Saturday, April 18, 2009

ეკუნას ძებნაში გაილია წუთები

გამარჯობა

ქვევით კომენტარში მისაყვედურესსავით დიდი პოსტის გამო, მაგრამ ვაი, სხვანაირად რომ არ შემიძლია. რაც გონებაში, გულში, ღვიძლსა და კუჭში მიტრიალებს ყველაფერი უნდა ვწერო ხოლმე
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, მუზას ვეძებ, რომელსაც პირობითად ”ეკუნა” დავარქვი. ვინაიდან და რადგანაც თავისუფალი დრო, ფაქტიურად, არ მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს ძებნას აქტიური ხასიათი არ მიუღია, ხოლო კვირის განმავლობაში ყველაზე დიდხანს მაღლივში, სამსახურსა და სახლში ვრჩერდები, გადავწყვიტე, ძიება ამ ადგილებიდან დამეწყო. ნუ, სახლი პირველ რიგში გამოირიცხა. სამწუხაროდ, ჩემს კორპუსში და საერთოდ უბანში ლამაზი გოგოების დეფიციტია. შემდეგ მოდის სამსახური, მაგრამ ეს სახლზე უფრო სწრაფად გამოირიცხა, რადგან რედაქციაში (რომელიც მძლეოსნობის დარბაზში მდებარეობს ) ათი განრისხებული მამაკაცის გარდა, მხოლოდ ორი ქალია. აქედან ერთი თანამშრომლის მეუღლეა, ხოლო მეორეს ქალს მარტო პირობითად და ისიც შეცდომით თუ უწოდებ. დარჩა მაღლივი. აი, აქ კი სიტუაცია გაცილებით ჩახლართულია. მიუხედავად იმისა, რომ შენობის ბნელ კორიდორებში საკმაოდ ბევრი მდედრობითი სქესის არსება დაძრწის, რომელიმეზე არჩევანის გაჩერება ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთი ვიღაც მანდ მაინც შევნიშნე: მაღალი, გამხდარი, ოდნავ ხვეული თმით, ნაზი ხმითა და რა ვიცი კიდე რით... ორი დღე ”ვაკვირდებოდი” და მესამეზემ ე.წ. ”სიყვარულის დღეზე” კიბეებზე ყვავილებით შემხვდა. ეჰ, არაა ეს საქმე საჩემო-მეთქი,- გავიფიქრე უცებ და იმის კეთება დავიწყე, რაც უკეთესად გამომდის.
გუშინ დათოსთან ვიყავი მთაწმინდაზე. რამდენიმე მონახაზი მქონდა გაკეთებული სიმღერის და ეგენი ვაჩვენე. აზრები გავცვალეთ (ამ ფრაზაზე ჩემი უფროსი ჭედავს, ასეთი რაღაცების თქმა მარტო ქუჩური ლაპარაკის დროს შეიძლებაო ), რაღაცები შევასწორე, რაღაცები შემისწორა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ახალი ”ვეშჩის” წერა დავიწყეთ. ნუ, დასაწყისისთვის არაუშავდა. თან 4 საათი ვჩალიჩობდით და ბოლოს მცირე მონაკვეთი დავსვით. თანაც, ორ გიტარაში ლამაზი გამოვიდა უფრო.
წინა პოსტში ვინატრე, პიანინოზე დაკვრა მინდა ვიცოდე-მეთქი და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი! სწავლა დავიწყე და თანაც ძალიან მომწონს! მართალია, სიმფონიებს ჯერ ვერ ვუკრავ, მაგრამ არც მაქვს მაგაზე პრეტენზია სამაგიეროდ, უკვე რამდენიმე სიმღერას ვარჩევ, პირველ რიგში კი Aqualung - Strange And Beautiful-ს ჩავუჯექი და მაგარი ადვილი ყოფილა. პროსტა, ერთი მომენტია ბოლოში, ცოტა ჩქარა უკრავს და მანდ ვიჭედები ოდნავ. სახლში რომ მივუჯექი პიანინოს და დაკვრა დავიწყე, დედაჩემი კინაღამ ცუდად გახდა, ესღა გვაკლდაო... თუმცა, მალევე შეეგუა ბედს რაც ყველაზე საინტერესოა, ამასაც ჩემი გიტარის მასწავლებელი მასწავლის. მაგარი კაცია რა თამაზა! ადამიანი ორკესტრია! როგორც თვითონ ამბობს, ”გლეხურად” მიხსნის ყველაფერს, მაგრამ ამ ეტაპზე მეტისთვის, უბრალოდ, დრო არ მაქვს. ზაფხულში სოლფეჯიოს სწავლის დაწყებასა და ვოკალის მასწავლებელთან მისვლას ვგეგმავ. ვნახოთ, რა გამოვა მანამდე კი ელექტრო-გიტარის ყიდვას ვაპირებ. მუსიკის სახლში ვნახე გიბსონის სტილში, 667 ლარი ღირს და განვადებით ვაპირებ გამოტანას. პროცენტებში დამატებით 100 ლარი კი დამეხარჯება, მაგრამ ნაღდად არ მენანება. ამაზე კარგში მაინც ვერაფერში დავხარჯავ ფულს. თან ცოტათი საკუთარ თავს გავანებივრებ რა
აი, ასეთი იქნება ჩემი სიხარული:
დღეს (ანუ უკვე გუშინ) ბიძაშვილის დაბადების დღეზე წავედი. მაგრად კი მეზარებოდა თავიდან, მაგრამ პირობა მივეცი ბავშვს და ვერ დავარღვევდი. ნათესაობას ჩემი დანახვა ფრიად გაუკვირდა, არ ელოდნენ, რომ ბოლო-ბოლო გამოვჩნდებოდი სადმე. მიუხედავად იმისა, რომ ნათესავების უმეტესობა, რბილად რომ ვთქვათ, არ მევასება, საკმაოდ კარგი დრო ვატარე, ბიძაშვილებს ბევრი ვეფერე, ვესიყვარულე, ვეთამაშე, უგემრიელესი ტორტის სამი ნაჭერი მივირთვი (არადა არ მიყვარს ტორტები) და ღამე მოვაღწიე სახლში.

დაბოლოს, ერთი მეტად საინტერესო ფაქტი: Starsailor-მა სამიოდე კვირის წინ ახალი ალბომი გამოუშვა. მართალია, თავიდან ვერ დავამუღამე, მაგრამ ახლა ვუსმენ და მიდის ზიპინ-ზიპინით განსაკუთრებით ერთი სიმღერა მომწონს, Tell Me It's Not Over, რაღაც ძალიან ”რაღაჩნაირია ლააა” ვისაც ალბომის მოსმენა დააინტერესებს, შეუძლია ამ ლინკზე გადავიდეს. აქ კი მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ ხსენებული სიმღერის ვიდეოს დავდებ. აბა, უყურეთ და ისიამოვნეთ


Friday, April 10, 2009

Chcete mluvit česky?

Je to velmi jednoduché, prostě přijíte každou sobotu a pondělí na univerzitu, poslouchajte Vojtěcha a získáte mnoho znalostí მგონი, სწორად დავწერე... რა წერია, მაგას მნიშვნელობა არა აქვს. უბრალოდ, ვცდილობდი, იმის დემონსტრირება მომეხდინა, რომ ჩეხური ენის ლექციებზე დავიწყე სიარული და ამით ფრიად კმაყოფილი ვარ. ლექტორს ვოიტეხი ქვია. ახალგაზრდა ჩეხი მამაკაცია, გარეგნულად ტიპიური სლავი, ”რიჟა” თმებითა და წვერით, ცისფერი თვალებით და მოკლედ, ძალიან მაგარი ვინმეა. მომწონს ყველაფერი. თანაც, ლექციებს მაქსიმუმ 4-5 კაცი თუ ესწრება, რაც, ჩემი აზრით, უკეთესია: меньше народу - больше кислороду! სხვათა შორის, ეს მეექვსე ენაა, რომლის ათვისებასაც ვცდილობ. რატომღაც მომწონს ენების სწავლა და მაინც და მაინც დიდი პრობლემები არ მექმნება მაგაში. მართალია, სხვებთან შედარებით ესპანური ძალიან მივივიწყე, მაგრამ სამსახურში ხშირად მიწევს ხოლმე თარგმნა და ნელ-ნელა ვიხსენებ რაღაც-რაღაცებს. ნუ, რა თქმა უნდა, თავისუფლად ლაპარაკს, ალბათ, ვერ შევძლებ.
***
ერთი თვის წინ პრაღაში მდებარი ევროპუს უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფილიალში ჩემი CV გავაგზავნე, თან ონლაინ-რეჟიმში რაღაც აპლიკაციები და სამოტივაციო წერილები შევავსე და 6 აპრილს პასუხი მომივიდა, მიღებული ხარო. საუბარია, ზაფხულის სკოლაზე, რომელიც 11 ივლისს იწყება და 21-მდე გრძელდება. რა გასაკვირია, რომ პირობები ზღაპრული იქნება, მაგრამ ფასიც შესაბამისია - 23 აპრილამდე 760 ევრო უნდა გადავიხადო, რომელიც არ მაქვს ასე რომ, პრაღაში გამგზავრება გაურკვეველი დროით გადავდე მომავლისთვის.
***
უნივერსიტეტში წარმოუდგენელ სიბეჯითეს ვიჩენ. დაჟე (!!!) ჩანთა ვიყიდე და წიგნებს და ყველა აუცილებელ სასწავლო ინვენტარს თან ვატარებ, რა იცი რა ხდება?! ამ სემესტრში ეკონომიკის ფაკულტეტისთვის ახალი სისტემა შემოიღეს და ახლა თავად ავირჩიეთ ლექციების დროც, ლექტორებიც და თითქმის ყველაფერი, მაგრამ საკმაოდ ბევრი და ხანგრძლივი შუალედი გამომივიდა. როგორ ვატარებ ამ დროს? ბიბლიოთეკაში ვზივარ და სემინარებს ვამზადებ!!! მაააშ! საკუთარი თავის მიკვირს, მთლად დებილიც არ ვყოფილვარ. როცა მინდა, შემიძლია, როგორც ჩანს, მაგრამ ვაღიარებ, ბოლო ორი დღეა ვზარმაცობ
***
ამ სემესტრში ერთ-ერთი ახალი საგანი არის ”საერთაშორისო მარკეტინგი”, რომელსაც მასწავლის 80 წელს მიახლოებული ქალბატონი. საერთოდ, 21-ე საუკუნეს ეძახიან მარკეტინგის ეპოქას, რადგან ეს არის ყველაზე განვითარებადი სფერო ვაჭრობაში, რომელსაც დღეს უდიდესი ყურადღება ეთმობა. ჩემი აზრით, ამ საგანს არ უნდა ასწავლიდეს ასეთი მოხუცი ქალბატონი, რომელსაც დღემდე ჰგონია, რომ რუსეთის ფედერაცია მსოფლიოში საუკეთესო იარაღს აწარმოებს, ნატახტარი მსოფლიოში ერთ-ერთი უგემრიელესი ლუდია და საქართველოს ეშველება მეტიც, ერთხელ ლექციაზე ისიც კი გვირჩია, ვინც ”ადნაკლასინიკებზე” დარეგისტრირებულები არ ხართ, არ დაინანოთ ფული და დარეგისტრირდითო... მიზეზი? იმიტომ, რომ მაგარია! (მე კიდე ბებოს ვეძახი).
ყველაზე პრიკოლი ისაა, რომ, წესით და რიგით, ამ საგანში კოლოკვიუმი აპრილის ბოლოს უნდა გვეწერა, მაგრამ გასულ ორშაბათს დაგვაწერინა. როდესაც სტუდენტებმა ვიკითხეთ, რატომ ასე მალე, ჯერ მხოლოდ და მხოლოდ სამი თემა გვაქვს გავლილი, პასუხად მივიღედ: ”9 აპრილი მოდის და რა იცი, რა ხდებაო”. საოცრებაა რა... თუ არაფერი მოხდება, აპრილის ბოლოსაც ხომ დავწერდით შესანიშნავად. თუ მოხდება და ქვეყანა დაიქცა, ვის რა ტრაკში სათხრელად სჭირდება 90 სტუდენტის დაწერილი კოლოკვიუმები? ვიცი, ჩამჭრელი კითხვაა
***
მივუახლოვდი, მგონი, ყველაზე საინტერესოს. 9 აპრილი და ქუჩებში კიდევ ერთი რევოლუციის მოლოდინი იგრძნობა. თავი ვანუატუს რომელიღაც პროვინციის რომელიღაც მიყრუებული სოფლის მოსახლე მგონია, სადაც დღესაც ჯუნგლების კანონი მოქმედებს და იმარჯვებს ის, ვინც ძლიერია და არა ის, ვისაც ცოტათი მაინც (სულ მცირეოდენი) მეტი ჭკუა აქვს. ხალხი კი სულ გამაგიჟებს. ბრბოს ფსიქოლოგიაზე ბევრი მსმენია, რაღაცები წამიკითხავს კიდევაც და ვიცი, რა ადვილია აფექტის მდგომარეობაში მყოფი და აჟიტირებული მასის მართვა, მაგრამ თუ სხვაგან ამას გამორჩეული ორატორული ნიჭი და კიდევ ბევრი პატარ-პატარა ნიუანსი სჭირდება, საქართველოში ეს სულაც არაა აუცილებელი. უბრალოდ, საჭიროა რთულ პერიოდში მაზოლზე დაადგა ფეხი და მანამდე უჭირო, სანამ მიზანს არ მიაღწევ. საერთოდ, არ მიყვარს უეცარი ცვლილებები. ეს ყველაფერს, ყველა სფეროს ეხება, რადგან მიმაჩნია, რომ მოულოდნელი გარდაქმნების 90% წარუმატებლობისთვისაა განწირული, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, სადაც დღეისთვის პატრიოტიზმი ჰგონიათ სუფრაზე ყანწის ჭერა და სამშობლოს სადღეგრძელოების სმა, ხოლო როცა ქუჩაში გამოდიან, სიგარეტის ნამწვავებს და ათას ნაგავს ისე ყრიან, რომ ამას არც უფიქრდებიან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ავტობუსში ბილეთის ყიდვა საჭირო სულაც არ არის, ”კონდუქტორები მაინც არ ამოდიან”... სამაგიეროდ, პირველივე შესაძლებლობის თანავე პარლამენტის წინ გამოდიან და ხან ერთი პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვენ, ხან მეორესი და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასევე გაგრძელდება, ორწლიანი ინტერვალით!
ალბათ, მაინც და მაინც რუსეთთან ომი უნდა გვქონდეს, რომ ეს ხალხი დროებით, თუნდაც მოჩვენებით შეიკრას ერთ მუშტად. სამსახურში ვუსმენდი გამყრელიძის გამოსვლას, სააკაშვილი გორში რო იყო ჩასული და ბომბი რომ აფეთქდა, შეშინებული გაიქცაო... ალბათ, მაგას სკოლაში ეგონა, რომ მასწავლებლები ტუალეტში არ დადიან. შე ყლეო, ბომბს რომ აგიფეთქდება ახლოს, გაიქცევი აბა რას იზამ?! ისიც საინტერესოა, ომის პერიოდში თავად ექიმი-მეწარმე-ლიდერი სად იმყოფებოდა. რაღაც არ ჩანდა არსად...
***
სამსახურში რა ხდება? ეჰ, ბოდიში და ყლეური სიტუაციაა. პირფერობა, ტრაკის ლოკვა, უაზრო ამბიციები, ზურგს უკან ლანძღვა... ალბათ, ახლა, როდესაც ამას ვწერ, ვინმე ჩემზე ფიქრობს, რა სირიაო, არაფერი გამიკვირდება. ძველი თაობა, ისინი, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, ნელ-ნელა მიდიან და ახლები მოდიან. ამათ აშკარად ვერ ვუგებ, მაგრამ ვცდილობ, არ შევიმჩნიო, ჩემი საქმე გავაკეთო და გავერიდო იქაურობას.
***
რამე ხომ არ მავიწყდება? უი, ხო... ისევ მუზის ძიებაში ვარ ვინმე ან რამე მჭირდება, რომელიც წერას და ა.შ. რაღაცებს შთამაგონებს, ვისაც მივუძღვნი... ჰე აბა, ვინმეს შესაფერისს თუ იპოვით (მთლად 90-60-90 არ ვითხოვ ), აქეთ გამოუშვით.
დაბოლოს, რაღა თქმა უნდა, მუსიკალური გაფორმება. რამდენიმე დღეა სულ ამ სიმღერას ვუსმენ, ქუჩასა და უნივერსიტეტში ვღიღინებ და ვეძებ ვინმეს, ვინც პიანინოზე ამის დაკვრას მასწავლის. იმედი მაქვს, მოგეწონებათ.