Friday, December 28, 2007

ახალი წელი


ახალი წელი ახლოვდება და სულ არ მეახალწლება. 2008-შიც ის ნაგავი დამხვდება, რომელიც 2007-ში ვერ ჩამოვიწმინდე. ეს პირობითი დღესასწაულები ნერვებზე მშლიან!

მაგრამ შეიძლება მაინც მოხდეს რაღაც სასიკეთო ცვლილება. 2 იანვარს ჩემი თანამშრომელი მონასტერში აპირებს ასვლას და ერთი კვირით დარჩენას. ალბათ, მეც წავყვები. ამით ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდება. ზაფხულში კი მინიმუმ ერთი თვით ავალ ზედაზენზე. წელს მითხრა ერთმა ბერმა, თუ გინდა ამოდი და აქ იყავიო. მაგის მერე სულ ამაზე ვფიქრობ. ბერობის სურვილი პირველად 3 წლის წინ გამიჩნდა, მაშინ, როდესაც ის მოხდა... მაგის მერე გადავიფიქრესავით, სწავლა დავიწყე, ჩავაბარე, წარუმატებლობები და წარმატებები (ჩემი გათვლებით, უფრო მეტი წარუმატებლობა იყო), მაგრამ მონასტრის იდეა თავიდან არ ამომდის. განსაკუთრებით მას შემდეგ მომინდა, რაც ზედაზენი ვნახე. კიდევ ერთმა ბერმა მარტყოფში დარჩენა შემომთავაზა. თუმცა, ალბათ მაინც პირველზე გავაჩერებ არჩევანს.

მერამდენედ ვამბობ, აქ ჩემთვის ადგილი არ არის! სხვათა შორის, სახლში გაფრთხილებული მყავს ხალხი და ჩემს აბარგებას მშვიდად შეხვდებიან. პირველად როდესაც ვუთხარი, მაშინ კი ინერვიუალასავით დედაჩემმა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ სიტყვა არ გადავიდოდი. საიმისო ნებისყოფა ნამდვილად მაქვს, რომ ჯერ იქ ავიდე და მერე დიდი ხნით დავრჩე. გულს უხარია, როდესაც აცნობიერებს, რომ ამ მობეზრებულ სახეებს ვეღარასდროს ნახავს. მხოლოდ მე, ბუნება, რამდენიმე სხვა ბერი და კალამ-ფურცელი...

პირველად წვერი სწორედ ამიტომ მოვუშვი და ამის მერე სიმბოლურად აღარ ვიპარსავ : )
დათო და შოთა ბეროს მეძახიან. მგონი, რაღაც მართლა არსებობს...

2 comments:

ჩორვენი¹³ said...

არტუროოოოო
რა გჭირსს??
რა მოხდაა??
აუ იმენა გული მომიკვდა ეს რომ წავიკითხე!! :(((((((((((

deka136 said...

მასეა, ჩემო ლილიან :)
დიდი ხანია მინდა და წავალ კიდევაც (ალბათ) :p