Sunday, December 21, 2008

გამარჯობა, მისტერ ჯონსონ, მე ლაურა ვარ

ლაურას ჯვარი სწერია კაცო, მშვენიერი ბავშვია, მაგრამ ახლა მაგაზე წერას ნაღდად არ ვაპირებ. გუშინ, თუ გუშინწინ, ზუსტად არ მახსოვს როდის, თუმცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვფიქრობდი, რომ ჯგუფებზე და მომღერლებზე საინტერესო არაფერი დამიწერია კაი ხანია და მოდი, ამ პატარა ლაფსუსს გამოვასწორებ-მეთქი... ამის შემდეგ მთავარი იყო ამერჩია, თუ რომელ ჯგუფზე დამეწერა ბევრი ვიმსჯელე თუ ცოტა, ერთი კაი აზრიც დამებადა ამასობაში: მოდი, ოჯახურ ბენდებზე დავწერ! ხო მაგარია? მაგალითად, თამადა რომ ადგება სუფრაზე და დაიწყებს თავის მორიგ სადღეგრძელოს: ”ამ პატარა ჭიქითა და დიდი გულით იმ დედმამიშვილებს გაუმარჯოს, დღეში 5 საათი ერთმანეთს სახლში ნერვებს რომ უწიწკნიან და მერე 5 საათს შეხმატკბილებულად სარეპეტიციოში ატარებენ!” ვერაფერს იტყვი, ხანდახან ისეთი იდეები მომდის ამ ცარიელ თავში, მეც კი მიკვირს

მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, პირველი ჯგუფი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, არის Chevelle, რომელიც დაარსდა 1995 წელს აშშ-ში, ილინოისის შტატის ქალაქ გრეისლეიკში. ბენდის შექმნის იდეა სამ ძმას: პიტ (ვოკალი, გიტარა), სემ (დრამი, პერკუსია) და ჯო (ბასი, ბექ-ვოკალი) ლოეფლერებს (Loeffler) მოუვიდათ. 2005 წელს ჯომ ჯგუფიდან წასვლა გადაწყვიტა და მისი ადგილი დინ ბერნარდინიმ დაიკავა. Chevelle-მ პოპულარობა საკმაოდ ადვილად მოიპოვა. დღეისთვის ლოეფლერების ბენდს ორ მილიონ ალბომზე მეტი აქვს გაყიდული. მათმა მეორე ნამუშევარმა, Wonder What's Next RIAA-ს ვერსიით, პლატინის წოდება მიიღო. დაარსების დღიდან ჯგუფმა გამოუშვა ოთხი სტუდიური ალბომი, ერთი ბუტლეგი და ერთიც DVD.
ახლა კი ყველაზე საინტერესო. რას ნიშნავს ჯგუფის სახელი და საიდან მოდის ის? მანქანები ვისაც გიყვართ, ალბათ, თქვენ თავადაც მიხვდებოდით... დიახ, საქმე სწრაფ მანქანებშია, რომლებიც სამ ძმას ბავშვობიდან განსაკუთრებით უყვარდათ. ბიჭების მამის საყვარელი ”პიპია” Chevrolet Chevelle გახლდათ და შვილებმაც გადაწყვიტეს, რაღა შორს წავიდეთ, ბარემ მამიკოს გული მოვიგოთ და ეს სახელი დავარქვათო ჯგუფსო. თან იქნებ გიტარების ფული მოგვცეს და ცოცხებით ჩალიჩი აღარ დაგვჭირდებაო და ზუსტად მასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი! პირველი კონცერტები ლოეფლერებმა ჩიკაგოს პატარ-პატარა კლუბებში ჩაატარეს. ამ დროს ჯო სულ რაღაც 14 წლის გახლდათ!
უი, მართლა კინაღამ დამავიწყდა. ბიჭები Alternative Metal-ს, Nu Metal-სა და Hard Rock-ს უკრავენ.
სურათზე: (მარცხნიდან მარჯვნივ) ჯო, პიტი და სემი.

ახლა კი შემდეგ ჯგუფზე გადავიდეთ: Kings Of Leon. ეს შედარებით ახალი ჯგუფი გახლავთ, 2000 წელს აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში ჩამოყალიბებული, მაგრამ უკვე მოასწრო გრემის აღება. ბენდის წევრები არიან: ძმები კალები (ვოკალი, რითმ-გიტარა), ნათანი (დრამი, ბექ-ვოკალი) და ჯარედი (ბასი, ბექ-ვოკალი, კლავიში) და მათი დეიდაშვილი, მეთიუ ფოლოუილი (Followill) (სოლო-გიტარა, ბექ-ვოკალი). ჯგუფის შემოქმედება წარმოადგენს Southern Rock-ის, Garage Rock-ის, Hard Rock-ისა და Blues-ის ნაზავს, რის გამოც მათ სამშობლოში მაინც და მაინც დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვეს. სამაგიეროდ, ძმები აღიარა ბრიტანეთმა. Chevelle-ს მსგავსად, Kings Of Leon-საც 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.
რაც შეეხება ჯგუფის სახელს, მისი წარმოშობის ისტორია საინტერესოა: თურმე ლეონი ძმების მამასა და მათ ბაბუას ერქვათ ჰოოომდა, რით ვართ ჩვენ მამა-პაპაზე ნაკლებნიო და ლეონის მეფეებად იქნენ წოდებულნი.
სურათზე: (მაცხნიდან მარჯვნივ) ნათანი, კალები, მეთიუ და ჯარედი.

დაბოლოს, ყველაზე ოჯახური, ყველაზე საყვარელი, ყველაზე ნარნარი, ყველაზე ხალვათი, ყველაზე ხავერდოვანი და ყველაზე-ყველაზე-ყველაზე ჯგუფი, ჩემთვის Number 1 ჯგუფი: Anathema! ჯგუფი, რომელი 1990 წელს ბრიტანეთში, ლივერპულში დაარსდა და Paradise Lost-სა და My Dying Bride-თან ერთად ითვლება Death/Doom მეტალის ფუძემდებლად, თუმცა 1997 წლიდან მოყოლებული ბენდის მუსიკალური გემოვნება რადიკალურად იცვლება და ახლა უკვე ნარნარ სიმღერებს უკრავენ. ჯგუფის დამფუძნებლები არიან ძმები დენი (სოლო-გიტარა, ბექ-ვოკალი) და ვინსენტ კავენოები (ვოკალი, რითმ-გიტარა) (Cavanagh), ხოლო შემდეგ მათ შეუერთდათ მესამე ძმა, ჯეიმი (ბასი), რომელიც ვინსის ტყუპისცალია და რა გასაკვირია, რომ მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. თუმცა, ანათემას ”ოჯახურობა” ამით არ დასრულებულა: ჯგუფშია ასევე მომხიბვლელი ქერა ქალბატონი ლი დუგლასი (Lee Douglas), რომელიც დრამერის, ჯონ დუგლასის (John Douglas) ალალი დედმამიშვილია! აი, ასე, გამოვიდა თუ არა ”ტვიქსივით”: ორი ერთში?!
Anathema-ს გამოშვებული აქვს 8 სტუდიური ალბომი, 2 დემო-ჩანაწერი, 3 EP, 8 სინგლი, 3 ოფიციალური DVD და 5 ბუტლეგი. მგონი, საკმაოდ შთამბეჭდავი ჩამონათვალია!
სურათზე: (მაცხნიდან მარჯვნივ) ვინსენტი, ჯონი, ჯეიმი, დენი, ლეს სმიტი (კლავიში), ლი.

11 comments:

თაკა said...

Erti chveni nacnobi rogorc itkoda amxela postis danaxvaze "neta ar gezarebodes" : ))
Xval cavikitxav naxevrad mdzinavs

Anonymous said...

vax, ra saintereso statiaa :)

Anonymous said...

Kelly Family ar damichagrot ogondac! :)

Lalena said...

უმაგრესი წერის მანერა გაქვს რა...
ქედს ვიხრი...
ბრავო...
ბის
;)

Anonymous said...

ხვალ არის სეანსი დანიშნული: http://sweet.ge/?page_id=1371

Anonymous said...

Hello
buy levitra

3. How does Levitra fix the problem? By inhibiting PDE5, the enzyme responsible for cGMP degradation in the corpus cavernosum, Vardenafil potently enhances the effect of endogenous nitric oxide, locally released in corpus cavernosum upon sexual stimulation.
[url=http://www.guelphcaribbeancuisine.com/]order levitra[/url]
Levitra - Cure erectile dysfunction
Order Levitra (Vardenafil) online without prescription.
http://www.guelphcaribbeancuisine.com/ - levitra cost
Vardenafil was shown to be effective when taken up to 4 - 5 hours before sexual activity in clinical trials.

Anonymous said...

http://markonzo.edu http://ciprofloxacin.indieword.com/ http://profiles.friendster.com/nizorals#moreabout

Eldar said...

Krisiun-ze rato ar dawere? :D

Doctor levitra on line said...

I love the digital clock in the article. I love how it looks like. I love the pictures and the article is nice. This is so amazing. Thanks for sharing the article.

Unknown said...
This comment has been removed by the author.
Unknown said...
This comment has been removed by the author.