Monday, August 25, 2008

გადამწყვეტი დღე...

The music is all around us
All You have to do is to listen...

დღეს უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა. თვალების გახელისთანავე საათს შევხედე და 10:23... ალბათ, იმის ბრალია, რომ სამსახურში დილით მორიგე ვარ და თანამშრომლებს კარები მე უნდა გავუღო. ოჰ, როგორ მეზიზღება ხოლმე დილაობით ადრე ადგომა, მაგრამ ახლა რაღაც მხნედ ვგრძნობ თავს, მოულოდნელად თვალებიც არ მეხუჭება.
ავდექი და ტრუსიკის ამარა ფანჯარას მივუახლოვდი: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შუა ზაფხულია და წესით, დილის შვიდი საათიდან წესით საშინელი სიცხე უნდა იყოს, საკმაოდ გრილოდა. მომეწონა ამინდი, გამვლელ ქალსაც გავუღიმესავით და წავედი დილის პროცედურების გასავლელად. აი, ონკანში წყალი კი თბილი იყო, სახეზე რომ შევისხი არ მესიამოვნა, რატომღაც ცივს ველოდები. თუმცა, ამას დიდად არ დავუმწუხრებივარ. მხოლოდ ამის შემდეგ გამახსენდა, რომ სახლი რაღაც ზედმეტად ცარიელი მომეჩვენა და გადავწყვიტე ოჯახის წევრების მოძებნა: მამაჩემი ისედაც ადრე გადის და მისი არყოფნა არ გამკვირვებია, მაგრამ სად არიან და და დედა? ჰმ, გავიარ-გამოვიარე და ვერსად ვნახე. ამის შემდეგღა შევნიშნე სამზარეულოში მდგარ მაცივარზე დატოვებული წერილი: ”ბაზარში ვართ და მალე მოვალთ. საჭმელი მაცივარშია, გააცხელე და ჭამე, ისე არ წახვიდე”. დიდი მადლობა. ხელი მოვკიდე მაცივრის ცივ სახელურს და გავაღე. დაახლოებით ერთწუთიანი ბჭობა-ანალიზის შემდეგ ამოვიღე მხოლოდ ის, რაც უახლოესი საათების განმავლობაში შიმშილის გრძნობას აღარ გამახსენებდა და შევუდექი საქმეს... 11:17-ზე სახლის კარები ჩავკეტე, გზის გადაღმა მაღაზიაში გასაღები გამყიდველს დავუტოვე და დავიბარე, რომ დედაჩემს გადასცეს და წავედი გაჩერებაზე.
ამ დროისთვის უკვე საკმაოდ დასცხა. ვიცოდი, რომ ჩემს გაჩერებამდე 30 ნომერი სამარშრუტო ტაქსი უკვე ნახევრად გადატენილი მოვიდოდა, ამიტომაც გზას ავუყევი და თითქმის უკან რამდენიმე ადამიანი ჩამოვიტოვე, რომლებიც ამ ”მარშუტკას” ელოდებოდნენ (ამ გზაზე სხვა არაფერი დადის). მანქანა ახლოს რომ მომიახლოვდა, მძღოლის სათვალეებიანი სახეც კი დავინახე და ხელი დავუქნიე. საბედნიეროდ, ფანჯარასთან ადგილი თავისუფალი იყო და ჩემთვის წყნარად მოვკალათდი. მიყვარს, როდესაც მგზავრობის დროს ქარი სახესი მიბერავს და ამ დროს ჩემდა უნებურად თვალებს ვხუჭავ ხოლმე. რაც მთავარია, მობილური ამოვიღე, Anathema-ს სიმღერები ჩავრთე და ყურსასმენები გავიკეთე. მგზავრობისას Pressure-ს მოსმენა მიყვარს, ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს ამ სიმღერის კლიპში ვარ, თან მელოდიას თუ აუღე ალღო და თითოეული მოძრაობა რითმში მოხვდა, საერთოდ გადასარევია შეგძნებაა. დაახლოებით 35-წუთიანი მგზავრობისა და სარაჯიშვილი-სანზონა-ნახალოვკის გავლის შემდეგ წერეთელზე გამოფენას მივუახლოვდი, მძღოლს კუთვნილი 50-თეთრიანი გავუწოდე და გაჩერებაზე ჩამოვედი. ჰეჰ, სამსახურის წინ უკვე მოკალათებულები იყვნენ ილია და ოთო, ჩემს მოსვლას მოუთმენლად ელოდნენ როგორც ჩანს, არადა ვაფრთხილებდი, ამაზე ადრე ვერ მოვალ-მეთქი, მაგრამ გასაღები სხვამ არავინ წაიღო. ჰოდა, ღირსები არიან, რომ მელოდნენ გარეთ. გავაღე თუ არა კარები, ოთარი ჩემს საყვარელ კომპიუტერთან მოკალათდა, მაგრამ პატარა წაკამათების შემდეგ მისი აყენება აღარ გამჭირვებია. ალბათ, გამოცდილი მუშაკის სიტყვა მაინც უფრო მეტად ფასობს!
კარგ ხასიათზე როდესაც ვარ, მუშაობას ერთ საათში ვამთავრებ ხოლმე, მაგრამ ამჯერად ძალიან მცხელოდა, თან ცოტას ვნერვიულობდი და სამსახურში გაჩერება ორი საათით მომიხდა. რამდენიმე ნაკლებად საინტერესო სტატია გადავთარგმნე, რაზეც თანამშრომლები გამეხუმრნენ კიდევაც: არაფრისგან რამდენს წერ, ეგ მაინც არავის აინტერესებსო... ეჰ, კი არ იციან, რომ ერთადერთი აზრი, რომელიც თავში მიტრიალებს, ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავეცალო იქაურობას. ისე, ეგენიც მართლები არიან, სხვა მკითხველის ადგილას რომ ვიყო, ნამდვილად არ დავინტერესდებოდი რომელიც ”ჭ”-ქვეყნის ”ძ”-ლიგის ”წ”-ფეხბურთელის ასავალ-დასავალით. თუმცა, გარემოება ამას მოითხოვდა...
ზუსტად სამ საათზე კი აღმაშენებელზე გერმანიის საელჩოს გვერდით, თუმანიშვილის სახელობის თეატრთან ვიყავი. ბიჭებს ველოდებოდი, გენერალური რეპეტიციის დრო მოახლოვდა... თორნიკე და გიორგი ერთად მოვიდნენ, ისევე, როგორც ბექა და მეორე გიორგი. მისალმებისა და ხვევნა-კოცნის შემდეგ არკაში გავიარეთ და ე.წ. ბონემას სარეპეტიციოსკენ ავიღეთ გეზი. არ მომწონს ეგ კაცი, ბონემა. მისი სიგიჟისა და პედოფილობის ამბავი მთელმა თბილისმა თუ არა, ნახევარმა ნამდვილად იცის. თავიდან ყველაფერი ჭორები მეგონა, თუმცა მას შემდეგ, რაც ძალიან ახლობელს ადამიანს გადახდათ თავს, ამაში დავრწმუნდი. მაგრამ სხვა გზა არ იყო, მანდ უნდა მივსულიყავით - ყველაზე იაფი და ყველაზე კარგი. ამაზე უკეთესი მხოლოდ სოლოლაკში მეგულებოდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ის სარეპეტიციო დახურეს და მთელი აპარატურა გაყიდეს.
ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, შევედით მწვანე ფერის ხალიჩებით გაფორმებულ ოთახში, მანამდე კი სამოდელო სააგენტო ”ნატალის” ჩავუარეთ და ასე ვთქვათ, თვალს წყალი დავალევინეთ. და აი, დაიწყო რეპეტიცია. ჯერ ახალი სიმღერების დაკვრა გადავწყვიტეთ, ხოლო შემდეგ ძველების. ვგრძნობ, ფორმაში ვარ, მაგრამ მაინც ვღელავ. ბიჭებსაც იმავეს ვატყობ. ”ბონემა” კი, როგორც ყოველთვის, დრამის გვერდზე პატარა სკამზე თავჩაქინდრული ზის და შიგადაშიგ თუ გადმოგვხედავს ხოლმე რაღაც საშინელი მზერით, თითქოს გვეუბნება, აზრზე არ ხართ, წადით თოხები დაიჭირეთო. ვაი, რომ მის მზერას უკვე კარგა ხანია მივეჩვიეთ, არადა თავიდან მართლა საშინელება იყო!
როგორ მიყვარს ეს რითმები! ბასმა დაიწყო, ტან-ტან-ტან, დრამიც შეუდგა საქმეს, ახლა გიტარების ჯერია... საოცრებია, სასიამოვნოდ გამაჟრიალა, ტანზე ჟრუანტელმა დამიარა. პირველი სიმღერა უნაკლოდ დავუკარით, მეორეც, მესამედ, შემდეგ დაღლილობა ოდნავ შეგვეტყო, მაგრამ რაც მთავარია, ხარისხი არ გაუარესებულა. მთელი სამი საათი, თქვენ წარმოიდგინეთ, სამი საათი ისე გავიდა, რომ ვერც კი შევამჩნიეთ. აი, ამას ჰქვია ნამდვილად ერთი ამოსუნთქვით! კიდევ კარგი, სხვა ჯგუფი მოვიდა და შეგვახსენა, რომ ჩვენი წასვლის დრო იყო. თითქოსდა ასეთმა კარგმა და შედეგიანმა რეპეტიციამ კიდევ უფრო გაგვამხნევა. მომეწონა ბიჭების შემართება, მაგრამ მთავარი წინ იყო - კონცერტი!
15 წუთში კლუბში ვიყავით და აპარატურის გასწორება დავიწყეთ, მსმენელები კი ჯგუფებად შესასვლელთან იკრიბებოდნენ და ბილეთებს ყიდულობდნენ. კლუბის გახსნა იყო და პირველი, საპასუხისმგებლო კონცერტის ჩატარება ჩვენ შემოგვთავაზეს, რაზეც უარი ნამდვილად ვერ ვთქვით. ასეთი შანსი ცხოვრებაში ყოველდღე არ მოგვეცემოდა, უფრო მეტიც, შეიძლება არც არასდროს მოგვცემოდა. ნელ-ნელა ხალხმა შემოსვლა დაიწყო, მე კი სპეციალურად ამ დღისთვის გამზადებული ტანსაცმელი მოვირგე. მართალია, ისევ ის მეცვა, რაც სხვა დღეებში, მაგრამ მაგ მომენტში ყველაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული გახლდათ. შეივსო დარბაზი და დაიწყო! ღმერთო ჩემო, ყველაფერი ისე იყო, როგორც ერთი წლის ჩემს ოცნებაში. ჩაბნელებული სცენა, მხოლოდ ერთი მბჟუტავი ნათურა და ტაში, რომელიც უზომოდ მამხნევებდა. მაყურებლისგან იმხელა ენერგია მოდიოდა, მეგონა ავფეთქდებოდი, თუმცა მომინდა, იმავეთი მეპასუხა. დაიწყო სიმღერები: ამ საღამოსთვის 12 კომპოზიცია გვქონდა შერჩეული, ჩვენი აზრით, სწორედ ეს უნდა მოესმინა მსმენელს ამ საღამოს. სადღაც მე-7-8 სიმღერის შემდეგ ოფლმა დამასხა, დავიღალე, მაგრამ არ ვჩერდებოდი. ბიჭებს გადავხედე და ისიც ჩემს დღეში იყვნენ. ტაში ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, რაც უფრო მეტს ვაკეთებდით, უფრო მეტს ითხოვდნენ და ეს მომწონდა. დავიღალე ფიზიკურად, მაგრამ ტვინში მხოლოდ ერთი სიტყვა მქონდა: კიდევ, კიდევ, კიდევ!..
ბოლო, მე-12 სიმღერაც მორჩა. საკუთარი გამოსვლით კმაყოფილები ვიყავით. ეს იყო მაქსიმუმი იმ მომენტში და ვხედავდით, რომ მაყურებელსაც მოეწონა. ვგრძნობდი, როგორ ავივსე სიამაყის გრძნობით. ჩემდა უნებურად, არარსებული გამარჯვების ნიშნად ხელები მაღლა ავწიე, როგორც მოკრივემ, რომელმაც რამდენიმე წამით ადრე მსოფლიოს აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა. ახლა ისღა დამრჩენოდა, დამესვენა და ერთი დღის შემდეგ ზუსტად იმ დროსვე მივსულიყავი გერმანიის საელჩოსთან და ბიჭებს დავლოდებოდი.


I don't care where you go you won't get away from me
black as the night is day filled with no sympathy
marching down the hall for a misery
I don't care where you go you won't get away from me...

P.S. ვიცი, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ იმედია, როდესმე რეალობად იქცევა, რადგან ყველაფერი ძალიან რეალურია...


მდღლე

Saturday, August 23, 2008

Pulled Under at 2000 Meters a Second

Just freedom is only a hallucination
That waits at the edge of the distant horizon
And we are all strangers in global illusion
Wanting and needing impossible heaven...


ეს სიმღერა ნამდვილად იმსახურებს ”დღის სიმღერის” წოდებას. ეჰ, ვინ იცის რამდენი ხანია (დაახლოებით ორი წელია) ვეძებ და დღეს შემთხვევით გადავაწყდი. როგორც ყოველთვის, დონე ტექსტი აქვთ...
ხოდა, დღეს 2ნი უნდა ვყოფილიყავით და 12ნი აღმოვჩნდით თან ელიტელები არ გაიჩითნენ, ცოტა რომ გვეკაიფა მაინც, სამაგიეროდ გეგა იყო მთელი თავისი მშვენიერებით. გარდა ამისა, დღეს ვუყვებოდი ჩემს მოწყობილ ექსკურსიებზე და შეკრებებზე და შემდეგში წამოვალო...

მშვენიერი დღის დაბოლოება კი მშვენიერი ცნობა იყო, რომელმაც უუუუუუუუუუუუუუუუუზოოოოოოოოომოოოოოოოოოოოოდ გამახარა. ჯერჯერობით სიტყვას არ დავწერ მაგაზე (წინასწარ თქმა ცუდად მაქვს დაცდილი), მაგრამ თუ გამოვიდა მერე ჩემი ბლოგის ერთგულ მკითხველს დაწვრილებით ჩავუკაკლავ ყველაფერს!


მდღლე

Wednesday, August 20, 2008

Sometimes It's Good To Be Me!!!









Who's Your Daddy? (Muahahaha...)


Coffee

Monday, August 18, 2008

Geor-Gia

ქართველი პლაჟის ფრენბურთელი ცოტა არარეალურად კი ჟღერს, თუმცა 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე სწორედ ქართველი ფრენბურთელები გავიდნენ ნახევარფინალში! რა თქმა უნდა, ისინი ქართველებად მხოლოდ ფორმალურად ითვლებიან: ჟორჟე ტერშეირამ (იგივე გია) და რენატო გომეშმა (იგივე გეორი)
ქართული პასპორტები 3 თუ 4 წლის წინ აიღეს და მას შემდეგ საქართველოს სახელით ასპარეზობენ. 1/4-ფინალში გეორ-გიამ ორ სეტში (19-21; 19-21) ჰოლანდიელები, ნომერდორი და შუილი დაამარცხეს!
ყველაზე საინტერესო კი მას შემდეგ მოხდა, რაც სანტოსმა გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო: ტეშეირა ეგრევე ტრიბუნაზე ავარდა, იმ ადგილას, სადაც საქართველოს დროშა ეკიდა და იმ დროში ქვეშ მკერდზე გამოსახულ ქართულ სიმბოლიკას დაადო ხელი, რის შემდეგაც უკან მოედანზე დაბრუნდა და თავის მეწყვილესთან ერთად ქართული დროშით ხელში იზეიმა ეს მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება!
13 აგვისტოს ჩვენმა ბიჭებმა ორი ოქროს მედალი აიღეს, რითაც ამ მძიმე დღეებში ყველამ ძალიან გავიხარეთ, მაგრამ არცერთს არ უზეიმია თავისი წარმატება ასე და არცერთს არ გამოუხატავს თავისი სიხარული ასე! ამით იმის თქმა მინდოდა, რომ სწორედ ამის გამო მიყვარს ბრაზილია და ბრაზილიელები! გამორჩეული, თავისი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელი და ერთგული ხალხია!

მიყვარხართ თქვეჩემალებო!!!









Sunday, August 17, 2008

August Rush

ავგუსტ რაში... დღეში ორჯერ გადის ეს ფილმი პრემიერაზე და ყოველ ჯერზე ახალი შემართებით ვუყურებ ხოლმე. დედაჩემი მეჩხუბება ხოლმე, ხმას ასე რატომ უწევო, მაგრამ ამ ფილმში ნამღერი სიმღერების ხმამაღლა მოსმენა.
რა შეიძლება ითქვას სიუჟეტზე? სუფთა ჰოლივუდურ-ბრაზილიური სცენარია, თავისი ჰეფი ენდითა და სხვა პრიბამბასებით. ჩემი აზრით, რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია ის, რაც ამ ფილმში მოხდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, შეუძლებელი არაფერიაო?! რა ვიცი, რავიცი... არადა, ძალიან ლამაზია რაღაც მომენტში მშურს ამ ბავშვის. ვიცი, შეუძლებელია სინამდვილეში ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ მისი ნიჭი... სიტყვებს ვერ ვპოულობ...
დღეს გადავქექე მთელი ინტერნეტ-სივრცე და ბოლოს და ბოლოს, საუნდტრეკები ვიპოვე ახლა ჩავრთე და ვუსმენ, განსაკუთრებით ის სიმღერა მომწონს, ამ ბავშვის (ევანის) მამამ ბავშვის დედას რომ მიუძღვნა. ფილმში ის მომენტი მევასება, დაბადების დღეზე რომ მივა და ვიდეოს რომ აჩვენებენ, რომელშიც თვითონ მღერის

ვისაც საუნდტრეკების მოსმენა უნდა, ამ ბლოგზე შესვლას ვურჩევ: http://www.movmp3.org/2007/12/august-rush-2007-soundtrack-album.html
ერთ საათში ალბომი თავისი 15-ვე სიმღერით თქვენს დესკტოპზე იდება!

აი ქართულზეც ავტვირთე
http://www.link.ge/file/94975/August-Rush--2007---Soundtrack---Album-.rar.html


'Cause if you hadn't found me
I would have found you
ჰოოოოომდა, რაც შეეხება დღევანდელ დღეს რა ვიცი, რა ვიცი... მამენტ, უკეთესიც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ადრე ვთქვი და რისთვისაც ნესტანმა გამაკრიტიკა, რაც მაქვს, იმითაც სავსებით კმაყოფილი ვარ კუს ტბა და ბოტანიკური ერთ დღეს ცოტა ბევრი კი იყო... მადლობა


Tonight the sky above
Reminds me of you, love
Walking through wintertime
Where the stars all shine
The angel on the stairs
Will tell you I was there
Under the front porch light
On a mystery night

I've been sitting watching life pass from the sidelines
Been waiting for a dream to seep in through my blinds
I wondered what might happen if I left this all behind
Would the wind be at my back ? Could I get you off my mind
This time


Sunday, August 10, 2008

ვაკანსია

ჯერჯერობით უსახელო ტერორისტულ ორგანიზაციას XXX სასწრაფოდ ესაჭიროება გამოცდილი კამიკაძე-ტერორისტი.

მოთხოვნები:
* მინიმუმ 2-წლიანი სტაჟი ამ სფეროში
* უმაღლესი სამხედრო განათლება. სასურველია, ამფეთქებლის სპეციალობით
* შენიღბვის შესაშური ნიჭი
* კომუნიკაბელურობა
* კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტაცია
* ასაკი შეზღუდული არ არის
* MC Office-ს სრულყოფილი ცოდნა

მაშ ასე, მსურველებს CV-ს გამოგზავნა (ფოტოსურათით, ჩადრის გარეშე) შეუძლიათ შემდეგ e-mail-ზე: usaxelo.teroristuli.organizacia@gmail.com

ორგანიზაციის მისამართი: თბილისი, ქუჩას მნიშვნელობა არ აქვს
გენერალური დირექტორი: ლევან მროველი
პრეს-ატაშე: მე
სპონსორი: გილბერტ მამისტრაკოვი

აი, ბატონი ლევანიც...

ასეთი კარგი ფილმი კაი ხანია არ მინახავს

Friday, August 8, 2008

პირდაპირი რეპორტაჟი ცხელი წერტილიდან, კირი-კირი, კირი-კირი, კირი-კირი, კი-კი...

მოკლედ, დაახლოებით 20 წუთის წინ ჩემი ოცეულიდან გამოიძახეს ერთი ბიჭი, ახლა უკვე უეჭველი ვიცი, რომ დამირეკავენ...

მართალია, პატრიოტიზმის გრძნობა ყოველთვის ამაღლებული მქონდა, მაგრამ ახლა, მგონი, პიკს მივაღწიე. ერთი სული მაქვს, როდის წამიყვანენ და ჩემს 1968 წლის კალაშას ჩამახუტებენ! მინდა, ცხოვრებაში რაღაც ისეთი მოხდეს, რითაც დარჩენილი წლები ვიამაყებ. სიბერეში ბავშვებს ჩავისვამ კალთაში და საინტერესო ისტორიებს მოვუყვები (აღარ მომიწევს, ბლექ საბათზე და ანათემაზე ზღაპრების მოგონება)... თან, თუ სიკვდილია, სჯობს, ისევ ასე მოვკვდე, ვიდრე სახლში თბილ ლოგინში გავფშიკო ფეხები!
დედაჩემი სახლში ისეთ ისტერიკებს მიმართავს, გეგონება უკვე მკვდარი ვიყო. მეზიზღება რა ასე რომ იქცევიან...

აუფ, ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, ამიტომაც მეც გავჩერდები და ზარს დაველოდები...

P.S. nestani ckitishvili: nu xar ajitirebuli raa :looooooooooooooooooooooooooooooooooool:

Thursday, August 7, 2008

მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხნო!!!

ხოოოდა, იმის თქმა მინდა, რომ, მგონი, დანძრეული აქვს ვიღაცას (ან საქართველოს, ანაც... ალბათ ისევ საქართველოს). ახლახან ველარაკე ქუთაისელ ძმაკაცს და გამომიძახესო, ხვალ კოჯორში მიდის. ამდენი ტანკი ქუთაისში ცხოვრებაში არ მინახავსო...
ცოტა ხნის წინ კიდე ვიკინგამ დამირეკა და ზეგ მუხროვანში ვარ გამოძახებულიო. ჩვენ ზუსტად ერთ დროს ვიყავით რეზერვში, ამიტომაც ახლა ველოდები, რომ მეც დამირეკავენ და ამ დღეებში კოჯრის 122-ე ბატალიონში გამოცხადებას მთხოვენ...
მოკლედ, თუ უცებ გავქრი, ე.ი. იქ ვარ და წასვლის წინ ბლოგზე ვერაფრის დაწერა ვერ მოვასწარი.


P.S. ისა და... მერე ერთი თემა გამიხსენით ფორუმში, გმირად დაიღუპაო ბრძოლის ველზე ოღონდ უსათაუროში არ გამიხსნათ რა, სადმე ისეთ ადგილას ქენით, სადაც პოსტები ემატება და ჩემს არყოფნას რაღაც აზრი მაინც მიეცემა სჯობს, სადმე პინგვინებში ან მასეთ განყოფილებაში გახსნათ, რომ ძალიანაც არ გაჩეთდეს რა...

P.S.S. მოუთმენლად ველოდები ზარს...

Friday, August 1, 2008

მთავარია ბავშვი იყოს დამრტყმელი ბლიაძ...

დღეს ლევანს ვეუბნებოდი, მუზა ფანჯრიდან გამექცა-მეთქი და მგონი მართლა მასეა. მაინც რა მუხთალი არსებები არიან ეს მდედრები რა (ნუ, იმ ლოგიკით ვმსჯელობ, რომ მუზა მდედრი მყავს... ალბათ). როცა ამდენი რამე მაქვს სათქმელი, მაინც და მაინც მაშინ მოინდობა წასვლა. შე ჩემი ცოდვით სავსევ შენა, გეთქვა უფრო ადრე და თვითონ გაგიშვებდი, რომ გარბიხარ თავქუდმოგლეჯილი. მაგრამ რას გაუგებ, и женшина друг человека...

ნუ, პირველ რიგში, უკვე 2 აგვისტოა და თორნიკეს მე-20 დაბადების დღეს ვულოცავ. დიდი ბიჭი გაიზარდე შეჩემა, სულ ბედნიერი და ასეთი სიყვარულით სავსე ყოფილიყავი და შენი დაღვრემილი სახე აღარ მენახოს არასდროს :)) რაზეც ოცნებობს და რისკინაც მიისწრაფვი, მოგცემოდეს და გქონოდეს.

ახლა საქმეზე გადავედით:
24 ივლისს ბლოგერების შეკრება იყო. მაგ დღეს დილით ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ საღამოს მაკდონალდსში აღმოვჩნდებოდი, მაგრამ ჰოი საოცრებავ. ნინუციმ დამიმესიჯა და დამპატიჟა, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდი. ძალიან გამიხარდა იქ ყოფნა და ამდენი ნიჭიერი და კრეატიული (კრეტინი სხვა სიტყვაა და კრეატიული სულ სხვა... - რედ.) ადამიანის გაცნობა და გეგას ნახვა . მამენტ, ვისაც ვიცნობდი, იმათი ნახვაც გამიხარდა :))

ხო, მართლა, ამ სურათზე გამახსენდა... ბოლო ორი კვირაა ”გოროდში” შორტებით ვმოძრაობ (აკა ”ვდვიჟენიობ”). თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა მოსახერხებელია. ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ორგანო მინიავდება და სიცხე იმდენად აღარ მაწუხებს. ყველაფერი კი უჯარმის ექსკურსიის მერე დაიწყო, როდესაც პირველად ვცადე შორტების ჩაცმა. ახლა მესმის რატომ ატარებენ გოგოები მოკლე კაბებს (ყველას არ ეხება, ნინუცი ).


ამის შემდეგ იყო 27 ივლისი და დაუვიწყარი მოგზაურობა ბაზალეთის იგივე ”იბიცას” ასევე დაუვიწყარ ტბაზე. იმდენად დაუვიწყარი იყო, რომ დამწვარი სხეული დღემდე მეწვის. არა, ვიტყუები, აღარ მეწვის, გუშინ ჩემმა დამ დიდი სიამოვნების გამაძრო ტყავი (რა სასტიკად ჟღერს, არა?!) და ახლა აღარც მეწვის და არაფერი... სამაგიეროდ, სამომავლოდ მშვენიერი მოსაგონი ამბავი მაქვს. 7 საათი მზის ქვეშ ვეგდე მე და კიდე ორი გადარეული, რის შემდეგაც თბილისში მოხარშული კიბორჩხალებივით წითლები ჩამოვედით. თუმცა, ღირდა, არაფერს ვნანობ.

ამის მერე მცირეხნიანი პაუზა ავიღე. ორი დღე სიცხეები მქონდა, მთელი ტანი მეწვოდა და ვერსად ვერ გავდიოდი. სურათზე გამახსენდა და ჭრელი ესპადრელები ვიყიდე მეც (ლევასთან ერთად ვიყავი ბაზრობაზე, დამეტყო ალბათ...). ორიოდე დღის წინ კი დაუგეგმავი გასვლა მქონდა ვაჟა-ფშაველას ძეგლთან. მე, ცოტნემ (ნოკ) და გუგამ (ფერლადორი) სპონტანურად მოვიფიქრეთ ბათუმიდან ჩამოსული მარაზმატიკის მონახულება. ხოოდა, რამდენადაც დაუგეგმავი გასვლა იყო ეს, იმდენად დაუგეგმავად და მოულოდნელად მითხრეს ისეთი კომპლიმენტი (სხვათა შორის, არ ვეთანხმები), რომელმაც შაქარყინულივით დამადნო. რა თქმა უნდა, ფორუმზე და ფორუმელებზე ვლაპარაკობდით. შევეცდები დიალოგი აღვწერო:
თაკა: აუ, ცოტნე, შენ ერთ-ერთი ის ფორუმელი ხარ, რომელიც ყველას ევასება... უი, არა, მარიმ ბათუმში კიდევ ვიღაცაზე თქვა, რომ ძალიან კარგი ადამიანია და ყველას უყვარსო...
მე და გუგა ერთდროულად: ვახ, ბიჭო, ცოტნე, კონკურენტები გამოგიჩნდა? გინდა, მოვაშოროთ? (hehehe, bratci da rame...)
ცოტნე: არა, რა საჭიროა...
თაკა: სხვათა შორის, მარიმ დეკაზე თქვა... ძალიან კარგი ადამიანია და ამაში უფრო დავრწმუნდიო....
....
ნუ, აქ რა დამემართა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ჯერ ხომ ისე გავმსუბუქდი, რომ ავფრინდი ადგილზევე. კიდე კაი, ვაჟას ძეგლს ხელი აქ გაშვერილი და მაგას წამოვედე, თორემ ქარი წამიღებდა. მიწაზე დაბრუნებულს კი უფრო წითელი ფერი დამედო, ტანზე სასიამოვნოდ დამბურძლა და რა ვიცი, კიდევ ათასი რაღაც მომივიდა. ამ დროს უცებ იმ ფორუმელების ნიკები გამახსენდა, პმ-ებში და ზოგ თემაში დედის ნაწლავები რომ დავაფარე თავზე და მივხვდი, რომ მარის სიტყვებს ყველა არ გაიზიარებდა... თუმცა, სულ წიხლზე მეკიდა. აი, რაღაც არაადამიანურად მესიამოვნა.

გუშინ კიდე ნინიკოს ორგანიზებულ მზიურ-ფართიზე ვიყავი. თავიდან არც მანდ ვაპირებდი წასვლას, რადგან ვიტ ჯორჯია - ტრნავას თამაშზე მინდოდა დასწრება (ჩვენებმა 1:0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. უეჭველი ვიცოდი, რომ მოახერხებდნენ. ერთ კვირაში ვენის ”აუსტრიას” ეთამაშებიან), თუმცა სამსახურიდან გვიან გამოვედი და მატჩს ვეღარ მივუსწრებდი, ამიტომაც გზა შევიმოკლე და ავტობუსიდან ვაკის პარკის ნაცვლად, უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსთან ჩამოვედი. მძღოლს კუთვნილ 20-თეთრიანს რომ ვაწვდიდი, მაგ მომენტში გაჩერებაზე მომღიმარი ნანუცი ვნახე და მივხვდი, რომ წინ მშვიდი და ლამაზი საღამო მელოდა. სხვანაირად შეიძლება ყოფილიყო?! როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ნინუცის ჩემი ”არ ჩავიდეეეეთ?” ძალიან მოსწონებია და გაუმხიარულებია, ამიტომაც მომავალში ხშირ-ხშირად ვიტყვი ხოლმე ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა (მადლობა ნინიკო :*) და სახლში მიმავალ გზაზე მე და ირინა ერთად წამოვედით. ავტობუსში ბევრი სასაცილო და ნაკლებად სასაცილო ისტორია გამახსენდა: ჩემი ბავშვური, ჯერ კიდევ რომანტიკული ”გმირობები”, სკოლაში გადამხდარი ამბები, გაზის ტრუბით მეორე სართულზე აძრომები და ა.შ. სამწუხაროდ იმ დღის ამსახველი სურათები არ მაქვს...

დღეს კი ჩემს უსინდისო ძმაკაცს, ნესტანჩიკას დავუმესიჯე და გარეთ გამოვიტყუე. თავიდან გამიკვირდა, როგორ მოხდა, რომ სახლში ზის ამ დროს, მაგრამ თურმე დათოს მეგობრებთან კუმისში წასულა და კვირამდე არ ჩამოვა. ბოლოს ასე როდის ვიჭუკჭუკეთ, აღარც მახსოვს. აი, ძველი დრო გამახსენდა, რომ ვიჯექით და ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით. უბრალოდ, ამჯერად ამდენი მოსაყოლი არც არაფერი გვქონდა. ხო, მართლა, ნესტანჩიკამ მითხრა შეიცვალეო, უფრო აფორიაქებული ხარო ადრე მშვიდს გიცნობდიო, ახლა კიდე ერთ ადგილას ვერ ისვენებო :))) არაუშავს, ვინაა უნაკლო?

ხოოოდა, რისი თქმაც და დაწერაც მინდოდა, ასე თუ ისე, მართალია ძალიან მოკლედ, მაგრამ მაინც დავწერე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის

P.S. Daron Malakian-ის ახალმა ჯგუფმა, Scars On Broadway-მ ამავე სახელწოდების ალბომი გამოუშვა, რომელიც მათთვის სადებიუტოა და უფრო მოპანკ-ინდი-ალტერნატიულროკეროა. დღეს გადმოვიწერე და სხვათა შორის, მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ თავად დეირონა მღერის. როგორც ჩანს, სისტემებიდან წასვლის მერე სიმღერა უსწავლია ამ ჩემისას...

P.P.S. იმ დედააფეთქებულ მუზას თუ ნახავთ სადმე, ან თქვენ თვითონ მოათრიეთ აქ, ანაც მე გადმომირეკეთ ეგრევე, თორემ აზრებისგან იმდენად ვიტვირთები ხოლმე, კრუნჩხვები მემართება...