Tuesday, April 15, 2008

აჰამ...


მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოცნებებში მცირედით ჩამეჯვა, მაინც საოცრად კარგ ხასიათზე ვარ :)) ნუ, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ისევ გავცივდი და თვალები მეწვის, პრინციპში ცხვირიც და მგონი სიცხე მაქვს... თან ხვალ კოლოკვიუმია მენეჯმენტში, მე კიდე ბოლომდე არ წამიკითხავს, დამეზარა...

ამის დაწერაც მინდოდა. უმაგრესი სიმღერაა და ამის ”ბრალია” ასეთ ხასიათზე რომ ვარ...
Save some face, you know you've only got one
Change your ways while you're young
Boy, one day you'll be a man
Oh girl, he'll help you understand
Smile like you mean it
Smile like you mean it

Looking back at sunsets on the Eastside
We lost track of the time
Dreams aren't what they used to be
Some things sat by so carelessly

Smile like you mean it
Smile like you mean it

And someone is calling my name
From the back of the restaurant
And someone is playing a game
In the house that I grew up in
And someone will drive her around
Down the same streets that I did
On the same streets that I did

Smile like you mean it
Smile like you mean it
Smile like you mean it
Smile like you mean it

Oh no, oh no no no
Oh no, oh no no no




P.S. დღეს ვუყურე ამ ფილმს და მაგრად მომეწონა. მართალია, ბევრს ბაზრობენ, უფრო სწორედ, სულ ბაზრობენ და ტვინს ღერძავენ, მაგრამ მაინც მაგარი. ცვეტში ასეთი დიალოგები მიდის ხოლმე სინამდვილეშიც...

Monday, April 14, 2008

კარგი დღე იყო, დღესაც, ხვალ კიდე უკეთესი იქნება (იმედია), იობანავროტ

ეს ბოლო სიტყვა არ შეიმჩნიოთ, ბოლო ორი კვირაა, ავიჩემე რატომღაც... ჯგუფში თითქმის ყველას მასე მივმართავ (ვსარგებლობ იმით, რომ რუსული თითქმის არ იციან).
ხოდა, გუშინ, ანუ კვირას, კიდევ ერთი ტურნირი ჩატარდა და იასნია ”ბრაზილიელებმა” მოვიგეთ. ამჯერად მარტო ერთი გოლი გავიტანე, მაგრამ ვაღიარებ, იმაზე უკეთესად ვითამაშე, ვიდრე წინა კვირას. დაცვაში ვიდექი და ბურთების შეგდება არც მევალებოდა, თუმცა გულმა გამიწია ერთხელ და...
შეფასებები:
pink_floyd666: დადებითად შევაფასებდი ამის თამაშსაც...კარგი იყო წინად და უკანაც...ბევრს დარბის...და რაც მთავარია უაზროდ არა biggrin.gif
gaucho: დეკა შენ ძმაუ წინანდელთან შედარებით ცოტა კი გაიტანე მაგრამ ნაკლები სარგებელი გუნდისთვის არ მოგიტანია... რაც მთავარია შენც ჟილკით თამაშობდა და აი ვგრძნობდი რო საჭირო რო გამხდარიყო თავსაც შეაკლავდი მოწინააღმდეგეს... ასეთი გუნდელის ყოლა სტადიონზე კიდე უკვე დიდი საქმეა... მაგრამ მომენტებში გონებაგაფანტულობას ისევ გაბრალებ.. 2kiss.gif

დღეს კიდე მაღლივის წინ ხიდზე ვიდექით ჯიგრები და სხვადასხვა *ლეობაზე ვლაპარაკობდით, სახალისო იყო...
ხვალ საპასუხისმგებლო დღეა... პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. წინასწარ ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ იმედია, იქ ყველაფერს დავიკიდებ (როგორც მჩვევია ხოლმე მაგ დროს). მოკლედ, ვნახოთ რა მოხდება... ვისაც გინდათ, წარმატებები მისურვეთ, ვისაც არ გინდათ და... :)))

Monday, April 7, 2008

მთლად გადასაგდებიც არ ვყოფილვარ!

გუშინ ფორუმის სპორტის ბრიგადაში ტურნირი ჩატარდა მინი-ფეხბურთში... ერთმანეთს ინგლისის, გერმანიის, იტალიისა და ბრაზილიის ფანები ეთამაშებოდნენ! მოულოდნელად, ბრაზილიას *ლე ვერავინ გადაუღუნა და ჩემპიონატის დამსახურებული გამარჯვებულები გავხდით!
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ჩვენი (ბრაზილიელი, სელესაოელი, პენტაკამპეონი) ნიკუშა გახდა
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი (7 გოლი) ”ინგლისელი” Bobby Defect იგივე თაზო გახდა
ბრაზილიის შემადგენლობაში საუკეთესო ბომბარდირი მე გავხდი (4 გოლი)

აქაც ჩემს მცირე სტატისტიკას დავდებ
ბრაზილია - იტალია 5:3 (ორი გავიტანე)
ბრაზილია - ინგლისი 2:2 (ერთი გავიტანე)
ბრაზილია - გერმანია 2:0 (ერთი გავიტანე)

ფინალი: ბრაზილია - ინგლისი 1:1 პენ. 4:2 (ბოლო გადამწყვეტი პენალტი შევაგდე bis.gif)

თამაშის მეორე დღეს ჩემმა თანაგუნდელებმა შეფასებები დაწერეს და მერე მხოლოდ ჩემს შეფასებებს (ჩემი ბლოგია, პო ხუი სხვები) დავაკოპირებ (თქვენის ნებართვით)...
gaucho: დეკას რაც შეეხება... შეიძლება ვაზვიადებ მაგრამ ხანდახან თითქოს სადღაც გაფრინდებოდი ხოლმე რა... ისე ჩანდა, რომ კონცენტრაციას კარგავდი და ა.შ... ნუ ეგეც გვესმის ეხლა 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი ხარ და მუღამი დაკარგული გაქვს მაგრამ მაინც ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და გამოვასწოროთ... მეტი რა უნდა გითხრა ბოლო-ბოლო გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ხარ 2kiss.gif


pink_floyd666:დეკა გუნდის ბოპმბარდირი გახდა ! თამაშის წინ დაწერა ბარახა ვარო ! ჩემი აზრი სხვანაირია smile.gif არანაირი ბარახა ! მე ხოაკინს უფრო გამსგავსებ

acdachi: დეკა...მარჯვენა ფლანგს სახეს ახევდა...დარწმუნებული ვარ მეტი შეუძლია...



აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, თესლი ვარ იობანავროტ bis.gif

იმედია, სურათებსაც მალე ატვირთავენ და განახებთ რა კაცი ვარ ბრაზილიის დროშით!
ის სურათებიცაა, ბოლო პენალტის მერე ყველა რომ მეხუტება და მეზასავება, მაგრამ ის ცენზურის პონტში აქ არ დაიდება...