Wednesday, May 28, 2008

Охуеть რა, ჩამოვედი! დაიშალეთ!

კოჯრის 122-ე ბატალიონის მე-2 ასეულის მე-3 ოცეულის რეზერვისტი გავხდი

არც კი მეგონა, 18 დღე ასე სწრაფად თუ გავიდოდა. თითქოს გუშინწინ ღამე დავტოვე აქ პოსტი და გუშინ დილით კი ლოკომოტივიდან კოჯრისკენ წავედი, მაგრამ მას შემდეგ ორ კვირაზე მეტია გასული. საოცრად მინდა, ყველაფერი დაწვრილბით დავწერო და მომავალში რომ გადავიკითხავ, ისევ ის შეგრძნებები მქონდეს, რაც ახლა. ამ დროის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ადამიანების კითხვა შემიძლია. ბევრი ძალიან მაგარი ვიღაც გავიცანი, შეიძლება მომავალში ძმაკაცებიც გავხდეთ და ეს უზომოდ მიხარია. მეორე მხრივ, ჩემთან ერთად იყვნენ ისეთებიც, რომლებზეც საკუთარი უარყოფითი აზრი აქამდეც მქონდა და ის უფრო გამყარდა. მაგრამ, მოდი, ახლა მარტო კარგს გავიხსენებ...
პირველი სამი დღე საშინლად გაიწელასავით. ჯერ ფორმების დარიგება, სხვადასხვა პატარ-პატარა პროცედურის გავლა მიწევდა, ათას ოთახში გვარბენინეს. ჩვენი ასეულის სერჟანტი გიორგი გასიშვილი (მაგარი ნაბოზარი ვინმე კი იყო), ინსტრუქტორი ლეიტენანტი ბესო ბექაური და ასმეთაური ლეიტენანტი ლევან გათენაშვილი (ჯიგარი რიჟა) გავიცანი. ამ უკანასკნელს ჩვენთვის თვალყურის დევნება ჰქონდა დავალებული, ბესო ლექციებს გვიტარებდა, გასიკას კიდე მთელი შავი სამუშაოს შესრულება უწევდა. დილით 6-ს 10 წუთი რომ დააკლდებოდა, ისეთი ხმით გვაღვიძებდა ხოლმე: ”ასეულო, ადეექ!”, რომ გავარტყი დენი Fილსს. დღეში სამჯერ საკმაოდ კარგად გვაჭმევდნენ, საკმაოდ ბევრსაც გვავარჯიშებდნენ, მთელი დღე აქეთ-იქით გვაშაგავებდნენ, მერე დასვენების დროც მოგვიმატეს და ბოლოს ”ნამიოკობანას” თამაში ყელში მქონდა ამოსული. ორჯერ სროლებზე ვაზიანში წაგვყვანეს. საშინლად ცხელოდა, ჩვენ კიდე ბუშლატები და ხებეები გვეცვა. სახე ზე და ხელებზე მაგარი ზაგარი მაქვს მიღებული.
თავიდან სახლიდან მირეკავდნენ ხოლმე, მაგრამ ხან ტელეფონს ვუთიშავდი, ხანაც უბრალოდ არ ვპასუხობდი. მერე ვეღარ მოვითმინე და ჩემს დას დავუმესიჯე, რომ აღარ შემაწუხონ და ასე მშვიდად გაგრძელდა მთელი 14 დღე. ერთი-ორჯერ დამიმესიჯეს და სულ ეგ იყო. რა კარგი ყოფილა იქაურობა. ერთადერთი, რაც თბილისში მომენატრა, ჩემი მპ3 იყო. ხანდახან საოცრად მინდებოდა ჩემს გემოზე მუსიკის მოსმენა, მაგრამ ტელეფონებში ჩაწერილი სხვადასხვა სირობის ატანა მიწევდა. ბევრი წივილ-კივილის მერე ჩემპიონთა ლიგის ფინალიც გვაყურებინეს და გამიხარდა, მანჩესტერმა უჯიშო ჩელსის დამარცხება რომ მოახერხა. ეს 21 მაისს მოხდა, არჩევნების დღეს. საინტერესოა, ცხოვრებაში პირველად მივიღე არჩევნებში მონაწილეობა და ისიც რეზერვში. არ ვიცოდი, ვისთვის მიმეცა ხმა, უბრალოდ, კაბინაში შესვლა და ბიულეტენზე რომელიმე კანდიდატის შემოხაზვა მინდოდა. ზოგი რესპუბლიკელებს უჭერდა მხარდა, ზოგი გაერთიანებულ ოპოზიციას, ალექსა ნაციონალების პროპაგანდას ეწევოდა, მე კიდე მე-11 ნომერი ”ქალთა პარტია” შემოვხაზე. მაგარი კაიფი იყო იმათი რეაქციის ნახვა, ვისაც ეს ვუთხარი. ყველა იმას მეკითხებოდა, რამ მოგაფიქრაო. არადა, მდედრობითი სქესის წარმომადგენლების საკითხი საკმაოდ მწვავე იყო რეზერვში. *ლე-*ვერს მიჰქონდა იქაურობა. რაც დრო გადიოდა, ექიმები სულ უფრო ლამაზები მეჩვენებოდნენ, მე-17 დღეს მზარეული ქალებიც კი გალამაზდნენ. ვიღაცამ გაიხუმრა, კიდე ცოტაც და კაცებიც გალამაზდებიანო... თუმცა, ეს ერთი უწყინარი ხუმრობა იყო. მაგრად გამიხარდა ჩემი საკუთარი იარაღი რომ მაქვს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ჩემი იქნება. თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, მაგრამ ვაზიანში ავტომატური სროლის დროს ისე გაცხელდა, კინაღამ ხელი დამეწვა.
26-ში ჟეტონები მოგვცეს და სერტიფიკატები დაგვირიგეს, 27-ში კი ID ბარათებიც მოგვცეს და სახლში გამოგვიშვეს. მართალია, თითქმის ყველას უხაროდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ დღეს რამდენიმე რომ ვნახე მაღლივში, კოჯორი გვენატრებაო მითხრეს... მეც მენატრება. გამოცდები ვინმეს რომ ჩაებარებინა ჩემ მაგივრად, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ რამდენიმე ხანი. რაც მთავარია, კიდეც 100 ადამიანი გავიცანი. დღეს ძმაკაცები სახინკლეში მეპატიჟებიან, ხვალ ლაშას სამსახურში გავუვლი და ალბათ საღამოს კიდევ მოვჯდებით სადმე.

თბილისს რაც შეეხება... ბევრი არაფერი შეცვლილა, მაგრამ რაღაცები მაინც მომხდარა. ახალი ავტობუსი დაუნიშნავთ, 35 ნომერი, რომელიც პირდაპირ ჩემს სადარბაზოსთან გადის და გვერდზე კორპუსთან აჩერებს. მეორე ბოლო გაჩერება კი ბაგებში აქვს. ასე რომ, ხვალიდან მაღლივში სწორედ მაგით ვივლი. გარდა ამისა, სანზონაში გზის კეთება საბოლოოდ დაუმთავრებიათ. ძალიან მომეწონა იქაურობა. თუ ადრე ამ უბნის ხსენებაზე ხალხი ”ეჰ, სანზონას” იძახდა, ახლა ”ვაჰ, სანზონას” ამბობენ. ეს უკვე პროგრესია.
ეს ყველაფერი მოკლედ მოვყევი. თუ გამახსენდება რამე, იმასაც დავამატებ.

P.S. მარში რომ გვქონდა, ბექაურმა მინდორში გაგვიყვანა, რომელიც მთლიანად გვირილებით იყო დაფარული. ასეთი სილამაზე ძალიან ცოტას თუ უნახავს. განუმეორებელი გახლდათ. აუცილებლად ავიყოლიებ ვინმეს და წავიყვან იქ.
P.S.S. ასტა ლა ვისტა!

4 comments:

staring girl said...

:jump:

sabaha said...

lol
ეჰ სანზონა ვაჰ სანზონაზე ვიკაიფე
აბა როგორ გეგონათ :)
წავიდეთ რა
წავიდეთ რა
ხომ თქვი აქ წამოვიდეთო
ბავშვებს ვუთხრათ და წავიდეთ რა
:უსერ:

Anonymous said...

კეთილი იყოს შენი დაბრუნება :2kiss:

nati kuda said...

სწორდი
სმენა
თავისუფლად..


ღღღღ