Saturday, January 19, 2008



ქვეყნად თურმე ხდებოდა
ნატვრის ხეც კი ხმებოდა,
ნატვრის ხე...


როდესმე გდომებიათ წარსულში დაბრუნება? არა რამის შესაცვლელად, არამედ, უბრალოდ, სასიამოვნო შეგრძნებების დასაბრუნებლად. ალბათ, კი. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონოდა ეს მომენტი. ჰოდა, დღეს მე წარსულში ვიმოგზაურე.
დილით სახლიდან გასვლა აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ ჯგუფელმა დამიმესიჯა და მითხრა, შენი წიგნის დაბრუნება თუ გინდა, შემხვდიო... მეც სხვა რა გზა მქონდა? ორ დღეში გამოცდაა და უწიგნოდ ნამდვილად ვერ მოვემზადებოდი. ჩავიცვი ტანსაცმელი და გავედი სახლიდან. რუსთაველზე მეტროთი მივედი და მაშინ დაიწყო ყველაფერი. წიგნის აღების შემდეგ ცოტა გასეირნება გადავწყვიტე და ჩემდა უნებურად, ის ადგილები მოვიარე, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ჩემში მხოლოდ და მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევდნენ. ასე მივსეირნებდი, ვჩერდებოდი, ვათვალიერებდი. ხალხი გაკვირვებული მიყურებდა, მაგრამ იმ მომენტებში ეს მეორეხარისხოვანი იყო. მხოლოდ მაშინ დავაკვირდი, რომ დილით ის ტანსაცმელი ჩამიცვია, რომელიც მაშინ მეცვა... არადა, არც ვაპირებდი, უბრალოდ, შემთხვევით გამოვიდა ასე. დავდიოდი, დავდიოდი და დაღლას სულ ვერ ვგრძნობდი, გონებაში თითოეული წუთი აღვიდგინე, ყველაფერი გავიხსენე, მეღიმებოდა.
ბოლოსღა დავფიქრდი, რომ საკმაოდ დიდი გზა გამივლია. მიუხედავად ამისა, არ შევჩერებულვარ. თავისუფლებაზე ნაცნობი შემხვდა, ცოტა ხანი გამოველაპარაკე, მერე ლესელიძისკენ ავიღე გეზი, სადაც, მოულოდნელად, კინაღამ რომა რცხილაძეს შევეჯახე. კიდევ კარგი, გავჩერდი, თორემ იმხელა იყო, ნამდვილად გამიტანდა. ორი ნაბიჯი გადავდგი და ვიღაც ბიჭებმა მისი სიმღერა წაიღიღინეს, ”ნატვრის ხეო”... ბოლოს ”იქაც” ავედი და ცოტა ხანი ჩამოვჯექი, თან ვისვენებდი და თან ვიხსენებდი, არც მციოდა.
იქიდან ისევ რუსთაველზე მომინდა ჩამოსვლა და ასეც მოვიქეცი. მივედი რუსთაველის თეატრის შესასვლელთან და პირდაპირ კარის გვერდზე პლაკატი ვნახე, რომელზეც ვისოცკი ეხატა და მისი სიტყვები ეწერა: ”Я люблю, а это значит - я живу!..” შევედი, სპექტაკლების აფიშა გადავიკითხე და ერთი ბილეთი ვიყიდე კიდევაც. დიდი ხანია, რომელიმე წარმოდგენაზე მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი ამას თავი, თუმცა დღეს მაინც ვიყიდე ბილეთი.
ხოდა, ასე, რამდენიმე საათში რამდენიმე დღე ჩავტიე. გავიღიმე, ბავშვებიც მიღიმოდნენ, უფროსებს კი არ ესმოდათ ჩემი სიხარულის მიზეზი... არადა, სიამოვნებით გული მევსებოდა. ხანდახან წარსულში გახედვაც კარგი ყოფილა. რაც მთავარია, მთელი გზის განმავლობაში ერთ-ერთი სიმღერის ერთსა და იმავე მონაკვეთს ვიმეორებდი:
"I'm alive and I am true to my heart now - I am I,
but why must truth always make me die?"
ალბათ იმიტომ, რომ სახლში ბოლოს ამას მოვუსმინე. ავლაბარში კი ამის გამო ერთმა ბიჭმა ისე შემომხედა, გიჟი ვეგონე სავარაუდოდ... ყველაზე კარგი კი ისაა, რომ გამოცდა სულ არ გამხსენებია : )))

1 comment:

Anonymous said...

[url=http://seexi.net]Моему сынуле 6 мес., а он не встает на ножки [/url]
Вот возник вопрос,каждый раз проблема. Знакомы не очень давно.
Когда звонит просто поболтать,узнать как дела, даже в случае в случае если и не занята беседу нужно закруглять через пол часика, по-разному в зависимости от настроения,а молодой человек никогда не прощается первым.В итоге начинаю выдумывать,что скоро уходить-надо собираться или же что-то ещё.
Как у вас обыкновенно это дело происходит,чтоб молодого человека не задеть и корректно закончить диалог? Не от такого что он неинтересен,а просто так как досаждает болтать,иногда не один час выходит,но всё же..?