Friday, May 9, 2008

ხოოომდაა...

ხოდა, ესეც ასე! წავედი მე რეზერვში და 3 კვირაში ჩამოვალ ისევ. ალბათ, ჩემი კომპიუტერი არ მოიწყენს უჩემოდ, ძვირფასი დაიკო არ მისცემს მოწყენის საშუალებას... დღეს კი ვიფიქრე, პაროლი დავადო, რომ ვერ დაჯდეს-მეთქი, მაგრამ რომ ვუთხარი, ისეთი თვალებით შემომხედა, შემეცოდა და გადავიფიქრე... თან გამოცდები მექნებაო მაგ დროსო და დამჭირდებაო...
ახლახან ჩავალაგე ტანსაცმელი, პირადი ჰიგიენის საგნები ( რაღაც სასაცილოდ ჟღერს) და მოვემზადე დასაძინებლად. ხვალ 7ის ნახევარზე უნდა ავდგე, მერე 8ის ნახევარზე ძმაკაცებს შევხვდე და ერთად წავალთ.
აუფ, ბევრი რამის დაწერა მინდოდა და ახლა აღარაფერი მახსენდება [IMG]http://pinky.ge/Smiles/Yellow/thin.gif[/IMG] ხო... სახლში გავაფრთხილე, რომ გაცილება არ მჭირდება და არც არავინ მომყვება, შეწინააღმდეგება ვერ გაბედეს ბებიაჩემი ერთი კვირის წინ იყო მოსული და ისე ტიროდა, გეგონება, ცხოვრებაში ვეღარ მნახავდა. ყველაზე მეტად ის მიტყდება, რომ მპ3-ს წაღება არ შეიძლება. რა უნდა ვაკეთო იქ თავისუფალ დროს? იასნია, ბევრი ძმაკაცი მიდის, მაგრამ მაინც. დათოც მოდის. წელს მესამედ ვნახავ იქ. ნესტანი მეუბნება, უთქვენოდ რას გავაკეთებო აქ მარტოო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რამეს მოახერხებს
უკვე აღარ მეგონა, თუ ეს მომენტი როდესმე დადგებოდა... საოცრად მიხარია, რომ ვშორდები აქაურობას
რამდენი ხანია მინდოდა ამის გაკეთება: ჯერ იანვარში მონასტერი (შუა გზიდან გამომაბრუნეს), მერე 30 აპრილს უნდა წავსულიყავი რეზერვში და მითხრეს, 10 დღით გადაიდოო... ხოდა, როგორც იქნა უნივერსიტეტში საოცრად უხარიათ ჩემი წასვლა, ძლივს მოგვშორდებიო. რაღა დაგიმალოთ და მეც მიხარია! თქვენს ფიზიონომიებს ივნისამდე ვერ ვნახავ-მეთქი

P.S. იმის დაწერა მინდოდა კიდევ, მაგრამ სულ მეზარებოდა ხოლმე: პერის ჰილტონი დამევასა ამ ბოლო დროს კი, ვიცი, მაინც და მაინც კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს, ვერაა მთლად კაი ოჯახის გოგო, არც გარეგნობა აქვს მაინც და მაინც ზღაპრული, მაგრამ მაინც მომწონს ეს დღეები ვიჯექი და მაგის ფილმებს ვუყურებდი. მაგარი ცუდი მსახიობია და კიდევ უფრო სირულ ფილმებში იღებს მონაწილეობას, თუმცა ვინ არს უნაკლო? ისე, სხვათა შორის, მუქი თმები და მოკლედ შეჭრილი უფრო უხდება!

P.P.S. წავედი ახლა მე და ჭკვიანად იყავით აქ! თუ არ ჩამოვედი, ე.ი. იმაზე მაგარ პონტში ვარ, ვიდრე აქამდე წარმომედგინა

4 comments:

sabaha said...

არ გაბედო არ ჩამოსვლა :ტან:

Jenny said...

good luck :)

staring girl said...

საინტერესოა ახლა რას აკეთებ? :D


მე ანათემას მოსმენა დავიწყე
ტოესწ
ხო იცი რაა

Jenny said...

s vazvraSeniem! :)