Monday, September 29, 2008

დღეს სკაიპი ჩვენი თანთია, ნაწილი II

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო! მოგენატრეთ?! 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არა, მაგრამ თქვენ ვინ გეკითხებათ რო?

მაშ ასე... შევუდგები საქმეს და იმედია, რამე გამომივა. ბოლო ორი თვეა იმაზე ვწუწუნებ, რომ მუზა დავკარგე (ასე ვთქვათ, გამექცა...). იყო დრო, როდესაც დავჯდებოდი, ბლოგს გავხსნიდი და შემდეგ აზრები თვითონ მომდიოდა თავში და თითების მეშვეობით მათ აქ გადმოვცემდი, მაგრამ გავიდა დრო და ბევრი რამე შეიცვალა. ახლა პირიქით: ვიცი, რისი დაწერაც მინდა, მაგრამ ბლოგს გავხსნი თუ არა, თავს და ბოლოს ვერ ვაბამ ერთმანეთს და ისე გადის ხოლმე წუთები, რომ პირველი სიტყვაც არ მაქვს მოფიქრებული... ცუდია, მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე.
ამ ”მუზის დაკარგვით” გამოწვეული სიცარიელის შევსებას სხვადასხვა მეთოდებით ვცდილობდი. წინა პოსტში იუთუბის ვიდეო დავდე, რომელშიც ფეხბურთის მატჩი მიჰყავს ერთ დაღესტნელ კომენტატორს. რომ მოგესმინათ, რა თქმა უნდა, ბევრს იცინებდით და არც კომენატრებს დაიშურებდით, მაგრამ ზარმაცები ხართ და რა ჩემი ბრალია?! მე მაგ კომენტატორის ვიდეოები ისედაც ზეპირად ვიცი უკვე მანამდე კი ძმაკაცთან სკაიპიში შემდგარი მეტად სახალისო საუბარი დავაკოპირე. ახლაც იმავეს გაკეთება გადავწყვიტე, ოღონდ ამჯერად ჩემი თანამოსაუბრის სახელსა და გვარს არ დავასახელებ. მოულოდნელად (შეიძლება ითქვას, აფექტის მდგომარეობაშიც კი ) ლექსის დაწერა გადავწყვიტეთ და ეს ექსპრომტად სკაიპიში მოხდა. რასაკვირველია, აქცენტი იმაზე გათენდა, რომ წინადადებები გარითმული ყოფილიყო, ამიტომაც მკაცრადაც ნუ განგვსჯით. წაიკითხეთ და შეგვაფასეთ:

მე says: mshvenieri sarkea, romelshic ar chanxar shen
ის says: mtvare anatebs shens zurgze amosul frtebs
მე says: mzisgan damaluli vuyureb cas
ის says: grublebi efineba tvalis gars
მე says: velodebi, rodis shemoageben kars
ის says: samotxis kars
მე says: da tvalebs, mimgvanebuls usazgvro zgvas
ის says: shignit mofarfate dabneul txas
მე says: romelsac monadire umocyalod klavs
ის says: suli miabijebs mtvarian gzas
მე says: dasasruli ki jerac ar chans
ის says: wvima moapobs nislian qars
მე says: asvelebs sicxisgan damshral kans
ის says: agagrdznebs da agashfotebs tyavs
მე says: romelic adamianisas agara hgavs
ის says: ukan mivixede frtebi agar maqvs
მე says: daicva, ferflad vgrdznob tavs
ის says: qarma daubera ferfli sheayara vazs
მე says: arada nayofs agar isxams
ის says: fesvebi chamocvivda ferflian vazze
ის says: dasasruli

ესეც ერთ-ერთი სიმღერის მონაკვეთი, რომელმაც ამ თამაშის დაწყება შთაგვაგონა: ”ასეთი რამის დაწერა ხომ ყველას შეუძლია...”

There's money lenders inside the temple
That circus tiger's gonna break your heart
Something so wild turned into paper
If I loved you, well that's my fault

არაფერი სერიოზული, Just მახათობანას ვთამაშობდით

სიყვარულით თქვენი იდიოტი

7 comments:

nati kuda said...

ბრავო
ტაში
ოვაცია
ქვაბი
ტაშტი
ჭიკარტი
რავი :)))

Kate said...

სხვა არ ვიცი და მამენტ მკიდია, მაგრამ მე პირადად ძალიან დამაკლდა შენი ბლოგი...

მოვლენ მუზები, ზუსტად ვიცი...
ჩემს მუზებს სძინავთ...

sabaha said...

მომნატრებია შენი ბლოგის ბილიკები მომნატრებია ...
შენი ხილვაც მომნატრებია ...
შემდეგ პოსტს ასე 2-3 თვის შემდეგ ველი ...

თაკა said...

აღშფრთოვანებას ვერ ვმალავ პირდაპირ..
კარგი გამოგონებაა მახათობანა..
მაგრამ საავტორო უფლებებს რომ ურღვევ შენს ძმაკაცებს თუ იციან \]

m i r a m a x said...

ყოჩაღ, ბრავო, ბის :D :D

ცუცა said...

SAD DAIKARGE?


სიყვარულით თქვენი იდიოტი (CHEMI DZVELI XELMOTSERA,)

Lalena said...

just მასხარაობანასაც ხომ უნდა მუზა? :?