Monday, January 12, 2009

ზამთრის მუსიკალური გაფორმება

მაშინ, როდესაც მეზობელ ბლოგზე დიადმა ბუდამ ახალი ფილმის ყურება მირჩია, რომელმაც სულ ახლახან ოთხი ოქროს გლობუსი აიღო, მე თავში სულ სხვა აზრი მიტრიალებდა. სიმართლე გამხელილი სჯობსო და ფილმები დიდი მოყვარული მაინც და მაინც არ ვარ. თუ არის, ვუყურებ, თუ არა - არც ეგაა პრობლემა. კინო კარგია საღამოს, კომპიუტერს რომ გათიშავ და თბილად ლოგინში რომ ჩაწვები და ელოდები, როდის დაგეძინება. აი, სწორედ მაშინ მაქვს ტელევიზორი ჩართული და ტაიმერზე დაყენებული
ჰჰოოოომდაა, ახლა სათქმელს დავუბრუნდე. ზოგადად, ჩემთვის ზამთარი დეპრესიასთან, სიცივესთან, გამოცდებთან (რაც მერე დეპრესიას იწვევს თავისთავად ) და ”გრუზ” მუსიკასთან ასოცირდება. მართალია, ამ უკანასკნელს არა მარტო დეკემბრიდან თებერვლამდე, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს ვუსმენ, მაგრამ ამ მხრივ ზამთარი მაინც განსაკუთრებულია, რადგან ამ დროს მელოდიას, ტექსტებს და სხვა ნიუანსებს უფრო მძაფრად აღვიქვამ და ასე ვთქვათ, გულთან უფრო ახლოს მიმაქვს. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი depressive კრებულიდან რამდენიმე (არ შემეშინდება ამის თქმა ) შედევრის თქვენთვის გაზიარება. წინასწარ ვიცი, ზოგს მოსმენა დაეზარება, ზოგიც იფიქრებს - ნეტა ეს არ ჭმუჭნიდესო და ა.შ., მაგრამ უსაქმური კაცისა და მახათის ამბავი ხომ იცით, ხოდა მეც ეგრე ვარ თითქმის.
მაშ ასე:

1. Pain Of Salvation - Undertow
ეს გახლავთ შვედური პროგრესივ როკ/მეტალ ჯგუფი და მათი განუმეორებელი Undertow ლაივი, რომელიც ჩაწერილია 2007 წლის ზაფხულში, სტამბოლის ფესტივალზე. სიმღერის სტუდიური ვერსია საკმაოდ განსხვავებულია, მაგრამ, ჩემი აზრით, ლაივი სტუდიურს ათჯერ მაინც სჯობს (თუ მეტჯერ არა). ასეთი გრძნობით ნამღერი სიმღერა იშვიათად შეხვდება ადამიანს, რასაც ქვია, მთელი გული და სული ჩადო დანიელმა თითოეულ სიტყვაში
ესეც მონაკვეთი სიმღერის ტექსტიდან:

Let me drain!
Let me die!

Let me break the things I love I need to cry!
Let me burn it all!
Let me take my fall!

Through the cleansing fire!
Now let me die!

Let me die...




2. Anathema - Anyone Anywhere
რა თქმა უნდა, ჩემს უსაყვარლეს ჯგუფს გვერდს ვერ ავუვლიდი. ზოგადად, მთელი ანათემას დისკოგრაგია ერთი სპლაშნოი დეპრესიაა, შიგადაშიგ მცირედი, მაგრამ მაინც ოპტიმისტური გამონათებებით, თუმცა არის კომპოზიციების ისე კატეგორიაც, რომლებიც მართლა მთანგავენ და ბოლოს მიღებენ ერთ-ერთი მათგანი ზემოთხსენებული სიმღერაა, რომელშიც ვოკალისტი წუთისოფლის ამაოებას მეტისმეტად ღრმად უფიქრდება

No one seems to care anymore
(as) I wander through
this night all alone
No one feels the pain I have inside
Looking at this world through my eyes

No one really cares where I go
Searching to feel warmth forever more
The wheels of life they
turn without me
Now you are gone... eternally




3. Skin - Nothing But

ამ შემთხვევაში ადგილებს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა სიმღერა მეტ-ნაკლებად გრუზია და ნომრებს უბრალოდ ფორმალობისთვის ვუწერ. შესაბამისად, მესამეზეა ქალბატონი სქინი ბრიტანეთიდან. როგორც გავიგე, თავის დროზე მოდელი ყოფილა, მაგრამ რატომ გადაწყვიტა სამოდელო კარიერისთვის თავის დანებება და მუსიკაში შესაძლებლობების გამოცდა, ჩორტ ევო ზნაეტ არადა, მამენტ, ცუდადაც არ გამოსდის, რაღაცნაირი მტირალა ხმა აქვს. თავიდან საკმაოდ ცნობილ ჯგუფ Skunk Anansie-ს ვოკალისტი იყო, მაგრამ შემდეგ სოლო-კარიერა დაიწყო და ზემოთ ხსენებული სიმღერა მისი მეორე ალბომიდანაა. ამჯერად ქალბატონი სქინი ბიჭს/მამაკაცს/ვაჟს მისტირის, რომელიც სხვა ქალთან გაიქცა და მიუხედავად იმისა, რომ, დარწმუნებული ვარ, გულის ყველას დაგვწყვიტა, მოდით, დიდსულოვნება გამოვიჩინოთ და ცუღლუტ მამაკაცს ეგეც ვაპატიოთ, ისევე, როგორც ეს სქინმა გააკეთა.

I feel nothing but
Joy and pride and happiness
Nothing but
Cheerfull face with kindness
I feel nothing but

Oceans of love and forgiveness
For you and your sweet girl
Please ignore the Particular way i smile
Take no notice of
The blood on the lip i bite
I am still your friend
There is no denying
For you and your new girl




4. Antimatter - The Wright Of The World
ეს კაცი, დანკან პატერსონი, რომელიც ამ სიმღერაში თავისი ხავერდოვანი ხმით ტკბობის საშუალებას გვაძლევს, Antimatter-ისა და ანათემას ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ, მაგრამ ახლა არცერთ მათგანში აღარაა და ცალკე პროექტებში მოღვაწეობს. ეს სიმღერა 2005 წლის ალბომიდანაა, რომელიც დანკანისთვის ამ ჯგუფში ბოლო აღმოჩნდა, რადგან 2006 წელს ”ანტიმატერიიდან” წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. სხვათა შორის, ეგ ალბომი იმით გამოირჩევა, რომ, შეიძლება ითქვას, ორი ნაწილისგან შედგება: კენტ სიმღერებში ვიღაც ქალი წიკვინებს, ლუწებში კი დანკანი მღერის. მისი შესრულებული ყველა კომპოზიცია მეტად დამთრგუნველია, მაგრამ ეს (მეორე ნომრადაა ალბომში) მაინც განსაკუთრებულია. როგორც სათაურიდანაც კარგად ჩანს, აქაც მთავარი თემა წუთისოფლის ამაოებაა:

I'm trying to scream but I can't exhale
The world seems to spin as I'm left on this square
With no will to hold on
Am I the only one crushed by the weight of the world?

Save me...
I think I've swallowed more than I can comprehend
A soul laid low




5. Danny And Vincent Cavanagh - One Last Goodbye

ვინც ჩემი ბლოგის ხშირი სტუმარია, ეცოდინება, რომ ეს ძმები ანათემას სულები და გულები არიან (ვიცი, ტვინს ვაორსულებ ამ ჯგუფით, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია ). დენის და ვინის ხშირად აქვთ ხოლმე აკუსტიკური შოუები და მათ მიერ შესრულებული One Last Goodbye ნამდვილ იმსახურებს იმას, რომ ადამიანი დაჯდეს და მის ფონზე ერთი გულიანად იქვითინოს. რატომღაც ამ სიმღერას განსაკუთრებით ბევრჯერ მაშინ ვუსმენ, როცა ცუდად ვარ და თავს კიდევ უფრო საშინელ დღეში ვიგდებ (ხო, ცოტათი სენტიმენტალურიც ვარ), მაგრამ ეს ისაა, რაც მე მჭირდება, ჩემი სიცოცხლის ელექსირი...

I know you didn't want to leave
Your heart yearned to stay

But the strength I always loved in you

Finally gave way

სამწუხაროდ, იუთუბიდან აქ ამ ვიდეოს ჩასმის უფლება არ მომცეს, ამიტომაც, ვისაც მოგინდებათ მოსმენა, თავად გადაბრძანდით ამ ლინკზე http://www.youtube.com/watch?v=-l2oIlIDb1I



6. Radiohead - We Suck Young Blood
ჩემი ძველი სიყვარულის დროც დადგა. მახსოვს პერიოდი, როდესაც დილა-საღამოს ამ ჯგუფს ვუსმენდი. სამწუხაროდ, ახლა იმდენად აღარ ვარ რადიოთავების მიერ ჩათრეული. ეს სიმღერა კი... რა ვიცი, რა ვიცი! თავად განსაჯეთ! რაც არ უნდა კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი, ეგრევე მთრგუნავდა და მიწასთან მასწორებდა ვერ გეტყვით, რა აქვს ეგეთი განსაკუთრებული, მაგრამ სისხლს მართლა მწოვდა.

Are you hungry?
Are you sick?
Are you begging for a break?
Are you sweet?
Are you fresh?
Are you strung up by the wrists? We want the young blood
Are you fracturing?
Are you torn at the seams?
Would you do anything?
Fleabitten, motheaten?



7. Travis - Last Train
ექვსზე გაჩერება არ შეიძლება და ბოლოსთვის კიდევ ერთ საყვარელ ბენდს დავწერ. თითქმის ყველასთვის ნაცნობი ტრევისი და ბევრისთვის უცნობი სიმღერა Last Train. ტვინის ბურღვას აღარ გავაგრძელებ და დეპრესიული სიმღერების ჩამონათვალს ამჯერად ამ ნარნარი ”ვეშით” დავასრულებ (არადა, ვინ იცის, კიდევ რამდენის ჩამოწერა შემიძლია)...

And now there's no-one to rely on
But if it's all the same to you
Here's what I'm gonna do
I'm gonna buy a gun
Gonna shoot eberything, everyone
And then I'm coming for you
'Cos it was you that drove me to
This could be the last train



P.S. ოღონდაც, თქვენი ჭირიმე, ახლა დეპრესიაში არცერთი ჩავარდეთ, ჩემს ისედაც ცოდვილ თავს კიდევ ერთი ცოდვაც არ დაუმატოთ ახლა

1 comment:

Lalena said...

უბრალოდ კიდევ ერთელ მინდოდა მეთქვა მადლობა მუსიკისთვის, მართლა ძააან დამეხმარა, ეს უკვე მეორეჯერ მიხსენი მუსიკით მელანქოლიის კლანჭებიდან :)