვალია!
სურათზე: (მაცხნიდან მარჯვნივ) ვინსენტი, ჯონი, ჯეიმი, დენი, ლეს სმიტი (კლავიში), ლი.

Tuesday, December 16, 2008

დისნეის შეცდომა თუ უბრალოდ, კლონები?

საინტერესო მასალა აღმოვაჩინე რუსულ ენაზე, მაგრამ თარგმნა მეზარება და მარტო სურათებს დავდებ, იმედია, გაიგებთ რაშია საქმე














ალბათ, ეს ანიმაციური ფილმები არაერთხელ გაქვთ ყველას ნანახი, მაგრამ ასეთი, ერთი შეხედვით, წვრილმანებისთვის ყურადღება არასდროს მიგიქცევიათ. არადა, საინტერესოა...

Wednesday, December 3, 2008

ვაკანსია #2

ჩემი ბლოგერობა არ გაიშვა, მაგრამ ადრე ბლოგზე ერთი ვაკანსიის შესახებ დავწერე (ორგანიზაცია ეძებდა კამიკაძე-ტერორისტს), მაგრამ სამწუხაროდ, არავინ გამომეხმაურა. ეჰ, არადა რა ენთუზიაზმით კეთდებოდა საქმე...

და აი, დადგა ჟამი იგი, რომ გამოვაქვეყნო მეორე ვაკანსია(ც):

სიამოვნებით გავიცნობდი ვინმე ლამაზ და ამავე დროს ჭკვიან გოგოს
რომელიც იქნება სასიამოვნო მოსაუბრე, მაგრამ ტვინს არ მომიტ(ცენზურა)ნავს
და დღეში 8 საათი მაინც კარგ ხასიათზე იქნება
მაშასადამე, სასურველია, იყოს 23-დან 30 წლამდე და ფუმფულა ხელები ჰქონდეს საშინლად მიყვარს ჩქმეტა
ლამაზი ხმა უნდა ჰქონდეს (იდეაში აქ მხატვრულად უნდა დამეწერა: მინიმუმ ბულბულივით და მაქსიმუმ სარა ბრაიტმანივით, მაგრამ მეზარება ახლა მაგდენი ფიქრი)
ხო, ხო, კინაღამ დამავიწყდა სიმაღლეც მიმეწერა - 170-180 სმ, შეიძლება ცოტა უფრო მაღალიც
თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ მიყვარს, როდესაც გოგოს ლამაზი გრძელი თითები აქვს და კიდევ უფრო მაგრად მიყვარს, როდესაც მაგ ლამაზი და გრძელი თითებით თმაზე მეფერება ხოლმე... მაგ დროს ისეთ სიამოვნებას ვგრძნობ, როგორც არასდროს და ნელ-ნელა მეძინება ხოლმე
რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ”ერთი რიგითი თბილისელი”: არც უნდა იცვამდეს ფეხსაცმელს, რომლის ქუსლიც 20 სანტიმეტრია და შავ პრიალა ტრაკშიამორჭობილ შარვალს, რომელიც სიარულში ხელს შეუშლის და დაჯდომის დროს მისი გახევის ალბათობა 100%-ს მიუკაკუნებს... თმის ვარცხნილობასა და ტონა-ნახევარ ტონალურ კრემზე აღარაფერს ვამბობ, ინკუბატორის წიწილებივით ყველა ერთნაირი რომ დაიარება ხოლმე
ვგიჟდები ინტელექტუალურ გოგოებზე, რომლებიც საუბრის და კამათის დროს უბრალო ”ტუმბოჩკის” ფუნქციას არ შეასრულებს და საკუთარი აზრის დაფიქსირების გარდა, მისი არგუმენტებით განმტკიცებასაც მოახერხებს.
მუსიკა და ბრაზილია თუ ჩემსავით ეყვარება, საერთოდ ცოლადაც მოვიყვან (იმდენი ჩემს თავს რა ვუთხარი, მაგრამ მაინც)


და რაააააააც, ყველაზე მთავარია, ფორუმელი არ უნდა იყოს!
აი, აი, აი, აი! ფორუმი კლავს!
ჰა, გავაჯვა დასაძინებლად?

Sunday, November 16, 2008

ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო, მაგრამ ვერცერთი ვერ გაძღაო

მართალია, დღეს ცხრანი არ ვყოფილვართ (თან არც ყველა ძმები ) და არც ერთი თხილის ამარა ვიყავით დარჩენილები, მაგრამ ეს წინადადება გამახსენდა უცებ და გადავწყვიტე, ჩემი მორიგი ”შედევრისთვის” დამერქმია. ბოლო ორი კვირაა საშინელ გადაღლას ვგრძნობ. არა იმდენად ფიზიკურს, რამდენადაც გონებრივს. როგორც იქნა, თავი ხელში ავიყვანე და მეცადინეობა დავიწყე, რაც, ასე თუ ისე, წარმატებით გამომდის... ჯერჯერობით თუმცა, მაგრად მთანგავს სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის განმავლობაში განვიხილავდი დასვენების ალტერნატიულ ვარიანტებს და ყველაზე მეტად მცხეთაში ერთი დღის გატარების შესაძლებლობამ მომხიბლა. საქართველოს უძველესი დედაქალაქი განსაკუთრებულად მიყვარს და ბევრჯერ ყოფილა, ძმაკაცებთან ერთად ისე, უბრალოდ, უმიზეზოდ ჩავსულვარ (ერთხელ მცხეთის გადასახვევს გავცდით და ”მოულოდნელად” გორში აღმოვჩნდით ). ამჯერად კი ჩვენს მინი-მოგზაურობას თავისი მიზანი და აზრი ჰქონდა: ა) განტვირთვა, ბ) სასიამოვნო საზოგადოებით ტკბობა, გ) მცხეთის დეტალური დათვალიერება და დ) თბილისიდან გასვლა.
მინიმუმ ორჯერ უფრო მეტ ადამიანს ვუთხარი ამის შესახებ, ვიდრე საბოლოოდ წამსვლელები შევიკრიბეთ. მსურველები დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ქიმიის შენობასთან დავიბარე. წინა დღეს თორნიკე და ლევანი მემუქრებოდნენ, არ დაიგვიანოო და მათი შიშით, 10 წუთით ადრე მივედი, მაგრამ თურმე სადა ბანაობ... ვიდექი, ველოდებოდი, ისევ ვიდექი... სხვებიც იკრიბებოდნენ მანდ და ერთ მომენტში გავიფიქრე, ამათ ხომ არ შევუერთდე-მეთქი (), თუმცა მაგ დროს გზის მეორე მხარეს თორნიკე და ნათია დავლანდე და უვარგისი ფიქრები თავიდან თავისით განიდევნა. მისალმებისა და სხვა წვრილმანების შემდეგ თორნიკემ თი-ბი-სი ბანკის ბანკომატი მოითხოვა და ბევრი ძებნა რომ არ დაგვჭირვებოდა, ნათიამ ქოლ-ცენტრში დარეკვა გადაწყვიტა, რომ ოპერატორი დაგვხმარებოდა. კითხვაზე, თუ სად არის დიდუბის მეტროსთან უახლოესი ბანკომატი, გოგონამ მსწრაფლ მიუგო: ”თამარ მეფის გამზირზე ან აღმაშენებლის 148 ნომერშიო”. შედეგად, თი-ბი-სის ვარიანტი შორეული მომავლისთვის გადაიგო.
როგორც იქნა, ლევანიც მოვიდა და ბილეთების ყიდვის შემდეგ, მარშუტკაში ჩავსხედით, სადაც თორნიკემ ნაცნობი ქალბატონი ნახა (მოკლედ, ყველას იცნობს და ყველაფერი იცის, ვის ოჯახშიც ეს ბიჭი შევა რა! ერთი მასეთი ყველას უნდა ჰყავდეს ), რომელმაც უთხრა, რომ დღეს გოდერძი ჩოხელის წლისთავი იყო და მცხეთაში, დედათა მონასტრის ეზოში მის საფლავთან რაღაც ღონისძიება იგეგმებოდა. ნახევარსაათიანი მგზავრობის მერე დანიშნულების პუნქტს მივადექით და სვეტიცხოველში შევედით.
იქ გატარებული დროის განმავლობაში რამდენიმე ათეული ფერად-ფერად კაბებში გამოწყობილი ახალგაზრდა მივიღეთ და გავუშვით. პარალელურად, ლევანი ჩემი განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნავდა და საინტერესო რაღაცებს მიყვებოდა (მაგას შემოევლოს ჩემი ცოდვილი თავი ).
სვეტიცხოველიდან დედათა მონასტრისკენ წავედით, სადაც ჯერ მამა გაბრიელის საფლავი ვნახეთ, მერე გვერდით გოდერძი ჩოხელის განსასვენებელთან გადავინაცვლეთ, სადაც ღიპიანი და წვერებიანი ბიძიები წელში გამართულები ლამაზ-ლამაზ ლექსებს იძახდნენ და გარშემო მდგომების თვალებში აღტაცების ნაპერწკლის შემხედვარე ხმას უმატებდნენ.
ყველაზე საინტერესო ამის მერე დაიწყო. ჯერ მთელს ქალაქში ერთი ნორმალური მაღაზია ძლივს ვიპოვეთ მერე შოთის პურის ყიდვა მოგვინდა და მცხეთაში მარტო ერთი თონე ყოფილა, რომელიც კვირაობით არ მუშაობს. ნუ, ჯანდაბას, ვიყიდეთ ქვის პური, ძეხვი, რაღა თქმა უნდა, ფანტაც თავისი კეტჩუპ-მაიონეზით, კიდევ ათასი ხარახურა და ადგილის ძებნას შევუდექით, სადაც ჩვენთვის მშვიდად დავსხდებოდით და მივირთმევდით. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, თორნიკემ (რომელიც გიდის ფუნქციებს ეთავსებდა) ე.წ. გადასახედთან მიგვიყვანა, რომლის ქვეშაც მტკვრისკენ ჩასასვლელი კიბე იყო და ასე აღმოვჩნდით მდინარის ნაპირას, სადაც გაიშალა ჩვენი მოკრძალებული, მაგრამ სიყვარულით და ჩახუტებით სავსე სუფრა ითქვა უამრავი გულსმალამოდრომედებაისეთი სიტყვა, გადავიღეთ ბევრი სურათი, ბევრ ნაცნობსა და უცნობზე ვისაუბრეთ და როდესაც მივხვდით, რომ საკმაოდ აცივდა და თან პარკში, სადაც დაჭრილ ძეხვს ვინახავდით, აღარაფერი დარჩენილიყო, წამოსვლა გადავწყვიტეთ.
ასე და ამგვარად, დღეიდან 16 ნოემბერი ჩემს კალენდარში წითლად შემოხაზული დღე იქნება... დიდი მადლობა, რომ იდეის ხორცშესხმაში დამეხმარეთ

P.S. ყველა სურათი ჩემი გადაღებულია და სადმე დაკოპირება ამის გარეშე - © - არ გაბედოთ