Friday, February 20, 2009

ჩვენ სისტემის მონები ვართ © თორნიკე

რა შეიძლება ითქვას? ღრმად და უკიდეგანოდ ტრაკში რომ ვართ, ეგ მგონი ისედაც ყველამ კარგად იცის ვინც არ იცის კიდე, უბედნიერესია... აქ წერა ხშირად მინდებოდა, მაგრამ მეზარებოდა და ვიმიზეზებდი, თითქოს გამოცდებისთვის უნდა მოვემზადო, არადა, საერთო ჯამში, არაფერი მიკეთებია და შედეგიც შესაბამისია: მაღლივში მოღვაწეობის ორწელიწად-ნახევრიანი პერიოდის განმავლობაში პირველად შემეტენა საგანი და თან რა საგანი, თვით ფინანსური აღრიცხვა?! რთული არ ყოფილა, მაგრამ თავიდან სწავლა მეზარებოდა, ხოლო როცა ჭკუას მოვუხმე და რაღაც-რაღაცების კეთება დავიწყე, უკვე ლექტორს ვყავდი ათვალწუნებული და აჰა! არადა, მაგარი კაიფი სიტუაცია იყო. სემესტრი რომ იწყებოდა, პირველ ლექციაზე, რა თქმა უნდა, არ მივედი და მერე გოგოებმა მითხრეს, ბიჭებს გაგიმართლათ, რაღაც მოპიდარასტო ახალგაზრდა კაციაო ლექტორი ნუ, დავფიქრდი და მაგას რა ჯობია-მეთქი, ე.ი. ქულას დამიწერს, რაც ყველაზე მთავარია, მაგრამ სადა ბანაობ თურმე... ერთი ჩემი ჯგუფელი ბიჭი დაევასა და სულ იმას დასდევდა: ”ბექუნა, დღეს რატო არ მოემზადე? ბექუნა, ეს შენ არ გგავს! ბექუნა, შემდეგში ასე აღარ მოიქცე”. ეჰ, ალბათ, ცხოვრებაში პირველად თუ არა, მეორედ ვინატრე, ნეტა ცისფერი ვყოფილიყავი... ყველაზე მაგარი სემესტრის ბოლოს იყო, როცა ნიშნების წერის დრო მოვიდა. 7 თემიდან სამი ჩაბარებული მქონდა და ქულას მაინც არ მიწერდა. ჰოდა, რომ მივხვდი, ეს დამწერი არ არის-მეთქი, მეც ვენაგლე ცოტა და ჩვენ შორის მთელი აუდიტორიის წინაშე დაახლოებით ასეთი დიალოგი შედგა:
მე: ქულას რატო არ მიწერ?
ის: არაფერი გიკეთებია და იმიტომ.
მე: აბა ის სამი თემა რა არის?
ის: მთავარი ისაა, რას მიყვებოდი!
მე: რას გიყვებოდი?! მე გიყვებოდი და შენ მისმენდი! გეთქვა, რომ ცუდად ვყვები და აღარ ვიწვალებდი საერთოდ.
ის (ისეთი გაცხარებული, რომ მელოტი თავი მთლიანად გაუწითლდა): როგორ თუ მე გისმენდი?!
მე: რა იყო, არც მისმენდი?
ნუ, აქ მთელს ჯგუფს სიცილი აუტყდა და ლექტორმაც ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა. საბოლოოდ, 60-დან 21 ქულა დამიწერა, რომ გამოცდაზე გავსულიყავი და გამოცდაზე 23 მივიღე, რაც, როგორც მოგეხსენებათ, ჩასაბარებლად საკმარისი არ გახლავთ გაპროტესტებაზე რომ მივედი, ოთახში სამი გამსწორებელი იჯდა, რომელთაგან ორი ქალი იყო და ერთიც ეს ჩემი ლექტორი. მინდოდა, ქალთან მოვხვედრილიყავი, რადგან ის ქულებს უმატებდა, თან ნასწავლი მქონდა, მაგრამ იმ კაცისმაგვარმა არსებამ შორიდან დამინახა თუ არა, შენ ჩემთან მოხვალო. შევედი, დავჯექი და მეკითხება: ”რა გინდა?” რასაკვირველია, ვუპასუხე, რომ 51 ქულა და საგნის ჩაბარება მინდა-მეთქი, მაგრამ დიდი ბოდიში, მაგას ვერ მოგართმევო და შემდეგ კიდევ კითხვა: ”სხვა რა გინდა?” ასეთი პასუხის მერე რა უნდა მდომებოდა, ცოტა ვეკამათე, ვეჩხუბე, ერთი ქულა მაინც მოვამატებინე და ნასიამოვნები სახით გამოვედი იქიდან განმეორებით გამოცდაზე რაღაც საშინელი ამოვანები მოვიდა და მაგაში 20 ქულა მივიღე. ასე რომ, ორსემესტრიანი საგანი შემეტენა და მაგას, სავარაუდოდ, მეოთხე კურსზე გავივლი.
სხვა რა ხდება ჩემკენ? ბოლო დროს სერიოზულად დავინტერესდი სტუნდეტების გაცვლითი პროგრამებით და ერთი სული მაქვს, რაიმე იოტისოდენა შანსი მაინც გამიჩნდეს, რომ აქედან უგზოუკვლოდ დავახვიო. გადავქექე ინტერნეტი, რამდენიმე საინტერესო ადგილიც აღმოვაჩინე, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთ ვებ-გვერდზე პოლონეთში საზაფხულო სკოლა ვნახე ეკონომისტებისთვის, CV-ც გავაგზავნე და რაღაც აპლიკაციაც შევავსე და 13 თებერვალს პასუხი მომივიდა, რომ თქვენი აპლიკაცია დაკმაყოფილებულია და გელოდებით ქალაქ ვროცლავშიო, მაგრამ 20 რიცხვამდე 550 ევრო გადაიხადეო. რა თქმა უნდა, ფული ვერ გავჩითე და ამ ოცნებასაც დავემშვიდობე. თუმცა, ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებ და იმედია, ვნახავ რამე საინტერესოს.
სამსახური? ოჰ, სამსახური... მიკვირს, როგორ უნდა ინატროს ადამიანმა მუშაობა, მით უმეტეს, ისეთ ადგილას, სადაც უფროსი ისეთი, ბოდიში და, დაყლევებულია, როგორც ჩემთან. ადამიანი გარეგნულად და სულიერად ასე ჰგავდეს ფალოსს, მე ნანახი არ მქონდა, სანამ 4 წლისა და ერთი თვის წინ გაზეთში არ დავიწყე ”მოღვაწეობა”. ყველაზე მეტად კი იმაზე მეშლება ნერვები, რომ თავად იმას აკეთებს, რასაც სხვებს უკრძალავს. მართალია, უფროსია და ტრაკში სარიც უთხრია, მაგრამ მაინც არ არის ლამაზი. მილიონჯერ აქვს ნათქვამი, რომ ამ დედანაქაჩ რუსეთის ჩემპიონატზე და რუს ფეხბურთელებზე არაფერი დაწეროთო და თვითონ პირველივე შესაძლებლობისთანავე წერს. მიზეზი? ჩვენ პოსტ-საბჭოთა ქვეყანა ვართ და გვინდა თუ არა, მათთან დაკავშირებულები ვართო. ამ ყველაფერს სხვებიც ამჩნევენ, მაგრამ ჩუმად არიან, ეშიანით, მე კიდე ცოტა ნაგლად ველაპარაკები, ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელი ვარ და ჩემს გაშვებას ვერ გაბედავს ჰო, თან შეცდომებსაც რო მისწორებს თავის ჭკუაში? ვერ ვიტან, როდესაც 100%-იანი ვიცი, რომ მართალი ვარ და მაინც მეკამათებიან, მაგრამ ბოლო დროს მივხვდი, რომ მასეთებს უხარიათ, როდესაც თანხმობის ნიშნად თავს უქნევ. ეგონოს, რომ სწორია
კიდე ის მიშლის ნერვებს, ზოგიერთებმა კუმირად ნარკომანი რომ გაიხადეს, რომელსაც გადაცემა ციხის საკნიდან მიყავს. ეჰ, ასეთი რამ მარტო საქართველოშია შესაძლებელი. ამბობენ, როგორი ხალხიცააო, ისეთი მთავრობააო. რა უკვირთ, ვეღარ გამიგია?! მახსოვს, სანამ მუშაობას დავიწყებდი, ჩვენი გაზეთის პირველ გვერდზე ”ვარდიანი” სააკაშვილის სურათი იყო, ახლა კი უფროსები წუთსაც ვერ ძლებენ ისე, რომ ქალბატონი ალასანიას გენიტალიების მდგომარეობა არ მოიკითხონ. ზოგს დემოკრატია ის ჰგონია, რომ ყოველ ორ წელიწადში პარლამენტის შენობასთან გამოვიდეს და რევოლუცია მოაწყოს. დაე, მასე იყოს! არავის ვეკამათები, თავში ქვა უხლიათ.
შეამჩნიეთ ავტობუსებში საკასო აპარატები? თავიდან, ძალიან არ მომეწონა ეს ნოვაცია, მაგრამ შემდეგ დავუფიქრდი და მაგარი რაღაცაა. სასიამოვნოა, როდესაც ავტობუსში მშვიდად ზიხარ ან დგახარ და ყოველ გაჩერებაზე მძღოლისგან დედის გინება არ გესმის, ეს უკანასკნელი კი გზაზე ნაკლებად იძაბება და თავისი საქმის მშვიდად კეთების შესაძლებლობა ეძლევა. მართალია, ბევრი ისე ჩადის, რომ არ იხდის, მაგრამ ეგ რა გასაკვირია, ჩემი გამოთვლებით, საქართველოში ასეთი რამ კიდევ მინიმუმ ერთი საუკუნე იქნება. ერთხელ, სამსახურიდან სახლში რომ მოვდიოდი, მაგარი რაღაც მოვისმინე ავტობუსში ერთი კაცისგან. ეს აპარატები ქართულ მენტალიტეტში არ შედისო აქ, წესით და რიგით, ანაზდად უნდა მივტრიალებულიყავი მისკენ და ჰაეროვნად მეკითხა: ”აბა რა ჩემი *ლე შედის ქართულ მენტალიტეტში?” თუმცა, მივხვდი რა, რომ ეს სიტყვები არ შემრჩებოდა და მინიმუმ 10 კაცი წიხლებით შემდგებოდა, აღარაფერი ვთქვი ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო...
დაბოლოს, გიყვართ ტრევისი? თქვენი არ ვიცი და მე ამ ჯგუფზე ბავშვობიდან ვგიჟდები. მახსოვს, კავკასიაზე პირველად რომ ვნახე Sing-ის კლიპი, დღესაც იმავე ემოციებით ვუყურებ, ოღონდ ახლა ამ ჯგუფის მთელი შემოქმედება ზეპირად ვიცი, მაშინ ასე არ იყო. მგონი, უკვე დავწერე აქ, რომ მათი ერთ-ერთი სიმღერის, Writing To Reach You-ს გარჩევა დავიწყე და ვჩქარობ გაცნობოთ (© ჩემი უფროსის სტილი ), რომ თავიდან ბოლომდე საკაიფოდ ვუკრავ უკვე. მიყვარს ფრენსისის სევდიანი და ამავე დროს, რაღაც იმედისმომცემი ხმა, ლამაზი სიმღერები გამოსდის. დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობთ ყურადღებისთვის. წასვლის წინ დააწკაპუნეთ ამ ვიდეოს და უსმინეთ ზემოთ ხსენებულ კომპოზიციას...


17 comments:

staring girl said...
This comment has been removed by the author.
Toma said...

უჰ, ესეთი გაბრაზებული პოსტი დიდი ხანია არ წამიკითხავს.
ტრაკში რომ ვართ დიდი ხანია მეც ვიცი, ადრე პოსტიც კი დავწერე. ხოდა გამოსავალი ყოველთვისაა. შეეცადე შეაგროვო ნელ ნელა ფული და მერე გადაიხდი.

მარიამ ბლანკი¹³ said...

omg
lol
vso budet ok.....

i.t.d i.t.p

Buda said...

ai dadga dge, roca sheni blogi ganaxlda :D

oo, me miyvars travisi, tan dzalian. fran - is xmaze mabardzgalebs...

leqtoris ambebi kargi iyo :)

Buda said...

mara vaida kitxulobs shens blogs is leqtori :D an sheni ufrosi :D

me ro megona blogze rasac mindoda vcerdi arxeinad, amascinat mamachemma gamomicxada, bolo kai posti iyo shen blogzeo.... chamomivarda yba.... usiamovno shegrdzneba iyo, sascrafod chamovtvale gonebashi, rame 'iseti' xo ar mqonda dacerili :D

deka136 said...

buda




leqtori tu kitxulobs, magari mkidia :D mgoni, isedac icis, rasac vfiqrob magaze :D
rac sheexeba ufross, darwmunebuli var, ar kitxulobs :D ase vtqvat, kompiutertan cota mwyraladaa :D

perfect stranger said...

აი ისეთი პოსტები გაქვს ხოლმე, ერთი ამოსუნქვით რომ ჩაიკითხავს ადამიანი

deka136 said...

perfect stranger


კარგია ეგ თუ ცუდი? :-/

perfect stranger said...

კარგია, თანაც ძალიან :P

ჰექსე said...

:LOL: :LOL: :LOL:


კაი გაბრაზებყული პოსტი კია მაგრამ,საკაიფოდ არის დაწერილი
ნუ განსაკუთრებიტ ლექტორის და უფროსის ეპიზოდები მომეწონა :)))

Sophie שרה Golden said...

მე მგონი პოსტებს რომ ვკითხულობ, შინაარსი ვერ გამომაქვს :ლოლ: გაბრაზება ვერ შევამჩნიე ამ პოსტში :P
1 საუკუნე შეცდომით გამოგითვლია, მე მჯერა, რომ უფრო მალე გავალთ უდაბნოდან. ტრევისის მეც 'Sing' ვნახე პირველად, მაგრამ საყვარელ კლიპად დღემდე ის რჩება, "ორსულების ქალაქი" :D არ ვიცი, სიმღერის სახელწოდება სამწუხაროდ, თვითონ კლიპი აქვს ორიგინალური :) და თან სულ მაგ კაცს აწვიმს... if you know what I mean :)

thomas said...

sistemis mona xar aba ra xar?!
ramxela postebi gaqvs ?

thomas said...

mikroraiono

Anonymous said...

ბიჯო შენ ხარ სააკაშვილის მონა და არა სისტემის მონა :დ თუ ეგ ერთიდაიგივეა? :სპყ:

deka136 said...

nomer pirveli sistemis mona shen xar she ubeduro :D

tete said...

kreatiul axalgazrdebs, anu tqvens taobas aqvt didi shansi gaargvion es gungluri marazmi saqartveloshi, magari vinme xar da pantastiuri xedva gaqvs, titqos chemi dacerili iko ragaceebi, ra problemebsac shen exebodi, gaixare

tete said...

es vigac anonimusi supta anusia ra,