Thursday, December 20, 2007

BUDDHISM


ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:

1. ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.
2. არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.
3. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.
4. არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.

ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:

1. მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.
2. მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.
3. მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...
4. მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.
5. მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.
6. მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.
7. მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.
8. მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.

მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე - არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.

******************************************

განვსხივოსნდე?

6 comments:

beloved said...

ეგ ყველაფერი ხო
მარა
ჩვენ,მაზოხისტები ტკივილის გარეშე ვერ გავძლებთ მაინც :D

deka136 said...

ჩვენთვის, მაზოხისტებისთვის, ბუდა უახლოეს მოამვალში სხვა გზებს გამოიგონებს ნირვანამდე მისაღწევად :P

beloved said...

და ჩვენ,მაზოხისტებმა,ეს უსიკვდილოდ უნდა დავიჯეროთ,
რათა შემდგომ,ფრუსტრაციისგან გამოწვეული ტკივილით დავტკბეთ :chups:

deka136 said...

როგორი ტკივილით? :spy:

beloved said...

ფრუსტრაცია რაა,ანუ იმედგაცრუება.
და მაგისგან გამოწვეული ცუდი შეგრძნებები :D

deka136 said...

ოოო, მაშინ ხო :)) იმედგაცრუებისგან მიღებულ ტკივილს მარტო ხინკალი მირჩევნია მე :chups: როგორც ჩემი მეტალისტი ძმები იტყოდნენ, დაიდოს ფრუსტრაცია!