Monday, August 25, 2008

გადამწყვეტი დღე...

The music is all around us
All You have to do is to listen...

დღეს უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა. თვალების გახელისთანავე საათს შევხედე და 10:23... ალბათ, იმის ბრალია, რომ სამსახურში დილით მორიგე ვარ და თანამშრომლებს კარები მე უნდა გავუღო. ოჰ, როგორ მეზიზღება ხოლმე დილაობით ადრე ადგომა, მაგრამ ახლა რაღაც მხნედ ვგრძნობ თავს, მოულოდნელად თვალებიც არ მეხუჭება.
ავდექი და ტრუსიკის ამარა ფანჯარას მივუახლოვდი: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შუა ზაფხულია და წესით, დილის შვიდი საათიდან წესით საშინელი სიცხე უნდა იყოს, საკმაოდ გრილოდა. მომეწონა ამინდი, გამვლელ ქალსაც გავუღიმესავით და წავედი დილის პროცედურების გასავლელად. აი, ონკანში წყალი კი თბილი იყო, სახეზე რომ შევისხი არ მესიამოვნა, რატომღაც ცივს ველოდები. თუმცა, ამას დიდად არ დავუმწუხრებივარ. მხოლოდ ამის შემდეგ გამახსენდა, რომ სახლი რაღაც ზედმეტად ცარიელი მომეჩვენა და გადავწყვიტე ოჯახის წევრების მოძებნა: მამაჩემი ისედაც ადრე გადის და მისი არყოფნა არ გამკვირვებია, მაგრამ სად არიან და და დედა? ჰმ, გავიარ-გამოვიარე და ვერსად ვნახე. ამის შემდეგღა შევნიშნე სამზარეულოში მდგარ მაცივარზე დატოვებული წერილი: ”ბაზარში ვართ და მალე მოვალთ. საჭმელი მაცივარშია, გააცხელე და ჭამე, ისე არ წახვიდე”. დიდი მადლობა. ხელი მოვკიდე მაცივრის ცივ სახელურს და გავაღე. დაახლოებით ერთწუთიანი ბჭობა-ანალიზის შემდეგ ამოვიღე მხოლოდ ის, რაც უახლოესი საათების განმავლობაში შიმშილის გრძნობას აღარ გამახსენებდა და შევუდექი საქმეს... 11:17-ზე სახლის კარები ჩავკეტე, გზის გადაღმა მაღაზიაში გასაღები გამყიდველს დავუტოვე და დავიბარე, რომ დედაჩემს გადასცეს და წავედი გაჩერებაზე.
ამ დროისთვის უკვე საკმაოდ დასცხა. ვიცოდი, რომ ჩემს გაჩერებამდე 30 ნომერი სამარშრუტო ტაქსი უკვე ნახევრად გადატენილი მოვიდოდა, ამიტომაც გზას ავუყევი და თითქმის უკან რამდენიმე ადამიანი ჩამოვიტოვე, რომლებიც ამ ”მარშუტკას” ელოდებოდნენ (ამ გზაზე სხვა არაფერი დადის). მანქანა ახლოს რომ მომიახლოვდა, მძღოლის სათვალეებიანი სახეც კი დავინახე და ხელი დავუქნიე. საბედნიეროდ, ფანჯარასთან ადგილი თავისუფალი იყო და ჩემთვის წყნარად მოვკალათდი. მიყვარს, როდესაც მგზავრობის დროს ქარი სახესი მიბერავს და ამ დროს ჩემდა უნებურად თვალებს ვხუჭავ ხოლმე. რაც მთავარია, მობილური ამოვიღე, Anathema-ს სიმღერები ჩავრთე და ყურსასმენები გავიკეთე. მგზავრობისას Pressure-ს მოსმენა მიყვარს, ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს ამ სიმღერის კლიპში ვარ, თან მელოდიას თუ აუღე ალღო და თითოეული მოძრაობა რითმში მოხვდა, საერთოდ გადასარევია შეგძნებაა. დაახლოებით 35-წუთიანი მგზავრობისა და სარაჯიშვილი-სანზონა-ნახალოვკის გავლის შემდეგ წერეთელზე გამოფენას მივუახლოვდი, მძღოლს კუთვნილი 50-თეთრიანი გავუწოდე და გაჩერებაზე ჩამოვედი. ჰეჰ, სამსახურის წინ უკვე მოკალათებულები იყვნენ ილია და ოთო, ჩემს მოსვლას მოუთმენლად ელოდნენ როგორც ჩანს, არადა ვაფრთხილებდი, ამაზე ადრე ვერ მოვალ-მეთქი, მაგრამ გასაღები სხვამ არავინ წაიღო. ჰოდა, ღირსები არიან, რომ მელოდნენ გარეთ. გავაღე თუ არა კარები, ოთარი ჩემს საყვარელ კომპიუტერთან მოკალათდა, მაგრამ პატარა წაკამათების შემდეგ მისი აყენება აღარ გამჭირვებია. ალბათ, გამოცდილი მუშაკის სიტყვა მაინც უფრო მეტად ფასობს!
კარგ ხასიათზე როდესაც ვარ, მუშაობას ერთ საათში ვამთავრებ ხოლმე, მაგრამ ამჯერად ძალიან მცხელოდა, თან ცოტას ვნერვიულობდი და სამსახურში გაჩერება ორი საათით მომიხდა. რამდენიმე ნაკლებად საინტერესო სტატია გადავთარგმნე, რაზეც თანამშრომლები გამეხუმრნენ კიდევაც: არაფრისგან რამდენს წერ, ეგ მაინც არავის აინტერესებსო... ეჰ, კი არ იციან, რომ ერთადერთი აზრი, რომელიც თავში მიტრიალებს, ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავეცალო იქაურობას. ისე, ეგენიც მართლები არიან, სხვა მკითხველის ადგილას რომ ვიყო, ნამდვილად არ დავინტერესდებოდი რომელიც ”ჭ”-ქვეყნის ”ძ”-ლიგის ”წ”-ფეხბურთელის ასავალ-დასავალით. თუმცა, გარემოება ამას მოითხოვდა...
ზუსტად სამ საათზე კი აღმაშენებელზე გერმანიის საელჩოს გვერდით, თუმანიშვილის სახელობის თეატრთან ვიყავი. ბიჭებს ველოდებოდი, გენერალური რეპეტიციის დრო მოახლოვდა... თორნიკე და გიორგი ერთად მოვიდნენ, ისევე, როგორც ბექა და მეორე გიორგი. მისალმებისა და ხვევნა-კოცნის შემდეგ არკაში გავიარეთ და ე.წ. ბონემას სარეპეტიციოსკენ ავიღეთ გეზი. არ მომწონს ეგ კაცი, ბონემა. მისი სიგიჟისა და პედოფილობის ამბავი მთელმა თბილისმა თუ არა, ნახევარმა ნამდვილად იცის. თავიდან ყველაფერი ჭორები მეგონა, თუმცა მას შემდეგ, რაც ძალიან ახლობელს ადამიანს გადახდათ თავს, ამაში დავრწმუნდი. მაგრამ სხვა გზა არ იყო, მანდ უნდა მივსულიყავით - ყველაზე იაფი და ყველაზე კარგი. ამაზე უკეთესი მხოლოდ სოლოლაკში მეგულებოდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ის სარეპეტიციო დახურეს და მთელი აპარატურა გაყიდეს.
ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, შევედით მწვანე ფერის ხალიჩებით გაფორმებულ ოთახში, მანამდე კი სამოდელო სააგენტო ”ნატალის” ჩავუარეთ და ასე ვთქვათ, თვალს წყალი დავალევინეთ. და აი, დაიწყო რეპეტიცია. ჯერ ახალი სიმღერების დაკვრა გადავწყვიტეთ, ხოლო შემდეგ ძველების. ვგრძნობ, ფორმაში ვარ, მაგრამ მაინც ვღელავ. ბიჭებსაც იმავეს ვატყობ. ”ბონემა” კი, როგორც ყოველთვის, დრამის გვერდზე პატარა სკამზე თავჩაქინდრული ზის და შიგადაშიგ თუ გადმოგვხედავს ხოლმე რაღაც საშინელი მზერით, თითქოს გვეუბნება, აზრზე არ ხართ, წადით თოხები დაიჭირეთო. ვაი, რომ მის მზერას უკვე კარგა ხანია მივეჩვიეთ, არადა თავიდან მართლა საშინელება იყო!
როგორ მიყვარს ეს რითმები! ბასმა დაიწყო, ტან-ტან-ტან, დრამიც შეუდგა საქმეს, ახლა გიტარების ჯერია... საოცრებია, სასიამოვნოდ გამაჟრიალა, ტანზე ჟრუანტელმა დამიარა. პირველი სიმღერა უნაკლოდ დავუკარით, მეორეც, მესამედ, შემდეგ დაღლილობა ოდნავ შეგვეტყო, მაგრამ რაც მთავარია, ხარისხი არ გაუარესებულა. მთელი სამი საათი, თქვენ წარმოიდგინეთ, სამი საათი ისე გავიდა, რომ ვერც კი შევამჩნიეთ. აი, ამას ჰქვია ნამდვილად ერთი ამოსუნთქვით! კიდევ კარგი, სხვა ჯგუფი მოვიდა და შეგვახსენა, რომ ჩვენი წასვლის დრო იყო. თითქოსდა ასეთმა კარგმა და შედეგიანმა რეპეტიციამ კიდევ უფრო გაგვამხნევა. მომეწონა ბიჭების შემართება, მაგრამ მთავარი წინ იყო - კონცერტი!
15 წუთში კლუბში ვიყავით და აპარატურის გასწორება დავიწყეთ, მსმენელები კი ჯგუფებად შესასვლელთან იკრიბებოდნენ და ბილეთებს ყიდულობდნენ. კლუბის გახსნა იყო და პირველი, საპასუხისმგებლო კონცერტის ჩატარება ჩვენ შემოგვთავაზეს, რაზეც უარი ნამდვილად ვერ ვთქვით. ასეთი შანსი ცხოვრებაში ყოველდღე არ მოგვეცემოდა, უფრო მეტიც, შეიძლება არც არასდროს მოგვცემოდა. ნელ-ნელა ხალხმა შემოსვლა დაიწყო, მე კი სპეციალურად ამ დღისთვის გამზადებული ტანსაცმელი მოვირგე. მართალია, ისევ ის მეცვა, რაც სხვა დღეებში, მაგრამ მაგ მომენტში ყველაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული გახლდათ. შეივსო დარბაზი და დაიწყო! ღმერთო ჩემო, ყველაფერი ისე იყო, როგორც ერთი წლის ჩემს ოცნებაში. ჩაბნელებული სცენა, მხოლოდ ერთი მბჟუტავი ნათურა და ტაში, რომელიც უზომოდ მამხნევებდა. მაყურებლისგან იმხელა ენერგია მოდიოდა, მეგონა ავფეთქდებოდი, თუმცა მომინდა, იმავეთი მეპასუხა. დაიწყო სიმღერები: ამ საღამოსთვის 12 კომპოზიცია გვქონდა შერჩეული, ჩვენი აზრით, სწორედ ეს უნდა მოესმინა მსმენელს ამ საღამოს. სადღაც მე-7-8 სიმღერის შემდეგ ოფლმა დამასხა, დავიღალე, მაგრამ არ ვჩერდებოდი. ბიჭებს გადავხედე და ისიც ჩემს დღეში იყვნენ. ტაში ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, რაც უფრო მეტს ვაკეთებდით, უფრო მეტს ითხოვდნენ და ეს მომწონდა. დავიღალე ფიზიკურად, მაგრამ ტვინში მხოლოდ ერთი სიტყვა მქონდა: კიდევ, კიდევ, კიდევ!..
ბოლო, მე-12 სიმღერაც მორჩა. საკუთარი გამოსვლით კმაყოფილები ვიყავით. ეს იყო მაქსიმუმი იმ მომენტში და ვხედავდით, რომ მაყურებელსაც მოეწონა. ვგრძნობდი, როგორ ავივსე სიამაყის გრძნობით. ჩემდა უნებურად, არარსებული გამარჯვების ნიშნად ხელები მაღლა ავწიე, როგორც მოკრივემ, რომელმაც რამდენიმე წამით ადრე მსოფლიოს აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა. ახლა ისღა დამრჩენოდა, დამესვენა და ერთი დღის შემდეგ ზუსტად იმ დროსვე მივსულიყავი გერმანიის საელჩოსთან და ბიჭებს დავლოდებოდი.


I don't care where you go you won't get away from me
black as the night is day filled with no sympathy
marching down the hall for a misery
I don't care where you go you won't get away from me...

P.S. ვიცი, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ იმედია, როდესმე რეალობად იქცევა, რადგან ყველაფერი ძალიან რეალურია...


მდღლე

19 comments:

ბოღმა ნინო said...

აუ მეკიდე ვიბოღმებოდი უკვე მეთქი ასეთ დღეში ყოფილა ეს დღეები და არ მეუბნებოდა და ვაბშე კონცერტიც გამომაპარათქო :დ

დეკატერინე ყვეალფერი აგიხდება მე მჯერა შენი :2კისს:

Endy_Kaufman said...

სადღაც წინა რიგებში ვაქნევდი მე თავს მაგ კონცერტზე და გახსოვარ?

Kate said...

ძეკკ!!!
ყველაფერი მონდომების ამბავია ხომ იცი?!
ნუ არა მხოლოდ, მაგრამ მაინც...

ჩორვენი¹³ said...

ax ra siamuvnobit cavikitxe da isic vifiqre auh they are back metqi blin gagixma PS-i :D

deka136 said...

ქეთუშ, მარტო მონდომების ამბავი რომ იყოს, კაი ხანია ამიხდებოდა ოცნება :)))


მარუს, თუ გაგიხარდება, წავშლი პს-ს... :უსერ:

ბოღმა ნინო said...

მე პასუხის ღირსი არ ვიყავი დეკატერინე?:(

deka136 said...

როგორ გეკადრება ნინუცი, უბრალოდ შენ ცალკე გიპასუხებდი ^^

Jenny said...

უი.. მართლაც რომ გაგიხმეს P.S. მაგრამ მეორეს მხრივ გამიხარდა რომ ე.ი. არ გამომრჩა :user:

bacaco said...

sanam p.m-de chavidodi ginebas vicyebdi,mereki...mere ...minda rom male eg ocneba agixdes da agixdeba kidec :* realuri ocneba gaqvs patarav

tornike said...

აგხდენოდეს ეგ ამბავი : )

deka136 said...

damchipet :user:

bacaco said...

ხარ დასაჭიპი აბა რაა,მეტქი კაი ამბებს მახვედრებსთქო და თურმე....უხ...

Kate said...

ხო, დეკ, მართალი ხარ...
მაგრამ მინდოდა რამე მეთქვა კარგი...

ნინა said...

აუ აუუუუუუუუუუ

თავიდან მართალი იყო მეგონდა და დავიბოღმე,არ მითხრა ჯგუფი რომ შექმნათქო :დ

მარა ბოლოს ფანტაზიაო და მომეშვა :დ

მალე მოიყვანე სისრულეში ფანტაზია დეკუცი :'2კისს:

nati kuda said...

ჩემს გარეშე კონცერტები არ გამოვა :მაცდური_პიარმენეჯერის_სმაილიკი:

nati kuda said...

უიი, შენნაირი დაბექასნაირი კეტები კი აცვია ფოტოზე ბიჭს : ))))

მელია said...

წავიკითხე :|


ყველაფერი შესანიშნავია
მომეწონა
კარგი დღე გქონია :|


მარა ის ტრუსიკიანი რომ უღიმოდი ხალხს ეგ რა იყო :უსერ:

Jenny said...

ვერ დაგემშვიდობე რაღაც წესიერად :D :2kiss:

Anonymous said...

Hello! I'm newbie in Internet, can you give me some useful links? I know only about Yahoo [url=http://yahoo.com]Yahoo[/url] http://yahoo.com Yahoo