Saturday, June 7, 2008

ვიტამინი C - ასკორბინის მჟავა

რას წარმოვიდგენდი, რომ შაბათ დღეს მაღლივში მომიწევდა ასვლა. მაგრამ, როგორც გუშინ აღმოჩნდა, ამას ვერ ავცდი (ან ვერ ამცდა, ხუი ევო ზნაეტ). ხოდა, გუშინ თამუნიამ ბიზნეს-გეგმა გამომიგზავნა, რომელიც დღეს სოსოსთვის უნდა მეჩვენებინა. ყველაზე კაიფი ის იყო, რომ გეგმის თემა სოსომ ბავშვებს ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ჩააწერინა, მე კიდე დღემდე არ მქონდა არჩეული და საკითხვაში იყო, მიიღებდა თუ არა ჩემს ასეთ ”ნაშრომს”. თუმცა, ხომ გაგიგიათ, ცდა ბედის მონახევრეაო და მეც ამის იმედად წავედი მთაში... ბევრი ვიარე თუ ცოტა ციარე, გზაში ერთი ჩემი კლასელი შემხვდა (ერთადერთი, რომელთან ერთადაც 11 წელი ვისწავლე... იმიტომ, რომ მეორე სკოლაში ერთად გადავედით), ხოდა, ”ნივიჟუ” რომ ვერ გავუკეთე, მომიხდა მთელი გზა რაღაც სირობებზე ლაპარაკი. არადა, რომ შეხედავ კაცი, მშვენიერი გოგოა, ქერა, ცისფერთვალება, ტანსაც ვერაფერს დაუწუნებ, მაგრამ თავში რამე თუ ჰქონდეს, მე ვიყო პიპეტკა. მოკლედ, ერთი საათის დაგვიანებით, როგორც იქნა, მივაღწიე მაღლივში და კიდე ნახევარი საათი იქ ველოდე სოსოს, სანამ ვიღაც ქალმა (რომელიც, ჩვენი ვარაუდით, მისი ახლადშერთული ცოლი იყო, არადა ჩვენხელა შვილი ჰყავდა მანამდე ) გვითხრა, რომ ბიზნესის საფუძვლების ლექტორი არ მოვა და თუ გვინდა, რეფერატები შეგვეძლო დაგვეტოვებინა. მთელი ლანძღვა-გონების შემდეგ ეგრეც ვქენი და წამოვედი სახლში. 1ზე უკვე საწოლზე ვიყავი წამოკოტრიალებული და ტკბილი ძილით დამეძინა.
გამეღვიძა 4 საათზე. პირველი აზრი, რომელმაც თავში გამიარა, იყო ის, რომ კომპიუტერთან უნდა მივმჯდარიყავი, ხოლო მეორე - ბლოგი გამეხსნა და რეზერვზე რაღაც მომეყოლა. ეს რაღაც კი ვიტამინ C-ს ფენომენია. კოჯორში ყოფნის ბოლო სამ დღეს საშინლად ვსაჩკაობდი: ნაკლებს ვვარჯიშობდი, აქეთ-იქით ვსეირნობდი და საკმაო ხანს ვატარებდი ლაზარეთში. სწორედ იქ გავიგე ამ ფენომენის შესახებ. ექიმებთან გატარებული დროის განმავლობაში ბევრი სხვა პაციენტიც ვნახე. ზოგს ტრაწი ჰქონდა, ზოგს შაკიკი, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ფეხი ან ხერხემალი აწუხებდა, გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, ვისაც სიცხე ჰქონდა ან თვალი სტკიოდა და რაც ყველაზე საოცარია, მედიკოსები ყველა მათგანს ერთსა და იმავე წამალს აძლევდნენ - ვიტამინ C-ს! რა თქმა უნდა, მეც მომცეს რამდენჯერმე და უნდა ვაღიარო, რომ რაღაც საოცრად საშინელი გემო ჰქონდა (ალბათ, ”სუხოი პაიოკისა” არ იყოს და მასაც ვადა 2006 წელს ჰქონდა გასული ). ყველაზე გასაკვირი კი ისაა, რომ ვიტამინ C-ს ფანატიზმი თბილისშიც ჩამომყვა. რაც არ უნდა მაწუხებდეს, ვზივარ და პატარა ყვითელ ბურთულებს ვწუწნი, ოღონდ ამას კარგი გემო აქვს, ჯერ ტკბილი და მერე მომჟავო. დაჟე იქამდეც მივედი, რომ კომპიუტერთან მიდევს და როცა გამახსენდება, პირში ვიყრი (ცუდი არაფერი გაიფიქროთ!). ხო რა, სულ ეს იყო...

3 comments:

Sweet said...

თვალები მტკივა შენს ბლოგზე. არადა რა საინტერესოა :((

deka136 said...

რა არის აქ საინტერესო? :სპყ:

პ.ს. სკინს არ შევცვლი :D

Anonymous said...

აუ მაგრად მევასება ბავშვობიდან ეგ. ოღონდ არ ვწუწნი, ვღეჭავ. განსაკუთრებულად კარგი ისაა, რომ მისი პერედოზიროვკა შეუძლებელია :დ რასაც ორგანიზმი არ ითვისებს, თავისიდ ჭკვიანად, ზედმეტი ბოდიალის გარეშე გადის ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით :დ