ახლა ვზივარ და შენ გისმენ. საოცარი ვინმე ხარ! შენი ყოველი სიტყვა ჟრუანტელივით დამივლის ტანზე და ერთი ტალღის მოშორებას ვერ ვასწრებ, რომ მეორე გადამივლის... გვერდით შენნაირი ადამიანის ყოლაზე ნებისმიერი იოცნებებდა და უზომოდ მიხარია, რომ ახლა ჩემთან ხარ. მართალია, ათას რაღაცას ამბობენ, გაბრალებენ, ცდილობენ სხვების თვალში გაგაფუჭონ, თუმცა სიმართლე გითხრა, სულ ერთ ადგილას მახატია ეგ ყველაფერი. ჩემი აზრით, რაც ყველაზე მთავარია, ნამდვილი იყავი, ხარ და იქნები! გახსნილი და იდუმალი, მხიარული და სევდიანი, ლამაზი და ხანდახან შეუხედავი... რჩეული ხარ რჩეულთა შორის, ვარსკვლავი უვარსკვლავო ცაზე, მთვარე, რომელიც დღისითაც კი ჩანს. ეს იმ სიტყვების მხოლოდ მემილიონედია, რომელთა თქმაც ახლა მინდა, მაგრამ იმედია, მექნება ძალა, რომ მომავალში უფრო დაწვრილებით აღგწერო...
Maybe...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
Love Is All :x :x
xo, tan rodesac iseti magari qali gitvars, rogoric jenisaa :D
ლოლ
ნესტანმა იცის? : ))))
არა, არ ვეუბნები :)))))
Post a Comment