Wednesday, February 27, 2008

მონსტრებო თქვენა, კაცის მკვლელებო!!! თქვენ გნახეთ ერთ დღეს ტბაში დამხრჩვალები...

ახლა კი საქმეზე გადავიდეთ... სად იყო და სად არაო, ფორუმის ერთ-ერთ თემაში ლოხ-ნესის ტბის მონსტრის ფოტო ვნახე და ჩემი ბავშვობის გამორჩეულად საინტერესო და დამაინტრიგებელი ისტორია გამახსენდა. ყოველთვის მაინტერესებდა, მართლა ცხოვრობს თუ არა ეს არსება შოტლანდიის უდიდეს ტბაში და თუ არ ცხოვრობს, მაშინ სურათები საიდანღა გაჩნდა ბლიად?
აბა ვინ მეტყვის თბილისი რომელ საუკუნეში აშენდა? მართალია, ბავშვებო, მეხუთეში! ხოდა, შენხარჩემიბატონი ©, ლოხ-ნესის ტბის ურჩხულზე პირველად ცოტა მოგვიანებით, 565 წელს დაიწერა, როდესაც მონსტრმა ადგილობრივი მაცხოვრებლის სიცოცხლე შეიწირა. წმინდა კოლუმბის (ადამიანი, რომელიც შოტლანდიელ ურწმუნოებში ქრისტიანობას ქადაგებდა და სწორედ ამიტომ შერაცხეს წმინდანად) წერილებში აღწერილია ეს ფაქტი. მკვდრის დამარხვა მის თანატომელებს ტბის პირას მოუნდათ და მაგ დროს ერთ-ერთმა უგუნურმა, დეგენერატმა, კრეტინმა ნავის მოსაყვანად წყალში გაცურა... ხოდა, მეორე კუბოს დამზადებაც გახდა საჭირო :| წერილში ეწერა, რომ ის ნისაგმა მოკლა (ნისაგი - მონსტრის გალიური სახელი, თანამედროვეები მას უბრალოდ ”ნესის” ეძახიან... რა საყვარლობაა ), რომელიც დიდ ბაყაყს ჰგავდა.
1933 წელს შოტლანდიურმა გაზეთმა ”ინვერნეს კურიერმა” მაკკეის ოჯახის მონაყოლი გამოაქვეყნა, სადაც ცოლ-ქმარი ირწმუნებოდა, რომ ტბაში ურჩხული დაინახა. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში და მათაც ტბის პირას ყველა ხე თუ ბუჩქი (ამას რაღას ერჩოდნენ ნეტა ) გაჩეხეს, რათა მონსტრზე დაკვირვება უფრო ადვილი ყოფილიყო. იმავე წლის აგვისტოში სამმა მოცლილმა, რომლებიც ტბასთან ვინ იცის რით იყვნენ დაკავებულები, კიდევ ერთხელ ნახა ”ლოკოკინისებური” არსება, რომელიც ლოხ-ნესში მიცურავდა.

აქვე დავწერ ნესის არსებობა-არარსებობაზე გაჩენილ ვერსიებსაც:
1. ვარაუდობდნენ, რომ ეს ურჩხული რელიქტური პლეზიოზავრი იყო, თუმცა 70-წლიანი დაკვირვების შემდეგ ტბაში ცხოველის ნარჩენების პოვნა ვერ მოხერხდა. თან, ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენს დროში დინოზავრები კიდევ ცოცხლები იყვნენ
2. 2005 წელს გლაზგოს უნივერსიტეტის პალეონთოლოგიის კათედრის კურატორმა, ნეილ კლარკმა თავისი აზრიც დააფიქსირა. შოტლანდიელი მეცნიერი თვლის, რომ ხალხმა ტბაში არა ურჩხული, არამედ უბრალო სპილოები ნახა (დალტონიკები იყვნენ ეს ჩემისები?! ), რომლებსაც ერთ-ერთი ადგილობრივი ცირკის მფლობელი სწორედ 1933 წელს ლოხ-ნესის ტბის გავლით გადაჰყავდა. კლარკი თვლის, რომ ნესის პირველ სურათებში არა მართლა ნესი გახლდათ, არამედ ჩვენი გრძელხორთუმიანი ძმები და დები! (მიდი და ნუ დაუჯერებ, ბლიაძ! )
3. ბოლო ვერსია კი იტალიელ მეცნიერ-სეისმოლოგს, ლუიჯი პიკარდის ეკუთვნის. მაკარონიჭამიას აზრით, ტბის ფსკერზე დიდი ტექტონიური ხვრელია, რომელსაც Great Glen ჰქვია. შედეგად, წყლის ზედაპირზე წარმოქმნილი ბუშტულები და ტალღები ამის ბრალია. გარდა ამისა, შესაძლოა, ტბაში ცეცხლოვანი ლავაც გამოჩნდეს, რასაც დამახასიათებელი ხმაური (რომელიც ურჩხულის ღრიალში ეშლებათო) და მცირე მიწისძვრებიც მოჰყვება (მე თუ მკითხვათ, ეს იტალიელები ყველაფერში მაგარი *ლეები არიან . კიდევ კარგი, მე არ მეკითხებით ხოლმე არაფერს ).

ესეც ასე... ლოხ-ნესის ურჩხული ნესი... მითი თუ რეალობა?! ტბაში დამალული მაჩო თუ ჩვენს დროში შემორჩენილი ერთადერთი დინოზავრი?! ვისაც აინტერესებს, შეუძლია ბრიტანეთის საელჩოს მიმართოს, ვიზა აიღოს და შოტლანდიისკენ გაუდგეს გზას! თუ ცოცხალი ჩამოხვალთ, მერე ჩვენ მოგვიყევით

დაბოლოს, სურათები

ლოხ-ნესის ტბა
ნესის ქანდაკება
ესეც ნესის რეალური სურათები... (ჰგავს სპილოს?)


რუბრიკა ”ეს საინტერესოა...” ©

3 comments:

idiocracy said...

ეს ამბავი, წაკითცული მაქვს :)

თავის დროზე ძალიან დამაინტერესა.

utvinoo said...

mm guSin vapirebdi raRacis dalinkvas
mkvdari urCxulis video iyo da verafrit ver davtove komentari :D
mapatie latinuri asoebi, aq sxva shriftis shesaxeb ar smeniat :D

deka136 said...

eeee

mkvdari urchxuli?

sadaa mkvdari urchxuli? :(

minda mkvdari urchxulebi? :((