Monday, October 27, 2008

უეჭველი მოგების ალგორითმი

რამდენიმე დღის ძვირფასმა ილიამ, ამ ბლოგზე უკვე არაერთხელ ნახსენებმა, ლიბ.გეს ლინკი მომცა. რა თქმა უნდა, მცირე ყოყმანის შემდეგ (ასე მჩვევია ხოლმე) ამ ბმულზე დაწკაპუნება გადავწყვიტე და მონიტორზე თეთრი გვერდი გაჩნდა, რომელზეც შავი ასოებით თომა ოტიელის არცთუ დიდი მოთხობა ეწერა ”უმა - უეჭველი მოგების ალგორითმი”. პირველ კურსზე ალბათობის თეორია გავიარეთ (ეს ცოტა გაზვიადებული ნათქვამია, რადგან გამოცდა ლექტორს დავაწერინე და თავისივე ნაწერში 40-დან 28 ქულა დაწერა მასტმა ), ხოდა ეს მოთხრობაც ნაწილობრივ სწორედ ამ მეცნიერებას ეხებოდა, თუმცა, რასაკვირველია, უფრო ფართოდ, უფრო ვრცლად, უფრო მხატვრულად, უფრო ლამაზად და უფრო-უფრო-უფრო დანახულად. მოკლედ რომ ვთქვა, დავუშვათ, ხვალ დილით მზის ამოსვლის ალბათობა ძალიან მაღალია და თითქმის 1-ის ტოლია (ეს მაქსიმალური მაჩვენებელია), მაგრამ შესაძლებლობათა თეორიის მიხედვით, ამოსვლა-არამოსვლის შესაძლებლობა 50%-50%-ზეა. ნუ, ეს ძაააალიან ზედაპირულად ვთქვი, იქ უფრო ლამაზად წერია
ამ მოთხრობითა და ხუთშაბათს თეატრალურში მოკლე ექსკურსიით შთაგონებულს საღამოს კიდევ ერთი სიმღერისმაგვარი რაღაც შემომეწერა, მაგრამ ნამუშევრით საშინლად უკმაყოფილო ვარ, როგორც ყოველთვის!
შაბათს დღის 1 საათზე კი მოხდა ის, რასაც დაახლოებით ბოლო ერთი თვეა მოუთმენლად ველოდები - გიტარა შევიძინე. წესით და რიგით, ეს მაღაზია ”ტიტანში” უნდა გამეკეთებინა, მაგრამ სრულიად შემთხვევით შევიარეთ (მარტო არ ვიყავი) ბავშვთა სამყაროში და მშვენიერი ”ბარსელონა” დავითრიე სულ რაღაც 400 ლარად თავის ყველაფრიანად!
ეს სურათი მზიურის ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც ბ-ნი ლევანი პირველ თეორიულ მეცადინეობას მიტარებდა. რა შემიძლია ვთქვა ჩემს შემოქმედებაზე გიტარის ყიდვიდან ორი დღის შემდეგ? არც კი მეგონა, ასეთი უნიჭო თუ ვიყავი ჩემგან ისე არ გამოვა კარგი გიტარისტი, როგორც პუტინისგან დედა ტერეზა. ნუ, იასნია, მაწყნარებენ, ჯერ რა დროს გიტარისტობაა, პირველად აიღეო ცხოვრებაში ინსტრუმენტი ხელშიო (არადა პირველად კი არა, დაჟე მე-5-ედ!!!), მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ უნიჭო ვარ აქ იდეაში ვინმე ვენებგადაჭრილი ემოს სმაილიკი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ ვიპოვე ეგეთი...
დღევანდელი დღე კი ორი ფაქტის გამო იყო გამორჩეული! პირველი: მარკეტინგის სემინარი ჩავაბარე! გუშინ ღამე უნდა მესწავლა წესით და რიგით, მაგრამ დამეზარა და დღეს დილით მარშუტკაში გადავავლე თვალი ქსეროქსებს. ადვილი თემა აღმოჩნდა და ლექტორმა იკითხა თუ არა, ვის უნდა ჩაბარებაო, დაფასთან ბეჯითი სტუდენტივით გამოვიჭიმე და ისეთი გრაფიკი დავხაზე, ქალმა თავისი არცთუ პატარა პირი (რომელსაც გარს კაშკაშა წითელი პომადა არტყამს) იმხელაზე დააღო, ცოტაც და გადამყლაპავს-მეთქი პროდუქტს 4 სასიცოცხლო ციკლი აქვს: ბაზარზე დანერგვა, ზრდა, სიმწიფე და დაცემა... დაახლოებით ეს ვთქვი მარტო და დაჯექი, იციო მეორე ღირსშესანიშნავი ფაქტი სახინკლეში სტუმრობა იყო ბოლოს აპრილში ვიყავი მგონი და გაასწორა ახლა, თან ასეთ ოქრო ხალხთან ერთად

უი, კინაღამ გამომრჩა და თქვენც არ გამახსენეთ შაბათს, მას შემდეგ, რაც გიტარა ვიყიდე, მზიურში ვიყავი და მერე ძმაკაცს შევუარე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მივედი და დიეგო არმანდო მარადონა ცოცხლად ვნახე. სპეციალურად ნახევარი საათით ადრე მივედი, თავისუფალი ადგილი რომ დამხვდეს-მეთქი, მაგრამ იმან, რაც შემდეგ ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კი ვიცოდი, რომ ტრაკში ვართ და ა.შ., მაგრამ როდესაც იმ ქვეყანაში, რომელშიც ნომერ პირველ სპორტის სახეობად დღემდე ფეხბურთი ითვლება და ყოველი მესამე ბავშვი ფეხბურთზე დადის, ასეთი დიდი მოთამაშის ჩამოსვლა უყურადღებოდ რომ რჩება... ჰმ, რა ვიცი, რა ვივი... 70 ათასიან არენაზე მხოლოდ 5 ათასი კაცი თუ იქნებოდა და მაქედან, ალბათ, 10-20%-ს ჰქონდა ბილეთი ნაყიდი. მე სამსახურიდან საშვი წამოვიღე და ყოველგვარი პრობლემის გარეშე შევაღწიე ტრიბუნაზე. ”ფეხბურთის უგვირგვინო მეფე” ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ ჩადის და თავისი მეგობრები ჩამოყავს ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად, მაგ დღეს ყველა მუშაობას წყვეტს და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს. მარადონა, კაცი, რომელმაც მარტომ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი 1986-ში, რომელმაც სუსტი ”ნაპოლი” იტალიის ჩემპიონი გახადა და ბევრად უფრო ძლიერი გუნდები ჩამოიტოვა... სიმართლე ვთქვა, მანამდე არ მევასებოდა დიეგიტო, მაგრამ შაბათის მერე შთაბეჭდილება შემეცვალა. შეხვედრა 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ერთი ვერსიით ამის მიზეზი ისაა, რომ ორგანიზატორები არგენტინელებს ფულს ”უტეხავდნენ”, ხოლო მეორე ვერსიით, მარადონამ უარი თქვა ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშზე და შედეგად, დაახლოებით, 5 000 უბილეთო შეუშვეს სტადიონზე. 48 წლის კაცი, რომელიც, სავარაუდოდ, 100 კილოს მაინც იწონის, ისე თამაშობდა, დღეს ბევრ მოქმედ ფეხბურთელს აჯობებს! პირადად მე შემრცხვა, რომ ”დინამოს” მესამედიც არ შევსებულა და წარმომიდგენია, მარადონა რა დღეში იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში პირველად ითამაშა ასე ცოტა ხალხის წინაშე. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ქომაგობის და გულშემატკივრობის კულტურა ნულზე დაბლა გვაქვს. ბევრს ტრაკის განძრევა, ადგომა, ტაშის დაკვრა და ერთი-ორი სიტყვის წამოძახება უტყდება, არადა სტადიონზე არიან მოსულები ბლიად, თეატრში ხომ არ სხედან?! ისე, საქართველოში პირიქითაა მგონი, თეატრსა და კინოთეატრებში უფრო ხმაურობენ, ვიდრე სტადიონზე! რას ვიზამთ, კუზიანს სამარე გაასწორებსო... იმ დღის ყველაზე გენიალური ფრაზა კი ეს იყო: ”პელьე მაინც სხვა დონეა!” აი, ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა გაახსენდეს მარადონას თამაშზე მოსულ ადამიანს პელე (სხვათა შორის, რომელიც მეც ნომერ პირველად მიმაჩნია)? ცნობისთვის, დიეგოს იმდენად აღმერთებენ - სრულიად სამართლიანადაც - არგენტინაში, რომ ეკლესია აუშენეს და მის კერპს სცემს თაყვანს რამდენიმე ათასი ადამიანი. ჩვენთან კი ”პელьე მაინც სხვა დონეა!”
თამაშის დასრულების შემდეგ ავტობუსთან ჩავუსაფრთდი არგენტინელებს და რამდენიმე სურათი გადავუღე დიეგოს, როდესაც საჭესთან დაჯდა და ფანჯრიდან ავტოგრაფებს ურიგებდა იმ გოგო-ბიჭებს, რომლებმაც მისი სახელი შაბათს პირველად თუ არა, მეორედ გაიგეს. პირადად ჩემთვის კი დიეგოს ცოცხლად ნახვაც საკმარისი გახლდათ...
სახლში მოსულს კი ტრაკშიპეროგარჭობილი ფორუმელების პოსტები დამხვდა: ”მარადონა ვინ ჩემი ჱლეა? ეგ გასიებული ნარკომანი კიდე ცოცხალია? მაგის სანახავად ფული როგორ უნდა დახარჯო?” კიდევ არაერთი მარგალიტი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, აღარ მახსოვს. რა ტეხავს არა, ბებერი ნარკომანი ზოგ ახალგაზრდაზე უკეთესად რომ თამაშობს? სამაგიეროდ, 81-ში ”დინამომ” თასების მფლობელთა თასი მოიგო, მაგის მერე კი ფეხბურთი, როგორც სპორტის სახეობა, ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში ტრაკისკენ მიქრის-მიექანება და ვინ იცის, იქნებ უკვე მაგაზე შორსაცაა წასული...

11 comments:

marazma said...

eh davigruze moshnad :S
mara ra saqartveloa..
aq stiopas da mefaridzes ufro afaseben vidre maradonas..
ratom?
ravi albat "rac magrebi vart qartvelebi vart" imdenad myarad aqvt gonebashi gamjdari sxvas vegarafers mati azrovneba ver scvdeba

nati kuda said...

იდეა მაქვს.. მომე ეგ გიტარა მე და შენს ნერვებს გავუფრთხილდებით.. ლევანთანაც მე ვივლი გაკვეთილებზე..

kurtizanka said...

გილოცავ გიტარის ყიდვას :2kiss:
მე მჯერა შენი ნიჭიერების : )
და ძალიან მიყვარხარ :*

Lalena said...

1) აუ ძაან მომწონს შენი პოსტები, თან ჩემს მეგობარს მახსენებ, რაღაცნაირად ერთნაირად იცით ლაპარაკი, მგონი რაღაც ვერ ვთქვი, ანუ მაგ ამბავს ისიც ეგრე მოყვებოდა...
2) გიტარას გილოცავ და იქამდე უკარი სანამ თითები არ გეტკინება :P :))))
3) ხოო საით მიექანება ქართული ფეხბურთიოოოო? აი პასუხი, რატომაც არ მიყვარს ფეხბურთი

ჩორვენი¹³ said...

აჰ ლავ ია ბებე, ლავ ია ვერი მაჩ (sexyvoice)

thomas said...

hoom....

ოხხ,ახლა ერთ დღეში სოლოებს ვერ დაუკრავ და.ამიტომ შრომა, შრომა და შრომა

Kate said...

გილოცავ ახალ გიტარას.
ვინ ლევანა? პუშკინა? :დ
ხოდა რაც შეეხება დიეგოს ჩამოსვლას, მე საერთოდ არ ვიცოდი.
და ისა, რატომ გიკვირს?
კიდევ ვერ გაიგე, რომ საქართველოა?
კარგი, მაშინ მე გეტყვი:
ეს საქართველოა, უკულტურო ქვეყანა!!!

მთვარეული said...

ჩემი ბუჩქი :ინლოვე:

მევასები შჩ :2კისს;

jaco said...

რაგბი რაგბი, ფეხბურთი კი არა და რაგბიიი!:D მაგრამ რა ვქნა მეც ვერ ვშორდები ფეხბურთს და აქედანაც ვერ ვტოვებ ხოლმე საქართველოს ნაკრების თამაშს;(((( ეეეჰ, ეს პატრიოტიზმი რა ყოფილა:(((

სამაგიეროდ იანვარში ბარსა-დეპორის თამაშზე ვაპირებ წასვლას და აი ეგ იქნება ფეხბურთიიიი:) შეგაშურე ხომ?:D

გიტარაში ვერ მიგიცია იაფი ხომ იცი. მართალია ყველაფრითო, ანუ ჩიხოლი და რამე, მაგრამ მოუტყუებიხარ ოთარას. უნდა გეთქვა რა ამბავია 400 შენ თვითონ 150-ად გაქვს ჩაბარებული თქო. დიდი ჩათლახი ვინმეა ეგ ოთარა, მიუხედევად იმისა რომ ჩემი ინსტრუმენტების უმეტესობა მანდ მაქვს ნაყიდი თუ მერე გაყიდული:D:D:D ნუუუ, თუ მაგის ცოლი შეგხვდა, ეგ უარესია, კაპიკს არ აკლებს (მაქსიმუმ 5 ლარი:D). მე კიდევ არ მქვს აქ გიტარა;( ტამტამი ვიყიდე ამსტერდამში მაგრამ გიტარა ვეერ, ძვირებია, იქნებ რამე ნახმარი მაგრამ კარგ მდგომარეობაშI ვიშოვო 50 ევროს ფარგლებში, თორემ გავგიჟდი ისე მომენატრა დაკვრა. რაც ჩამოვედი 3ჯერ თუ ოთხჯერ დავუკარი მარტო სხვებს ჰქონდათ...

იტოგში.
ჩემი ბლოგი "პრაივიტ" გავხადე და თუ სურვილი გაქვს შემოხვიდე ხოლმე უბრალოდ შენი მეილი (ჯიმეილი ანუ გუუგლის მელი თუ გაქვს უკეთესი) გამომიგზავნე ჩემს მეილზე, თან ისიც დაამატე რომელი ხარ და დაშვებას მივცემ შენს მეილს.
აი მეილიც: miriankululashvili@yahoo.com

Mary said...

rogor gameharda sheni gitaris ambavi : )

da gamikvirda kidev aqamde rom ar myavdi listshi,

chagamnateb :*

mevasebi magrad ho ici Mr. Dekoloz :D

megrela said...

gilocav gitaras da im kacma chixolic xo gachuqa da isic xom gitxra ro marto shen gchuqnis? :D gitaris asacyobi patara chasaberi harmonikiseulsac moayolebda eg iseti ketilia :)) ui da gitara mec xo shemomeyida da vistan viscavlo dakvra ai eg ukve problemaa, ar ginda rame mirchiot? aseti ushualoba chemi tavisgan mikvirs, mara davi ki doot, xoda sasiamovno iyo gacnoba tu racari, miuxedavad imisa, ro xval sheizleba vegar vipove es blogi :S mokled esaa ra :)