Thursday, January 31, 2008

ერთ დიდ მძღნერში ვარ რა
და ვერ ამოვდივარ
ვერც ჩავდივარ, რომ დავიხრჩო ბოლო-ბოლო
სიდამპლის სუნი ამდის და ვერც ვიშორებ, არც თავისით მშორდება
მგონი, არც მინდა, რომ ასე მოხდეს...
Am I the only one crushed by the weight of the world? საინტერესოა... მეორე ჩემნაირი თუ გამოჩნდება, ალბათ ერთმანეთს კარგად გავუგებთ...
ადრე ვიძახდი, რომ მთავარი მონდომებაა, ასეთი მონდომებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც არაფერი... empty words...
დიდი სიამოვნებით მოვკლავდი იმ მატლს, შიგნიდან რომ მღრღნის და მახსენებს, ჯერ ცოცხალი ხარ და გაწვალებო...
ცუდია, როდესაც გრძნობებით სავსე რჩები. ხანდახან ერთი მეორეში გადაიზრდება, აგრესიულს გხდის... იმას გაკეთებინებს, რაც ადრე აზრადაც არ მოგივიდოდა!
მინდა, დავწვე სადმე და ვარსკვლავებით გალამაზებულ ცას ვუყურო... წარმოვიდგინო ჩემი საკუთარი სამყარო, რომელშიც წესები არ იარსებებს, არც ტალახი იქნება და არც ჭუჭყი... წელიწადის 2/3-ში თბილი ამინდები იქნება, მერე აცივდება... ესეც აუცილებელია
ჩემი თუთიყუშიც თან მეყოლება. მართალია, ხანდახან მაბრაზებს ხოლმე, მაგრამ ძალიან მივეჩვიე უკვე. და ბებიაჩემის კატასაც წავიყვან, ტომასას. საწყალი, ცოცხალი აღარაა, თუმცა ჩემს სამყაროში გავაცოცხლებ... მართობდა ხოლმე ბავშვობაში...
ეჰ, ვატრაკებ და მიხარია რა...
გავაჯვი... Отбой!!!
ადრე გავიგე, რომ უგულოდ ადამიანი დაახლოებით 15 წუთი კიდევ ცოცხლობს...

მაშინ ერთი თხოვნა მაქვს - ამომაჭერით გული!

რატომ არ შეიძლება 10000000-ში ერთხელ მაინც ისე მოხდეს, როგორც მე მინდა? ბლიად რა! მაგარ სირულ მდგომარეობაში ვარ რა :( რამე უნდა მოხდეს!

Wednesday, January 30, 2008



აუ, შვილი მინდა
ძალიან, უზომოდ მინდა შვილი
პატარა გოგო მინდა
რომელიც ჩემი იქნება
ჩემი ნაწილი
ჩემთან
დიდი ხანია, ეს აზრი მაწუხებს, მაგრამ ხანდახან ძალიან ჩამავკებს ხოლმე კლანჭებს...
ბავშვი...
პატარა, თბილი, ლამაზი, საყვარელი, მხიარული, მოწყენილი, მომღიმარე, თვალცრემლიანი...
დიდი სიამოვნებით ავიყვანდი და გავზრდიდი, მაგრამ ჯერ ჩემი თავისთვის ვერ მომივლია ნორმალურად...
არადა, ძალიან მინდა
მინდა, გავანებივრო, გავასეირნო, ზღაპრები მოვუყვე, ვაჭამო, დავაძინო...
როდესაც იტირებს, მინდა, მე დავაწყნარო
როდესაც რამე მოუნდება, მინდა, სურვილი მე ავუსრულო
ნუთუ არ შეიძლება ახდეს ის, რაც ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა?
მართალია, ამბობენ, ყველაფერს თავისი დრო აქვსო... ხომ არ გადამესწრო დროისთვის? ნეტა შესაძლებელია?
სექტემბერში ვნახე ავტობუსში... მამა და გოგონა ისხდნენ, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ... ბავშვი 3-4 წლის იქნებოდა... ერთ მომენტში უცებ მობრუნდა მამისკენ და მაგრად ჩაეხუტა... არის ამქვეყნად რამე ამაზე თბილი და კეთილშობილი? რა ვიცი, არა მგონია...

ცოტა რომ წამოიზრდებოდა, ბაღში მივიყვანდი
თუ არ მოეწონებოდა, მაშინ თან წავიყვანდი ყველგან
მერე სკოლაში შევიყვანდი, 6 წლის რომ გახდებოდა
საშინაო დავალების გაკეთებაში დავეხმარებოდი
რვეულში სასაცილო ფიგურებს დავუხატავდი... რომ გადაშლიდა, გაეღიმებოდა...
შაბათ-კვირას გავასეირნებდი, სხვადასხვა ადგილებს დავათვალიერებინებდი...
უფრო რომ გაიზრდებოდა, დავისვამდი, სერიოზულ საკითხებზე დაველაპარაკებოდი... ვურჩევდი, რომ სწავლისთვის მიეხედა, რადგან ცოდნა ერთადერთი რამაა, რაც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებოდა...
თუ შევაბერდი, ალბათ, მომივლიდა კიდევაც... ან სახლიდან გამაგდება, ანაც მოხუცთა თავშესაფარში მიმიყვანდა... თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს?! მართალია, გული დამწყდებოდა, მაგრამ... ეს არ არის მთავარი...
ერთადერთი ადამიანი იქნება, ვინც თავს მარტოდ არ მაგრძნობინებდა...


ლოლ, არადა დღეს არ დამილევია საერთოდ :)
კარგი დრო ვატარე, ბევრი ვიცინე, ცოტა ვიკამათე კიდევაც და გახარებული ღამის პირველ საათზე დავბრუნდი სახლში... ბოლოს ბილიარდი როდის მქონდა ნათამაშები, აღარც მახსოვდა, მაგრამ ამათ კი ვუგებდი და... :))
თუმცა, არა, ვიტყუები... ყველა ხელი არ მომიგია :P რამდენჯერმე იმდენად მონდომებული ვიყავი, რომ ძალიან მაგრად გამომდიოდა დარტყმა და შავი ბურთულა მივარდებოდა. საკუთარ საქმეს თვითონვე ვიფუჭებდი...
ხო, საქართველოს ბანკის ტაქსითაც ვიმგზავრე. ძალიან მომეწონა :)) თან კარგი მძღოლი შეგვხვდა, თავის ლონდონურ ცხოვრებაზე მიყვებოდა და მერე ქვეყნის საბანკო-საფინანსო სტრუქტურაც განვიხილეთ... მოკლედ, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება :)

Tuesday, January 29, 2008

Hate me today.
Hate me tomorrow.
Hate me for all the things i didn't do for you.
Hate me in ways, yeah ways hard to swallow.
Hate me so you can finaly see what's good for you.


And with a sad heart I say bye to you and wave
Kicking shadows on the street for every mistake that I have made
And like a baby boy I never was a man
Until I saw your blue eyes cry and I held your face in my hand
And then I fell down yelling "Make it go away!"
Just make her smile come back and shine just like it used to be
And then she whispered "How can you do this to me?"



დღეს მარშუტკაში რო ვიჯექი, ვფიქრობდი, სახლში მივალ და რაღაცას დავწერ-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე... არადა, ბევრი რამე მქონდა დასაწერი... ძირითადად კარგი მოგონებები, რომლებმაც მაშინ კი დამაწყვიტეს ნერვები, მაგრამ ახლა ღიმილით ვიხსენებ :)
გაზის მილზე ძრომიალი, 160-ე სკოლასთან ”ბირჟაობა”, გაკვეთილების გაცდენა და სრულიად უცხო უბანში ძმაკაცების გაჩენა... :)) მერე მაღლივთან დგომა, ლექციებზე არშესვლა და ლოდინი... რაც კარგია, კარგია.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც კაი ხანია მაწუხებს:
ეწყინება ნეტა ვინმეს ჩემი სიკვდილი?
რა რეაქცია ექნებათ ჩემს ”ახლობლებს”?
რა ფიქრები გაუელვებთ თავში?
როგორ მინდა, მოვკვდე და მერე ჩემი სული დედამიწაზე დაბრუნდეს და ადამიანებს უთვალთვალოს...
ვის დასწყდება გული, ვინ შემაგინებს, ვინ იტყვის კარგს ან ცუდს...
საინტერესოა, მაგრამ აქამდე რამდენსაც ვკითხე, პასუხი არცერთისგან არ მიმიღია :))
ბოლო დროს რაღაც უცნაური კითხვები მებადება ხოლმე. დავდივარ და ვფიქრობ, რა იქნება, რომ ასე იყოს?.. ან რატომ არის ეს ასე? ერთ-ერთი ასეთი ”კითხვა” გუშინ ნესტანს გავუმხილე და დიდხანს გულიანად იცინა. მართლა სასაცილო იყო, მაგრამ მე სერიოზულად მაინტერესებდა.
გუშინ ვიჯექი, სიმღერას ვუსმენდი და უცებ, მორიგმა საკითხვა დამაინტერესა. უფრო სწორედ, კიდევ ერთმა კითხვამ შემაწუხა: უნახავს ვინმეს მხიარული პიერო? გუგლში სპეციალურად დავძებნე სურათები, მაგრამ მისი მომღიმარე სახე ვერსად ვნახე. შავ-თეთრი ბიჭი... ამ პერსონაჟმა გამიტაცა ძალიან. ადრე კუდამ მითხრა, შავ-თეთრ სურათებზე პიეროს გავხარო, ახლა კი ვგრძნობ, რომ მართლა ვგავარ და არა მარტო სურათებზე...
ნეტა როგორი იქნება მომღიმარი პიერო? უხდება ღიმილი? თუ ის მაგისთვის არ არის შექმნილი? მწერლები და სცენარისტები ხომ თავიანთ გმირებს რაღაც მიზეზისთვის იგონებენ... რა ვიცი, რა ვიცი, უბრალოდ, ძალიან დამაინტერესა...

ხო, კიდევ ერთი დეტალი... წერა მინდა. ამ ბოლო დროს დიდი მოთხრობის დაწერა მინდება ხოლმე, ან დაწყებულის დამთავრება. ორი წელია, ამ საქმისთვის ხელი არ მომიკიდია და ჩემს ”იღბლიანებსაც” მტვერი დაედო უკვე. არადა, მახსოვს როგორ დავდიოდი ბლოკნოტით ხელში და ყველაფერს ვიწერდი. თან ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გმირები რეალური ცხოვრებიდან მყავდა. მათი გარეგნობა, ხასიათი, ჩაცმულობის სტილი... ყველაფერი დავაკოპირე, ცოტა თვითონ დავუმატე და ახლა ვხვდები, რომ რაღაც
-რაღაცები ვიწინასწარმეტყველე კიდევაც. ნამდვილი ვანგა ვარ! მაშინ უბრალოდ ვწერდი, მაგრამ ახლა ეს უკვე წარსულში მომხდარი ფაქტებია. მინდა წერა, მაგრამ ამავე დროს საშინლად მეზარება. ერთი ძმაკაცი სულ იმას მიმეორებს, დაწერე და წიგნად დაბეჭდეო, მაგისთვის ვეჩხუბე კიდევაც. ჩემს ნაწერებს ჩემთვის ვინახავ ხოლმე, როგორც წესი...

ხო, კინაღამ დამავიწყდა. მგონი, პლასებო შემიყვარდა. არადა, ადრე ორგანულად ვერ ვიტანდი მაგ ჯგუფს და კერძოდ, მოლკოს. მაგრამ ბოლო დროს ძალიან დიდხანს ვუსმენ ხოლმე. ორი დღეა, ერთ სიმღერაზე გავჭედე და მგონი, კიდევ კაი ხანი მარტო ეგ დატრიალდება ჩემს ფლეი-ლისტში... ვნახოთ, ვნახოთ...
Image Hosted by ImageShack.us
Image Hosted by ImageShack.us


ესეც საჩუქრად ხსენებული სიმღერა...
http://www.link.ge/file/221372/Placebo---Pierrot-The-Clown.mp3.html

Sunday, January 27, 2008

Saturday, January 26, 2008

`ასეთია ალბათ ბედი, ბედი თეთრი ფერის. სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის.~
გალაკტიონი
"Кто любил, тот любить не сможет. Кто не любил, тот прогорел"
Есенин


Travis

In my perfect heaven space there's a picture of you.
To think of all the time I’ve wasted not looking at you.
Answering the questions before it's been asked.
The answers is in the question I hope you don't ask.
***
And when I see you then I know it will be next to me
And when I need you then I know you will be there with me
I'll never leave you...

Just need to get closer, closer,
Lean on me now,
Lean on me now...
***
It starts in the morning
When youre lying next to me
Im rolling Im rolling
Im rolling so quickly
Now Im not a doctor
And Im not a lawyer
I get a prescription and set it on fire
Blow me a kiss
Ill be happy the rest of my life
And Im so happy cause youre so happy
Im so happy cause youre so happy
Im so happy ause youre so happy
And Im so happy cause youre so happy
***
Everybody thinks you're well
Everybody thinks I'm ill
Watching me fall apart
Falling under your spell

But you're fooling yourself
You're fooling yourself
Cause you say you love me
And then you do it again, you do it again
You say you're sorry
And then you do it again, you do it again
And again and again and again and again
***

Take all the goods from all the bads
And tell the people that youve gone away
Now lift your head up to the sky
Now you can tell apart the black from the white
We waste the time they treasure dear
My only thought is that they could be right
Oh look there goes another year
About as distant as a satellite
And I feel safe, so safe
And I feel safe, so safe
***
She's so strange
And she wore a black moustache
And pilfered all the petty cash
She went to Birmingham
She'll soon be in the can
***
Oh you broke my soul
Dear you stole the plot
You left an empty shot
Theres nothing left here cos you took the lot
An empty cage is all Ive got
cos when your bird has flown away
She was never meant to stay
***
It's the last laugh of the laughter
Sur la dernier page du chapitre
On the last day of the year
Ma vie
Tout ma vie


Friday, January 25, 2008

დღეს განსაკუთრებული დღეა!

არის დღეები, რომელთა დავიწყება ძალიან ძნელია. ალბათ, დღევანდელი დღე სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება. თან ყველაზე კარგი ისაა, რომ ყველაფერი სპონტანურად ხდება. დილით მიკროეკონომიკაში გამოცდა მქონდა, რომელსაც ორი ლექტორი ესწრებოდა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მაინც გადავწერე ოთხივე საკითხი, თან ისე, რომ წერას ზუსტად 45 წუთში მოვრჩი და მერე ნახევარი საათი მპ3-ში ოზი ოსბორნს იმხელა ხმაზე ვუსმენდი, რომ ლექტორმა 100-კაციან აუდიტორიაში გაიგო და გამაგდო... კიდევ კარგი, დაწერილი მქონდა ყველაფერი...
მერე სახლში მოვედი, ცოტა ხანი დავისვენე და სამსახურში წავედი. როგორც აღმოჩნდა, ზუსტად მივედი და ჩემს საყვარელ კომპთანაც მოვკალათდი. მერე გავიგე, პრემიერლიგა არ მქონია საწერი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწის ზურგზე მეორე არ დადიოდა. საოცარია, მაგრამ დღეს ყველაზე ადრე სამსახურს მე მოვრჩი და ვაჟამაც პირველს მე მომცა ხელფასი (სამი წლის განმავლობაში ასეთი რაღაც არ მომხდარა)...
ფული ავიღე თუ არა, სამსახურიდან გამოვედი. გამოფენასთან გაჩერებაზე დგომა აზრადაც არ მქონია და ფეხით დინამოსკენ წავედი. გზაში ბევრმა მარშუტკამ ჩამიარა, მაგრამ არცერთი არ გამიჩერებია. მერე აღმაშენებელზე ჩავედი, რესპუბლიკის მოედანი, კოსტავა, რუსთაველი, თავისუფლება, ლესელიძე, მეტეხის ხიდი... ორ საათში ნახევარი თბილისი ფეხით მოვიარე და ბედნიერი ვარ. გვიანი რომ არ ყოფილიყო, უფრო მეტსაც ვივლიდი...
რაც მთავარია, ჩემი მპ3 სულ თან მქონდა. ყურებში გარჭობილი ”ნაუშნიკები” და Travis... დღესღა მივხვდი, ამდენი ხნის განმავლობაში ასე ძლიერ რა მაკლდა. თურმე ეს ჯგუფი ყოფილა, რომელმაც ძალიან კარგ, მსუბუქ და კეთილ ხასიათზე დამაყენა. მათი მხიარული და ამავე დროს სევდიანი სიმღერები თითქოს გულში ჩამესმოდა და სწორედ ეს გამიხარდა.

მოკლედ, ძალიან კარგი იყო... პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩემს მინი-მოგზაურობას აუცილებლად გავიმეორებ...

Wednesday, January 23, 2008



ბლოგი და ბოტანიკური...
ორი ადგილი, სადაც თავს კარგად ვგრძნობ
ცუდია, რომ მათი შეერთება არ შეიძლება
ალბათ, სამოთხეში ვიქნებოდი


Tuesday, January 22, 2008

საოცარ სიცარიელეს ვგრძნობ
ბევრი რამე მაკლია, ძალიან ბევრი...

არ მინდა, ვინმეს ცუდად ყოფნის მიზეზი ვიყო
მირჩევნია, მარტო ვიჯდე და ღამე ცას ვუყურო
ჩემი მესაიდუმლე ხომ ყოველთვის ჩემთან იქნება
როცა რამე სისულელეს ვიტყვი, გამიღიმებს და მეც გამეღიმება...
ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს
ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის
მე კი მუშაობა და სწავლა გამომდის...
სხვა დანარჩენი, როგორც ჩანს, საჩემოა არაა და სხვისთვის დამითმია...
ცხოვრებაში აღარ შევყოფ ცხვირს იქ, სადაც არ მელოდებიან და საიდანაც გამომაგდებენ...

ის მაინც ჩემთანაა...


გუშინ გოგლიკა ჩამოვიდა
გამოცდის მერე დამირეკა და საღამოს შევხვდით
თავიდან ქალაქში ვიბოდიალეთ, თბილისი მონატრებია ძალიან, მერე კი სახინკლეში შევედით
საჭმლის გარდა, არაყიც შევუკვეთეთ
საოცრად მომინდა დალევა, გონების დაკარგვამდე ჩათრობა, რეალობის შეგრძნების სრულად დაკარგვა... ჭიქა ავიღე კიდევაც, მივიყუდე, მაგრამ... ისევ ვერ დავლიე. კიდევ უფრო მაგრად შემზიზღდა ჩემი თავი! არადა რა იმედი მქონდა, რომ ყველაფერი (ცუდი) დამავიწყდებოდა, რამდენიმე საათით მაინც, მერე სახლში მოვიდოდი, დავხუჭავდი თვალებს და ტკბილად ჩამეძინებოდა...
თავიდან ბიჭებსაც გაუკვიდათ, დალევა რომ დავაპირე, მაგრამ არაფერი დაუძალებიათ. პირიქით, მგონი, პირველად მითხრეს, რომ არ ღირსო.
აქამდე არაერთხელ ვთქვი, ჩემს ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული უნდა, რომ დავლიო და უფრო მეტიც, დავთვრე. მაგრამ მინდა ეს ”განსაკუთრებული” კარგი იყოს, მინდა თითოეული წვეთისგან სიამოვნება მივიღო... ამიტომაც გადავიფიქრე. არ მინდა ჩათრობა იმისთვის, რომ გონება დავკარგო

***
მერე 145 ”მარშუტკაში” ჩავჯექით და სახლისკენ წამოვედით. გზად ბევრი ადგილი გამოვიარეთ, ბევრი...
ბოლოს, როგორც იქნა, მოვედი. მძინარე დედაჩემს შუბლზე ვაკოცე და ღამის 3 საათამდე კომპიუტერს მივუჯექი. ადრე ერთი მიზეზის გამო არ ვიძინებდი გვიანობამდე, ახლა კი ძილი არ მინდოდა...

ვგრძნობ, ყველაფერი მტკივა
ძვლები, თავი, კისერი...
სულიც მტკივა, თუ მაქვს...
გული...
მგონი, ცალი ფილტვი აღარ მიმუშავებს, ხანდახან სუნთქვა მიჭირს
გულიც მიტრაკებს დიდი ხანია
ტვინის ერთი ნახევარსფეროც გაითიშა. ის, რომელიც ჩემში სასიამოვნო შეგრძნებების იმიტაციას ახდენდა...
ახლა კი წავედი სამსახურში. დღეს მორიგე ვარ, ბოლოს როდის დავრჩი გვიანობამდე, აღარ მახსოვს, მაგრამ ახლა მომიწევს.

Monday, January 21, 2008

ჩემი შეხედულებები ყველამ იცის, ბევრი რამის არ მჯერა, ბევრსაც ზედმეტ ყურადღებას ვუთმობ. განსაკუთრებით, სიმბოლოებზე დაკვირვება მიყვარს. ამქვეყნად ბევრი დაუწერელი კანონი არსებობს. მათი ახსნა არც ფიზიკას შეუძლია, არც ქიმიას, არც ფილოსოფიას, არც რელიგიას, არაფერს... უბრალოდ, არის და ასე უნდა იყოს! სიმბოლოები ერთ-ერთი მაგალითია. შეიძლება, ეს ყველაფერი დამთხვევაა, მაგრამ ცხოვრებაში ამდენი დამთხვევა, ჩემი აზრით გამორიცხულია.
დღესაც დაახლოებით მასეთი რაღაც შემემთხვა. დილით გამოცდაზე წავედი. მართალია, არაფერი ვიცოდი და მხოლოდ ე.წ. ”შპარგალკების” იმედზე ვიყავი, მაგრამ ოთხიდან სამ-ნახევარი საკითხი მაინც დავწერე. ლექტორმა ბევრი მიტრიალა, თუმცა საიდან ვიწერდი მაინც ვერ ნახა. ბოლოს, როცა ვეღარ მოითმინდა, თვითონ მკითხა, საიდან იწერო, მაგრამ ამ დროს სერიოზული სახე მივიღე და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა ვუპასუხე, რომ ნასწავლი მქონდა და ჩემით ვწერდი.
გამოცდიდან გახარებული გამოვედი, ჯგუფელებთან ერთად მიკროეკონომიკის კონსპექტების გადასაღებად წავედი. რიგში დაახლოებით ერთი საათი ვიდექი და ბოლოს ჩემი ჯერიც მოვიდა. ეს საქმეც გავაკეთე და მარშუტკას დაველოდე, ჩავჯექი... ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ დროის განმავლობაში გამოცდების გარდა არაფერზე მიფიქრია. ალბათ, კარგია, რომ სწორედ ახლა დაემთხვა, რადგან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ჰაერივით მჭირდება. თუმცა, მგზავრობის დროს ფიქრმა გამიტაცა... ბოლო თვეების განმავლობაში კი ჩემს ფიქრები ერთი მიმართულებით მიდიან. ამასობაში, მძღოლმა რადიო ჩართო და სიმღერის ხმა შემომესმა: Britney Spears - Born to Make You Happy. მუსიკას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, ის მეხმარება სირთულეების დაძლევაში, მაძლევს საუკეთესო რჩევებს და ერთი სიტყვით, ყოველთვის ჩემს გვერდზეა. ასე რომ, ამ მოულოდნელობამ ძალიან გამაკვირვა.
ამ სიმღერის მნიშვნელობაზე წერა არ მინდა...

Sunday, January 20, 2008

მეტირება საშინლად, მაგრამ ვერ ვტირი...
თავის მოკვლა მინდა, მაგრამ არც ეგ გამომდის...
სიყვარული მინდა, მაგრამ...

და აზრი? :)

Saturday, January 19, 2008



ქვეყნად თურმე ხდებოდა
ნატვრის ხეც კი ხმებოდა,
ნატვრის ხე...


როდესმე გდომებიათ წარსულში დაბრუნება? არა რამის შესაცვლელად, არამედ, უბრალოდ, სასიამოვნო შეგრძნებების დასაბრუნებლად. ალბათ, კი. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონოდა ეს მომენტი. ჰოდა, დღეს მე წარსულში ვიმოგზაურე.
დილით სახლიდან გასვლა აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ ჯგუფელმა დამიმესიჯა და მითხრა, შენი წიგნის დაბრუნება თუ გინდა, შემხვდიო... მეც სხვა რა გზა მქონდა? ორ დღეში გამოცდაა და უწიგნოდ ნამდვილად ვერ მოვემზადებოდი. ჩავიცვი ტანსაცმელი და გავედი სახლიდან. რუსთაველზე მეტროთი მივედი და მაშინ დაიწყო ყველაფერი. წიგნის აღების შემდეგ ცოტა გასეირნება გადავწყვიტე და ჩემდა უნებურად, ის ადგილები მოვიარე, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ჩემში მხოლოდ და მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევდნენ. ასე მივსეირნებდი, ვჩერდებოდი, ვათვალიერებდი. ხალხი გაკვირვებული მიყურებდა, მაგრამ იმ მომენტებში ეს მეორეხარისხოვანი იყო. მხოლოდ მაშინ დავაკვირდი, რომ დილით ის ტანსაცმელი ჩამიცვია, რომელიც მაშინ მეცვა... არადა, არც ვაპირებდი, უბრალოდ, შემთხვევით გამოვიდა ასე. დავდიოდი, დავდიოდი და დაღლას სულ ვერ ვგრძნობდი, გონებაში თითოეული წუთი აღვიდგინე, ყველაფერი გავიხსენე, მეღიმებოდა.
ბოლოსღა დავფიქრდი, რომ საკმაოდ დიდი გზა გამივლია. მიუხედავად ამისა, არ შევჩერებულვარ. თავისუფლებაზე ნაცნობი შემხვდა, ცოტა ხანი გამოველაპარაკე, მერე ლესელიძისკენ ავიღე გეზი, სადაც, მოულოდნელად, კინაღამ რომა რცხილაძეს შევეჯახე. კიდევ კარგი, გავჩერდი, თორემ იმხელა იყო, ნამდვილად გამიტანდა. ორი ნაბიჯი გადავდგი და ვიღაც ბიჭებმა მისი სიმღერა წაიღიღინეს, ”ნატვრის ხეო”... ბოლოს ”იქაც” ავედი და ცოტა ხანი ჩამოვჯექი, თან ვისვენებდი და თან ვიხსენებდი, არც მციოდა.
იქიდან ისევ რუსთაველზე მომინდა ჩამოსვლა და ასეც მოვიქეცი. მივედი რუსთაველის თეატრის შესასვლელთან და პირდაპირ კარის გვერდზე პლაკატი ვნახე, რომელზეც ვისოცკი ეხატა და მისი სიტყვები ეწერა: ”Я люблю, а это значит - я живу!..” შევედი, სპექტაკლების აფიშა გადავიკითხე და ერთი ბილეთი ვიყიდე კიდევაც. დიდი ხანია, რომელიმე წარმოდგენაზე მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი ამას თავი, თუმცა დღეს მაინც ვიყიდე ბილეთი.
ხოდა, ასე, რამდენიმე საათში რამდენიმე დღე ჩავტიე. გავიღიმე, ბავშვებიც მიღიმოდნენ, უფროსებს კი არ ესმოდათ ჩემი სიხარულის მიზეზი... არადა, სიამოვნებით გული მევსებოდა. ხანდახან წარსულში გახედვაც კარგი ყოფილა. რაც მთავარია, მთელი გზის განმავლობაში ერთ-ერთი სიმღერის ერთსა და იმავე მონაკვეთს ვიმეორებდი:
"I'm alive and I am true to my heart now - I am I,
but why must truth always make me die?"
ალბათ იმიტომ, რომ სახლში ბოლოს ამას მოვუსმინე. ავლაბარში კი ამის გამო ერთმა ბიჭმა ისე შემომხედა, გიჟი ვეგონე სავარაუდოდ... ყველაზე კარგი კი ისაა, რომ გამოცდა სულ არ გამხსენებია : )))

Friday, January 18, 2008

მეორედ დაბადება

ბლოგის გახსნა გადავწყვიტე...
ამის გარეშე თავს ორმაგად ცუდად ვგრძნობ ხოლმე...
მაგრამ გუშინ ჩემი ცუდად ყოფნის პიკი იყო. თავი უცებ გაუპატიურებულ და დაყაჩაღებულ ადამიანად ვიგრძენი, რომელსაც ყველაფერი წაართვეს, ცხოვრების აზრი არ დაუტოვეს. ვიჯექი ასე კომპიუტერთან და მძარცვავდნენ: ნელ-ნელა, აუღელვებლად, ზედმეტი ემოციის გარეშე, ეტაპობრივად. შედეგად, თავის მოკვლა გადავწყვიტე. ვიცი, ცხოვრებაში ამის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ მექნება და დროც სწორად უნდა შევარჩიო, ამიტომაც გუშინ მეგონა, რომ გადამწყვეტი მომენტიც დადგა. მარტო ვიყავი, ყველამ ზურგი მაქცია, ვეღარ მიმიღეს ასეთი...
მარტო ერთ ადამიანს დავემშვიდობე. ალბათ, ისიც ვერ მიხვდა რაშია საქმე, მაგრამ, მგონი, ყველაზე პირველი მაინც ის გაიგებდა ყველაფერს, იმიტომ, რომ ადრე მითქვამს რაღაც-რაღაცები :)
ხოდა, გათენდა დღევანდელი დილაც. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაფერი განსაკუთრებული იყო. მაღვიძარა ისე გამომირთავს, რომ ვერც გამიგია. მერე მამაჩემმა მითხრა, რომ მე გამოვრთე. კიდევ კარგი, ხმაზე მაგან მაინც გაიღვიძა და მერე მეც გამაღვიძა. მერე ყველაფერი ჩვეულებრივ იყო: დავიბანე, ვჭამე, დავიბანე და გამოვედი გარეთ. გაჩერებაზე მეზობელი შემხვდა, ერთად ვიმგზავრეთ მარშუტკით. როგორც ყოველთვის, ფული მე გადავუხადე, მადლობა მითხრა და ჩავედი. მეორე მარშუტკაში ასვლამდე ძმაკაცი შემხვა, რომელიც ასევე მაღლივში მოდიოდა. ამ ადამიანთან ლაპარაკი ძალიან მიყვარს. ხშირად ძალიან განსხვავებულ თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ისეთებზე, რომლებზეც სხვებს ვერ ან არ ველაპარაკები. მაღლივამდე გზა ისე სწრაფად გავიარეთ, რომ ვერცერთმა ვერ შევამჩნიეთ. შემდეგ აუდიტორიაში შესვლა, შეცვლილი ჯგუფელები, ყველა რაღაც კეთილი მეჩვენებოდა. ყველა რაღაცნაირად მიყურებდა, მიკროეკონომიკის სემინარიც კი გადამაწერინეს (რაც არ უნდა გასაოცარი იყოს).
ლექციების მერე კონსპექტების ორსაათიანი დაქსეროქსება. გასაკვირია, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ძალიან გავერთე. იქიდან გამოსული კი ავტობუსს დაველოდე და ბოტანიკურისკენ გავეშურე. ჩემთვის სულ ბოლოში წყნარად ვიჯექი და არავინ მაწუხებდა... უბრალოდ, ფანჯრიდან ვუყურებდი და ხალხს ვაკვირდებოდი. ფილარმონიამდე რომ მივედით, გზა გადაკეტილი დაგვხვდა სანაპიროთი მომიხდა მგზავრობა. ავად თუ კარგად, ბოტანიკურის ასასვლელამდე მივედი, ავტობუსიდან ჩამოვედი და აღმართს დავადექი... სალაროსთან მიახლოების შემდეგ შიგნით შევიხედე, თუმცა ვერავინ ვნახე. მერე ეგრევე შესვლა გადავწყვიტე და მაგ დროს გამოჩნდა დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მკითხვა, თუ რა მინდოდა ბაღში. ავუხსენი, რომ უბრალოს სასეირნოდ ვიყავი მისული და უპრობლემოდ შემიშვა.
ეს დღე ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება! იქაურობა სულ სხვანაირი იყო! ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ, მილიონჯერ უფრო ლამაზი. საოცარია, მაგრამ თოვლი ჯერ კიდევ იდო და გადნობას არც აპირებდა. ამასთანავე, საკმაოდ თბილოდა და ცოტა სიარულის შემდეგ დამცხა კიდევაც.
ავდიოდი და პირველი, რამაც ჩემი მზერა მიიპყრო, გაყინული ჩანჩქერი იყო. ყინულის კლდე! ულამაზესი სანახავია! მანამდე მასეთი რაღაც ნანახი არ მქონია. უფრო ზევით კი ხიდი იყო... თავიდანვე სწორედ ამ ხიდისკენ მივდიოდი და იმიტომ არ გავჩერდი ჩანჩქერთან. იქ ნანახმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! მართალია, ბოტანიკური ბაღი თბილისში ჩემი უსაყვარლესი ადგილია, მაგრამ დღეს ის გამორჩეული გახლდათ. ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი ნაწილი იყო. თეთრი ქათქათა თოვლით დაფარული, რომელზე სიარულის დროსაც ნაბიჯების ხმა სასიამოვნოდ ჩამესმოდა ყურში. ვუსმენდი ნიავსაც, რომელიც ხეებსაც დინჯად აქანავებდა აქეთ-იქით... მაგრამ მთელი ამ დროის მანძილზე ჩემი მიზანი არ დამვიწყებია. შევდექი ხიდზე, ნახევრად გადავძვერი კიდევაც, მაგრამ უცებ შევჩერდი :( ალბათ, შემეშინდა, მაგრამ იმ მომენტში შიშს ვერ ვგრძნობდი, უფრო სიბრალული იყო. საკუთარი თავი შემეცოდა, შემეცოდა იქაურობა. ძალიან მეწყინებოდა, წმინდა ადგილი ჩემი ბინძური სისხლით თუ დაისვრებოდა. ასე ვიდექი დაახლოებით 15 წუთი. მერე კიდევ ერთ მეგობარს დავუმესიჯე, მიპასუხა, ისევ მივწერე... და ჩამოვედი... ყველაფერი ის, რაც თავის მოკვლას მაიძულებდა, ჩემში აღარ იყო.
წავედი მინდვრისკენ და ხის ქვეშ სკამი ვნახე. საოცარია, გარშემო ყველაფერი თოვლით იყო დაფარული, მაგრამ სკამი არც კი დასველებულა. მწვანე ფერის იყო, სითეთრეში იდგა... მივედი, წამოვწექი და ცას ვუყურებდი. თავში უამრავმა აზრმა გამიარა, ცუდი ფიქრების ნაცვლად გონება დადებითი ენერგიით ივსებოდა. კატა მომიახლოვდა, მიყურა, მიყურა, მაგრამ რომ არ გავინძერი (ალბათ, მკვდარი ვეგონე უკვე), ადგა და წავიდა. არადა, ლამაზი იყო, ნარინჯისფერი :) ასე გავიდა დაახლოებით საათი და სამსახურში წასვლა გადავწყვიტე... გზად "road to nowhere" გავიარო, საოცრად ჩემი იყო, თავი საკუთარ ოჯახში მეგონა: ყველას ესმის ჩემი და მე მესმის ყველასი! სრული იდილია! ჩემი ნება რომ ყოფილიყო, იქიდან არასდროს წამოვიდოდი, შევიდოდი სათბობში და ვიცხოვრებდი ჩემთვის მშვიდად და აუღელვებლად იმათ გარემოცვაში, ვისაც ჩემი ნახვა გაუხარდებოდა და ჩემს დასხმულ წყალს დალევდა... მაგრამ წამოსვლა მომიხდა.
სამსახურშიც მივედი, უფროსი რატომღაც (არ ვიცი რატომ) კარგ ხასიათზე იყო, სასმელი ჩამოიტანა და ბიჭებთან ერთად დალია (ასეთუ რამ დღესასწაულებზეც არ მომხდარა). ერთი სადღეგრძელო ვთქვი (რა თქმა უნდა, ისევ არ დამილევია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მთხოვეს და დამაძალეს კიდევაც), მერე თანამშრომლის ძმაკაცმა მანქანით გამომიყვანა სახლში...
ახლა ვზივარ და ამას ვწერ. გასაკვირია, მაგრამ სხვანაირი ვარ, უფრო მსუბუქი... მთელი ის ცუდი და ბინძური, რაც ჩემში იყო, იქ დარჩა, იმათ წაიღეს, ვინც ყველაზე ახლობელია... თავს კარგად ვგრძნობ, წელს ასე კარგად სულ ორჯერ ვიყავი და იმედია, კიდევ 347 დღე ასე ვიქნები...