Monday, August 6, 2007

თმაგაქონილი მეტალისტი და საზოგადოება

რა როლი უკავია თითოეულ თმაგაქონილ მეტალისტს საზოგადოებაში? რას ნიშნავს ეს თვალიტ ადვილად დასანახი შტრიხი მის გარეგნობაში? ბევრს ახლა ფილოსოფოსების სიტყვები მოაგონდა, კიდევ უფრო მეტს (ვინც წიგნებთან, ბოდიში და, თქვენობითაა) უბნის ბირჟაზე ჯაჭვებიან ტიპზე ნათქვანი ორიოდე ”ტკბილი” ფრაზა ამოუტივტივდა თავში, თუმცა პასუხი ძალიან მარტივია. ამით ჩვენი ძვირფასი თმაგაქონილი მეტალისტები პროტესტს უცხადებენ გარშემომყოფებს და მთლიანად საზოგაედობას.
ჩვენს თმაგაქონილ მეტალისტს არ უნდა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრობა - ის არ იბანს თავს!
ჩვენი თმაგაქონილი მეტალისტი ლამაზი გოგონას გაცნობას ვერ ახერხებს - ის არ იბანს თავს!
ჩვენს თმაგაქონილ მეტალისტს ფული უნდა, მაგრამ ეზარება მუშაობა - ის არ იბანს თავს!
მოკლედ რომ ვთქვა, თმების დაუბანლობა არის მისთვის პროტესტის გამოხატვის უპირველესი მეთოდი. მას სურს დანარჩენი მოსახლეობისგან გამორჩეული იყოს: თმით, ჩაცმულობით (ეს უკვე სხვა საკითხია, რომელსაც მომავალში ცალკე გამოკვლევას მივუძღვნი) და რაღა თქმა უნდა, სუნით! თმაგაქონილ მეტალისტს თავიდან კონსერვირებული შპროტის სუნი უნდა ასდიოდეს, თორემ ის მიუღებელი იქნება იმ საძმოში, რომელიც ყველაზე ხშირად გრიბოედოვის თეატრისა და უნივერმაღ ”საქართველოს” მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბება. ყოფილა შემთხვევები, ისინი ოპერასთანაც შეხვედრიან ერთმანეთს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ეს ადგილი უკვე დიდი ხნის წინ ჰქონიათ პანკებს და გრანჟერებს დაჯავშვნილი. ვერაფერი შეცვლის წარწერას ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კედელზე: კურტი ცოცხალია! დიახ, კურტი არ მომკვდარა 13 წლის წინ, ის ჯერაც ცოცხალია. თუმცა, როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, კობეინი ცოცხალი რომ იყოს, შენ მას მოკლავდიო...
ძალიან ხომ არ გადავუხვიეთ თემას? არაუშავს! მთავარია, ეს თემა გაიხსნა და თმაგაქონილი მეტალისტის პროტესტზე უკვე ფართო საზოგადოებამაც გაიგო! ხალხო, ნუ გადაჯდებით მოპირდაპირე სკამდე, თუ მეტროში ან ავტობუსში თმაგაქონილი მეტალისტი დაჯდება: ისინი თითქმის სულ ნასვამები დადიან და დიდი შანსი პირდაპირ თქვენზე ”ქნან გასაკეთებელი”. ხალხო, ნუ კრავთ ხელს თმაგაქონილ მეტალისტს, რადგან ვინ იცის, სად ეგდო ის მაგ დღეს და რა დაავადება აიკიდა! დაბოლოს, მიიღეთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან, ყველა მოკვდავნი ვართ და სიკვდილისგან გაქცევას ვერავინ შევძლებთ: ”ვარდთა და ნეხვთა მზე სწორად მოეფინებისო”.

P.S. ეძღვნება ჩემს ძმებს, შოთას და დათოს. იმედია, ეს ორი ადამიანი მალე დაადგება ჭეშმარიტების გზას.

6 comments:

nati kuda said...

თავდაუბანლობა-პროტესტის გამოხატვის ახალი საშუაება?! :spy: მდას..
ხვალიდან აღარ ვიბან თავს!

deka136 said...

თუ გინდა თმაგაქონილი მეტალისტი იყო, მაშინ თავი არ დაიბანო და ლუდით გაიჭყიპე, მერე სახლში ჩხუბი ატეხე და ბოთლი მეზობლის კატას ესროლე!
ამ შემთხვევაში შენში თმაგაქონილი მეტალისტი დაიბადება!

nati kuda said...

მეტალისტობა არ მინდა
ზოგადად პროტესტი მინდა გამოვხატო ძაალიან ბევრი რამის და ვინმეს გამო
ხოდა.. მიშველის თავდაუბანლობა?
მივახვედრებ ამ ხალხს, რომ შემეშვან??



ბეჰ, სერიოზულში გადავდივარ, ხოდა დროზე გავქრი აქედან
:*

deka136 said...

მეკაჩავე :)
შველის
მოგეხსნება ტვირთი
ოღონდ სერიოზულად ვამბობ, არ ვხუმრობ
მაგინე და მოგეშვება :yes:

nati kuda said...

ჰოო?
ვიზავდი, მარა ახლა მოგინდა ’შვებულებაში’ გასვლა და..

beloved said...

ჭეშმარიტების გზა რომელია? :D