Sunday, November 16, 2008

ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო, მაგრამ ვერცერთი ვერ გაძღაო

მართალია, დღეს ცხრანი არ ვყოფილვართ (თან არც ყველა ძმები ) და არც ერთი თხილის ამარა ვიყავით დარჩენილები, მაგრამ ეს წინადადება გამახსენდა უცებ და გადავწყვიტე, ჩემი მორიგი ”შედევრისთვის” დამერქმია. ბოლო ორი კვირაა საშინელ გადაღლას ვგრძნობ. არა იმდენად ფიზიკურს, რამდენადაც გონებრივს. როგორც იქნა, თავი ხელში ავიყვანე და მეცადინეობა დავიწყე, რაც, ასე თუ ისე, წარმატებით გამომდის... ჯერჯერობით თუმცა, მაგრად მთანგავს სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის განმავლობაში განვიხილავდი დასვენების ალტერნატიულ ვარიანტებს და ყველაზე მეტად მცხეთაში ერთი დღის გატარების შესაძლებლობამ მომხიბლა. საქართველოს უძველესი დედაქალაქი განსაკუთრებულად მიყვარს და ბევრჯერ ყოფილა, ძმაკაცებთან ერთად ისე, უბრალოდ, უმიზეზოდ ჩავსულვარ (ერთხელ მცხეთის გადასახვევს გავცდით და ”მოულოდნელად” გორში აღმოვჩნდით ). ამჯერად კი ჩვენს მინი-მოგზაურობას თავისი მიზანი და აზრი ჰქონდა: ა) განტვირთვა, ბ) სასიამოვნო საზოგადოებით ტკბობა, გ) მცხეთის დეტალური დათვალიერება და დ) თბილისიდან გასვლა.
მინიმუმ ორჯერ უფრო მეტ ადამიანს ვუთხარი ამის შესახებ, ვიდრე საბოლოოდ წამსვლელები შევიკრიბეთ. მსურველები დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ქიმიის შენობასთან დავიბარე. წინა დღეს თორნიკე და ლევანი მემუქრებოდნენ, არ დაიგვიანოო და მათი შიშით, 10 წუთით ადრე მივედი, მაგრამ თურმე სადა ბანაობ... ვიდექი, ველოდებოდი, ისევ ვიდექი... სხვებიც იკრიბებოდნენ მანდ და ერთ მომენტში გავიფიქრე, ამათ ხომ არ შევუერთდე-მეთქი (), თუმცა მაგ დროს გზის მეორე მხარეს თორნიკე და ნათია დავლანდე და უვარგისი ფიქრები თავიდან თავისით განიდევნა. მისალმებისა და სხვა წვრილმანების შემდეგ თორნიკემ თი-ბი-სი ბანკის ბანკომატი მოითხოვა და ბევრი ძებნა რომ არ დაგვჭირვებოდა, ნათიამ ქოლ-ცენტრში დარეკვა გადაწყვიტა, რომ ოპერატორი დაგვხმარებოდა. კითხვაზე, თუ სად არის დიდუბის მეტროსთან უახლოესი ბანკომატი, გოგონამ მსწრაფლ მიუგო: ”თამარ მეფის გამზირზე ან აღმაშენებლის 148 ნომერშიო”. შედეგად, თი-ბი-სის ვარიანტი შორეული მომავლისთვის გადაიგო.
როგორც იქნა, ლევანიც მოვიდა და ბილეთების ყიდვის შემდეგ, მარშუტკაში ჩავსხედით, სადაც თორნიკემ ნაცნობი ქალბატონი ნახა (მოკლედ, ყველას იცნობს და ყველაფერი იცის, ვის ოჯახშიც ეს ბიჭი შევა რა! ერთი მასეთი ყველას უნდა ჰყავდეს ), რომელმაც უთხრა, რომ დღეს გოდერძი ჩოხელის წლისთავი იყო და მცხეთაში, დედათა მონასტრის ეზოში მის საფლავთან რაღაც ღონისძიება იგეგმებოდა. ნახევარსაათიანი მგზავრობის მერე დანიშნულების პუნქტს მივადექით და სვეტიცხოველში შევედით.
იქ გატარებული დროის განმავლობაში რამდენიმე ათეული ფერად-ფერად კაბებში გამოწყობილი ახალგაზრდა მივიღეთ და გავუშვით. პარალელურად, ლევანი ჩემი განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნავდა და საინტერესო რაღაცებს მიყვებოდა (მაგას შემოევლოს ჩემი ცოდვილი თავი ).
სვეტიცხოველიდან დედათა მონასტრისკენ წავედით, სადაც ჯერ მამა გაბრიელის საფლავი ვნახეთ, მერე გვერდით გოდერძი ჩოხელის განსასვენებელთან გადავინაცვლეთ, სადაც ღიპიანი და წვერებიანი ბიძიები წელში გამართულები ლამაზ-ლამაზ ლექსებს იძახდნენ და გარშემო მდგომების თვალებში აღტაცების ნაპერწკლის შემხედვარე ხმას უმატებდნენ.
ყველაზე საინტერესო ამის მერე დაიწყო. ჯერ მთელს ქალაქში ერთი ნორმალური მაღაზია ძლივს ვიპოვეთ მერე შოთის პურის ყიდვა მოგვინდა და მცხეთაში მარტო ერთი თონე ყოფილა, რომელიც კვირაობით არ მუშაობს. ნუ, ჯანდაბას, ვიყიდეთ ქვის პური, ძეხვი, რაღა თქმა უნდა, ფანტაც თავისი კეტჩუპ-მაიონეზით, კიდევ ათასი ხარახურა და ადგილის ძებნას შევუდექით, სადაც ჩვენთვის მშვიდად დავსხდებოდით და მივირთმევდით. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, თორნიკემ (რომელიც გიდის ფუნქციებს ეთავსებდა) ე.წ. გადასახედთან მიგვიყვანა, რომლის ქვეშაც მტკვრისკენ ჩასასვლელი კიბე იყო და ასე აღმოვჩნდით მდინარის ნაპირას, სადაც გაიშალა ჩვენი მოკრძალებული, მაგრამ სიყვარულით და ჩახუტებით სავსე სუფრა ითქვა უამრავი გულსმალამოდრომედებაისეთი სიტყვა, გადავიღეთ ბევრი სურათი, ბევრ ნაცნობსა და უცნობზე ვისაუბრეთ და როდესაც მივხვდით, რომ საკმაოდ აცივდა და თან პარკში, სადაც დაჭრილ ძეხვს ვინახავდით, აღარაფერი დარჩენილიყო, წამოსვლა გადავწყვიტეთ.
ასე და ამგვარად, დღეიდან 16 ნოემბერი ჩემს კალენდარში წითლად შემოხაზული დღე იქნება... დიდი მადლობა, რომ იდეის ხორცშესხმაში დამეხმარეთ

P.S. ყველა სურათი ჩემი გადაღებულია და სადმე დაკოპირება ამის გარეშე - © - არ გაბედოთ

6 comments:

ჩორვენი¹³ said...

mshurs aqacm magram mainc davcer rom arc ise :jump:
mara mainc tqventanav aki iqneboda :D

kurtizanka said...

:user: ex..

Jenny said...

sweet :))

Kate said...

ვახ, ვახ, საღოლ თქვენ, ძალიან კარგი...
მიხარია, რომ კარგი დრო ატარეთ...

thomas said...

:D

sad daikarge lastochka ?

მელია said...

ჰო იცი როგორ მინდოდა :((((



თან მერე
მცხეთა

ჩემი უსაყვარლესი ქალაქი მთელს საქართველოში :უსერ: