Friday, August 24, 2007

მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია, წავიდეს!

გენიალური ფრაზაა...

Friday, August 10, 2007

ჩემი შვილი ყველაზე კარგია!

ქართველი დედის ფენომენი მთელს მსოფლიოში, ალბათ, უნიკალურია. გარდა იმისა, რომ ისინი განსაკუთრებულად კეთილები და ალერსიანები არიან (იმათ არ ვგულისხმობ, ქუჩაში წაქცეულ და ატირებულ ბავშვს ხალხის წინ დამატებით რომ ”უთაქუნებენ”), ქართველი დედა თავის პირმშოს ყველგან და ყოველთვის მხოლოდ საუკეთესო ეპითეტებით ახასიათებს. გამოთქმა - ყველაფერში კარგი უნდა ეძებოო (ცუდში... უფრო სწორედ, ძალიან ცუდშიც კი) - სწორედ მათზეა წედგამოჭრილი. შევესწარი ასეთ საუბარს: ”ჩემი შვილი (დათუნა, რომლის სქესიც დღემდე გაურკვეველია და მეცნიერების თავის ტკივილის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს) ძალიან ნიჭიერია. გუშინ წიგნი გადაშალა და რაც ეწერა, ყველაფერი წაიკითხა. მინდოდა მეკითხა, რა გაიგო დაწერილიდან, მაგრამ აღარ შევაწუხე, ის ისედაც ძალიან დაღლილი ჩანდა. როგორ მიყვარს, როდესაც ბავშვი სახლში ზის და კითხულობს. დათუნას სულ იმას ჩავჩიჩინებ, ქუჩაში უსაქმურებთან ერთად ნუ იდგება (აქვე იმის არაღნიშვნა არ შეიძლება, რომ ჩვენს დათუნას მეზობელი ბიჭები არ იცნობენ. არა, როგორ არ იცნობენ, უბრალოდ, იციან რომ მეზობელია). კიდე კაი, წელს არ აბარებს, თორემ იმდენი საქმე აქვს, მეცადინეობას ნამდვილად ვეღარ მოასწრებდა”.
ახლა კი საქმეზე გადავიდეთ... დათუნას ამბავი ყველას ნაკლებად გვაინტერესებს, მაგრამ ის უბრალოდ მაგალითისთვის ვახსენე. არავინ მიაქცევდა ყურადღებას, ეს რომ ერთჯერადი მოვლენა ყოფილიყო, რომელიც მხოლოდ დათუნას დედის დამახასიათებელ ნიშან-თვისებად გამოდგებოდა. არა, ეს უფრო მეტია. ასეთი საუბრის მოსმენა თბილისის (საქართველოს სხვა ქალაქებში არ ვყოფილვარ და არ ვიცი იქ რა მდგომარეობაა) ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში შეიძლება. განსაკუთრებით მრავლად იყრიან თავს მზრუნველი დედები ავტობისებში და მეტროში, სადაც სხვა ახალგაზრდას უზრდელობით გამოწვეულ აღშფოთებას თავისი შვილის ქებით გადაფარავენ ხოლმე: ”ჩემი გოგო ასე არ მოიქცევოდა”. ამ დროს კი მისი გოგო მეგობარ ბიჭთან ერთად სადმე მყუდრო ადგილას ზის (ან წევს... ან კიდე უარესი... ამას დიდი მნიშვნელობა არ აქცს) და ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე დიდი გულმოდგინებით ზრუნავს. მთავარია, რომ ამას მისი მშობელი არ ხედავს! მაგრამ შეხედეთ ამას სხვა კუთხითაც: სხვის დედასაც ხომ სჭირდება სალაპარაკო თემა?! მათაც ხომ უნდათ შვილების ქება-დიდედა?! აი, ზემოთხსენებულ გოგო-ბიჭთან ჩასაფრებული ჭორიკანა ქალები სწორედ ამით ერთოაბიან და როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე, დროს კლავენ.
დასასრულს იმას ვიტყვი, რომ ძალიან, ძალიან, აი, ძალიან მსიამოვნებს, როდესაც მაქებენ... ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არის მაგ მომენტში! ამიტომაც ვარ ასეთი გათავხედებული და გაუზრდელებური! ახია ჩემზე...

Monday, August 6, 2007

თმაგაქონილი მეტალისტი და საზოგადოება

რა როლი უკავია თითოეულ თმაგაქონილ მეტალისტს საზოგადოებაში? რას ნიშნავს ეს თვალიტ ადვილად დასანახი შტრიხი მის გარეგნობაში? ბევრს ახლა ფილოსოფოსების სიტყვები მოაგონდა, კიდევ უფრო მეტს (ვინც წიგნებთან, ბოდიში და, თქვენობითაა) უბნის ბირჟაზე ჯაჭვებიან ტიპზე ნათქვანი ორიოდე ”ტკბილი” ფრაზა ამოუტივტივდა თავში, თუმცა პასუხი ძალიან მარტივია. ამით ჩვენი ძვირფასი თმაგაქონილი მეტალისტები პროტესტს უცხადებენ გარშემომყოფებს და მთლიანად საზოგაედობას.
ჩვენს თმაგაქონილ მეტალისტს არ უნდა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრობა - ის არ იბანს თავს!
ჩვენი თმაგაქონილი მეტალისტი ლამაზი გოგონას გაცნობას ვერ ახერხებს - ის არ იბანს თავს!
ჩვენს თმაგაქონილ მეტალისტს ფული უნდა, მაგრამ ეზარება მუშაობა - ის არ იბანს თავს!
მოკლედ რომ ვთქვა, თმების დაუბანლობა არის მისთვის პროტესტის გამოხატვის უპირველესი მეთოდი. მას სურს დანარჩენი მოსახლეობისგან გამორჩეული იყოს: თმით, ჩაცმულობით (ეს უკვე სხვა საკითხია, რომელსაც მომავალში ცალკე გამოკვლევას მივუძღვნი) და რაღა თქმა უნდა, სუნით! თმაგაქონილ მეტალისტს თავიდან კონსერვირებული შპროტის სუნი უნდა ასდიოდეს, თორემ ის მიუღებელი იქნება იმ საძმოში, რომელიც ყველაზე ხშირად გრიბოედოვის თეატრისა და უნივერმაღ ”საქართველოს” მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბება. ყოფილა შემთხვევები, ისინი ოპერასთანაც შეხვედრიან ერთმანეთს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ეს ადგილი უკვე დიდი ხნის წინ ჰქონიათ პანკებს და გრანჟერებს დაჯავშვნილი. ვერაფერი შეცვლის წარწერას ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კედელზე: კურტი ცოცხალია! დიახ, კურტი არ მომკვდარა 13 წლის წინ, ის ჯერაც ცოცხალია. თუმცა, როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, კობეინი ცოცხალი რომ იყოს, შენ მას მოკლავდიო...
ძალიან ხომ არ გადავუხვიეთ თემას? არაუშავს! მთავარია, ეს თემა გაიხსნა და თმაგაქონილი მეტალისტის პროტესტზე უკვე ფართო საზოგადოებამაც გაიგო! ხალხო, ნუ გადაჯდებით მოპირდაპირე სკამდე, თუ მეტროში ან ავტობუსში თმაგაქონილი მეტალისტი დაჯდება: ისინი თითქმის სულ ნასვამები დადიან და დიდი შანსი პირდაპირ თქვენზე ”ქნან გასაკეთებელი”. ხალხო, ნუ კრავთ ხელს თმაგაქონილ მეტალისტს, რადგან ვინ იცის, სად ეგდო ის მაგ დღეს და რა დაავადება აიკიდა! დაბოლოს, მიიღეთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან, ყველა მოკვდავნი ვართ და სიკვდილისგან გაქცევას ვერავინ შევძლებთ: ”ვარდთა და ნეხვთა მზე სწორად მოეფინებისო”.

P.S. ეძღვნება ჩემს ძმებს, შოთას და დათოს. იმედია, ეს ორი ადამიანი მალე დაადგება ჭეშმარიტების გზას.

Sunday, August 5, 2007

ნავარო თუ მიწის პრივატიზაცია?

ხალხნო და ჯამაათნო!
დამეხმარეთ გავარკვიო რა არის ჭეშმარიტება და რას მივენდო...


რატომ მისცეს მას 7-თვიანი?
წავა თუ არა წავა?
ვინ გაიჩალიჩებს ახლა 17-იანს? spy.gif

დამიჯერეთ, ეს თემა ასე თუ ისე ყველას გვეხება და ცოტა სერიოზულად მოვეკიდოთ!

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სწორედაც რომ მიწის პრივატიზების პროცესის დაჩქარებაა, თუმცა საქართველოს მთავრობა მას განგებ აჭიანურებს! ნუთუ მათ არ აწყობთ ის, რომ დავეწიოთ და გადავასწროთ განვითარებულ ქვეყნებს?





P.S. მენსონს მართლა ამოაჭრეს ნეკნები? user.gif

© ოხუნჯობანი ფორუმსა შინა... , Part 3

Wednesday, August 1, 2007

სარეცხი მანქანის როლი წყვილის ურთიერთობაში

ბოლო დროს ამ განყოფილებას გადავეჩვიესვით, მაგრამ ჩემი ყურადღება ერთმა თემამ მიიპყრო: გაურეცხავთ თუ არა ქმარს ნასკებს... მგონი სწორედ ასე ერქვა, თუ არა, მაშინ ეს მცირე უზუსტობა მაპატიეთ...
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მანდილოსნების უმეტესობამ უარყოფითი პასუხი გასცა დასმულ კითხვას და ყველამ ერთხმად განაცხადა: სარეცხი მანქანა და მისი ჯანიო!...

ხოდა, დამებადა კითხვა - რა როლს თამაშობს ეს კონკრეტული საყოფაცხოვრებო ნივთი წყვილის ურთიერთობაში? ნუთუ, გოგონები პირველივე შეხვედრაზე ინტერესდებიან, აქვს თუ არა ვაჟს სარეცხი მანქანა და მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტენ, ჰქონდეთ თუ არა სერიოზული ურთიერთობა ვაჟთან?!
© ოხუნჯობანი ფორუმსა შინა... , Part 2

ნავარო თუ მიწის პრივატიზაცია?

რატომ მისცეს მას 7-თვიანი?
წავა თუ არა წავა?
ვინ გაიჩალიჩებს ახლა 17-იანს? spy.gif

დამიჯერეთ, ეს თემა ასე თუ ისე ყველას გვეხება და ცოტა სერიოზულად მოვეკიდოთ!

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სწორედაც რომ მიწის პრივატიზების პროცესის დაჩქარებაა, თუმცა საქართველოს მთავრობა მას განგებ აჭიანურებს! ნუთუ მათ არ აწყობთ ის, რომ დავეწიოთ და გადავასწროთ განვითარებულ ქვეყნებს?





P.S. მენსონს მართლა ამოაჭრეს ნეკნები?
© ოხუნჯობანი ფორუმსა შინა... , Part 1