Monday, October 20, 2008

როდესაც არა გყავს მოჯი, კაპელო წადი...

მოჯვიო...

არა, არა, იმდენად ნიჭიერი არ გეგონოთ, რომ ეს უგენიალურესი ფრაზა ჩემით მომეგონა... როგორ გეკადრებათ?! დაახლოებით ერთი წლის წინ ეს ჩემმა რედაქტორმა დაარქვა სტატიას და პირველი გვერდის ზედა ნახევარი მიუძღვნა მას. რა თქმა უნდა, მაგარი *ლეობა იყო, მაგრამ რედაქტორობას ეგ დიდი პლუსი აქვს: იცი, რომ *ლეობაა, მაგრამ დაბეჭდვაზე უარს მაინც არავინ გეუბნება.

ფაბიო კაპელოს, ლუჩანო მოჯისა და ჩემს რედაქტორს ჯვარი სწერიათ კაცო, ეგენი საერთოდ რა სახსენებლები იყვნენ ამ ბლოგში, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დამეწყო? დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ჩემი ღრმადინტელექტუალური აზრების კორიანტელი დავატრიალე და ახლა ნამდვილად ვერ გავიმეორებ იმავეს. როგორც სპორტსმენები ამბობენ, ფორმაში არ ვარ და როდის ვიქნები, ხუი ევო ზნაეტოო... ამიტომაც ვეცდები ცოტ-ცოტა ყველაფერზე დავწერო...

მივყვეთ თანმიმდევრულად და 29 სექტემბერს მივადგეთ. დღეს, როდესაც სწავლა დაიწყო. ღმერთო ჩემო, ნუთუ მაინც და მაინც მაღლივში უნდა ჩამებარებინა იმისთვის, რომ წუთისოფლის ამაოებაზე ასე უკიდეგანოდ ჩავფიქრებულიყავი? ნუთუ ეს არის სასჯელი იმ არაერთი ცოდვისთვის, რომელიც აქამდე მაქვს ჩადენილი და რომელსაც მომავალში აუცილებლად ჩავიდენ? ეჰ, ალბათ, ჯოჯოხეთიც 13-სართულიანია რა შეიძლება ითქვას პირველ დღეზე? რასაკვირველია ის, რომ ჯგუფელებს ჩემი დანახვა გაუკვირდათ... ”შენ კიდევ ცოცხალი ხარ?” - 10-დან 8 კაცი ამას მეკითხებოდა, ნუ იასნია, მეც არ ვიმჩნევდი და თქვენს ჯინაზე კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ-მეთქი ვეუბნებოდი (მეც კაი ოხერი ვარ რა, როგორც შევუბრუნე ეგრევე სიტყვა ) უკვე მესამე კვირა გადის მგონი, რაც სწავლა დაიწყო და ყოველდღე საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ ”ხვალიდან” მეცადინეობას დავიწყებ. ძალიან მაინტერესებს, ეს ხვალინდელი დღე როდის დადგება ბოლო-ბოლო, ქსეროქსებიდან რაღაც უაზრობების კითხვა მომენატრა

მივყვეთ მოვლენებს... 1, 2, 3...7...10... 13...14... უი, არა, ისევ 13, კინაღამ დამავიწყდა, დაბადების დღე მქონდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მშვენიერი დაბადების დღე გამომივიდა - ჯერ მაღლივი, მერე სამსახური და მერე მთელი საღამო თორნიკესთან ერთად თბილის-ქალაქის ქუჩებში დავხეტიალებდი. კუდამ დიდსულოვნად დამითმო კავალერი ერთი დღით, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი ნუ, სეირნობის დროს რამდენიმე კურიოზულ სიტუაციაში ჩავვარდი, მაგრამ ამაზე გაჩერება აქ არ მინდა, ეგ რა სახსენებელია საერთოდ (თორნიკე მიხვდება)... რა თქმა უნდა, საჩუქარი არავის მოუცია, მაგრამ იმედი მაქვს, ბაბუაჩემი ხელფასს რომ აიღებს, ფინანსურად დამეხმარება მეც. ერთი თვეა, დაახლოებით, ფულს ვაგროვებ და წესით და რიგით, ერთ კვირაში მშვენიერი ნახევრად აკუსტიკური გიტარა უნდა შევიძინო, რომელიც ჩემი მუსიკალური კარიერის დაწყების სიმბოლო იქნება

წავედით შემდეგ - 14, 15, 16 და 17 ოქტომბერი.
ბოლოს და ბოლოს, გოგლიკას სურვილი ავუსრულეთ და ღამე ნარიყალაზე ავედით. ისე, პროჟექტორების შუქზე ქართლის დედა უფრო ლამაზი გამოჩნდა
სანამ ავიდოდით, არაერთ (10-12) მოზასავე წყვილს გადავეყარეთ გზაში. დიდი ეჭვი მაქვს, ზევით ბუჩქებში კიდე იქნებოდა სასტავი, მაგრამ ჩვენი მოერიდათ და აღარ გამოვიდნენ. არადა, ის კი არ იცოდნენ, რომ მაგათ გამო ”გვერდზე გასვლის” და გადაფსმის მეშინოდა, ვაიდა ვინმე თავზე არ დავაფსა-თქო
ამ სურათზე ქვევით ქართლის დედას ხმლის წვერი უჩანს, ცუდი არაფერი იფიქროთ (ზოგიერთივით ). აბანოთუბნიდან ლესელიძის გავლით კოლმეურნეობაზე ჩავედით და სახლში ავტობუსით წამოვედით, რომელშიც ჩვენი გოგლიკა ცალკე იჯდა და თავის გულისწორს მესიჯებს სწერდა. ამაზე გაბრაზებულმა ხუმრობით ვკითხე, ნუთუ ის გოგო ჩემზე მაგრად გიყვარს მეთქი და ამაზე დაიგრუზა ასეთ კითხებს რატო მისვამო...
ხოდა, მოვიდა 20 რიცხვიც. თითქოსდა არაფრით გამორჩეული და სინამდვილეში მართლაც არაფრით გამორჩეული აღმოჩნდა არა, გატყუებთ, იყო გამორჩეული! ჩემი მომავალი სიმღერებისთვის ტექსტების წერა დავიწყე და პირველი ერთი ამოსუნთქვით დავწერე. მეთოდი კი ძალიან მარტივი მაქვს: ვირჩევ ადამიანს, რომელზეც დავწერ და ვწერ მასზე... პირველი ”მიზანი” ჩემი ჯგუფელი სოფო აღმოჩნდა მაგარი თვალები აქვს ამ გოგოს რა, ერთხელ ისეთი კომპლიმენტი ვუთხარი, ჩემთვის რომ ეთქვა ვინმეს, ეგრევე დავნებდებოდი, მაგრამ ”დედათა გონება იწრო არსო” ნათქვამია რა - მერე ჩემი სიტყვების გაშიფრვა დამჭირდა იმისთვის, რომ მას კომპლიმენტის არსი გაეგო. ეჰ, რას იზამ, უნაკლო არავინაა
აგერ სოფიკოც (ეკონომეტრიკაზე უსაქმურობისგან ჯგუფელებს სურათებს ვუღებდი)
დღეს მთელი დღე თავში ერთი ფრაზა მიტრიალებდა და სიმღერასაც ეგ დავარქვი The Last Part Of Me. ტექსტის დადებას აქ აზრი არ აქვს, ვიცი, ვინმე დააკოპირებს და თავისთვის გამოიყენებს. მერე მიდი და უმტკიცე, რომ ჩემია ლევანამ კი მომატყუა, კარგიაო, მაგრამ მე მაინც უაღრესად თვითკრიტიკული ვარ და არ მომეწონა ბევრი რამე, თუმცა კაი ხანია, არაფერი დამიწერია და დასაწყისისთვის არაუშავს შემდეგ ვისზე მოვინდომებ სიმღერის დაწერას ჯერ არ ვიცი, წინასწარ არც კანდიდატურები მყავს შერჩეული, ყველაფერი სპონტანურად უნდა მოხდეს...
ეჰ, წავედი, დავეგდე, დავიძინე ახლა მე

6 comments:

utvino said...

როგორ მენატრები ხოლმე რომ იცოდე :((

აქ მაინც წერე ხშირად, ამდაგვარი პოსტები

:(

ananimnaja pakupawelnica said...

"ღმერთო ჩემო, ნუთუ მაინც და მაინც მაღლივში უნდა ჩამებარებინა იმისთვის, რომ წუთისოფლის ამაოებაზე ასე უკიდეგანოდ ჩავფიქრებულიყავი? ნუთუ ეს არის სასჯელი იმ არაერთი ცოდვისთვის, რომელიც აქამდე მაქვს ჩადენილი და რომელსაც მომავალში აუცილებლად ჩავიდენ?"

ძალიან პრიკოლია ყველას ”თავისი მაღლივი” რომ ჰგონია ჟოჟოხეთი,ზარმაცო შენ!:D


ჰო
ტექსტი დაიდოს,სადმე :P :D ^^ :tan:

deka136 said...

ნინუცი - გენატრები არა ისა კიდე... რო გენატრებოდე, კვირას წამოხვიდოდი კონცერტზე :მო:


იაჩკა - ყველას თავისი კი არა, მაღლივი ყველას ჯოჯოხეთი ჰგონია :)))

ტექსტი არ დაიდება, სანამ ტექსტისთვის მუსიკა არ დაიწერება :D თორე ისე ცოტა არ იყოს და სასაცილოდ ჟღერს :(

ჩორვენი¹³ said...

rju ne magu

I adore you bebe (sexyvoice)

:*

nati kuda said...

ისა.. თორნიკეს გათხუებ და იმაზე დაწერე სიმღერა :მაცდურ:

ananimnaja pakupawelnica said...

:mo: