Friday, August 1, 2008

მთავარია ბავშვი იყოს დამრტყმელი ბლიაძ...

დღეს ლევანს ვეუბნებოდი, მუზა ფანჯრიდან გამექცა-მეთქი და მგონი მართლა მასეა. მაინც რა მუხთალი არსებები არიან ეს მდედრები რა (ნუ, იმ ლოგიკით ვმსჯელობ, რომ მუზა მდედრი მყავს... ალბათ). როცა ამდენი რამე მაქვს სათქმელი, მაინც და მაინც მაშინ მოინდობა წასვლა. შე ჩემი ცოდვით სავსევ შენა, გეთქვა უფრო ადრე და თვითონ გაგიშვებდი, რომ გარბიხარ თავქუდმოგლეჯილი. მაგრამ რას გაუგებ, и женшина друг человека...

ნუ, პირველ რიგში, უკვე 2 აგვისტოა და თორნიკეს მე-20 დაბადების დღეს ვულოცავ. დიდი ბიჭი გაიზარდე შეჩემა, სულ ბედნიერი და ასეთი სიყვარულით სავსე ყოფილიყავი და შენი დაღვრემილი სახე აღარ მენახოს არასდროს :)) რაზეც ოცნებობს და რისკინაც მიისწრაფვი, მოგცემოდეს და გქონოდეს.

ახლა საქმეზე გადავედით:
24 ივლისს ბლოგერების შეკრება იყო. მაგ დღეს დილით ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ საღამოს მაკდონალდსში აღმოვჩნდებოდი, მაგრამ ჰოი საოცრებავ. ნინუციმ დამიმესიჯა და დამპატიჟა, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდი. ძალიან გამიხარდა იქ ყოფნა და ამდენი ნიჭიერი და კრეატიული (კრეტინი სხვა სიტყვაა და კრეატიული სულ სხვა... - რედ.) ადამიანის გაცნობა და გეგას ნახვა . მამენტ, ვისაც ვიცნობდი, იმათი ნახვაც გამიხარდა :))

ხო, მართლა, ამ სურათზე გამახსენდა... ბოლო ორი კვირაა ”გოროდში” შორტებით ვმოძრაობ (აკა ”ვდვიჟენიობ”). თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა მოსახერხებელია. ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ორგანო მინიავდება და სიცხე იმდენად აღარ მაწუხებს. ყველაფერი კი უჯარმის ექსკურსიის მერე დაიწყო, როდესაც პირველად ვცადე შორტების ჩაცმა. ახლა მესმის რატომ ატარებენ გოგოები მოკლე კაბებს (ყველას არ ეხება, ნინუცი ).


ამის შემდეგ იყო 27 ივლისი და დაუვიწყარი მოგზაურობა ბაზალეთის იგივე ”იბიცას” ასევე დაუვიწყარ ტბაზე. იმდენად დაუვიწყარი იყო, რომ დამწვარი სხეული დღემდე მეწვის. არა, ვიტყუები, აღარ მეწვის, გუშინ ჩემმა დამ დიდი სიამოვნების გამაძრო ტყავი (რა სასტიკად ჟღერს, არა?!) და ახლა აღარც მეწვის და არაფერი... სამაგიეროდ, სამომავლოდ მშვენიერი მოსაგონი ამბავი მაქვს. 7 საათი მზის ქვეშ ვეგდე მე და კიდე ორი გადარეული, რის შემდეგაც თბილისში მოხარშული კიბორჩხალებივით წითლები ჩამოვედით. თუმცა, ღირდა, არაფერს ვნანობ.

ამის მერე მცირეხნიანი პაუზა ავიღე. ორი დღე სიცხეები მქონდა, მთელი ტანი მეწვოდა და ვერსად ვერ გავდიოდი. სურათზე გამახსენდა და ჭრელი ესპადრელები ვიყიდე მეც (ლევასთან ერთად ვიყავი ბაზრობაზე, დამეტყო ალბათ...). ორიოდე დღის წინ კი დაუგეგმავი გასვლა მქონდა ვაჟა-ფშაველას ძეგლთან. მე, ცოტნემ (ნოკ) და გუგამ (ფერლადორი) სპონტანურად მოვიფიქრეთ ბათუმიდან ჩამოსული მარაზმატიკის მონახულება. ხოოდა, რამდენადაც დაუგეგმავი გასვლა იყო ეს, იმდენად დაუგეგმავად და მოულოდნელად მითხრეს ისეთი კომპლიმენტი (სხვათა შორის, არ ვეთანხმები), რომელმაც შაქარყინულივით დამადნო. რა თქმა უნდა, ფორუმზე და ფორუმელებზე ვლაპარაკობდით. შევეცდები დიალოგი აღვწერო:
თაკა: აუ, ცოტნე, შენ ერთ-ერთი ის ფორუმელი ხარ, რომელიც ყველას ევასება... უი, არა, მარიმ ბათუმში კიდევ ვიღაცაზე თქვა, რომ ძალიან კარგი ადამიანია და ყველას უყვარსო...
მე და გუგა ერთდროულად: ვახ, ბიჭო, ცოტნე, კონკურენტები გამოგიჩნდა? გინდა, მოვაშოროთ? (hehehe, bratci da rame...)
ცოტნე: არა, რა საჭიროა...
თაკა: სხვათა შორის, მარიმ დეკაზე თქვა... ძალიან კარგი ადამიანია და ამაში უფრო დავრწმუნდიო....
....
ნუ, აქ რა დამემართა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ჯერ ხომ ისე გავმსუბუქდი, რომ ავფრინდი ადგილზევე. კიდე კაი, ვაჟას ძეგლს ხელი აქ გაშვერილი და მაგას წამოვედე, თორემ ქარი წამიღებდა. მიწაზე დაბრუნებულს კი უფრო წითელი ფერი დამედო, ტანზე სასიამოვნოდ დამბურძლა და რა ვიცი, კიდევ ათასი რაღაც მომივიდა. ამ დროს უცებ იმ ფორუმელების ნიკები გამახსენდა, პმ-ებში და ზოგ თემაში დედის ნაწლავები რომ დავაფარე თავზე და მივხვდი, რომ მარის სიტყვებს ყველა არ გაიზიარებდა... თუმცა, სულ წიხლზე მეკიდა. აი, რაღაც არაადამიანურად მესიამოვნა.

გუშინ კიდე ნინიკოს ორგანიზებულ მზიურ-ფართიზე ვიყავი. თავიდან არც მანდ ვაპირებდი წასვლას, რადგან ვიტ ჯორჯია - ტრნავას თამაშზე მინდოდა დასწრება (ჩვენებმა 1:0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. უეჭველი ვიცოდი, რომ მოახერხებდნენ. ერთ კვირაში ვენის ”აუსტრიას” ეთამაშებიან), თუმცა სამსახურიდან გვიან გამოვედი და მატჩს ვეღარ მივუსწრებდი, ამიტომაც გზა შევიმოკლე და ავტობუსიდან ვაკის პარკის ნაცვლად, უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსთან ჩამოვედი. მძღოლს კუთვნილ 20-თეთრიანს რომ ვაწვდიდი, მაგ მომენტში გაჩერებაზე მომღიმარი ნანუცი ვნახე და მივხვდი, რომ წინ მშვიდი და ლამაზი საღამო მელოდა. სხვანაირად შეიძლება ყოფილიყო?! როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ნინუცის ჩემი ”არ ჩავიდეეეეთ?” ძალიან მოსწონებია და გაუმხიარულებია, ამიტომაც მომავალში ხშირ-ხშირად ვიტყვი ხოლმე ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა (მადლობა ნინიკო :*) და სახლში მიმავალ გზაზე მე და ირინა ერთად წამოვედით. ავტობუსში ბევრი სასაცილო და ნაკლებად სასაცილო ისტორია გამახსენდა: ჩემი ბავშვური, ჯერ კიდევ რომანტიკული ”გმირობები”, სკოლაში გადამხდარი ამბები, გაზის ტრუბით მეორე სართულზე აძრომები და ა.შ. სამწუხაროდ იმ დღის ამსახველი სურათები არ მაქვს...

დღეს კი ჩემს უსინდისო ძმაკაცს, ნესტანჩიკას დავუმესიჯე და გარეთ გამოვიტყუე. თავიდან გამიკვირდა, როგორ მოხდა, რომ სახლში ზის ამ დროს, მაგრამ თურმე დათოს მეგობრებთან კუმისში წასულა და კვირამდე არ ჩამოვა. ბოლოს ასე როდის ვიჭუკჭუკეთ, აღარც მახსოვს. აი, ძველი დრო გამახსენდა, რომ ვიჯექით და ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით. უბრალოდ, ამჯერად ამდენი მოსაყოლი არც არაფერი გვქონდა. ხო, მართლა, ნესტანჩიკამ მითხრა შეიცვალეო, უფრო აფორიაქებული ხარო ადრე მშვიდს გიცნობდიო, ახლა კიდე ერთ ადგილას ვერ ისვენებო :))) არაუშავს, ვინაა უნაკლო?

ხოოოდა, რისი თქმაც და დაწერაც მინდოდა, ასე თუ ისე, მართალია ძალიან მოკლედ, მაგრამ მაინც დავწერე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის

P.S. Daron Malakian-ის ახალმა ჯგუფმა, Scars On Broadway-მ ამავე სახელწოდების ალბომი გამოუშვა, რომელიც მათთვის სადებიუტოა და უფრო მოპანკ-ინდი-ალტერნატიულროკეროა. დღეს გადმოვიწერე და სხვათა შორის, მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ თავად დეირონა მღერის. როგორც ჩანს, სისტემებიდან წასვლის მერე სიმღერა უსწავლია ამ ჩემისას...

P.P.S. იმ დედააფეთქებულ მუზას თუ ნახავთ სადმე, ან თქვენ თვითონ მოათრიეთ აქ, ანაც მე გადმომირეკეთ ეგრევე, თორემ აზრებისგან იმდენად ვიტვირთები ხოლმე, კრუნჩხვები მემართება...

10 comments:

Jorge said...

Hola amigo: quería invitarte que visites el blog que estoy realizando con mis alumnos de segundo año de la secundaria sobre LA DISCRIMINACIÓN.
http://nodiscrimine.blogspot.com
Tema arduo e interesante.
Seguro será de tu agrado.
Te invitamos que leas lo que gustes de él y hagas una opinión sobre el mismo.
Tu aporte será valioso.
Un abrazo desde la Argentina.

jaco said...

`დიდი ბიჭი გაიზარდე შეჩემა~ მაგრად ჟღერს ძაან!:)))

და ეს ხორე ვინ არის კაცო, არ შეგვჭამაა? ყველას ბლოგზე რო აკომენტებს:)

deka136 said...

Muchas gracias Jorge
Voy a visitar tu blog y leer todo con gran placer :)

jaco - თავის და თავისი მეგობრების ბლოგზე გვეპატიჟება, რომელიც დისკრიმინაციის თემასაა მიძღვნილი :))

Jenny said...

"კრეატიულები და არა კრეტინები" looooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooool

hehehehheheeh gggg :)))

მუზის გარეშეც მშვენივრად გაართვი თავი :yes: ასე რომ რო მიხვდება თავის შეცდომებს და მობრუნდება პატიების სათხოვნელად შეგიძლია მოუწყო სკანდალი "არ მჭირდები!" "უშენოდაც მაგრად ვწერ!" "იიშ!" და რაღაც ეგეთები :tan:

Endy_Kaufman said...

ბიჯო აი დღეს შენი მუზა კიარადა შენი მუზები ვნახე , იცი სად? აი მოლამ რომ ჩამოგვსვა მე რომ რუსთაველის მეტროსკენ წავედი მანდ ფანტანთან სამი ციგნის ბავშვი სრულიად დედიშობილა ბანაობდა და ჩვენ ვარ დეკას მუზებიო ტაკოებზე ეწერათ :დ, აუ რა მაგრები იყვნენ იცი იმენა სურათის გადაგება დამავიწყდა თორემ დავდებდი

ხოდა რამდენი გიწერია ტო რაამბავია? :დ

nati kuda said...

მე არ მიყვარხარ, ვოოტ! :))

Kate said...

მაგარი ტიპი ხარ რა...

utvino said...

"ნინუციმ დამიმესიჯა და დამპატიჟა, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდი"
გეკადრება დეკატერინა? რის მადლობა :ჰაგ:

"ყველას არ ეხება, ნინუცი )."
აააა მაგრად გამეცინა და მერე დავიგრუზე :))))

"ნესტანჩიკამ მითხრა შეიცვალეო, უფრო აფორიაქებული ხარო "
აცუნდრუკებულიო უნდა ეთქვა :))

ხოდა შენ რა საყვარელი ფორუმელი ხარ ერთი :)))))))))))))))))))))

ჩორვენი¹³ said...

vaime ramdeni cere, magram me cavikitxe :D

vajas xelze gamodebisas kinagam gadavyiravdi imdeni vicine!!

da vafshe raaa!!!

:up:
:tan:

deka136 said...

მადლობა, ბავშვებო, რომ კითხულობთ და საერთოდ, რომ მიძლებთ :bis: