Wednesday, January 30, 2008



აუ, შვილი მინდა
ძალიან, უზომოდ მინდა შვილი
პატარა გოგო მინდა
რომელიც ჩემი იქნება
ჩემი ნაწილი
ჩემთან
დიდი ხანია, ეს აზრი მაწუხებს, მაგრამ ხანდახან ძალიან ჩამავკებს ხოლმე კლანჭებს...
ბავშვი...
პატარა, თბილი, ლამაზი, საყვარელი, მხიარული, მოწყენილი, მომღიმარე, თვალცრემლიანი...
დიდი სიამოვნებით ავიყვანდი და გავზრდიდი, მაგრამ ჯერ ჩემი თავისთვის ვერ მომივლია ნორმალურად...
არადა, ძალიან მინდა
მინდა, გავანებივრო, გავასეირნო, ზღაპრები მოვუყვე, ვაჭამო, დავაძინო...
როდესაც იტირებს, მინდა, მე დავაწყნარო
როდესაც რამე მოუნდება, მინდა, სურვილი მე ავუსრულო
ნუთუ არ შეიძლება ახდეს ის, რაც ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა?
მართალია, ამბობენ, ყველაფერს თავისი დრო აქვსო... ხომ არ გადამესწრო დროისთვის? ნეტა შესაძლებელია?
სექტემბერში ვნახე ავტობუსში... მამა და გოგონა ისხდნენ, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ... ბავშვი 3-4 წლის იქნებოდა... ერთ მომენტში უცებ მობრუნდა მამისკენ და მაგრად ჩაეხუტა... არის ამქვეყნად რამე ამაზე თბილი და კეთილშობილი? რა ვიცი, არა მგონია...

ცოტა რომ წამოიზრდებოდა, ბაღში მივიყვანდი
თუ არ მოეწონებოდა, მაშინ თან წავიყვანდი ყველგან
მერე სკოლაში შევიყვანდი, 6 წლის რომ გახდებოდა
საშინაო დავალების გაკეთებაში დავეხმარებოდი
რვეულში სასაცილო ფიგურებს დავუხატავდი... რომ გადაშლიდა, გაეღიმებოდა...
შაბათ-კვირას გავასეირნებდი, სხვადასხვა ადგილებს დავათვალიერებინებდი...
უფრო რომ გაიზრდებოდა, დავისვამდი, სერიოზულ საკითხებზე დაველაპარაკებოდი... ვურჩევდი, რომ სწავლისთვის მიეხედა, რადგან ცოდნა ერთადერთი რამაა, რაც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებოდა...
თუ შევაბერდი, ალბათ, მომივლიდა კიდევაც... ან სახლიდან გამაგდება, ანაც მოხუცთა თავშესაფარში მიმიყვანდა... თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს?! მართალია, გული დამწყდებოდა, მაგრამ... ეს არ არის მთავარი...
ერთადერთი ადამიანი იქნება, ვინც თავს მარტოდ არ მაგრძნობინებდა...


ლოლ, არადა დღეს არ დამილევია საერთოდ :)
კარგი დრო ვატარე, ბევრი ვიცინე, ცოტა ვიკამათე კიდევაც და გახარებული ღამის პირველ საათზე დავბრუნდი სახლში... ბოლოს ბილიარდი როდის მქონდა ნათამაშები, აღარც მახსოვდა, მაგრამ ამათ კი ვუგებდი და... :))
თუმცა, არა, ვიტყუები... ყველა ხელი არ მომიგია :P რამდენჯერმე იმდენად მონდომებული ვიყავი, რომ ძალიან მაგრად გამომდიოდა დარტყმა და შავი ბურთულა მივარდებოდა. საკუთარ საქმეს თვითონვე ვიფუჭებდი...
ხო, საქართველოს ბანკის ტაქსითაც ვიმგზავრე. ძალიან მომეწონა :)) თან კარგი მძღოლი შეგვხვდა, თავის ლონდონურ ცხოვრებაზე მიყვებოდა და მერე ქვეყნის საბანკო-საფინანსო სტრუქტურაც განვიხილეთ... მოკლედ, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება :)

4 comments:

Tik said...
This comment has been removed by the author.
staring girl said...

შენ მამაჩემისნაირი მესაკუთრე იქნები ალბათ
და იმედია ჩემნაირი შვილი არ გეყოლება :D



და ისე
სვიით

უსერ

deka136 said...

neta pirveli komentari vin cashala? :spy:

iachka, shen iyavi? :eek:

mesakutreobas rac sheexeba, ar vici, ar vici... :user:

staring girl said...

ჩემი დის ექაუნთიდან შემომეპოსტვინაჰ