Saturday, March 29, 2008

ნიჭი არსად დაიკარგება, თუ ტრაკში არ გადაისროლე

რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ამ ცხოვრებაში არ დავიკარგები (მეტი არაა ჩემი მტერი)! გუშინ მანქანის ტარების პირველ გაკვეთილზე მივედი და ცხოვრებაში პირველად დავჯექი მანქანის საჭესთან. თავიდან ისეთები ვაკეთე, გარშემო ყველა მძღოლი მე დამცინოდა. არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც მე მეგონა. გაკვეთილის ბოლოსკენ მანქანის დაძვრა და გაჩერება უკვე ვიცოდი (ასე თუ ისე).
დღეს კი საკუთარი თავი სასიამოვნოდ გავაკვირვე! დაძვრა-გაჩერების დროს პრობლემა საერთოდ არ მქონია, მერე ”ცეპლენიასაც” დედა ვუტირე და 8-ებიც სულ რიხინ-რიხინ გავიარე! რა თქმა უნდა, ამის მერე თავში ამივარდა და გაზის ”პედალსაც”, ასე ვთქვათ, ”გავუშინაურდი”... ეჰ, კარგი ყოფილა ეს ოხერი! შემდეგი გაკვეთილი ორშაბათს დავნიშნე და ერთი სული მაქვს, როდის მივალ და საჭეს მივუჯდები (წარმომიდგენია, მანქანა რო მეყოლება, მერე საერთოდ ვეღარ ჩამომსვამენ იქიდან)...

ხოდა, რიყეს მერე ცახოს შევხვდი და ბოტანიკურში გავასეირნე, მომნატრებია იქაურობა. არადა, თითქოს ხშირად ავდივარ ხოლმე, მაგრამ მაინც. იქ სეირნობის დროს გოგლიკამ დამირეკა და ისიც ამოვიდა, ეგ *ლეც მომნატრებია ნუ, გიორგას შეხვედრა და სახინკლეში ჩასკდომა ერთია ხოლმე, ასე რომ, დღეს მაგასაც ვერ ავცდი...
სასიამოვნოდ დაწყებული დღე თორნიკესთან სასიამოვნო საუბრით დასრულდა. კაი ხანია არ მილაპარაკია მაგასთან, მომნატრებია... ჩვენი გადაღებული სურათები მაჩვენა, მზიურში რომ ვისეირნეთ...

P.S. 0-ია იმ საქმის ფასი, რომელსაც გულით (ან გულიდან) არ აკეთებ! მთავარი ის გრძნობაა, რომელიც რაღაცის კეთებისგან სიამოვნებას მიგაღებინებს! მე ამის მჯერა

Friday, March 28, 2008

I am the tears in your mouth

I am the weight on your should er

I am the scream that wants out

And my heart just couldn't grow colder

Now this rusty heart is my gift

This fallen love is my gift



We talk but we do not speak

Tuesday, March 25, 2008

სალვადორ დალი

დღეს მენეჯმენტის ლექტორმა პატარა ვიდეო გვანახა. საოცრება იყო! მართალია, ის ნახატები ვერ ვიპოვე, რომლებიც იმ ვიდეოში იყო და რომლებიც განსაკუთრებით მომეწონა, მაგრამ იდოს ესენიც...
ეს კაცი ყოველთვის მომწონდა: გიჟი გენიოსი ან გენიისგან გაგიჟებული ადამიანი... დალის (ბებიაჩემსაც დალი ჰქვია) უსულო საგნების გაცოცხლება შეეძლო, რაც მართლაც რჩეულთა ხვედრია! აი, თანად ჩვენი იმპოტენტი (ცვეტში არ უდგებოდა ) გენიაც...
P.S. კინაღამ დამავიწყდა: მისი შთაგონების წყარო, მუზა მისი ცოლი იყო...

Sunday, March 23, 2008

ჩემი ქალები

ე.ი. რაშია საქმე... გუშინ გავხსენი ”ქალი და მამაკაცში” თემა, რომ ბოლო დროს მეტალისტი ქალები მიზიდავენ... ხოდა, ავიდა 5 გვერდამდე და მერე პრანკსტერამ უმოწყალოდ დამიხურა
ხოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, აქ დამეწერა, რომ მაგრამ მევასებიან ეს ოხრები რა! ქალის მოუხეშო ხმა რომ მესმის, სასიამოვნოდ მაჟრიალებს ხოლმე თან თუ გარეგნულადაც არაუშავს, მაშინ საერთოდ ჩაყლაპავდა კაცი რა...
აი, შეხედეთ ამ დედაკაცს: არის წანწკლა?
ნახეთ რა ქალია, თითებს ჩაიკვნეტს კაცი... (ნუ, პრინციპში ქალიც) კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალად რომ დავბადებულიყავი, უეჭველი ლეზბიანკა ვიქნებოდა, აბა ბანჯგვლიან მუჟიკთან ჩემი მტერი მისულა
აი, კრისტინაც მოსულა. მართალია, იტალიელები ჭირივით მეზიზღება და მათდამი ენით აღუწერელი ანტიპათიით ვარ განწყობილი, მაგრამ რაც კარგია, კარგიაო... თან ეს ნახევრად გოთია მგონი და არც გოთები მიზიდავენ მაინც და მაინც... მოკლედ, კრისტინა სულ სხვაა...
და ახლა მოვრჩეთ კაცურ გოგოებზე საუბარს და გადავიდეთ მსახიობ მანდილьოსნებზე...
კაი გოგოა ჩვენი მენდი... უბრალო...
დაბოლოს, არიელი... ჯერ მარტო რა სახელია! არიელი! ეჰ...
დასკვნა: ჩემი ბედის დედა მოვტ*ან

Thursday, March 20, 2008

თითოეულ ჩვენგანში ინტელექტუალს სძინავს, მზეთუნახავისა არ იყოს...

ბოლო დროს ერთმა ზესაინტერესო საკითხვა შემაწუხა - (ვ)მამენტ, შემაწუხა ნაკლებად, უფრო მე ვაწუხებ ხოლმე (აბა, ჩემი შემწუხებელი კუკიაზე წევს ახლა!). აი, ვუზივარ დებილი(ვით) კომპიუტერს და ვათვალიერებ ამ დებილ(ურ) ფორუმს და ვოცნებობ ჩემთვის: მინდა, პიზდეცინტელექტუალური ფორუმელი ვიყო! მთელი სულით და გულით მინდა (მართალია, ტავტოლოგია გამომივიდა, მაგრამ ”მსურს” ცუდად მხვდება ყურში და ვაბშემც, ნა*უი სინონიმები )! ვკითხულობ ზოგის პოსტებს და ვხვდები, რომ მე არარაობა ვარ მათ წინაშე . წარმომიდგენია, რა მაგარია, როდესაც დაწერ რაღაცას და მაგის მნიშვნელობა მარტო შენ გესმის! ამ მომენტში შენ ტრაკშიპეროგარჭობილი (©) ფორუმელი ხდები, გამორჩეული ადამიანი, რომელიც მაღალ მატერიებზე ამ ცოდვილ მიწაზე ფიქრობს
მიყვარს, როდესაც ადამიანები ორაზროვნების ნიჭით არიან დაჯილდოვებული. მერე რა, თუ მათი ნაწერები სრული იდიოტიზმია (*ლეობას ხომ არ დავწერდი ახლა?! ეგ უპატივცემულობა იქნებოდა!), სამაგიეროდ, როგორც მიკროეკონომიკის ლექტორმა გვითხრა, საზოგადოებისგან გამორჩევის მომენტი მოქმედებსო... ვაღიარებ, იყო პერიოდი, როდესაც მეც მქონდა ეგ მომენტი, ვპიზდეცინტელექტუალობდი შეძლებისდაგვარად, მაგრამ ხომ გაგიგიათ გამოთქმა - სადაც არ გეტევა, არ შეყოო
ჰოოოოდა, კიდევ... ნესტანჩიკ, ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს და მარტო ერთ რჩევას მოგცემ: დაიკიდე ყველაფერი! როგორც გისწორდება, ისე ქენი! მთავარია, შენ გიხარია, მოგწონს, გსიამოვნებს... მოსახდენი მაინც მოხდება, გენაცვალე . დაბოლოს, თავს გაუფრთხილდი...

P.S. ამ პატარა ჭიქითა და სავსე გულით იმ კაცს გაუმარჯოს, გვერდზე რომ ჩაგვივლის და კარგი თვალით შემოგვხედავს, ეს რა ვაჟკაცი ბიჭები არიანო... და ვინც ჩვენ ცუდი თვალით გვიყურებს, იმის დედას შე(ვიუზრდელე) (შოთა ©)

Saturday, March 8, 2008

ჩემს თავს ვულოცავ 8 მარტს და როგორც ერთხელ ერთმა მეტად პატივცემულმა პიროვნებამ თქვა, Fuck Women (სხვათა შორის, თვითონაც მდედრობითი სქესისაა)

გადავედით საქმეზე... მშვენიერი დღე იყო, ბლია ბუდუ! ნებისმიერ გოგოს/ქალს შეშურდებოდა დღეს ჩემი, ასე კარგად დრო დიდი ხანია არ გამიტარებია. ქუჩაში მივდიოდი და ყველა იმ მდედრობითი სქესის წარმომადგენელზე ბედნიერი ვიყავი, ვინც ცალი იებით ხელში (უკეთეს შემთხვევაში, ცალი ვარდით) აქეთ-იქით გზააბნეული დადიოდა... ყველაზე მაგარი ისაა, რომ სანდრიკა გავიცანი, დაჟე ჩემს ხელში ეძინა ცოტა ხანი! ანას გაცნობას არ ველოდი, მაგრამ სუპერსასიამოვნო მოულოდნელობა იყო! ხო, გველებიც ვნახე

ესეც ჩემი უპიზდეცინტელექტუალურესი დღის ამსახველი ფოტო მასალა...