Monday, February 18, 2008

აუ, ამ სურათს ვეძებდი რამდენი ხანია
ფილმში ყველაზე მეტად ეს მომენტი მომწონს, გოგო უცებ რომ ახტება და სოლოს რომ მოიგონებს :))
ორივე ძალიან საყვარელია აქ :love:


უსასრულობის მჯერა
დებილი ვარ ალბათ
ოღონდ სინამდვილეში უსასრულობა არ არსებობს
მაგრამ პირობითი უსასრულობა ხომ არის?
ხოდა, სწორედ მაგის მჯერა

რაღაც სასიამოვნოდ აჟიტირებული ვარ
მახარებს თორნიკეს განწყობა
ვგრძნობ, რომ მაგასაც ისევე უნდა ჯგუფი, როგორც მე
ახალ თავგადასავალს ერთად შევუდგებით
რთული იქნება, მაგრამ მე პირადად მზად ვარ ამისთვის
როგორც იქნა, იმას გავაკეთებ, რაც მინდა
და ამაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შემიშლის
აღარავინ მეტყვის, არ იხავლოო :))
იმიტომ, რომ სწორედ ხავილს ვაპირებ :))
ვინ იცის, რამდენჯერ მიოცნებია კონცერტზე
თვალებს ვხუჭავ და ვხედავ სცენაზე როგორ ვდგავარ, ცალ ხელში მიკროფონი მიჭირავს, მეორე ჰაერში მაქვს აღმართული და მაყურებლის ემოციას შევიგრძნობ
როგორც გაირკვა, თოკასაც სწორედ ეგ უნდა
ყოველდღე მეკითხება, ხომ არ გადამიფიქრებია და ყოველ ჯერზე უარყოფით პასუხს იგებს
ეს კარგია! საქმის კეთება ასეთი მონდომებითაა საჭირო!
ხვალ ჩემს ახალ გიტარისტს შევხვდები და გავიცნობ
პატარა ბიჭია, მაგრამ თავისი საქმე იცის ბავშვმა... თან ცოტა უქრის თავში, თუმცა არც ეგაა პრობლემა, მოვათვინიერებ :)) ეგ კარგად გამომდის, ისეთები მომირჯულებია :))
ხოდა, მგონი, ზუსტად ახლა ჩვენი მომავალი ჯგუფის სახელი მოვიფიქრეთ - Original Diablo :)) არაუშავს? ისე, ტრიამერას კი ჯობია და...

ნესტანმა რომ გაიგო ჩვენი განზრახვის შესახებ, ვიგრძენი, ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია და წარმატებები მისურვა. დიდი მადლობა, ნამდვილი მეგობარი ხარ და ამას არასდროს დავივიწყებ! შენც წარმატებები ტრიამერასთან ერთად, იმედია, მაისიდან მართლა დაიწყებთ ისევ რეპეტიციებს, ოღონდ ახლა უჩვენოდ.

ახლა წავედი, კიდე ერთი დებილური ფილმი გადმოვიწერე და გავერთობი ცოტას...
ეს კიდე მართლა მაგარი იყო რა :)))


7 comments:

nati kuda said...

tqven chkua da me ful... tfui
repeticiebze ar vivli
i promise
xavilis meshinia :mo:

deka136 said...

nazad vixavleb :user:

idiocracy said...

მაგ ფილმში მეც ეგ მომწონს ყველაზე მეტად.

gif ანიმაციაც კი გავაკეთე, მაგ მომენტის, და დესკტოპზე მეგდო და ხშირად ვნახულობდი.

utvinoo said...

vaaaa dekkkaaaa, magrad gamixarda Seni da Tornkes ambavi, warmatebebi
magariaaaa :yes:

utvinoo said...

vaaaa dekkkaaaa, magrad gamixarda Seni da Tornkes ambavi, warmatebebi
magariaaaa :yes:

deka136 said...

madloba, madloba :2kiss:

shentvisac male momelocos :D

მარიამ ბლანკი¹³ said...

gaxsnili blogi repeticiebi da roi usaqmuri mamris istoria!!

fantastiuria genacvalet tqvena!!

me ggulshematkivrobt!!!