Wednesday, December 3, 2008

ვაკანსია #2

ჩემი ბლოგერობა არ გაიშვა, მაგრამ ადრე ბლოგზე ერთი ვაკანსიის შესახებ დავწერე (ორგანიზაცია ეძებდა კამიკაძე-ტერორისტს), მაგრამ სამწუხაროდ, არავინ გამომეხმაურა. ეჰ, არადა რა ენთუზიაზმით კეთდებოდა საქმე...

და აი, დადგა ჟამი იგი, რომ გამოვაქვეყნო მეორე ვაკანსია(ც):

სიამოვნებით გავიცნობდი ვინმე ლამაზ და ამავე დროს ჭკვიან გოგოს
რომელიც იქნება სასიამოვნო მოსაუბრე, მაგრამ ტვინს არ მომიტ(ცენზურა)ნავს
და დღეში 8 საათი მაინც კარგ ხასიათზე იქნება
მაშასადამე, სასურველია, იყოს 23-დან 30 წლამდე და ფუმფულა ხელები ჰქონდეს საშინლად მიყვარს ჩქმეტა
ლამაზი ხმა უნდა ჰქონდეს (იდეაში აქ მხატვრულად უნდა დამეწერა: მინიმუმ ბულბულივით და მაქსიმუმ სარა ბრაიტმანივით, მაგრამ მეზარება ახლა მაგდენი ფიქრი)
ხო, ხო, კინაღამ დამავიწყდა სიმაღლეც მიმეწერა - 170-180 სმ, შეიძლება ცოტა უფრო მაღალიც
თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ მიყვარს, როდესაც გოგოს ლამაზი გრძელი თითები აქვს და კიდევ უფრო მაგრად მიყვარს, როდესაც მაგ ლამაზი და გრძელი თითებით თმაზე მეფერება ხოლმე... მაგ დროს ისეთ სიამოვნებას ვგრძნობ, როგორც არასდროს და ნელ-ნელა მეძინება ხოლმე
რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ”ერთი რიგითი თბილისელი”: არც უნდა იცვამდეს ფეხსაცმელს, რომლის ქუსლიც 20 სანტიმეტრია და შავ პრიალა ტრაკშიამორჭობილ შარვალს, რომელიც სიარულში ხელს შეუშლის და დაჯდომის დროს მისი გახევის ალბათობა 100%-ს მიუკაკუნებს... თმის ვარცხნილობასა და ტონა-ნახევარ ტონალურ კრემზე აღარაფერს ვამბობ, ინკუბატორის წიწილებივით ყველა ერთნაირი რომ დაიარება ხოლმე
ვგიჟდები ინტელექტუალურ გოგოებზე, რომლებიც საუბრის და კამათის დროს უბრალო ”ტუმბოჩკის” ფუნქციას არ შეასრულებს და საკუთარი აზრის დაფიქსირების გარდა, მისი არგუმენტებით განმტკიცებასაც მოახერხებს.
მუსიკა და ბრაზილია თუ ჩემსავით ეყვარება, საერთოდ ცოლადაც მოვიყვან (იმდენი ჩემს თავს რა ვუთხარი, მაგრამ მაინც)


და რაააააააც, ყველაზე მთავარია, ფორუმელი არ უნდა იყოს!
აი, აი, აი, აი! ფორუმი კლავს!
ჰა, გავაჯვა დასაძინებლად?

16 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

არწუროოოოოოოო

იმდენი ვიცინე ვეეღარ ვსუუნთქააააავ :)

hi5 დან კლასნიკებზე და ბოლოს ბლოგზეც მოხვედიი :))))))))))))))))
ვაიმე აი სასწუალად გავხალისდი :*

ლავ ყა ბებე

Jenny said...

ahahah :D

sabaha said...

მგონი სჯობს ისევ კამიკაძე ტერორისტი ეძებო :)))

Anonymous said...

ბიჯო საუკუნეა შენთან არ შემომიხედავს და...... გილოცავ გიტარას. ისე, მაგ გიტარას კომპლექტსში ბრიტვა არ მოყვა?

Anonymous said...

ბიჯო საუკუნეა შენთან არ შემომიხედავს და...... გილოცავ გიტარას. ისე, მაგ გიტარას კომპლექტსში ბრიტვა არ მოყვა?

ცუცა said...

ვინც ეძებს პოულობს კიდეც :)

წარმატებები :) ისე კსტაწიი.. ეგეთი დიმიტრი იყო გელოვანი ;)

Unknown said...

კუდამ დამასწრო :გივი:





აქ იპოვი ვითომ მასეთს? :სპყ:


რევიც
:|
არმგონია
:|

Lalena said...

აუ მაგრად ვიხალისე, შენ გაიხარე რაა, კიარად გაპოვნონს რააა :D:D:D:d

ნინა said...

ლოლ ამას ცოლის მოყვანა მონდომებია..

ბიჯო და შენ არ იყო თმებზე ჯგუფელი რო გეფერებოდა საკაიფოდ? :'ევილ



წარმატებები ჯიგროო საქმეში :დ :2კისს

თაკა said...

me ramdeni vicine..
kochag kocha :))
rac mtavaria survili gaq..
es ukve cingadadgmuli nabijia :D

Kate said...

ტაკს...
1)ვარ ლამაზი არა, მაგრამ ნორმალური...
2)ჭკვიანიც ვარ ასეა თუ ისე...
3)სასიამოვნო მოსაუბრეზე მეტად სასიამოვნო მსმენელი ვარ... მიყვარს სხვისი საუბრის სმენა...
4)გადაბმულად 8 საათი დედაჩემი ვერ მხედავს და შენ საიდან აბა?!
ა, უი, თუ ჩემტან დამიჯდები სამსახურში, ზუსტად 8 საათი (09:30–დან 17:30–მდე)შეგიძლია უმზირო ჩემს მომღიმარ სახეს.
5)ნუ, ფუმფულა ხელებიც აშკარად არ გამაჩნ...კიარადა გავსუქდები, კაცო, რა პრობლემაა. ერთად ვივლით "იფქლში".
6)ხმაც მაქვს... ნარნარიიიიი...(აჰა მხატვრული)
7)სიმაღლე – 177სმ
8)თხელი, ლამაზი გრძელი თითები მაქვს...
9)თმებზე მოფერება მართლა მიყვარს...სხვაც რომ მეფერება, ისიც მიყვარს...
10)აი რაც ტანსაცმელზე დაწერე, არაფერს ვაკეთებ მაქედან. არც 20სმ–იანი ქუსლები, არც ტრაკში გარჭობილი შარვალი (გუშინ შევიკერე კსტაწი ძალიან საყვარელი შარვალი)
11)თმის ვარცხნილობა მუდამ ჩვეულებრივი მაქვს ხოლმე...მაკიაჟი არ მევასება და მუდამ მკრთალად მისვია ყველაფერი...
12)"ტუმბოჩკა" თავი გაბია... გიყიდი და გაგყიდი 2 კაპიკად :ბოლი:
13)მუსიკა და ბრაზილია რომ მიყვარს, არაა ახლა ეს ახალი ამბავი...





ა, უი....

1)ხო, ასაკშობრივ კრიტერიუმში ცოტა არ იყოს და გარღვევა მაქვს... 21 ვარ ჯერ.
2)ხო, ფორუმელიც ვარ, ხო...
3) აშკარადა არ მინდა შენი ცოლობა...



:lol:



რა გეშველება რა...

deka136 said...

ქეთუშ, დამაფიქრე, ხო იცი :D

თაკა said...

dedaaa how sweet : ))))))))))

Kate said...

:D :D :D :D
არიქა ბიჭო მერე....:lol:


@ თაკა - აბა გოგო....:D

deka136 said...

მეზარება :|

Sweet said...

ლოოოოოოოლ