Friday, June 26, 2009

კინომუსიკა

ჰა, გამოტყდით, რამდენი ადამიანი უყურებთ ფილმებს სიმღერების გამო? თქვენი არ ვიცი და მე საკმაოდ ხშირად... გუშინ გოლ.გე-ზე ერთი გენიალური ფილმის საუნდტრეკები აღმოვაჩინე და სწორედ ამ ფაქტმა შთამაგონა მორიგი პოსტის დაწერა ჩემ მიერ ბოლო დროს მივიწყებულ ბლოგზე. მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშე იქნება ფილმები და მათი გამორჩეული მუსიკალური გაფორმება:

1. ONCE - მგონი, საქართველოში ადამიანი არ დარჩა, ვისაც კომპიუტერი აქვს და ეს ფილმი არ უნახავს. თავის მხრივ, "უანსის" () პოპულარიზაციაში საკუთარი არამოკრძალებული წვლილი მეც შევიტანე და შედეგმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი სამოყვარულო კამერით გადაღებულმა ფილმმა აბსოლუტური უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა. ნუ, ეს ფილმი სრული არარაობა იქნებოდა, რომ არა ირლანდიელი მუსიკოსი გლენ ჰენსარდი და მისი მშვენიერი ჩეხი "პარტნიორშა" მარკეტა ირგლოვა (მარკეთა თურმე მარგარიტას ჩეხური ვარიანტი ყოფილა, მააშ ). არც კი ვიცი ამ ფილმიდან რომელი სიმღერის გამორჩევა შეიძლება, ყველა ძალიან მაგარია და ყველა საოცრად მომწონს. თუმცა, ამჯერად ოსკარის ჟიურის არჩევანზე გავამახვილებ ყურადღებას: Falling Slowly - სიმღერა, რომელმაც 2007 წელს ოსკარი მიიღო საუკეთესო საუნდტრეკისთვის.


2. School Of Rock - აქამდეც დამიწერია მგონი ბლოგზე გენიალურ ამერიკელ რეჟისორზე, რიჩარდ ლინკლეიტერზე. ჰოდა, ახლა იმას დავამატებ, რომ ამ კაცის ფილმებში გამოყენებული მელოდიები მართლაც გამორჩეულია დანარჩენებისგან. ფილმში "როკის სკოლა" მთავარ როლში ცნობილი კომიკოსი, მუსიკოსი, მსახიობი და რა ვიცი კიდევ რა, ჯეკ ბლეკი თამაშობს, რომელიც როკის მასწავლებელია "თინეიშეს დი"-ს ვოკალისტს კიდევ რამდენიმე ფილმში აქვს გამოვლენილი თავისი ვოკალურ-ინსტრუმენტალური მონაცემები, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებულია. ახლა კი ერთ-ერთი საუნდტრეკი, AC/DC-ის ქავერი სიმღერაზე It's A Long Way To The Top.


3. Waking Life - ლინკლეიტერის გენიალური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს სიზმარზე სიზმარში. ცოტა არეული სცენარი, მუდმივი, გადაბმული დიალოგები, განსხვავებული ანიმაციები და ამ ყველაფერს ფონად თან სდევს მუსიკა, რომელსაც ვერ კლასიკას მივაკუთვნებ და ვერც ვერაფერს. ჩელო, ვიოლინო, პიანო... ყველაფერი თავის ადგილზეა თითქოს და ამ დროს ყველაფერი არეულია. მოკლედ, ბევრი რომ არ ვატრაკო, სჯობს თავად მოუსმინოთ ერთ-ერთ კომპოზიციას, ხოლო ყველა საუნდტრეკის მოსმენა, როგორც შესავალში აღვნიშნე, გოლ.გე-ზე შეგიძლიათ.


4. Yes Man - ჯიმ ქერის ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელშიც ის კიდევ ერთხელ მღერის. ამ მომენტში კაცი ფანჯრიდან გადახტომას აპირებს და ჯიმი სიმღერით გადააფიქრებინებს ხომ ვიძახი, სასწაულების ჩადენა შეუძლია მუსიკას-მეთქი...
სამწუხაროდ, აქ დასაკოპირებელი ლინკი იუთუბიზე ყველგან გაუქმებულია და ვისაც ძალიან დააინტერესებს, შეუძლია გადავიდეთ აქეთ

5. Cable Guy - კიდევ ერთხელ განუმეორებელი ჯიმ ქერი, რომელიც "ჯეფერსონ ეირფლეინის" სიმღერას Somebody To Love მართლაც ორიგინალურად ასრულებს ამის მოსმენის შემდეგ ვთქვი: "გავარტყი ჯეფერსონ ეირფლეინს".


6. Wedding Singer - კიდევ ერთი ნიჭიერი მომღერალი ადამ სენდლერი. მოკლე შინაარსი: ტიპი ქორწილებში მღერის და თავის ქორწილში საცოლე დაადგებს. ჰოომდა, მაგის მერე დეპრესიაში და ა.შ. დანარჩენს არ მოგიყვებით. იმედია, ინგლისური იცით და თავად მოისმენთ, რასაც ჩვენი ადამი იტყვის


ამ ფილმზე საუბრისას მხოლოდ ამით ვერ შემოვიფარგლები და ამ მეორე სიმღერასაც აუცილებლად უნდა მოუსმინოთ I Love Boy George


7. Kráska v nesnázích - ჩეხური ფილმი, რომლის სათაურიც ითარგმნება, როგორც "ლამაზმანი უბერდურებაში" (ჩემგან თარჯიმანი არ გამოვა ). სწორედ ამ ფილმისთვის საუნდტრეკის წერისას ეზიარა პირველად გლენ ჰენსარდი ჩეხურ კულტურას, ჩეხეთს, ჩეხ ქალებს... საბოლოოდ, ძალიან მაგარი რაღაც კი გამოუვიდა.


ამ დროისთვის სულ ესაა, თუ გამახსენდება რამე, დავწერ...

2 comments:

nastasia said...

shentan shemovivli xolmegemrieli musikis gamo :)))))))))))))

Anonymous said...

me ar momewona once da zogi sheni chamonatvalidan ar maqvs nanaxi :mm:
simgerebis gamo ar vuyureb filmebs, mara soundtrackebi miyvars da sul viwer tu filmshi rame moewona :))