Saturday, March 29, 2008

ნიჭი არსად დაიკარგება, თუ ტრაკში არ გადაისროლე

რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ამ ცხოვრებაში არ დავიკარგები (მეტი არაა ჩემი მტერი)! გუშინ მანქანის ტარების პირველ გაკვეთილზე მივედი და ცხოვრებაში პირველად დავჯექი მანქანის საჭესთან. თავიდან ისეთები ვაკეთე, გარშემო ყველა მძღოლი მე დამცინოდა. არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც მე მეგონა. გაკვეთილის ბოლოსკენ მანქანის დაძვრა და გაჩერება უკვე ვიცოდი (ასე თუ ისე).
დღეს კი საკუთარი თავი სასიამოვნოდ გავაკვირვე! დაძვრა-გაჩერების დროს პრობლემა საერთოდ არ მქონია, მერე ”ცეპლენიასაც” დედა ვუტირე და 8-ებიც სულ რიხინ-რიხინ გავიარე! რა თქმა უნდა, ამის მერე თავში ამივარდა და გაზის ”პედალსაც”, ასე ვთქვათ, ”გავუშინაურდი”... ეჰ, კარგი ყოფილა ეს ოხერი! შემდეგი გაკვეთილი ორშაბათს დავნიშნე და ერთი სული მაქვს, როდის მივალ და საჭეს მივუჯდები (წარმომიდგენია, მანქანა რო მეყოლება, მერე საერთოდ ვეღარ ჩამომსვამენ იქიდან)...

ხოდა, რიყეს მერე ცახოს შევხვდი და ბოტანიკურში გავასეირნე, მომნატრებია იქაურობა. არადა, თითქოს ხშირად ავდივარ ხოლმე, მაგრამ მაინც. იქ სეირნობის დროს გოგლიკამ დამირეკა და ისიც ამოვიდა, ეგ *ლეც მომნატრებია ნუ, გიორგას შეხვედრა და სახინკლეში ჩასკდომა ერთია ხოლმე, ასე რომ, დღეს მაგასაც ვერ ავცდი...
სასიამოვნოდ დაწყებული დღე თორნიკესთან სასიამოვნო საუბრით დასრულდა. კაი ხანია არ მილაპარაკია მაგასთან, მომნატრებია... ჩვენი გადაღებული სურათები მაჩვენა, მზიურში რომ ვისეირნეთ...

P.S. 0-ია იმ საქმის ფასი, რომელსაც გულით (ან გულიდან) არ აკეთებ! მთავარი ის გრძნობაა, რომელიც რაღაცის კეთებისგან სიამოვნებას მიგაღებინებს! მე ამის მჯერა

3 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

ვაიმეჰ ! მეც მასე მჭირდა პირველ გაკვეთილებზე მარა მერე უუჰუჰუ!!

გამოცდაზეც კი ჩავატარე პიპეი მარა ქალქაში ააუფ : ) უდაჩი!

deka136 said...

axla ukve mec sakaifod vatareb :))
erti suli maqvs qalaqshi rodis gavatareb :))
da gamocdas rodis chavabareb :P

madloba :2kiss:

Sweet said...

http://marushkin.blogspot.com/

შეიხედე ჩემს განახლებულ ბლოგზე :)