Wednesday, February 27, 2008

მონსტრებო თქვენა, კაცის მკვლელებო!!! თქვენ გნახეთ ერთ დღეს ტბაში დამხრჩვალები...

ახლა კი საქმეზე გადავიდეთ... სად იყო და სად არაო, ფორუმის ერთ-ერთ თემაში ლოხ-ნესის ტბის მონსტრის ფოტო ვნახე და ჩემი ბავშვობის გამორჩეულად საინტერესო და დამაინტრიგებელი ისტორია გამახსენდა. ყოველთვის მაინტერესებდა, მართლა ცხოვრობს თუ არა ეს არსება შოტლანდიის უდიდეს ტბაში და თუ არ ცხოვრობს, მაშინ სურათები საიდანღა გაჩნდა ბლიად?
აბა ვინ მეტყვის თბილისი რომელ საუკუნეში აშენდა? მართალია, ბავშვებო, მეხუთეში! ხოდა, შენხარჩემიბატონი ©, ლოხ-ნესის ტბის ურჩხულზე პირველად ცოტა მოგვიანებით, 565 წელს დაიწერა, როდესაც მონსტრმა ადგილობრივი მაცხოვრებლის სიცოცხლე შეიწირა. წმინდა კოლუმბის (ადამიანი, რომელიც შოტლანდიელ ურწმუნოებში ქრისტიანობას ქადაგებდა და სწორედ ამიტომ შერაცხეს წმინდანად) წერილებში აღწერილია ეს ფაქტი. მკვდრის დამარხვა მის თანატომელებს ტბის პირას მოუნდათ და მაგ დროს ერთ-ერთმა უგუნურმა, დეგენერატმა, კრეტინმა ნავის მოსაყვანად წყალში გაცურა... ხოდა, მეორე კუბოს დამზადებაც გახდა საჭირო :| წერილში ეწერა, რომ ის ნისაგმა მოკლა (ნისაგი - მონსტრის გალიური სახელი, თანამედროვეები მას უბრალოდ ”ნესის” ეძახიან... რა საყვარლობაა ), რომელიც დიდ ბაყაყს ჰგავდა.
1933 წელს შოტლანდიურმა გაზეთმა ”ინვერნეს კურიერმა” მაკკეის ოჯახის მონაყოლი გამოაქვეყნა, სადაც ცოლ-ქმარი ირწმუნებოდა, რომ ტბაში ურჩხული დაინახა. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში და მათაც ტბის პირას ყველა ხე თუ ბუჩქი (ამას რაღას ერჩოდნენ ნეტა ) გაჩეხეს, რათა მონსტრზე დაკვირვება უფრო ადვილი ყოფილიყო. იმავე წლის აგვისტოში სამმა მოცლილმა, რომლებიც ტბასთან ვინ იცის რით იყვნენ დაკავებულები, კიდევ ერთხელ ნახა ”ლოკოკინისებური” არსება, რომელიც ლოხ-ნესში მიცურავდა.

აქვე დავწერ ნესის არსებობა-არარსებობაზე გაჩენილ ვერსიებსაც:
1. ვარაუდობდნენ, რომ ეს ურჩხული რელიქტური პლეზიოზავრი იყო, თუმცა 70-წლიანი დაკვირვების შემდეგ ტბაში ცხოველის ნარჩენების პოვნა ვერ მოხერხდა. თან, ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენს დროში დინოზავრები კიდევ ცოცხლები იყვნენ
2. 2005 წელს გლაზგოს უნივერსიტეტის პალეონთოლოგიის კათედრის კურატორმა, ნეილ კლარკმა თავისი აზრიც დააფიქსირა. შოტლანდიელი მეცნიერი თვლის, რომ ხალხმა ტბაში არა ურჩხული, არამედ უბრალო სპილოები ნახა (დალტონიკები იყვნენ ეს ჩემისები?! ), რომლებსაც ერთ-ერთი ადგილობრივი ცირკის მფლობელი სწორედ 1933 წელს ლოხ-ნესის ტბის გავლით გადაჰყავდა. კლარკი თვლის, რომ ნესის პირველ სურათებში არა მართლა ნესი გახლდათ, არამედ ჩვენი გრძელხორთუმიანი ძმები და დები! (მიდი და ნუ დაუჯერებ, ბლიაძ! )
3. ბოლო ვერსია კი იტალიელ მეცნიერ-სეისმოლოგს, ლუიჯი პიკარდის ეკუთვნის. მაკარონიჭამიას აზრით, ტბის ფსკერზე დიდი ტექტონიური ხვრელია, რომელსაც Great Glen ჰქვია. შედეგად, წყლის ზედაპირზე წარმოქმნილი ბუშტულები და ტალღები ამის ბრალია. გარდა ამისა, შესაძლოა, ტბაში ცეცხლოვანი ლავაც გამოჩნდეს, რასაც დამახასიათებელი ხმაური (რომელიც ურჩხულის ღრიალში ეშლებათო) და მცირე მიწისძვრებიც მოჰყვება (მე თუ მკითხვათ, ეს იტალიელები ყველაფერში მაგარი *ლეები არიან . კიდევ კარგი, მე არ მეკითხებით ხოლმე არაფერს ).

ესეც ასე... ლოხ-ნესის ურჩხული ნესი... მითი თუ რეალობა?! ტბაში დამალული მაჩო თუ ჩვენს დროში შემორჩენილი ერთადერთი დინოზავრი?! ვისაც აინტერესებს, შეუძლია ბრიტანეთის საელჩოს მიმართოს, ვიზა აიღოს და შოტლანდიისკენ გაუდგეს გზას! თუ ცოცხალი ჩამოხვალთ, მერე ჩვენ მოგვიყევით

დაბოლოს, სურათები

ლოხ-ნესის ტბა
ნესის ქანდაკება
ესეც ნესის რეალური სურათები... (ჰგავს სპილოს?)


რუბრიკა ”ეს საინტერესოა...” ©

Monday, February 25, 2008

შიგ ხომ არ მაქვს?! რა სულელურ კითხვებს სვამთ რა... ყოველ დილით ვიღებ ხოლმე

გამარჯობა, ჩემო ბლოგო! როგორ ხარ? ხომ არ მოიწყინე? არა?! ძალიან კარგი! ეგრეც უნდა იყოს, თორემ შენი სევდიანი გამოხედვის ატანა აღარ მაქვს. მაგ დროს ნერვებს მიშლი ხოლმე (ჯიგრულ პონტში გეუბნები)
ხოოოდა, რა ხდება აქეთ, ხომაა მშვიდობა? რაღაც ბოლო დროს სერიოზულ პოსტებს ვეღარ ვკითხულობ/ვწერ და ნეტა რაშია საქმე? ააა, მივხვდი, ოხერი ხარ, ოხერი! თან ზარმაცი ოხერი ხარ! ტრაკის (ამ შემთხვევაში თითისაც) განძრევა გეზარება ხოლმე ბლიად... არაუშავავს, ტრაკის (ა.შ.თ.) გასანძრევად დრო უნდა გქონდეს და კარგია, რომ არ გაქვს, ე.ი. უსაქმოდ არ ხარ.
ჩემკენ რა ხდება? ვახ, მართლა გაინტერესებს? რაღაც ყურადღებიანი გახდი, ხო იცი შენ... პრავის ბილეთების სწავლა დავიწყე, ზურამ მითხრა ართულებენო (დავაჯვი ენაზე) და რაც შეიძლება სწრაფად მინდა ჩავაბარო. ისე, საკაიფო ტემპით მივდივარ, ორ დღეში 400 საკითხი დავამუღამე, ხვალ დარჩენილ 100-საც ჩავუჯდები და მერე ერთი-ორჯერ გადავიმეორებ თავიდან ბოლომდე, ეშმაკს (სატანა, დემონი და ა.შ.) არ სძინავსო... თეორიულზე მაინც და მაინც არ ვნერვიულობ, მგონი ადვილად ჩავაბარებ, აი პრაქტიკულში დამენ*რევა ალბათ! მაგრამ ხუთჯერ გასვლის შანსი მაქვს და სულ თუ არაფერი, ტარებას იქვე ვისწავლი.
ისე, მაგარი უნამუსო რამე ხარ რა ეს ბლოგი... ამხელა ლასტ.ფმ-ის *ლინჯობები დაგიყენე და მადლობასაც არ მიხდი?.. რა? გადამიხადე უკვე? არადა, მე არ გამიგია, ალბათ მთვრალი ვიყავი :| რაც მზე გამოჩნდა, ფხიზელი არ მინახავს ჩემი თავი, სულ 8-ნებით დავდივარ ხოლმე... რაც კარგია, კარგია რა ძმაო! ნელ-ნელა გახდას დავიწყებ ახლა, მთავარია ეს ავადმყოფობა მოვიშორო და... ჩემი გამოთვლებით, სადღაც ორ თვეში უკვე მოკლემკლავიან მაიკაზე გადავალ, მერე და მერე რა იცი კიდე რა შეიძლება გავიხადო... ^^

ელიაა, გოგო, ელიააა, ეე რა წმინდა წელია,
ელია, გოგო, ელიააა, ეე რა წმინდა წელია.
სამი წელიწადია შენი თხოვნა მწადია,
სამი წელიწადია შენი თხოვნა მწადია...
აეეეე, მაგარი კაცია რა ბაირანა! ძაალიან მაგარი! მაგრამ იბერეთს სულ სხვა მუღამი აქვს! ქალავ, სიცოცხლევ, დამწველო გულისა!.. სულში ჩადის და გათრობს რა კაცს... მაგრამ ამას ფასი დაეკარგებოდა, შიგადაშიგ Crazy Town-ის Butterfly თუ არ ჩართე! ქამ მა ლედი, ქამ ქამ მა ლედი, იუ’რ მაი ბათერფლაი, შუგა ბეიბი!!!
ეჰ, წავედი რა ბლოგჯან, კ გნამ ჰიმი უ კ ქნემ, დუელ მნა სტეღ მენაკ უ სპასი მიჩევ იეფ კ მტნი მეკნუმეკე, კართა უ თოღნი ინჩორ ბან (სომხური? არა, რა სომხური! ფრანციულია, ფრანციული! პრავის ბილეთების პარალელურად, ბაყაყიჭამიების ენასაც ვეუფლები)...

Пошол щас я на *уй, то есть спать

Sunday, February 24, 2008

ფორუმზეც შეიძლება თურმე რამე სასიამოვნოს წაკითხვა...

ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო.
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს უცხო სრულიად,
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე დასასრულია.



აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე..... ბავშვი გააღვიძეეეეეეთთთ!!!!!

Friday, February 22, 2008

Thursday, February 21, 2008

Death is not the opposite of life
Birth is the opposite of death
And life is eternal...

ამის გამო მიყვარს...

Wednesday, February 20, 2008

ტააააკსს...

ბევრი რამის დაწერას ვაპირებდი, სურფ სარქისის ლეგენდაზე მომეყოლა, ბედის არსებობა-არარსებობაზე მეთქვა ორიდე სიტყვა, მაგრამ ახლა საშინლად მეზარება და თან ფეხბურთის საყურებლად მივდივარ. ”მილანისა” და ”არსენალის” ტანჯვას უნდა ვუყურო.
ჰოდა, მთლად უაზრო წერილი რომ არ გამომივიდეს საკუთარ თავთან, ბარემ ამ სურათს დავდებ, რომელიც მოულოდნელად გამახსენდა :D სულ ასეთი მომღიმარეა ეს ოხერი :უსერ:



დავით, მაგარი მევასები, მაგრამ ტვინს მიორსულებ ხოლმე და იაჰუში სულ offline-ze ამიტომაც მიზიხარ :))

Monday, February 18, 2008

აუ, ამ სურათს ვეძებდი რამდენი ხანია
ფილმში ყველაზე მეტად ეს მომენტი მომწონს, გოგო უცებ რომ ახტება და სოლოს რომ მოიგონებს :))
ორივე ძალიან საყვარელია აქ :love:


უსასრულობის მჯერა
დებილი ვარ ალბათ
ოღონდ სინამდვილეში უსასრულობა არ არსებობს
მაგრამ პირობითი უსასრულობა ხომ არის?
ხოდა, სწორედ მაგის მჯერა

რაღაც სასიამოვნოდ აჟიტირებული ვარ
მახარებს თორნიკეს განწყობა
ვგრძნობ, რომ მაგასაც ისევე უნდა ჯგუფი, როგორც მე
ახალ თავგადასავალს ერთად შევუდგებით
რთული იქნება, მაგრამ მე პირადად მზად ვარ ამისთვის
როგორც იქნა, იმას გავაკეთებ, რაც მინდა
და ამაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შემიშლის
აღარავინ მეტყვის, არ იხავლოო :))
იმიტომ, რომ სწორედ ხავილს ვაპირებ :))
ვინ იცის, რამდენჯერ მიოცნებია კონცერტზე
თვალებს ვხუჭავ და ვხედავ სცენაზე როგორ ვდგავარ, ცალ ხელში მიკროფონი მიჭირავს, მეორე ჰაერში მაქვს აღმართული და მაყურებლის ემოციას შევიგრძნობ
როგორც გაირკვა, თოკასაც სწორედ ეგ უნდა
ყოველდღე მეკითხება, ხომ არ გადამიფიქრებია და ყოველ ჯერზე უარყოფით პასუხს იგებს
ეს კარგია! საქმის კეთება ასეთი მონდომებითაა საჭირო!
ხვალ ჩემს ახალ გიტარისტს შევხვდები და გავიცნობ
პატარა ბიჭია, მაგრამ თავისი საქმე იცის ბავშვმა... თან ცოტა უქრის თავში, თუმცა არც ეგაა პრობლემა, მოვათვინიერებ :)) ეგ კარგად გამომდის, ისეთები მომირჯულებია :))
ხოდა, მგონი, ზუსტად ახლა ჩვენი მომავალი ჯგუფის სახელი მოვიფიქრეთ - Original Diablo :)) არაუშავს? ისე, ტრიამერას კი ჯობია და...

ნესტანმა რომ გაიგო ჩვენი განზრახვის შესახებ, ვიგრძენი, ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია და წარმატებები მისურვა. დიდი მადლობა, ნამდვილი მეგობარი ხარ და ამას არასდროს დავივიწყებ! შენც წარმატებები ტრიამერასთან ერთად, იმედია, მაისიდან მართლა დაიწყებთ ისევ რეპეტიციებს, ოღონდ ახლა უჩვენოდ.

ახლა წავედი, კიდე ერთი დებილური ფილმი გადმოვიწერე და გავერთობი ცოტას...
ეს კიდე მართლა მაგარი იყო რა :)))


Thursday, February 14, 2008

Tatoo


ბოლო დროს ავიჩემე, სვირინგი უნდა გავიკეთო-მეთქი და მგონი, მართლა გავიკეთებ. 90%-ით გადაწყვეტილი მაქვს, ოღონდ ჯერ ცოტა დათბეს და მერე, თან მანამდე ფულს შევაგროვებ მაგისთვის. საოცარია, მაგრამ როგორი ტატუ მინდა, ჯერ არ ვიც, ადგილი კი უკვე შერჩეული მაქვს. აი, სურათზე სედრიკს რო აქვს მარცხენა ხელზე, ეგეთი რაღაც მინდა, ოღონდ მარჯვენაზე... ვნახოთ რა გამოვა. გუშინ მშობლებს ვუთხარი და თუ გინდა, გააკეთეო, ოღონდ მერე არ ინანოო... ხოდა, მაგიტომაც ერთწლიანს გავიკეთებ სავარაუდოდ და თუ რამე, მერე სამუდამოსად დავადებ.
ხო, კვირას სამსახურში გავდივარ. არ მეგონა, ასე თუ მომენატრებოდა იქაურობა. ორი კვირაა არ ვყოფილვარ და მუშაობა მწყურია. ალბათ, სანამ სწავლა დაიწყება... თან ფინანსებში ცოტა გაჭედილი ვარ და დამატებითი ”ერთი-ორი კაპიკი” არ მაწყენდა.
”მარს ვოლტა” სულ უფრო და უფრო მომწონს. გენიალური ჯგუფია! Televators-ის მერე The Widow-ზე გავჭედე, ამ სიმღერას კლიპიც სერიოზული აქვს!
ღამის სამ საათზე ”ამერიკული ნამცხვრის”, მგონი, რიგით მეოთხე სერიას ვუყურე და ძალიან მომეწონა! სწორედ ასეთი დებილური კომედიის ნახვა მინდოდა... მთავარი როლის შემსრულებელი გოგოც მომეწონა ^^

დღე მესამე

აეე, ოქროყანაში ვიყავი :))
ცხოვრებაში პირველად
ძალიან ლამაზი ადგილი ყოფილა
აუცილებლად ავალ კიდევ
ბუნებაც მომეწონა და ხედიც
თან ახლოს ყოფილა
ფეხითაც ავა კაცი
კარგი იყო :user:

Wednesday, February 13, 2008

გაზაფხულის მოახლოვებას ვგრძნობ და ის ხასიათი მიბრუნდება, რომლის დროსაც საკუთარი თავი ყველაზე მეტად მომწონს. უაზრობებზე აღარ ვიგრუზები და მაქსიმალურად ბევრ სისულელეს ვიკიდებ. გასაკვირია, მაგრამ ამაში ავადმყოფობაც დამეხმარა. ამ ერთი კვირის განმავლობაში, რაც სახლში მიჯექი, კარგად ვხედავდი, ვის ვახსოვვარ და ვის არა, ვინ გაბედა და მომიკითხა, ერთხელ მაინც...
გუშინდელი დიიიიიდი გასეირნების მერე არ მეგონა, დღესაც თუ გამომივლიდნენ ჯიგრები, მაგრამ იმედები სასიამოვნოდ გამიცრუვდა. ჩავჯექი მანქანაში და პატარა გასეირნების მერე, უცებ მცხეთაში წასვლა შევთავაზე. 20 წუთში უკვე სვეტიცხოველთან ვიდექით. მე და გიორგა შიგნითაც შევედით, სანთლები დავანთეთ, ცოტა განვანათლე ეგ ჩემისა და მერე უკან წამოვედით. გზაში სასოფლო ინსტიტუტი მოვინახულეთ, სადაც ეროვნული გამოცდები ჩავაბარე. სახლში მოსვლამდე კი სახინკლეშიც დამპატიჟეს, სადაც ისევ ჩავსკდი ჭამით!
მართალია, გუშინდელივით 6 საათი არ მიკატავია და არც მანქანა მიტარებია, მაგრამ დღესაც განსაკუთრებულად კარგი დრო ვატარე(თ)! ყველაზე მაგარი კი ის იყო, სლავა შუა მცხეთაში ნაბეღლავის ბოთლით ხელში რომ დავტოვეთ და გავეპარეთ :)))

ახლა კი მთავარი სათქმელი...
ეს მაიმუნი ბავშვები მენატრებიან საოცრად... ზაფხული და შემოდგომა ამათ გამიხალისეს და დიდი სიამოვნებით გავასეირნებდი კიდევ სადმე, მაგრამ ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მაქვს. თან, გარკვეული მიზეზების გამო, იაჰუშიც ვერ ველაპარაკები და კამერით ვერ ვუყურებ, როგორ მეჯღანებიან :)) არაუშავს, ცოტა დათბეს და ამასაც მოევლება :)

P.S. ჩემს ფიზიონომიას ამოვშლი სურათიდან, ასე უკეთესია :user:

Tuesday, February 12, 2008

რას აკეთებს შეშინებული ადამიანი, როდესაც ზურგს უკან გახშირებულ სუნთქვას გრძნობს? რა თქმა უნდა, პასუხი არც ისე რთულია - ის მირბის! საინტერესო ისაა, საით... გგონიათ, თვითონ იცის? ძალიან ცდებით თუ ასეა, იმ მომენტში მისთვის სულ ერთია, სად გაიქცევა, მთავარია იმ ადგილს მოშორდეს!
და აი, უახლოეს კუთხეს მიუახლოვდება, მოუვლის და შეშინებული მიეყრდნობა ცივ კედელს. დაღლილსა და გაოფლილს, ზურგზე მოსეირნე სიცივე ესიამოვნება, კიდევ მოუნდება. მერე, უცებ, ფეხებიდან ძალა გამოეცლება და იქვე წამოჯდება, თან ისე, რომ თითქმის გაყინულ კედელს არც მოსცილდება.
ზის და ითვლის წამებს. ყოველი გასული წუთის შემდეგ თავისთვის გადაწყვეტს ადგომას და გზის გაგრძელებას, მაგრამ, ჯერ ერთი, დაღლილია და მეორეც - ეშინია! იცის, რომ, ადრე თუ გვიან, მას იქ იპოვიან, მაგრამ ვერ ბედავს წასვლას. სიცივემ მთელს ტანში დაუარა, ხერხემლიდან დაწყებული, ყინული ძარღვებით მოძრაობდა და გულამდე აღწევდა.
მარჯვნივ გაიხედა - არაფერი! ყუთი იდგა, შიგნით რაღაც არსება მოძრაობდა, ალბათ, ვირთხა იყო. მარცხნივ ქუჩაა, რომელსაც ემალება. ზის ხმის ამოუღებლად და წინ იყურება. ძალები ნელ-ნელა უბრუნდება, მაგრამ წასვლას მაინც ვერ ბედავს. საშინლად ცხელა, ოფლმა დაასხა, უკვე კედელიც ვეღარ შველის, სუნთქვა გაუხშირდა, ნერვიულობდა... აქეთ-იქით იყურებოდა, ვიღაცას ეძებდა, მაგრამ არავინ იყო. ელანდებოდა, თითქოს ზურგზე ეხებიან, ცივ ხელებს ადებენ. ეშინოდა და სიამოვნებდა. სიცხეში სიგრილე სიამოვნებდა. ნეტარებისგან თვალები დახუჭა და ჩაეღიმა, წამიერად...
- რას ემალები?
- არ ვიცი.
- მაშინ რატომ იმალები?
- მეშინია, ვიღაც მომდევს!
- რა უნდა?
- არ ვიცი.
- მაშინ რატომ იმალები?
- იმიტომ, რომ უკნიდან მომეპარა.
- და რა უნდოდა?
- არ ვიცი.
- მაშინ რატომ იმალები?
- არ მიყვარს, როდესაც უკნიდან მეპარებიან!
- რატომ?
- არ ვიცი.
- მაშინ რატომ იმალები?
- არ ვიცი.
- რა გქვია?
- არ ვიცი.
- საიდან მოდიხარ?
- არ ვიცი, არაფერი მახსოვს.
- ვინ არის შენი მეგობარი? ვისთან შეგიძლია წახვიდე?
- არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად არ არის!
- დარწმუნებული ხარ?
- კი, ვგრძნობ.
- სისხლი რატომ მოგდის?
- გავიკაწრე.
- ღრმა ჭრილობაა...
- არაუშავს, გამივლის...
- არ გინდა, გადაგიხვიო?..
- და შენ ვინ ხარ? რატომ ზრუნავ ჩემზე?
- მეგობარი ვარ.
- საიდან უნდა გავიგო, რომ კარგი გინდა ჩემთვის?
- თვალებში შემომხედე და თუ ვერ მიხვდები, წავალ.
- ვერაფერსაც ვერ ვხვდები!
- კარგი, ნახვამდის...
- გადი, გამეცალე!
- მე კი წავალ, მაგრამ შენ დაიცლები სისხლისგან...
- ეგ ჩემი პრობლემაა, მე თვითონ მივხედავ!
- თავს გაურთხილდი.
ხის ქვეშ იჯდა, სიგრილე სიამოვნებდა, ქარს ფოთლები მიჰქონდა აქეთ-იქით. ტოტზე ჩიტი ჭიკჭიკებდა. წამოწვა, თვალები დახუჭა. გაახსენდა სახლი, მეგობრები, პატარა ძმა... თუმცა " ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზე მიითრევს, გულისპირს სისხლი სცხებოდა".

დიდი მადლობა პატრულს

The Mars Volta


ადრე, როდესაც პირველად მოვუსმინე ამ ჯგუფს, საშინლად არ მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მუსიკას, ასე ვთქვათ, შეჩვეული ვარ, ეს ზედმეტად გიჟური რიტმები მაინც არ მესიამოვნა. უბრალო უაზრობად მომეჩვენა და ვსიო.
მაგრამ ახლა აზრი შევიცვალე. ჩავრთე თუ არა, გული ამიჩქარდა და ამის მერე არც გამომირთავს. ორი ალბომი მაქვს და ზედიზედ ვუსმენ... მათ მუსიკაში ის ვნახე, რაც მჭირდება და მომწონს! განსაკუთრებით ვოკალისტის, სედრიკის ხმა მსიამოვნებს, თან ისედაც მაგარი კაცი ჩანს :D
სიგიჟეა და ასწორებს, ერთი მელოდიის მერე რას დაუკრავენ, კაცმა არ იცის. სცენაზე სრული არეულობაა! თან ჯაზის და ლათინური მუსიკის ელემენტები აქვთ გამოყენებული და მაგარია!
მოკლედ ასწორებს :))


P.S. პირველად ანათემაც არ დამევასა :P
მგონი, საკაიფო ”პალასაზე” დავდექი ისევ
ალბათ, გავთბი სახლში ამდენი ხნის განმავლობაში
დღეს უმაგრესი დღე იყო
სულაც არ ვნანობ, რომ გამაღვიძეს და ძალით გამათრიეს სახლიდან
დიდი მადლობა ბიჭებს :D

Monday, February 4, 2008


Did I punish you for dreaming?
Did I break your heart and leave you crying?
Do you ever dream of escaping...

Don't you ever dream of escaping?


რასაც ვეძებდი, ის მივიღე
ფილტვების ანთება მაქვს
თან ორმხრივი
ახლაც 38.3 მაქვს სიცხე, მაგრამ ლოგინში ვეღარ გავძელი
პირველ დღეს 40.4 მქონდა
თვითონ ვგრძნობდი, ძილში რომ ვბოდავდი, მაგრამ რას ვლაპარაკობდი, აღარ მახსოვს
ერთადერთი ეს სურათი დამამახვორდა
არც კი მეგონა, თუ მქონდა კომპიუტერში და საიდან გამახსენდა, აზრზე არ ვარ
ეს Uriah Heep, The Easy Road, Три Корочки...

ახლა ძალიან მაინტერესებს, ნეტა რას ვბოდავდი... არადა, აშკარად ვლაპარაკობდი, ოღონდ თვალს ვერ ვახელდი. ისე მახსოვს, თითქოს ამ ადგილას ვიდექი...

წავედი, დავწვე. ხვალიდან ნემსები :( ტრაკი საცერივით მექნება ბლიად :(