ქართველი პლაჟის ფრენბურთელი ცოტა არარეალურად კი ჟღერს, თუმცა 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე სწორედ ქართველი ფრენბურთელები გავიდნენ ნახევარფინალში! რა თქმა უნდა, ისინი ქართველებად მხოლოდ ფორმალურად ითვლებიან: ჟორჟე ტერშეირამ (იგივე გია) და რენატო გომეშმა (იგივე გეორი)
ქართული პასპორტები 3 თუ 4 წლის წინ აიღეს და მას შემდეგ საქართველოს სახელით ასპარეზობენ. 1/4-ფინალში გეორ-გიამ ორ სეტში (19-21; 19-21) ჰოლანდიელები, ნომერდორი და შუილი დაამარცხეს!
ყველაზე საინტერესო კი მას შემდეგ მოხდა, რაც სანტოსმა გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო: ტეშეირა ეგრევე ტრიბუნაზე ავარდა, იმ ადგილას, სადაც საქართველოს დროშა ეკიდა და იმ დროში ქვეშ მკერდზე გამოსახულ ქართულ სიმბოლიკას დაადო ხელი, რის შემდეგაც უკან მოედანზე დაბრუნდა და თავის მეწყვილესთან ერთად ქართული დროშით ხელში იზეიმა ეს მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება!
13 აგვისტოს ჩვენმა ბიჭებმა ორი ოქროს მედალი აიღეს, რითაც ამ მძიმე დღეებში ყველამ ძალიან გავიხარეთ, მაგრამ არცერთს არ უზეიმია თავისი წარმატება ასე და არცერთს არ გამოუხატავს თავისი სიხარული ასე! ამით იმის თქმა მინდოდა, რომ სწორედ ამის გამო მიყვარს ბრაზილია და ბრაზილიელები! გამორჩეული, თავისი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელი და ერთგული ხალხია!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
14 comments:
აიი, გამაჟრიალა. თავიდან მეგონა, რომ მეთქი უეჭველი გელფრენდი უყურებს და იმასთან გარბის თქო, მერე სანამ კამერა ზემოთ ავიდოდა, მეთქი გიჟია ვიღაც, ტრიბუნაზე რომ არ ამხტარიყო, ისე ვერ გამოხატავდა_თქო?? და ბოლოს რომ აწიეს კამერა და საქართველოს დროშა... ლოვ იუ გეორ/გია ვერი მაჩ :წუბ:
საერთოდ არ ვრთავ ტვ–ს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ და ვერც ოლიმპიადას ვერ ვადევნებ თვალყურს.
ეს ამბავი ახლა აქ გავიგე და ძალიან გამიხარდა...
ხოდა, დეკ, ეს "გია" ძალიან ჰგავს გუგა კუერტენს, თან ჩემი საყვარელი სახელი ჰქვია (ქართულადაც და პორტუგალიურადაც).
ხოდა გამაცანი რა...
სამბის ცეკვას ვისწავლი...
ბრაზილიური სიმღერები მევასება...
პირტუგალიურ ენაზე გაქცეულს ვაბრუნებ და მამენტ კიდევ დავამატებ...
ხოდა ჩაიდინე რა ეგ სიკეთე...
მაგალი ხალხია დეკ და ეგენი ოქროზეც იჩალიცჰებენ უეჭველი ;)
ნათი, დღეს უკვე გელაპარაკე ამათზე :))
ქეთუშ, აბა მე საიდან გაგაცნო? ფეხბურთელები რომ იყვნენ კიდევ ვიჩალიჩებდი რამეს :)) მანამდე მე თვითონ უნდა გავიცნო :D
ლევან, ნახევარფინალში ამერიკელებს ეთამაშებიან, 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს და ძალიან გაუჭირდებათ მაგათი დამარცხება :(
მაგარი ტიპები არიან :))))
თავიდან რომ ვნახე, მეთქი საიდან ქართველები და ასეთიიი =))))
მერე თურმე ბრაზილიელები ყოფილან
:გოგი:
წარმატებები მაგათ :იეს:
ეჰ, როგორ წააგეს, მარა აბა ორი მეტრი და 6 სანტიმეტრი სიმაღლის კაცს ვინ აღუდგება წინ??
იქნებ ბრინჯაო მაინც..
brinjaoze brazilielebs etamashebian :( dzalian, dzalian, dzalian gauchirdebat :S
უფ გული ამიჩუყდა რააა :(
უხ რა ნამდვილი მამაკაცები არიან :)
ძეკუუშ – მაინც იმას მაინც შემპირდი, რომ თუ შენ გაიცნობ, მერე მეც გამაცნობ... :mo:
irin, irin, irin, brazilielebi arian :love: eg tavistavad bevrs nishnavs :D
kai, qetush, movifiqrot rame :D
brazilielebi??? aa saqartvelos saxelit ratom gamodian?veraferi gavige:(
ise kai tipia:)
აი ზუსტად ზუსტად დეკუცი
უმაგრესი ხალხია
და ბრაზილია ხომ საერთოდ
მასეთი ხალხი მანდ იბადება მხოლოდ :უსერ:
უთეგენათალეთ რა :2kiss:
კაი. :D
Post a Comment