Monday, January 26, 2009

My Brother, Blues...

გუშინ მეორე გამოცდა მქონდა - სტრატეგიული მენეჯმენტი. ღმერთო, შენ მაინც თუ იცი რატო მასწავლიან ამდენ სისულელეს? ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი შენთვისაც კი ისევე გასაიდუმლოებულია, როგორც ჩემთვის. ნამდვილად არ მესმის, რას მარგებს იმის ცოდნა, რაც, დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში 1%-თაც კი არ გამომადგება. ნუთუ მთელი ტანჯვა-წამება მხოლოდ ქულის გამოა? არ მინდა ქულა, მხოლოდ მინიმალური, რომ საგანი არ შემეტენოს და მერე თავიდან არ მომიხდეს მაგის გავლა. ჩემი ისედაც სუსტი ნერვები მეტ ”სტრატეგიებს” ვეღარ გაუძლებს. გიტარის მასწავლებელს, თამაზას რომ ვუთხარი საგნის სახელწოდება, კაცს გაეცინა: სტრატეგიები რაში გჭირდება, ომში ხომ მიდიხარო... რა ვიცი, თამაზი მასწ, რა ვიცი...
მივედი, ძლივს ვიპოვე 209-ე აუდიტორია, შევარჩიე, ჩემი აზრით, საუკეთესო მერხი და დავჯექი. ჯიბეში შპარგალკები ხელით შევამოწმე, ამოუღებლად - ყველაფერი ადგილზე იყო. ახლა მხოლოდ იმასღა ველოდი, ბატონი გელა როდის შემოვიდოდა და გადაწერას როდის შევუდგებოდი. მაგრამ, ჰოი საოცრებავ?! სად არის ბატონი გელა? უცბად აუდიტორიაში სამი ალქაჯი (ცოცხები აკლდათ ოღონდ) შემოვარდა, რომლებმაც რიგებს შორის ქარბუქივით ჩაიარეს და რაც კი წიგნი-კონსპექტი იყო, ყველაფერი გაზიდეს. ამ მომენტს გულმა რეჩხი მიყო: ”აი, სად გაგედო არტურ!” ვიჯექი და ვფიქრობდი, ნეტა რა მეშველებოდა. არადა, გამოცდამდე 40 ქულა მყავდა და ”მხოლოდ და მხოლოდ” 20-ღა მჭირდებოდა. მომივიდა 4 საკითხი, რომლებიც ეგრევე გადავწერე რვეულში. ერთი საკითხი მეცნო, წინა დღეს დაკონსპექტებული მქონდა და ნაწერი შარვლის უკანა ჯიბეში მედო. გავიხედ-გამოვიხედე, ალქაჯებიდან არავინ იყურებოდა და ამოვიღე ფურცელი და ძირს დავაგდე. თქვენ უნდა გენახათ ჩემი წამება, როდესაც პატარა ფურცხლის ნაგლეჯზე წვრილი ასოებით დაწერილი სიტყვების წაკითხვას ზევიდან დაჟინებული მზერით ვცდილობდი. ნუ, ასე თუ ისე, სამი საკითხი დავწერე ჩემით და იმედია, მინიმუმს მივიღებ, მაგრამ რომ წარმოვიდგენ, მომავალში კვლავ ასეთი კომისია იქნება და თან იმ საშინელ გამოცდებზე, უკვე გული მიწუხდება.
რას ვშვრები მე ამ დროს? ვმეცადინეობ? არა, არა... ეს აზრადაც არ მომსვლია ჯერჯერობით, არადა კარგი კი იქნებოდა. ძირითად დროს სახლს გარეთ ვატარებ - სამსახური! და შინ კი ან ამ ეშმაკისეულ კომპიუტერს ვუზივარ, ანაც გიტარას ვაჩხაკუნებ. კაი ხანია თამაზა სტივი რეის სიმღერას ”Mary Had a Little Lamb”-ს მასწავლის. ღმერთმანი, მიყვარს ბლუზი! ნამდვილად ღვთიური მუსიკაა - მრავალფეროვანიც, მხიარულიც, სევდიანიც, რომანტიკულიც, ისეთიც და ასეთიც. როდესაც უყურებ, თვალდახუჭული გიტარისტი როგორ ეფერება თავის მეგობარს, როგორ ჩააქსოვს მთელს გრძნობას მასში, როგორც ცდილობს თავის ენაზე აალაპარაკოს... თქვენი არ ვიცი და მე ტანში ჟრუანტელი მივლის.
ბლუზი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აშშ-ში წარმოიშვა. ისევე, როგორც მუსიკის ბევრი მიმდინარეობა, ისიც შავკანიანი ემიგრანტების ფანტაზიის ნაყოფია. დიდი ხნის განმავლობაში, ბლუზი მხოლოდ ზანგების (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ვიხმარ მაინც) მუსიკა იყო. თავად სახელწოდება Blues ან Blues Devils-დან მოდის და მელანქოლიურს, სევდიანს ნიშნავს. დროთა განმავლობაში, ამერიკის სხვადასხვა ნაწილში ბლუზის რამდენიმე ქვეჟანრი ჩამოყალიბდა, თუმცა არსი არასდროს იცვლებოდა. ეს იყო პატარა კაცების მუსიკა, რომელიც ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. მასზე ბევრს აქვს დაწერილი, მაგრამ რამდენიმე განსაკუთრებით მომეწონა: ”Блюз – это то, что делает тебя счастливым, когда ты хочешь смеяться, и заставляет плакать, если ты печален, потому что мы говорим о жизни...” და ეს მართლაც ასეა.
აქ დადებულ იუთუბის ლინკებს შეიძლება არც არავინ უყურებს, მაგრამ მე მაინც გავაგრძელებ ტრადიციას. ამჯერად, რა თქმა უნდა, რეპერტუარში მხოლოდ ბლუზი იქნება. პირველ რიგში, ის სიმღერა უნდა დავდო, რომელსაც ახლა ვარჩევ. ჯერ ამის მემილიონედის დონეზეც ვერ ვუკრავ, მაგრამ ერთი ნაბიჯითაც თუ წავიწიე წინ, ეგეც დიდი მიღწევა იქნება ჩემთვის. სტივი რეი - გიტარის გენიოსი, რომელსაც ამ ინსტრუმენტით ყველაფრის გაკეთება შეეძლო. განსხვავებული ტეხასური ჩაცმულობა, ბოხი ხმა, საყურე, მისი ლეგენდარული ქუდები და რასაკვირველია, გიტარა აბრევიატურით SRV - ეს ყველაფერი სტივი რეი ვონია.




კაცი, რომელმაც ცხოვრების ნახევარი კაიფში გაატარა, მაგრამ შეძლო და ნარკოტიკებს თავი დაანება, მაგრამ 35 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა. ამ ისტორიასაც მოვყვები მოკლედ ბარემ. სტივის, ერიკ კლეპტონსა და სტივის ძმას კონცერტი ჰქონდათ ტორონტოში, რის შემდეგაც ისინი კლეპტონის ვერტმფრენით უნდა დაბრუნებულიყვნენ შტატებში, სადაც სტივი თავის საცოლეს ლენის შეხვდებოდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ვერტმფრენში, პილოტების გარდა, მხოლოდ ერთი ადამიანის ადგილიღა დარჩენილიყო და ყველამ დიდსულოვნად სტივის დაუთმო, მაგრამ სჯობდა, არ დაეთმოთ. აფრენიდან რამდენიმე წუთში ვერტმფრენი დაეცა და 4-ვე ადამიანი, ვინც შიგნით იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ამ ფაქტის მერე მეზიზღება ერიკ კლეპტონიც და სტივის საცოლეც რაც შეეხება ამ უკანასკნელს, სტივის სიგიჟემდე უყვარდა ეგ ქალი და მისთვის ბევრი რამე აქვს გაკეთებული. მათ შორის, რა თქმა უნდა, სიმღერებიც, რომელთაგან ორს გამოვარჩევ:
1. აბა თუ მიხვდებით, რა ქვია სიმღერას? დიახ, დიახ, Lenny. საცოლეს სახელი დაარქვა და ალბათ, მოსმენაც კმარა იმის გასაგებად, თუ როგორ უყვარდა ეს ქალი.



2. მეორე და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპოზიცია Pride And Joy

დაბოლოს, არასდროს დამავიწყდება ჩემი ჯგუფელის თვალები, რომელიც კუნოს სახლში სტივის კონცერტის ჩვენებაზე წავიყვანე. გოგო გაშტერებული უყურებდა ჯერ იმას, თუ როგორც უკრავდა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი და როდესაც სტივიმ გიტარა ჯერ ზურგს უკან, ხოლო შემდეგ კეფასთან მიიტანა და ისე აგრძელებდა დაკვრას, ვითომც არაფერი, ჯგუფელის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, სტივიმ მაგ ლაივზე ტუჩებითაც რომ დაუკრა გიტარაზე

Wednesday, January 21, 2009

მარტოობა ინტერნეტში

წესით და რიგით, ახლა რამე დეპრესიული უნდა ეწეროს აქ, მაგრამ თავიდანვე გაგიცრუებთ იმედებს რაშია საქმე?! ახლავე მოგახსენებთ... დღეს პირველი გამოცდა მქონდა მაღლივში, 709-ე აუდიტორიაში მარკეტინგი უნდა გადამეწერა. სამი ჯგუფელი შევთანხმდით, რომ 40 საკითხს გავინაწილებდით. ნუ, ერთი, როგორც მიხვდით, მე ვიყავი და დანარჩენი ორი გოგოები. ვინაიდან და რადგანაც, ჩემთან გოგოები უფრო ზარმაცები არიან, 20 საკითხის დაწერა საკუთარ თავზე ავიღე და დარჩენილი 20 იმათ უნდა გაენაწილებინათ. მოვლენებს წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ ნახევარიც არ ჰქონდათ მომზადებული
ყოველ შემთხვევაში, მე მიცემული პირობის დარღვევა არ მინდოდა, საქმის დასამთავრებლად დღეს დილის 5 საათზე ავდექი და პატიოსნად შევუდექი შპარგალკების წერას. ჩემი გამოთვლებით, სადღაც 8 საათისთვის უნდა დამესრულებინა და გამოცდამდე ერთი საათით ადრე, 9-ზე უკვე მაღლივში ვიქნებოდი და სტრატეგიულად ხელსაყრელ მერხზე მოვკალათდებოდი მაგრამ სადა ბანაობ თურმე... 7-ზე ტელევიზორი ჩავრთე და ნტვ+პრემიერაზე გადავრთე, სადღაც, ჩემი გამოთვლებით, საინტერესო ფილმი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, გავარტყი თავიდან ჩეხური ფილმი მეგონა, მაგრამ ცოტა დავაკვირდი და პოლონური ყოფილა. თან რა მაგრად ჰგავს თურმე პოლონური ენა რუსულს, უთარგმნელადაც მესმოდა რას ლაპარაკობდნენ მთავარი გმირები.
ახლა სპოილერობას დავიწყებ და თუ არ გინდათ, ნუ წაიკითხავთ : ე.ი. ქალმა (ევამ) და მამაკაცმა (იაკუბმა) ერთმანეთი ინტერნეტის მეშვეობით გაიცნეს. ევა პოლონეთში ცხოვრობს, იაკუბი კი გერმანიაში, სადაც უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობს. გადის დრო და ამ ორი ადამიანის მეგობრობა სულ სხვა გრძნობაში გადაიზარდა. ისინი სულ უფრო მოუთმენლად ელოდებიან მომენტს, როდესაც კომპიუტერს მიუჯდებიან და მეორის მოწერილ წერილს წაიკითხავენ. მერე ბლა-ბლა-ბლა... გავიდა დრო და ისინი პარიზში შეხვედრაზე შეთანხმდებიან. საბოლოოდ, ერთმანეთს ნახავენ კიდევაც, მაგარ დროსაც გაატარებენ და ასე დაშორდებიან მართალია, კიდე მოხდება რაღაც-რაღაცები, მაგრამ ყველაფრის დაწერისგან თავს შევიკავებ და ვისაც თავად სურს ყველაფრის ნახვა, შეუძლია აქ შევიდეს...
აი, სურათებიც...



















































ნუ, ფილმი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და ამის გამო კინაღამ გამოცდაზე დავაგვიანე. საბოლოოდ, გადაჯდომ-გადმოჯდომ-ტაქსებით ათი წუთით ადრე ძლივს ავაღწიე, მაგრამ მარტო მომიხდა ჯგომა და კინაღამ რამდენჯერმე შემამჩნიეს გადაწერის დროს, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ისე, ეს ყველაზე ადვილი გამოცდა იყო და ნამდვილი ტანჯვა-წამება წინ მელის, თან ხუთი


P.S. მართლა ჩითავენ ასეთი გოგოები ჩატებში? ჰა, ხომ არ დამეწყო მეც ძრომიალი აქეთ-იქით?

Monday, January 12, 2009

ზამთრის მუსიკალური გაფორმება

მაშინ, როდესაც მეზობელ ბლოგზე დიადმა ბუდამ ახალი ფილმის ყურება მირჩია, რომელმაც სულ ახლახან ოთხი ოქროს გლობუსი აიღო, მე თავში სულ სხვა აზრი მიტრიალებდა. სიმართლე გამხელილი სჯობსო და ფილმები დიდი მოყვარული მაინც და მაინც არ ვარ. თუ არის, ვუყურებ, თუ არა - არც ეგაა პრობლემა. კინო კარგია საღამოს, კომპიუტერს რომ გათიშავ და თბილად ლოგინში რომ ჩაწვები და ელოდები, როდის დაგეძინება. აი, სწორედ მაშინ მაქვს ტელევიზორი ჩართული და ტაიმერზე დაყენებული
ჰჰოოოომდაა, ახლა სათქმელს დავუბრუნდე. ზოგადად, ჩემთვის ზამთარი დეპრესიასთან, სიცივესთან, გამოცდებთან (რაც მერე დეპრესიას იწვევს თავისთავად ) და ”გრუზ” მუსიკასთან ასოცირდება. მართალია, ამ უკანასკნელს არა მარტო დეკემბრიდან თებერვლამდე, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს ვუსმენ, მაგრამ ამ მხრივ ზამთარი მაინც განსაკუთრებულია, რადგან ამ დროს მელოდიას, ტექსტებს და სხვა ნიუანსებს უფრო მძაფრად აღვიქვამ და ასე ვთქვათ, გულთან უფრო ახლოს მიმაქვს. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი depressive კრებულიდან რამდენიმე (არ შემეშინდება ამის თქმა ) შედევრის თქვენთვის გაზიარება. წინასწარ ვიცი, ზოგს მოსმენა დაეზარება, ზოგიც იფიქრებს - ნეტა ეს არ ჭმუჭნიდესო და ა.შ., მაგრამ უსაქმური კაცისა და მახათის ამბავი ხომ იცით, ხოდა მეც ეგრე ვარ თითქმის.
მაშ ასე:

1. Pain Of Salvation - Undertow
ეს გახლავთ შვედური პროგრესივ როკ/მეტალ ჯგუფი და მათი განუმეორებელი Undertow ლაივი, რომელიც ჩაწერილია 2007 წლის ზაფხულში, სტამბოლის ფესტივალზე. სიმღერის სტუდიური ვერსია საკმაოდ განსხვავებულია, მაგრამ, ჩემი აზრით, ლაივი სტუდიურს ათჯერ მაინც სჯობს (თუ მეტჯერ არა). ასეთი გრძნობით ნამღერი სიმღერა იშვიათად შეხვდება ადამიანს, რასაც ქვია, მთელი გული და სული ჩადო დანიელმა თითოეულ სიტყვაში
ესეც მონაკვეთი სიმღერის ტექსტიდან:

Let me drain!
Let me die!

Let me break the things I love I need to cry!
Let me burn it all!
Let me take my fall!

Through the cleansing fire!
Now let me die!

Let me die...




2. Anathema - Anyone Anywhere
რა თქმა უნდა, ჩემს უსაყვარლეს ჯგუფს გვერდს ვერ ავუვლიდი. ზოგადად, მთელი ანათემას დისკოგრაგია ერთი სპლაშნოი დეპრესიაა, შიგადაშიგ მცირედი, მაგრამ მაინც ოპტიმისტური გამონათებებით, თუმცა არის კომპოზიციების ისე კატეგორიაც, რომლებიც მართლა მთანგავენ და ბოლოს მიღებენ ერთ-ერთი მათგანი ზემოთხსენებული სიმღერაა, რომელშიც ვოკალისტი წუთისოფლის ამაოებას მეტისმეტად ღრმად უფიქრდება

No one seems to care anymore
(as) I wander through
this night all alone
No one feels the pain I have inside
Looking at this world through my eyes

No one really cares where I go
Searching to feel warmth forever more
The wheels of life they
turn without me
Now you are gone... eternally




3. Skin - Nothing But

ამ შემთხვევაში ადგილებს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა სიმღერა მეტ-ნაკლებად გრუზია და ნომრებს უბრალოდ ფორმალობისთვის ვუწერ. შესაბამისად, მესამეზეა ქალბატონი სქინი ბრიტანეთიდან. როგორც გავიგე, თავის დროზე მოდელი ყოფილა, მაგრამ რატომ გადაწყვიტა სამოდელო კარიერისთვის თავის დანებება და მუსიკაში შესაძლებლობების გამოცდა, ჩორტ ევო ზნაეტ არადა, მამენტ, ცუდადაც არ გამოსდის, რაღაცნაირი მტირალა ხმა აქვს. თავიდან საკმაოდ ცნობილ ჯგუფ Skunk Anansie-ს ვოკალისტი იყო, მაგრამ შემდეგ სოლო-კარიერა დაიწყო და ზემოთ ხსენებული სიმღერა მისი მეორე ალბომიდანაა. ამჯერად ქალბატონი სქინი ბიჭს/მამაკაცს/ვაჟს მისტირის, რომელიც სხვა ქალთან გაიქცა და მიუხედავად იმისა, რომ, დარწმუნებული ვარ, გულის ყველას დაგვწყვიტა, მოდით, დიდსულოვნება გამოვიჩინოთ და ცუღლუტ მამაკაცს ეგეც ვაპატიოთ, ისევე, როგორც ეს სქინმა გააკეთა.

I feel nothing but
Joy and pride and happiness
Nothing but
Cheerfull face with kindness
I feel nothing but

Oceans of love and forgiveness
For you and your sweet girl
Please ignore the Particular way i smile
Take no notice of
The blood on the lip i bite
I am still your friend
There is no denying
For you and your new girl




4. Antimatter - The Wright Of The World
ეს კაცი, დანკან პატერსონი, რომელიც ამ სიმღერაში თავისი ხავერდოვანი ხმით ტკბობის საშუალებას გვაძლევს, Antimatter-ისა და ანათემას ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ, მაგრამ ახლა არცერთ მათგანში აღარაა და ცალკე პროექტებში მოღვაწეობს. ეს სიმღერა 2005 წლის ალბომიდანაა, რომელიც დანკანისთვის ამ ჯგუფში ბოლო აღმოჩნდა, რადგან 2006 წელს ”ანტიმატერიიდან” წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. სხვათა შორის, ეგ ალბომი იმით გამოირჩევა, რომ, შეიძლება ითქვას, ორი ნაწილისგან შედგება: კენტ სიმღერებში ვიღაც ქალი წიკვინებს, ლუწებში კი დანკანი მღერის. მისი შესრულებული ყველა კომპოზიცია მეტად დამთრგუნველია, მაგრამ ეს (მეორე ნომრადაა ალბომში) მაინც განსაკუთრებულია. როგორც სათაურიდანაც კარგად ჩანს, აქაც მთავარი თემა წუთისოფლის ამაოებაა:

I'm trying to scream but I can't exhale
The world seems to spin as I'm left on this square
With no will to hold on
Am I the only one crushed by the weight of the world?

Save me...
I think I've swallowed more than I can comprehend
A soul laid low




5. Danny And Vincent Cavanagh - One Last Goodbye

ვინც ჩემი ბლოგის ხშირი სტუმარია, ეცოდინება, რომ ეს ძმები ანათემას სულები და გულები არიან (ვიცი, ტვინს ვაორსულებ ამ ჯგუფით, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია ). დენის და ვინის ხშირად აქვთ ხოლმე აკუსტიკური შოუები და მათ მიერ შესრულებული One Last Goodbye ნამდვილ იმსახურებს იმას, რომ ადამიანი დაჯდეს და მის ფონზე ერთი გულიანად იქვითინოს. რატომღაც ამ სიმღერას განსაკუთრებით ბევრჯერ მაშინ ვუსმენ, როცა ცუდად ვარ და თავს კიდევ უფრო საშინელ დღეში ვიგდებ (ხო, ცოტათი სენტიმენტალურიც ვარ), მაგრამ ეს ისაა, რაც მე მჭირდება, ჩემი სიცოცხლის ელექსირი...

I know you didn't want to leave
Your heart yearned to stay

But the strength I always loved in you

Finally gave way

სამწუხაროდ, იუთუბიდან აქ ამ ვიდეოს ჩასმის უფლება არ მომცეს, ამიტომაც, ვისაც მოგინდებათ მოსმენა, თავად გადაბრძანდით ამ ლინკზე http://www.youtube.com/watch?v=-l2oIlIDb1I



6. Radiohead - We Suck Young Blood
ჩემი ძველი სიყვარულის დროც დადგა. მახსოვს პერიოდი, როდესაც დილა-საღამოს ამ ჯგუფს ვუსმენდი. სამწუხაროდ, ახლა იმდენად აღარ ვარ რადიოთავების მიერ ჩათრეული. ეს სიმღერა კი... რა ვიცი, რა ვიცი! თავად განსაჯეთ! რაც არ უნდა კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი, ეგრევე მთრგუნავდა და მიწასთან მასწორებდა ვერ გეტყვით, რა აქვს ეგეთი განსაკუთრებული, მაგრამ სისხლს მართლა მწოვდა.

Are you hungry?
Are you sick?
Are you begging for a break?
Are you sweet?
Are you fresh?
Are you strung up by the wrists? We want the young blood
Are you fracturing?
Are you torn at the seams?
Would you do anything?
Fleabitten, motheaten?



7. Travis - Last Train
ექვსზე გაჩერება არ შეიძლება და ბოლოსთვის კიდევ ერთ საყვარელ ბენდს დავწერ. თითქმის ყველასთვის ნაცნობი ტრევისი და ბევრისთვის უცნობი სიმღერა Last Train. ტვინის ბურღვას აღარ გავაგრძელებ და დეპრესიული სიმღერების ჩამონათვალს ამჯერად ამ ნარნარი ”ვეშით” დავასრულებ (არადა, ვინ იცის, კიდევ რამდენის ჩამოწერა შემიძლია)...

And now there's no-one to rely on
But if it's all the same to you
Here's what I'm gonna do
I'm gonna buy a gun
Gonna shoot eberything, everyone
And then I'm coming for you
'Cos it was you that drove me to
This could be the last train



P.S. ოღონდაც, თქვენი ჭირიმე, ახლა დეპრესიაში არცერთი ჩავარდეთ, ჩემს ისედაც ცოდვილ თავს კიდევ ერთი ცოდვაც არ დაუმატოთ ახლა

Monday, January 5, 2009

Одноклассники.me

წეღან აბაზანაში ჩემთვის შხაპის ქვეშ ვჭყუმპალაობდი, თან System Of A Down-ის სიმღერას ვღიღინებდი (), რადგან ბოლო ორი დღეა ახალგაზრდობის წლები გავიხსენე და ჩემს პირველ სიყვარულს ვუსმენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ დროს ჩემი კლასელები გამახსენდა რომ ვთქვა, თითქოს მაგრამ მევასებიან და მათზე ფიქრის გარეშე დღესაც ვერ ვძლებ-თქო, ნაღდად მოვიტყუები... უფრო პირიქით, კლასელების 90%, ასე ვთქვათ, გულზე არ მეხატება და თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ, თუ სადმე ქუჩაში შემთხვევით არ გადავეყარე რომელიმეს
ნუ, ე.წ. ”ოდნოკლასნიკები” საკმარისზე მეტი მყავდა: ოფიციალურად სამი სკოლა გამოვიცვალე, მაგრამ მხოლოდ ორში მივლია. თავიდან 177 საშუალო სკოლაში მივედი, რომელიც ჩემი სადარბაზოდან ზუსტად 50 მეტრის მოშორებითაა. ვერაფერს ვიტყვი, ეს კლასი მართლაც მიყვარდა, ჩემს პირველ დამრიგებელზე კი ჭკუა მეკეტებოდა. მასეთი კეთილი და ანგელოზი (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც) ქალი მეორე არ შემხვედრია ცხოვრებაში. აი, პედაგოგი მასეთი უნდა იყოს! თან, რაც ყველაზე სასიამოვნოა, მეც მაგრად ვუყვარდი, დაბადების დღეზე საჩუქრებს მჩუქნიდა ხოლმე და ჩემს სახლშიც იყო რამდენჯერმე სტუმრად. სამწუხაროდ, კარგა ხანია საქართველოდან წავიდა, თორემ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, მას სადმე შემთხვევით რომ შევხვედროდი. კლასელების კარგი მყავდა (თავიდან). რამდენიმე მათგანთან განსაკუთრებით ახლოს ვიყავი, მაგრამ ახლა ორი მათგანი მოსკოვშია, ერთი კიდე მუშაობს და ძალიან იშვიათად ვხედავ ხოლმე. მეხუთე კლასში გადასვლის შემდეგ დამრიგებელი შეგვეცვალა და მაშინ აირია მონასტერიც. მათემატიკის მასწავლებელი ხუთიანს მხოლოდ იმის გამო არ მწერდა, რომ წრეზე არ დავდიოდი მასთან, არადა ბავშვებს პირდაპირ კლასში როდესაც ამეცადინებდა, მათ ამოცანებს მე ვხსნიდი ხოლმე იქვე. კონფლიქრებიც გახშირდა და საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა (ჩემთვის), რომ პარალელური კლასის ბიჭებს მაგარი დავცხე და დედაჩემს თვით დირექტორი საყვედურობდა კიდევ კარგი, მანამდე რაღაც-რაღაცები გავაკეთე და წყლიდან მშრალი გამოვძვერი. თუმცა, ასეთი აღმაშფოთებელი ფაქტის შემდეგ 177-ში გამჩერებელი რომ აღარ ვიყავი, დღესავით ნათელი გახლდათ. უცებ დედაჩემს კლასელის მშობელმა დაურეკა და უთხრა, რომ შვილი სხვა სკოლაში გადაჰყავდა და შესთავაზა, შენც იმავეს ხომ არ გააკეთებო, რაზეც მე, რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე. საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ნათქვამია უი, კინაღამ დამავიწყდა მეთქვა ყველაზე პრიკოლიმ რამ, რაც მაგ კლასში მოხდა: სწორედ ამ კლასელზეა, რომელთან ერთადაც სხვა სკოლაში გადავდივართ. ლიტერატურის ერთ-ერთ გაკვეთილზე (რუსულ სკოლაში ვსწავლობდი) რაღაც მოთხრობას ვკითხულობდი, რომელიც ძროხაზე იყო! (რუსი მწერლების თავზედაც გავიარე ) სამწუხაროდ, ეგრედ წოდებული ნაწარმოების ბოლოს ძროხა ლიანდაგებზე გადადიოდა და მატარებელმა გაიტანა... ამ დროს კი ჩემმა მა კლასელმა, რომელიც პირველ მერხზე იჯდა, ტირილი ატეხა. როდესაც მაწავლებელმა მიზეზი იკითხა, პასუხად შემდეგი მიიღო: ”Корову жалко!” სიცილ-ხარხარის პირველმა ტალღამ რომ ჩაიარა, ღიმილი ვერც მასწავლებელმა შეიკავა. დაჟე ახლაც რომ მხვდება ხოლმე ეგ გოგო, მაგას ვახსენებ, რაც ფრიად არ სიამოვნებს
მერვე კლასში კი ახალ სკოლაში გადავედი! 136-ე საშუალო სკოლა, რომელიც მომავალში საჯაროდ გადაკეთდა. პირველად მისვლამდე, რასაკვირველია, ინფორმაცია შევაგროვე, რა ხდებოდა მანდ და სასიამოვნო მხოლოდ ის იყო, რომ მათემარიკას თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტი ასწავლიდა და მართლაც ასე იყო. მანდ გატარებული 4 წლის განმავლობაში ჩემი ტვინი მხოლოდ მათემატიკაზე ფიქრობდა და ეს მსიამოვნებდა კიდევაც. განუმეორებელი გრძნობა გახლდათ, როდესაც სკანავის ან თოფურიას წიგნიდან რაღაც ზერთულ ამოცანებს ვაკეთებდი და პასუხში მხოლოდ 1-ს ან 0-ს ვიღებდი. მაგისთვის ღირდა წვალება. ვინ მოთვლის რამდენ ოლიმპიადაზე გავედი, მაგრამ საქალაქო ეტაპს ვერასდროს ვცდებოდა, რადგან მანდ ამოცანები, ძირითადად, ლოგიკაზე იყო, რაც მეზიზღებოდა. მოეცათ გამოსათვლელი მაგალითები და წამში გავაკეთებდი! თუმცა, რამდენადაც კარგად ვსწავლობდი მათემატიკას (ტრაბახში არ ჩამომართვათ, ანდაც ჩამომართვით, თუ გინდათ და მე-9 კლასში სკოლაში პირველი ვიყავი და ჩემზე თურმე მეთერთმეტე კლასებში ლეგენდები დადიოდა, რაც მომავალში გავიგე), იმდენად ცუდად მიმდიოდა საქმეები სხვა საგნებში და ზოგადად, კლასელებთან ურთიერთობაში. მე-8 კლასის მეორე ნახევარში და მე-9 დასაწყისში ჩემმა წაკლა დამრიგებელმა ერთბაშად 9 ბიჭი გააგდო და დავჩით 5 კაცი დედათა მონასტერში ”დედათა მონასტერი” მათთვის კიდე კომპლიმენტია, რადგან რამე ზედმეტი რომ ეთქვა ვინმე ბიჭს, ეგრევე ყვერებით მოგუდავდნენ ესენი უნდა გენახათ, ხოლმე ფიზკულტურაზე რამდენს ვიხვეწებოდი, რომ გოგოები მოედნიდან გასულიყვნენ და მათ მაგივრად ფეხბურთი მე მეთამაშა! ანდაც, რამდენჯერ მომხვედრია ქუსლიანი ფეხსაცმელი მათთან ბურთის გორებისას მახსოვს, პირველად რომ მივედი 136-ში (აქედან არის ”წარმოშობით” ჩემს ნიკში გამოყენებული ციფრებიც), წიგნებით გატენილი დიდი ჩანთა მქონდა. შემდეგ წელს უკვე პაპკით მივედი, მე-10 კლასში მუშაობა დავიწყე და შატალოებს მოვუხშირე, მე-11-ში კი სულ გამოვედი სკოლიდან და ლიცეუმში შევიტანე საბუთები, სადაც ოფიციალურად არ დავდიოდი სკოლაში (მხოლოდ ფიზკულტურასა და მათემატიკაზე მივდიოდი, რადგან ჩემს საყვარელ საგნებს ვერ ველევოდი). თუმცა, ამ დროს გამწარებული ვმეცადინეობდი და თან, პარალელურად ვმუშაობდი კიდევაც.
ჰოოომდა, რა ხდება ახლა? 136-დან კლასელების და მასწავლებლების უმეტესობას არ ვეკონტაქტები. საერთოდაც, მაგარი დებილი ბავშვები არიან. მათ, რომლებიც ვითომ რაღაცას სწავლობდნენ, ვერ ჩააბარეს და შემდეგ ფასიან სასწავლებელში მოეწყვნენ, ჩვენ კი 5 უსაქმური ბიჭიდან 4-მა უნივერსიტეტებში გავიკვლიეთ გზა (მე - ეკონომიკა და ბიზნესი, შოთამ - პოლიტოლოგია, დათო - იურიდიული თსუ-ში, ხოლო გოგლიკა - სამშენებლო სტუ-ში). დღესაც მხვდებიან ხოლმე ტრანსპორტში ჩემი ვაი-კლასელები, მაგრამ ხმას არ ვცემ, ისევე, როგორც დამრიგებელს მგონი, ორი გოგო გათხოვდა კიდევაც და საწყალი მაგათი ქმრები... მე დღეში 2-3 საათი ვერ ვუძლებდი ხოლმე და არ გინდა, ეგეთი ალქაჯები მთელი დღე აიტანო? ეჰ, მაგრამ თავისნაირებსვე იპოვიდნენ ეგენი სამაგიეროდ, ძველ კლასელებს ვეხუტები და ვესიყვარულები ხოლმე შეხვედრის დროს, რადგან ძალიან მაგარი ხალხია... რამდენიმე მათგანს უკვე შვილიც ჰყავს, 3 გოგო კი ახლახან გათხოვდა, ერთმანეთის მიყოლებით. როგორც გავიგე, სხედან თურმე ახლა და ერთმანეთთან ჭორაობენ ვისი ქმარია უფრო სიმპათიური ბოლოს დიანა დაქორწინდა იმ ბიჭზე, რომელსაც ის პირველი კლასიდან უყვარდა... თავიდან გოგო ზედაც არ უყურებდა, ახლა კი დადიან გვრიტებივით
მოკლედ, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდებაო... ზოგი ჩემი კლასელისთვის ის კოშმარი, რომელსაც სკოლა ჰქვია, 3 წლის წინ, 2006 წლის ივნისში დასრულდა, ჩემთვის კი ის ახლაც გრძელდება და მინიმუმ წელიწად-ნახევარი ასე იქნება, სანამ მაღლივს არ მოვშორდები