Monday, February 23, 2009

გადმოღვარეთ ემოციები

როგორ ხასიათზე ხართ ახლა? მჯერა, შესანიშნავზე. თუ პროგნოზში რეალურ განწყობას ცოტა ავცდი, სასწრაფოდ გაიღიმეთ და ჩათვალეთ, რომ ცუდი წარსულს ჩაბარდა.
ალბათ, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც ის ფიქრობს, რომ მოვლენები და ადამიანები მის წინააღმდეგ არიან განწყობილნი. მას ექნება შთაბეჭდილება, თითქოს მარტოა, არავის სჭირდება. ერთი დარტყმის აცილებას ვერ ასწრებს, რომ მეორე ხვდება. მაგრამ ყველაზე საოცარი ისაა, რომ მთელს წყენას, ბოღმას თუ ზიზღს არ ანთხევს, გულში ინახავს, ყველაფერ ამისგან წითელი ბუშტივით იბერება მანამდე, სანამ არ გასკდება და უვარგის ჰაერს გარეთ არ გამოუშვებს.
თუ არ ვარ მართალი, მომიტევეთ, რა თქმა უნდა. მე მქონია და მაგიტომ ვამბობ. ადრე ხშირად მემართებოდა მასე, მაგრამ ბოლო ერთი წელია სადღაც, ასეთი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში არ დაფიქსირებულა ადრე რაღაც სისულელეებზე ვიგრუზებოდი, მაგრამ მერე მაზოხიზმს თავი დავანებე. ბოლოს უფროსმა გამაბრაზა, მაგრამ სულ რაღაც ერთი დღით. საბედნიეროდ, ასეთ კრიტიკულ მომენტში (ლოლ) ჩემს გვერდზე არა, მაგრამ მესენჯერში თორნიკე აღმოჩნდა, რომელსაც ბევრი ვუბურღე ტვინი, თვითონ კი მშვიდად მიქნევდა თავს (უფრო სწორედ, სმაილი აქნევდა თავს ).
ჰოდა, რატომ დავიწყე ახლა ამაზე წერა. ყველაზე სასიამოვნო მომენტი რომელია, იცით? აი, რომ ითმენ, ითმენ და უცებ რომ ამოგასხავს. განრისხებული ლომი გალიაში აქეთ იქით რომ დახტის და მზადაა, ყველაფერს გადაუაროს, რაც კი გზაზე შეხვდება. ადამიანი ვულკანივით რომ ფეთქდება, თვალები უწითლდება, თავს ვეღარ აკონტროლებს და რამდენიმე წამის შემდეგ აღარც კი ეხსომება რა გააკეთა. რამდენადაც ვიცი, აფექტის მდგომარეობასაც ეძახიან ამას (შემისწორეთ, თუ ვცდები )
ჩემს მიერვე დაწესებული ტრადიციისამებრ, პოსტის ბოლოს სიმღერა უნდა ჩავსვა. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და საჭირო ”ვეშჩი” ეგრევე ავარჩიე





Just freedom is only a hallucination
That waits at the edge of the distant horizon
And we are all strangers in global illusion
Wanting and needing impossible heaven

მგონი, ეს სიმღერა ადრეც მქონდა დადებული, თუ მარტო ტექსტი დავაკოპირე მაშინ, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ღრმად ჩაისუნთქეთ და დაიკიდეთ. ნახეთ, სიცოცხლეა რა

11 comments:

staring girl said...

უახლოეს მომავალში რაიმე მესენჯერში თუ არ შემხვდები,ჩემი მოთმინების ფიალაც აივსება იცოდე :D

deka136 said...

msn-მა არ შეგიშვებო

იაჰუდან მოგწერე და პასუხი არ ჩანს
სხვა არ ძალმიძს მე რამე :-s

ჰექსე said...

ძალიან კარგი პოსტია დეკა :)
აი გიგრძვნია რასაც ქვია... :)
პოსტის პათეტიკას სრულიად ვეთანხმები
არ არის საჭირო არაფრის გულში შენახვა :)

Lalena said...

ხოოოო, მეც მქონია ამოფრქვევის მომენტი, და მერე კმაყოფილების შეგრძნება, მაგრამ ერთელ იმდენად ყველაფერი ამოვაფრქვიე, რომ მერე კმაყოფილება სიწითლეში გადამეზარდა :)))))))

staring girl said...

შუთ,ეგ რომ მოგწერე მერე მივხვდი რომ მეძინებოდა :D

მარიამ ბლანკი¹³ said...

არწუროოოო ეტა პრავდა ტიი??? :)))

ვააააუ!!!!

აი ლავ იუ ბებე!!!!

nati kuda said...

ბიჯო, შეეშვი შენ თორნიკეს, ეწუწუნები და მერე კიდევ ისაა ხომ პესიმისტი?? 0o

ცუცა said...

ho .. მართალი ხარ ..
მაგრამ ... :)

Anonymous said...

ტაკს
ესეიგი ნება იბოძე და შეცვალე დიზაინი,ვერაფერს ვერ ვკითხულობ
მაგრამ, ვერაფერს რომ ვერ ვკითხულობ იმას არ ნიშნავს რომ ვერ დავინახე როგორ ცდილობ წამართვა ვინი
ვინი ჩემია, გითხარი უკვე :ვიკ:
თუ გინდა დენის დაგითმობ

Unknown said...

მე მასე არასოდეს დამმართნია, ალბათ ადამიანი რომ არ ვარ :მო:

Lalena said...

ისა და ბატონო ჯუმბერ, მოგვენატრა თქვენი პოსტები და იქნებ გამოხვიდეთ აბაზანიდან და გვსტყორცნოთ ორიოდ სიტყვა :)))))