Thursday, July 10, 2008

მზის ჩასვლამდე

მოკლედ, ამ ბოლო დროს რაღაც წერის მუღამს ვეღარ ვამჩნევ საკუთარ თავს (მაინც და მაინც არც სხვა დროს ვიჭრიდი ვენებს :ლევა:), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი დიდი ხნის სურვილს ახლა ავისრულებ და ამას დავჯღაპნი.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ამერიკელი ბიჭი სახელად და გვარად რიჩარდ ლინკლეიტერი (ინფოსთვის შეიხედეთ აქ -> http://forum.ge/?f=73&showtopic=33859982). ცხოვრებისეული მოგზაურობის (ცუდად ჟღერს, მაგრამ მოშნად 8ლეზე დაიკიდეთ P.S. ნუ, მამენტ, ვისაც სად შეგიძლიათ რა...) შემდეგ ჩვენმა რიჩიმ რეჟისორობა გადაწყვიტა. საგნების მისეული (ესეც არ ჟღერს მაინც და მაინც ლამაზად) განსხვავებული ხედვა კრიტიკოსებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. თუმცა, მაყურებლების მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო მისი ფილმები, რადგან ”ჯოლისა და კრუზის” თაობის ხალხისთვის ცოტა ძნელი იყო იმ არეული სიუჟეტის გაგება და ტვინში გადახარშვა, რომელიც ლინკლეიტერის ფილმებს ახასიათებთ.
ჰეჰ, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რიჩარდზე სულაც არ ვაპირებდი წერას. ხომ გაგიგიათ, შორით იარე და შინ მშვიდობით მიდიო, ხოდა მეც მასე გამომივიდა. ახლა ლინკლეიტერის ფილმებზე უნდა ვისაუბრო - ”მზის ამოსვლამდე” (Before Sunrise) და ”მზის ჩასვლამდე” (Before Sunset). კიდევ უფრო კონკრეტული თუ გინდათ ვიყო, მაშინ ვიტყვი, რომ ამ ორი ფილმის დამაკავშირებელმა რგოლმა დამაინტერესა. ეს ორივე ფილმი თითქოს ავსებს ერთმანეთს, მეორე პირველის გაგრძელებაა, მაგრამ ამავე დროს დამოუკიდებელი ნაშრომია.
ე.ი. რა ხდება: Before Sunrise-ში მოყოლილია ამერიკელი ბიჭის და ფრანგი გოგოს ისტორია, რომლებმაც ერთმანეთი ავსტრიაში, ვენაში გაიცნეს. წყვილმა მთელი ღამე ერთად გაატარა, ძალიან კარგი დრო ატარა და შეიძლება ითქვას, რომ სულ რაღაც 12-ოდე საათში ერთმანეთი შეუყვარდათ კიდევაც. განშორება რთული იყო, მაგრამ აუცილებელი. ხოდა მათ ასეთი რამ მოიფიქრეს - ზუსტად 6 თვის შემდეგ იმავე ადგილას უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. ამაზე ფილმი სრულდება.
Before Sunset-ში კი მოთხრობილია 8 წლის შემდეგი ისტორია. ამ ბიჭმა წიგნი დაწერა იმ ღამეზე და პარიზში პრეზენტაცია ჰქონდა. ამ დროს მოულოდნელად სწორედ ის ფრანგი გოგონა (უკვე ქალი) გამოჩნდა და მათ ერთი დღე გაატარეს ერთად. როდესაც წიგნის დაწერის მოტივზე დაიწყეს ლაპარაკი, ბიჭმა უთხრა, რომ ეს ერთადერთი საშუალება იყო ამ გოგოს მოსაძებნად და მანაც სწორედ ამ მიზნით დაიწყო 8 წლის წინ წერა.
თუმცა, არც ეს არის მთავარი. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, რომ ავსტრიული შეხვედრიდან 6 თვის შემდეგ ის ბიჭი მართლაც ჩავიდა ვენაში და დიდხანს ელოდა ამ ფრანგ, არ შემეშინდება და ვიტყვი - თავქარიან გოგონას, მაგრამ ამაოდ... როგორც აღმოჩნდა, ამ ჩემისას სამი დღით ადრე ბებია (თუ ბაბუა, არ მახსოვს...) დაღუპვია, რის გამოც გამგზავრება ვერ მოახერხა.
ახლა მე თქვენ გეკითხებით: 1. რას იზამდით, მათ ადგილას რომ ყოფილიყავით? ჩახვიდოდით იმავე ადგილას, იმავე დროს? თუ რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი დაგავიწყდებოდათ?
2. თუ ჩახვიდოდით და ჰარმონიულად დაწყებული ურთიერთობა ვერ აგეწყობოდათ, გული ძლიერ დაგწყდებოდათ?

3. თუ არ ჩახვიდოდით, გული დაგწყდებოდათ?

4. თუ ჩახვიდოდით და მეორე არ მოვიდოდა, რას იგრძნობდით?

მართალია, ახლა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ცოტა ძნელია, მაგრამ ვისაც არ დაეზარება, შეეცადეთ მაინც... რამდენიმეს უკვე ვკითხე და თითქმის ყველასგან განსხვავებული პასუხი მივიღე. ჩემი აზრი კი ასეთია: აუცილებლად ჩავიდოდი. ჩავიდოდი უბრალოდ ინტერესისთვის, არანაირი წინასწარი სერიოზული განზრახვით, თუმცა დარწმუნებული ვარ, მეორე ის მოვიდოდა და ცხოვრების გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაურკვევლობის და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გამტანჯავდა... რამდენიმე კვირის წინ ბლოგში აღვნიშნე, რომ წიგნის დაწერა მინდოდა. დიახ, 1 საათით ადრე Before Sunset-ს ვუყურე და ამან გამოიწვია ჩემი ასეთი სურვილი... ალბათ მეც დავწერდი...

სიტუაციაში უფრო კარგად გარკვევისთვის გირჩევთ ორივე ფილმს უყუროთ. Before Sunrise ქართულ საიტებზე ვერ ვნახე, სამაგიეროდ გოლ-ზე მეორე დევს. აი, ლინკიც:
http://www.gol.ge/?cat=movies&download=7045

ხო, კიდევ. ესეც სურათები...
Before Sunrise

Before Sunset

13 comments:

Sweet said...

რა თქმა უნდა მივიდოდი :)


მე მეჯერა ეგეთი რაღაცეების...

Anonymous said...

ეგენი არ მიყურებია, რადგან ქართულებზე ვერ ვიპოვე პირველი, მაგრამ ლინკლეიტერის სხვა ფილმები ძალიან მიყვარს.

თუ არ გაქვს ნანახი, აუცილებლად ნახე:

Waking life (პოჟიზნი მიყვარს, ბლოგის სახელიც მანდედანაა)
Fast food nation - ამ ფილმს ველოდებოდი დიდხანს, და არ გამიცრუა იმედები. [გამიცრუა რა აუტანელი სიტყვაა]

ნუ School of rock ყველას ნანახი აქვს :D

ისე კაი გამახსენე, წავალ, ტორენტებზე დავსერჩავ. თან ინგლისურად სხვა მუღამია )

sabaha said...

aaa kargi filmebia , magram me pirveli ufro momecona

fsiqoshi iyo adre


xoda chavidodi aucileblad

yovelgvari gegmebis da miznebis gareshe

ubralod chavidodi :)))
mere sananebeli mainc ar geqneba, rom ai rom chavsuliyavi da an ratom ar chavedi da a.sh

mokled uechveli chavidodi

ai is filmi roa kide

empire state buildingtan rom unda shexvedrodnen da gogos ro agviandeba da taxidan ro gadmoxteba da manqana rom daartyams da rom dainvaliddeba da mere rom gaigebs es kaci
mokled daikidet

deka136 said...

მარი - მეც მჯერა... :)

დოდი - ყველა ნანახი მაქვს და იმედი არცერთს არ გაუცრუებია :) პირველი ვეიქინგ ლაიფი ვნახე, დამშოკა :)) ძმაკაცმა მირჩია და თან მითხრა, თავიდან პატარა ბიჭი რომ იჩითება, შენ თავს მაგონებსო... განსაკუთრებით მაგიტომ დავინტერესდი...

ნინიკო - ვიცი, ნანახი მაქვს... გურამ რჩეულიშვილის ”სიყვარული მარტის თვეში” თუ არ გაქვს წაკითხული, აუცილებლად გადაიკითხე... რაღაც მასეთივეა...

Kate said...

მევასება ეგ ფილმი...

რაც შეეხება კითხვებზე პასუხს...
ალბათ არ ჩავიდოდი...
ახლა თითქოს აღარ ვარ ისეთი რომანტიული, როგორიც ადრე ვიყავი...
ან შეიძლება გულის სიღრმეში მაინც ისეთივე ვარ, როგორიც ვიყავი...
მაგრამ იმედების გაცრუების მეშინია თუ რაღაც...
არვიცი..
მართლა არვიცი...

Endy_Kaufman said...

იტოგში ჯერ ვუყურებ ფილმებს და მერე დავაკომენტარებ ეხლა წაკითხვა არ მინდა იმიტომ რომ მერე ვეღარ ვუყურებ

Endy_Kaufman said...

ხო ვუყურე ეხლა "მზის ჩასვლამდე" და დეკ მინდა გითხრა რომ შენ ძვირფასი საათნახევა რი დამაკარგვინე:გიგი:და ამას არ გაპატიებ:გივი: ხო ეს ხუმრობით..... ეხლა რაც შეეხება შენს კითხვებს : იტოგში იმ გოგოს ადგილზე ,რომ ვყოფილიყავი მაშინ გააჩნია ბებოს რა და შეიძლება დაკრძალვაზე არც წავსულიყავი :დ და ვენაში შევხვდებოდი იმ ბიჭს თუ მართლა ასე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის........
ხოდა ამ ბიჭის ადგილზე კი აუცილებალდ წავიდოდი შესახვედრად, მხოლოდ იმიტომ ღირს ჩასვალ რომ მერე მთელი ცხოვრება უკმარისობის გრძნობა არ დაგრჩეს რომ არ წახვედი....

და ვაბშეტა დიდი არაფერი ფილმი იყო, არც დიალოგები იყო ზედმეტად საინტერესო და არც ის შავთეთრი კადრები :დ , და რატომ ცვლიდა ფერებს შენ ხომ ვერ მეტყვი?
მზის ამოსვალ ნანახი გაქვს? მემგონი ეგ უფრო საინტერესო იქნება მანდ სექსებია როგორც ვხვდები ? თუ არა? :გივი:

Jenny said...

uiuiuiui meniuSI maqvs es filmebi..

Tqven kide aq spoilerobT..

ar vkiTxulob komentarebs da postic iq gavwyvite roca mivxvdi rom spoileria! :P

mere davwer StabeWdilebebs :user:

deka136 said...

დაღლილ, შენ მე იმედები გამიცრუე :))


ისე, ფერებს რატომ ცვლიდა, არ ვიცი :))

მაგრამ შენ ლინკლეიტერის სხვა ფილმები მოგეწონება, როგორც ვხვდები ;)

waking Life ნახე :)) დონე ფილმია :)

Endy_Kaufman said...

ბიჯო იმედის გაცრუება არ მინდოდა მარა მართალ მთქნარებით მოვკვდი ყურებისას:დ
მაგ ფილმს ხვალ ვუყურებ აუცილებლად, ეხლა დავსირჩე და კაი შესავბალი ქონდა გოლზე

ხო აი მაგ ფერებზე დავფიქრდი მარა ვერაფერს მივხვდი , ისე აი ის გოგო რომ იწყებდა რაღაცით უკმაყოფილების გამოხატვას მაშინ გადადიოდა შავთეთრში როგორც მე დავაკვირდი....თუ რავი რა ვერ დავწვი იტოგში რაუნდოდა მაგით ეთქვა რეჟისოტს

Sweet said...

მე არასდროს არასდროს არ შევცვლი ჩემს მაგ თვისებას, ეგეთი რამეების რწმენას...

აი კიდე ეგეთ რამეებზე არი ფილმები serendipity და fOOL RUSH ON
უფრო ჰოლივუდის სტილში მაგრამ მაინც მიყვარს...

deka136 said...

მარი, ვნახავ მაგ ფილმებს აუცილებლად :)

ketketa said...

Hey, can I join the club?:)))
გოგოებმა მომასწავლეს ეს პოსტი, შემოიხედე ჩემთანაც და გაგეღიმება:)))