Thursday, February 14, 2008

Tatoo


ბოლო დროს ავიჩემე, სვირინგი უნდა გავიკეთო-მეთქი და მგონი, მართლა გავიკეთებ. 90%-ით გადაწყვეტილი მაქვს, ოღონდ ჯერ ცოტა დათბეს და მერე, თან მანამდე ფულს შევაგროვებ მაგისთვის. საოცარია, მაგრამ როგორი ტატუ მინდა, ჯერ არ ვიც, ადგილი კი უკვე შერჩეული მაქვს. აი, სურათზე სედრიკს რო აქვს მარცხენა ხელზე, ეგეთი რაღაც მინდა, ოღონდ მარჯვენაზე... ვნახოთ რა გამოვა. გუშინ მშობლებს ვუთხარი და თუ გინდა, გააკეთეო, ოღონდ მერე არ ინანოო... ხოდა, მაგიტომაც ერთწლიანს გავიკეთებ სავარაუდოდ და თუ რამე, მერე სამუდამოსად დავადებ.
ხო, კვირას სამსახურში გავდივარ. არ მეგონა, ასე თუ მომენატრებოდა იქაურობა. ორი კვირაა არ ვყოფილვარ და მუშაობა მწყურია. ალბათ, სანამ სწავლა დაიწყება... თან ფინანსებში ცოტა გაჭედილი ვარ და დამატებითი ”ერთი-ორი კაპიკი” არ მაწყენდა.
”მარს ვოლტა” სულ უფრო და უფრო მომწონს. გენიალური ჯგუფია! Televators-ის მერე The Widow-ზე გავჭედე, ამ სიმღერას კლიპიც სერიოზული აქვს!
ღამის სამ საათზე ”ამერიკული ნამცხვრის”, მგონი, რიგით მეოთხე სერიას ვუყურე და ძალიან მომეწონა! სწორედ ასეთი დებილური კომედიის ნახვა მინდოდა... მთავარი როლის შემსრულებელი გოგოც მომეწონა ^^

4 comments:

nati kuda said...

jumber, ტატუ დროებითი არ არსებობსო, არ გაგიგია შეენ?
ან თუ გაიკეთებ, ნე ზაბუდუ დაიწერე, მოდიდან არასდროს არ გადავა :გივი:

Jenny said...

heheheheh :))
"ne zabudu"


1 meubneboda arasodes gavikeTeb tatus. iqneb mere rame spec agenti an gangsteri an partizani an vinme egeTI vxdebi da mipovian :rolleyes:

staring girl said...

კაკოი კაშმარ
შენი ბლოგის კითხვას მოვრჩი და
უნდა დამეხურა გვერდი და
შემთხვევით რააცას რომ ვიწერდი იმის გვერდი დავხურე
არადა საათზე მეტია ვიწერ ლოლ

ცუდო ცუუუდო
შენი ბრალია
ლოლ

deka136 said...

1) ne zabudus davicer aucileblad :D

2) arc gangsterobas vapireb da arc partizanobas, magram tatuti cota normaluri samsaxuris povna gamidzneldeba :D

3) bodishi :user: