Friday, April 10, 2009

Chcete mluvit česky?

Je to velmi jednoduché, prostě přijíte každou sobotu a pondělí na univerzitu, poslouchajte Vojtěcha a získáte mnoho znalostí მგონი, სწორად დავწერე... რა წერია, მაგას მნიშვნელობა არა აქვს. უბრალოდ, ვცდილობდი, იმის დემონსტრირება მომეხდინა, რომ ჩეხური ენის ლექციებზე დავიწყე სიარული და ამით ფრიად კმაყოფილი ვარ. ლექტორს ვოიტეხი ქვია. ახალგაზრდა ჩეხი მამაკაცია, გარეგნულად ტიპიური სლავი, ”რიჟა” თმებითა და წვერით, ცისფერი თვალებით და მოკლედ, ძალიან მაგარი ვინმეა. მომწონს ყველაფერი. თანაც, ლექციებს მაქსიმუმ 4-5 კაცი თუ ესწრება, რაც, ჩემი აზრით, უკეთესია: меньше народу - больше кислороду! სხვათა შორის, ეს მეექვსე ენაა, რომლის ათვისებასაც ვცდილობ. რატომღაც მომწონს ენების სწავლა და მაინც და მაინც დიდი პრობლემები არ მექმნება მაგაში. მართალია, სხვებთან შედარებით ესპანური ძალიან მივივიწყე, მაგრამ სამსახურში ხშირად მიწევს ხოლმე თარგმნა და ნელ-ნელა ვიხსენებ რაღაც-რაღაცებს. ნუ, რა თქმა უნდა, თავისუფლად ლაპარაკს, ალბათ, ვერ შევძლებ.
***
ერთი თვის წინ პრაღაში მდებარი ევროპუს უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფილიალში ჩემი CV გავაგზავნე, თან ონლაინ-რეჟიმში რაღაც აპლიკაციები და სამოტივაციო წერილები შევავსე და 6 აპრილს პასუხი მომივიდა, მიღებული ხარო. საუბარია, ზაფხულის სკოლაზე, რომელიც 11 ივლისს იწყება და 21-მდე გრძელდება. რა გასაკვირია, რომ პირობები ზღაპრული იქნება, მაგრამ ფასიც შესაბამისია - 23 აპრილამდე 760 ევრო უნდა გადავიხადო, რომელიც არ მაქვს ასე რომ, პრაღაში გამგზავრება გაურკვეველი დროით გადავდე მომავლისთვის.
***
უნივერსიტეტში წარმოუდგენელ სიბეჯითეს ვიჩენ. დაჟე (!!!) ჩანთა ვიყიდე და წიგნებს და ყველა აუცილებელ სასწავლო ინვენტარს თან ვატარებ, რა იცი რა ხდება?! ამ სემესტრში ეკონომიკის ფაკულტეტისთვის ახალი სისტემა შემოიღეს და ახლა თავად ავირჩიეთ ლექციების დროც, ლექტორებიც და თითქმის ყველაფერი, მაგრამ საკმაოდ ბევრი და ხანგრძლივი შუალედი გამომივიდა. როგორ ვატარებ ამ დროს? ბიბლიოთეკაში ვზივარ და სემინარებს ვამზადებ!!! მაააშ! საკუთარი თავის მიკვირს, მთლად დებილიც არ ვყოფილვარ. როცა მინდა, შემიძლია, როგორც ჩანს, მაგრამ ვაღიარებ, ბოლო ორი დღეა ვზარმაცობ
***
ამ სემესტრში ერთ-ერთი ახალი საგანი არის ”საერთაშორისო მარკეტინგი”, რომელსაც მასწავლის 80 წელს მიახლოებული ქალბატონი. საერთოდ, 21-ე საუკუნეს ეძახიან მარკეტინგის ეპოქას, რადგან ეს არის ყველაზე განვითარებადი სფერო ვაჭრობაში, რომელსაც დღეს უდიდესი ყურადღება ეთმობა. ჩემი აზრით, ამ საგანს არ უნდა ასწავლიდეს ასეთი მოხუცი ქალბატონი, რომელსაც დღემდე ჰგონია, რომ რუსეთის ფედერაცია მსოფლიოში საუკეთესო იარაღს აწარმოებს, ნატახტარი მსოფლიოში ერთ-ერთი უგემრიელესი ლუდია და საქართველოს ეშველება მეტიც, ერთხელ ლექციაზე ისიც კი გვირჩია, ვინც ”ადნაკლასინიკებზე” დარეგისტრირებულები არ ხართ, არ დაინანოთ ფული და დარეგისტრირდითო... მიზეზი? იმიტომ, რომ მაგარია! (მე კიდე ბებოს ვეძახი).
ყველაზე პრიკოლი ისაა, რომ, წესით და რიგით, ამ საგანში კოლოკვიუმი აპრილის ბოლოს უნდა გვეწერა, მაგრამ გასულ ორშაბათს დაგვაწერინა. როდესაც სტუდენტებმა ვიკითხეთ, რატომ ასე მალე, ჯერ მხოლოდ და მხოლოდ სამი თემა გვაქვს გავლილი, პასუხად მივიღედ: ”9 აპრილი მოდის და რა იცი, რა ხდებაო”. საოცრებაა რა... თუ არაფერი მოხდება, აპრილის ბოლოსაც ხომ დავწერდით შესანიშნავად. თუ მოხდება და ქვეყანა დაიქცა, ვის რა ტრაკში სათხრელად სჭირდება 90 სტუდენტის დაწერილი კოლოკვიუმები? ვიცი, ჩამჭრელი კითხვაა
***
მივუახლოვდი, მგონი, ყველაზე საინტერესოს. 9 აპრილი და ქუჩებში კიდევ ერთი რევოლუციის მოლოდინი იგრძნობა. თავი ვანუატუს რომელიღაც პროვინციის რომელიღაც მიყრუებული სოფლის მოსახლე მგონია, სადაც დღესაც ჯუნგლების კანონი მოქმედებს და იმარჯვებს ის, ვინც ძლიერია და არა ის, ვისაც ცოტათი მაინც (სულ მცირეოდენი) მეტი ჭკუა აქვს. ხალხი კი სულ გამაგიჟებს. ბრბოს ფსიქოლოგიაზე ბევრი მსმენია, რაღაცები წამიკითხავს კიდევაც და ვიცი, რა ადვილია აფექტის მდგომარეობაში მყოფი და აჟიტირებული მასის მართვა, მაგრამ თუ სხვაგან ამას გამორჩეული ორატორული ნიჭი და კიდევ ბევრი პატარ-პატარა ნიუანსი სჭირდება, საქართველოში ეს სულაც არაა აუცილებელი. უბრალოდ, საჭიროა რთულ პერიოდში მაზოლზე დაადგა ფეხი და მანამდე უჭირო, სანამ მიზანს არ მიაღწევ. საერთოდ, არ მიყვარს უეცარი ცვლილებები. ეს ყველაფერს, ყველა სფეროს ეხება, რადგან მიმაჩნია, რომ მოულოდნელი გარდაქმნების 90% წარუმატებლობისთვისაა განწირული, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, სადაც დღეისთვის პატრიოტიზმი ჰგონიათ სუფრაზე ყანწის ჭერა და სამშობლოს სადღეგრძელოების სმა, ხოლო როცა ქუჩაში გამოდიან, სიგარეტის ნამწვავებს და ათას ნაგავს ისე ყრიან, რომ ამას არც უფიქრდებიან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ავტობუსში ბილეთის ყიდვა საჭირო სულაც არ არის, ”კონდუქტორები მაინც არ ამოდიან”... სამაგიეროდ, პირველივე შესაძლებლობის თანავე პარლამენტის წინ გამოდიან და ხან ერთი პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვენ, ხან მეორესი და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასევე გაგრძელდება, ორწლიანი ინტერვალით!
ალბათ, მაინც და მაინც რუსეთთან ომი უნდა გვქონდეს, რომ ეს ხალხი დროებით, თუნდაც მოჩვენებით შეიკრას ერთ მუშტად. სამსახურში ვუსმენდი გამყრელიძის გამოსვლას, სააკაშვილი გორში რო იყო ჩასული და ბომბი რომ აფეთქდა, შეშინებული გაიქცაო... ალბათ, მაგას სკოლაში ეგონა, რომ მასწავლებლები ტუალეტში არ დადიან. შე ყლეო, ბომბს რომ აგიფეთქდება ახლოს, გაიქცევი აბა რას იზამ?! ისიც საინტერესოა, ომის პერიოდში თავად ექიმი-მეწარმე-ლიდერი სად იმყოფებოდა. რაღაც არ ჩანდა არსად...
***
სამსახურში რა ხდება? ეჰ, ბოდიში და ყლეური სიტუაციაა. პირფერობა, ტრაკის ლოკვა, უაზრო ამბიციები, ზურგს უკან ლანძღვა... ალბათ, ახლა, როდესაც ამას ვწერ, ვინმე ჩემზე ფიქრობს, რა სირიაო, არაფერი გამიკვირდება. ძველი თაობა, ისინი, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, ნელ-ნელა მიდიან და ახლები მოდიან. ამათ აშკარად ვერ ვუგებ, მაგრამ ვცდილობ, არ შევიმჩნიო, ჩემი საქმე გავაკეთო და გავერიდო იქაურობას.
***
რამე ხომ არ მავიწყდება? უი, ხო... ისევ მუზის ძიებაში ვარ ვინმე ან რამე მჭირდება, რომელიც წერას და ა.შ. რაღაცებს შთამაგონებს, ვისაც მივუძღვნი... ჰე აბა, ვინმეს შესაფერისს თუ იპოვით (მთლად 90-60-90 არ ვითხოვ ), აქეთ გამოუშვით.
დაბოლოს, რაღა თქმა უნდა, მუსიკალური გაფორმება. რამდენიმე დღეა სულ ამ სიმღერას ვუსმენ, ქუჩასა და უნივერსიტეტში ვღიღინებ და ვეძებ ვინმეს, ვინც პიანინოზე ამის დაკვრას მასწავლის. იმედი მაქვს, მოგეწონებათ.



9 comments:

Toma said...

რაც უფრო მეტი ენა იცი მით უფორ ადვილად ითვისებ სხვებს, მითუმეტეს თუ ერთი ჯგუფის ენებია. ( მაგ სლავური ან ლათინური. )

მარიამ ბლანკი¹³ said...

muza lol
ekunaa :D
<3

Lalena said...

რა მაგარია, რომ გაბეჯითებულმა ბლოგისთვის მოიცალე :p სხვების არ ვიცი, მაგრამ მე მომენატრა შენი პოსტები, ხოოოდა ვინატრე და ამიხდა, იეს! :დ
ისა და, მუსიკალური გაფორმება ჩემთან ჭედს :(

deka136 said...

Katten försvann - ხო, ალბათ, მაგის ბრალია :D
ისე, ჩეხური საოცრად მომწონს :))


ჩორვენი¹³ - ეკუნა აღარ :(
ახლა სხვას ვეძებ ვინმეს :უსერ:

Lalena - მე თქვენთვის ვწერ შვილო და თქვენთვის ვცდილობ, თორემ ეს ყველაფერი თავის დროზე გავლილი მაქვს და ვიცი (© ნებისმიერი სკოლის მასწავლებელი)

ისა და... რატო ჭედავს? :(

ცუცა said...

აუ როგორ მშურს შენი რაა :(

მეც მინდა ჩეხური.. :(

Lalena said...

ისა ვიდეო აღარ ჭედს :ჯუმპ:

მაგარია, არა ძალიან მაგარია...

Buda said...

rogor velodebodi shens axal posts da gamexarda ro Semovedi da damxvda :user:

yochag enebzec, 9 aprilzec da musikalur gaformebazec :)

Anonymous said...

მე სწორედ დღეს დავიწყე ესპანურის სწავლა, ლამაზი და მოქნილი ენაა მომწონს, ჩეხური არ მიცდია.

Sophie שרה Golden said...

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დიდი პოსტი იყო და ბოლოში რომ ჩავედი, დამავიწყდა თავში რა ეწერა, მაინც კარგი იყო ;)
ჩანთა ვიყიდეო, რომ ამბობ, ამაზე გამახსენდა, პირველ კურსზე ერთი მაგარი ტიპი, თორნიკე გურული, გვასწავლიდა PR-ს და გაოცებული იყო, რომ ბიჭებს ჩანთა საერთოდ არ ჰქონდათ და გოგოებს კიდევ საღამოს "რედიკულები" ელაგათ მერხებზე, სადაც პომადაც არ ეტეოდა, მგონი... კარგია ჩანთა რა! ;)