Friday, August 8, 2008

პირდაპირი რეპორტაჟი ცხელი წერტილიდან, კირი-კირი, კირი-კირი, კირი-კირი, კი-კი...

მოკლედ, დაახლოებით 20 წუთის წინ ჩემი ოცეულიდან გამოიძახეს ერთი ბიჭი, ახლა უკვე უეჭველი ვიცი, რომ დამირეკავენ...

მართალია, პატრიოტიზმის გრძნობა ყოველთვის ამაღლებული მქონდა, მაგრამ ახლა, მგონი, პიკს მივაღწიე. ერთი სული მაქვს, როდის წამიყვანენ და ჩემს 1968 წლის კალაშას ჩამახუტებენ! მინდა, ცხოვრებაში რაღაც ისეთი მოხდეს, რითაც დარჩენილი წლები ვიამაყებ. სიბერეში ბავშვებს ჩავისვამ კალთაში და საინტერესო ისტორიებს მოვუყვები (აღარ მომიწევს, ბლექ საბათზე და ანათემაზე ზღაპრების მოგონება)... თან, თუ სიკვდილია, სჯობს, ისევ ასე მოვკვდე, ვიდრე სახლში თბილ ლოგინში გავფშიკო ფეხები!
დედაჩემი სახლში ისეთ ისტერიკებს მიმართავს, გეგონება უკვე მკვდარი ვიყო. მეზიზღება რა ასე რომ იქცევიან...

აუფ, ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, ამიტომაც მეც გავჩერდები და ზარს დაველოდები...

P.S. nestani ckitishvili: nu xar ajitirebuli raa :looooooooooooooooooooooooooooooooooool:

3 comments:

ჩორვენი¹³ said...

arturoooo
blin!!!

Kate said...

აუ, არც კი ვიცი, რა ჩაგიწერო...
კიარადა...
კი ვიცი, რაც უნდა ჩაგიწერო, მაგრამ ისა...
ხოდა , არვიცი...

deka136 said...

ქეთუშ, არ მიყვარს სათქმელს ბოლომდე რომ არ ამბობენ :)))


ეჰ, მგონი, ჩამიჯვეს გეგმებში :)) რეზერვისტებს უკან უშვებენ :(