Wednesday, February 13, 2008

გაზაფხულის მოახლოვებას ვგრძნობ და ის ხასიათი მიბრუნდება, რომლის დროსაც საკუთარი თავი ყველაზე მეტად მომწონს. უაზრობებზე აღარ ვიგრუზები და მაქსიმალურად ბევრ სისულელეს ვიკიდებ. გასაკვირია, მაგრამ ამაში ავადმყოფობაც დამეხმარა. ამ ერთი კვირის განმავლობაში, რაც სახლში მიჯექი, კარგად ვხედავდი, ვის ვახსოვვარ და ვის არა, ვინ გაბედა და მომიკითხა, ერთხელ მაინც...
გუშინდელი დიიიიიდი გასეირნების მერე არ მეგონა, დღესაც თუ გამომივლიდნენ ჯიგრები, მაგრამ იმედები სასიამოვნოდ გამიცრუვდა. ჩავჯექი მანქანაში და პატარა გასეირნების მერე, უცებ მცხეთაში წასვლა შევთავაზე. 20 წუთში უკვე სვეტიცხოველთან ვიდექით. მე და გიორგა შიგნითაც შევედით, სანთლები დავანთეთ, ცოტა განვანათლე ეგ ჩემისა და მერე უკან წამოვედით. გზაში სასოფლო ინსტიტუტი მოვინახულეთ, სადაც ეროვნული გამოცდები ჩავაბარე. სახლში მოსვლამდე კი სახინკლეშიც დამპატიჟეს, სადაც ისევ ჩავსკდი ჭამით!
მართალია, გუშინდელივით 6 საათი არ მიკატავია და არც მანქანა მიტარებია, მაგრამ დღესაც განსაკუთრებულად კარგი დრო ვატარე(თ)! ყველაზე მაგარი კი ის იყო, სლავა შუა მცხეთაში ნაბეღლავის ბოთლით ხელში რომ დავტოვეთ და გავეპარეთ :)))

ახლა კი მთავარი სათქმელი...
ეს მაიმუნი ბავშვები მენატრებიან საოცრად... ზაფხული და შემოდგომა ამათ გამიხალისეს და დიდი სიამოვნებით გავასეირნებდი კიდევ სადმე, მაგრამ ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მაქვს. თან, გარკვეული მიზეზების გამო, იაჰუშიც ვერ ველაპარაკები და კამერით ვერ ვუყურებ, როგორ მეჯღანებიან :)) არაუშავს, ცოტა დათბეს და ამასაც მოევლება :)

P.S. ჩემს ფიზიონომიას ამოვშლი სურათიდან, ასე უკეთესია :user:

1 comment:

Jenny said...

kruta :))

mec mand Cavabare. :tan: